მთავარი,სიახლეები

სალაძე: მომისმენია მოსაზრება, აჭარის მაუწყებელი გვჭირდება თუ არა… გავაუქმოთ

27.09.2019
სალაძე: მომისმენია მოსაზრება, აჭარის მაუწყებელი გვჭირდება თუ არა… გავაუქმოთ

სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე: 

„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის, რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მოხდა, მხოლოდ აქაური მრჩეველთა საბჭოს ინიციატივა იყო. მე საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში ყოფნის დროსაც [სულხან სალაძე ორი წლის განმავლობაში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი], სამუშაო შეხვედრის ფორმატში მომისმენია მოსაზრება – „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გვჭირდება თუ არა, გავაუქმოთ“ და ასე შემდეგ.

ვფიქრობ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი როლი და ადგილი და ის უნდა იყოს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამაზე მსჯელობა მე მომისმენია.

ბოლო წლების მაგალითზე მედიის მდგრადობის ინდექსი უარესდება ქვეყანაში. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები, დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადება, მათ შორის დირექტორის ვერ არჩევა, ასევე „ტვ პირველის“ გარშემო განვითარებული მოვლენები, აისახება 2019 წლის მედიის მდგრადობის ინდექსის ნაწილში.“

_______________

ვრცლად ამ თემაზე:

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: