მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება პანდემიის დროს გაორმაგდა – „ოქსფამი“

საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ცნობით, პანდემიამ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები  კიდევ უფრო გაამდიდრა და მეტი ადამიანი გააღარიბა. კერძოდ, მსოფლიოს ათმა უმდიდრესმა ადამიანმა პანდემიის პირველი ორი წლის განმავლობაში გააორმაგა თავისი ქონება 700 მილიარდი დოლარიდან 1.5 ტრილიონ დოლარამდე (ეს არის 15 000$ წამში ან $1.3 მილიარდი დღეში), ამის პარალელურად, კაცობრიობის 99%-ის შემოსავლები შემცირდა და 160 მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა. …

მკითხველმა 55 000 ლარი გადმოურიცხა ძმებს, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავარიით

ძმებს – ანრი და კახა ბერიძეებს „ბათუმელების“ მკითხველმა 31 დეკემბრის მდგომარეობით 55 262 ლარი გადმოურიცხა. თანხის გადმორიცხვა ისევ გრძელდება. ამ თემაზე: ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით ძმების დასახმარებლად 2200-ზე მეტმა ადამიანმა გადმორიცხა თანხა „ბათუმელების“ პარტნიორი ორგანიზაციის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ანგარიშზე. თანხას ძირითადად რიცხავდნენ კერძო პირები, იყო რამდენიმე გადმორიცხვა ორგანიზაციიდანაც. არის ასობით …

„მყავს მძიმე ავადმყოფი მამა“ – 15 წლის ბიჭის მიმართვა ხალხს და მთავრობას

„მოგესალმებით. მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი მამა, აქვს პარკინსონის დაავადება მძიმე ფორმით, ჭირდება თავის ოპერაცია, კეთდება ავერსის კლინიკაში და ღირს 70 000 ლარი. ვართ სოც.დაუცველები. 45 000 ლარი გვაქვს, დარჩენილი 25 ათასი ლარის შევსებაში სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი დახმარება, რომ გაკეთდეს ოპერაცია და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე“, – ეს წერილი 15 წლის ბიჭმა 4 დეკემბერს მოგვწერა ქობულეთიდან. წერილს …

მდიდარი ქვეყნები ყიდულობენ კოვიდის ვაქცინის ზედმეტ დოზას, მაგრამ რა ელით ღარიბ ქვეყნებს?

მდიდარმა ქვეყნებმა იყიდეს კორონავირუსის  ვაქცინის იმ რაოდენობის დოზა, რომ შეუძლიათ საკუთარი მოსახლეობა სამჯერ აცრან – აცხადებს „სახალხო ვაქცინების ალიანსი“, რომელიც ვაქცინების თანაბრად გადანაწილების ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციაა და წარმოადგენს ისეთი ორგანიზაციების კოალიციას, როგორიცაა: Oxfam, Amnesty International, UNAIDS და სხვ. 67 ღარიბ ქვეყანაში ყოველი 10 ადამიანიდან ერთს აქვს იმედი, რომ მიიღებს ვაქცინას მომავალი წლის ბოლოსთვის – „სახალხო …

ექთნების ხმა – დაუფასებელი შრომა [პოდკასტი]

საქართველოში, სხვადასხვა კლინიკაში დაახლოებით 18 ათასი ექთანი მუშაობს.  ექთნების სახელფასო ანაზღაურება საათში 2 ლარიდან იწყება. ერთ კლინიკაში მომუშავე ექთნის საშუალო ხელფასი 320 ლარიდან 380 ლარამდე მერყეობს. იმის გამო, რომ ხელფასი არასდროს ჰყოფნით ექთნები ყვებიან, რომ რამდენიმე კლინიკაში მუშაობენ. ეს ნიშნავს გადაბმულ მორიგეობას, მუდმივ სტრესს და გადაღლას. „მიტოვება მინდოდა ჩემი პროფესიის. მაღაზიის გაკეთება. უბრალოდ ახლა, ამ …

როგორ მოგვარდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პრობლემები – გეგმა ჯერ არ არსებობს

როგორ შეძლებს თორნიკე რიჟვაძე და აჭარის მთავრობა შესრულდეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, რომლებიც ორი დღე – 6 და 7 ოქტომბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ ითხოვდნენ: [checklist] საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადებას 0% -ით; სახელმწიფოს საკომპენსაციო თანხის მომატებასა და გაგრძელებას; წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების ჩამოწერას; ქირით მცხოვრებთათვის დახმარებას; ბავშვების სკოლაში დაბრუნებას; საპენსიო დანაზოგის დაბრუნებას; საზღვრების …

ცხოვრება უსახურავო სახლში, როცა გარეთ თავსხმა წვიმაა [ვიდეო]

„ახლა მოდით და ნახეთ, როგორ  გვაწვიმს, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს, იქნებ სახურავის შეკეთების უფლება მოგვცენ“, – ეს შეტყობინება გამოგვიგზავნეს რედაქციაში დღეს, 21 ივლისს, ძლიერი წვიმის დროს. ოჯახი, რომელმაც ჩვენ მოგვწერა, ბათუმში, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე ცხოვრობს. სატელეფონო საუბარში გვითხრეს ისიც, რომ სახურავის კაპიტალურად მოწყობა უნდოდათ, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვო სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. ადგილზე მისულებს ერთსართულიანი სახლი და …

ქალი, რომელიც 5 ბავშვს მარტო ზრდის და ემიგრანტები დაეხმარნენ, ახლა სხვებს ეხმარება

„როცა გიჭირს, ერთი პურით დახმარებაც დიდი რამეა, მეც მივიტანე გულთან სხვისი ტკივილი,  როგორც სხვებმა ჩემი მდგომარეობა. სხვას გავუკეთე ანალოგიური. როცა უცხო ადამიანები მოდიოდნენ  პროდუქტით, ბავშვები მეკითხებოდნენ, ვინ არიან, რატომ მოდიან და მოაქვთ ჩვენთვის საჭმელიო. ვუხსნიდი, რომ ეს დროებითია, კრიზისი გვაქვს და ხალხის დახმარების იმედად ვართ, წამოვდგებით ფეხზე და სხვებს დავეხმარებით, ისინი იქნებიან ჩვენს იმედად-მეთქი. “ …

უსინათლო ქალი ბათუმში: კომპენსაცია არ მომცეს

ბათუმში მცხოვრებმა მარტოხელა პენსიონერმა ქალმა, რომელსაც უსინათლობის გამო პირველი ჯგუფის ინვალიდობის სტატუსიც აქვს, მთავრობის მიერ მისთვის გამოყოფილი ერთი თვის კომპენსაცია ვერ მიიღო. საუბარია 100-ლარიან კომპენსაციაზე, რომელიც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღონ. უსინათლო და მარტოხელა ქალმა, რომელიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა, გვითხრა, რომ არ უნდა საჯაროდ გამოჩენა, რადგან შესაძლოა მის ნათესავებს ამან …

მოზარდი ბიჭები მხარდამჭერად უფრო ოჯახს, გოგოები კი მეგობრებს ასახელებენ – კვლევა

მოზარდმა ბიჭებმა დააფიქსირეს უფრო მაღალი მაჩვენებელი მშობლების მხარდაჭერისა და მათთან ურთიერთობისა, მაშინ როცა გოგონები მიიჩნევენ, რომ უფრო მნიშვნელოვან მხარდაჭერას მათ მეგობრები უწევენ – ამის შესახებ მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შემსწავლელი გლობალური კვლევის ანგარიშში წერია, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ხელშეწყობით 45 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ჩატარდა. კვლევა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს ინფორმაციას …

როგორ გადარჩეს ოჯახი, რომელიც საკვებისა და ქირის ფულს თურქეთში მუშაობით შოულობდა?

ნარგიზ პაპიძის ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, „თვეში 260 ლარია“, რასაც  პროდუქტის 30-ლარიანი ვაუჩერი ემატება“.  ეს თანხა  მხოლოდ საკვებისთვის ჰყოფნით. „პროდუქტი რომ ვიყიდე, ქირა ვეღარ გადავიხადე, ქირა რომ გავიხადე, საჭმლისთვის ფული არ დამრჩა, ორივე ერთად არ გამოდის“, – გვიყვება ახალგაზრდა ქალი თავისი ოჯახის განსაცდელზე. ნარგიზ პაპიძე ოჯახთან ერთად ბათუმსშემოერთებულ ტერიტორიაზე  ხის სახლში, გოთუას ქუჩაზე  ცხოვრობს. ეს …

ქალი: დღეს ჩემებმა მხოლოდ ტყემალი და პური ჭამეს, მშივრები არიან

ტექსტი ქვეყნდება სტილის დაცვით ______ ვის მივმართო?! თურქეთში დავდიოდი/ვმუშაობდი და ოჯახს ვარჩენდი. ახლა ვზივარ უთეთროდ მშიერი. ვის მივმართო დახმარებისთვის? რამდენს მივმართე? – ბევრსსს… 20 მარტი იყო, როდესაც მირიანს მივმართე [მირიან ქათამაძე, ქობულეთის გამგებელი]. მოვიდნენ და მცირედი ამანათი მოიტანეს. მერე, აპრილში, ისევ მივმართე. მისი პასუხი ეს იყო – რომ „მე თქვენ დაგეხმარეთ ამანათითო“. სამჯერ მივწერე, გაუსაძლისი …

ასე არ ხდება ჩემო კარგო – ბაღდათის მერი 9-შვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემაზე

ბაღდათში მცხოვრები ხათრიძეების 9-შვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში, ქირით ცხოვრობს, სახლის ქირის ფულს მათ მერია უხდის. სახლში არ არის გათბობა, წყალი და ბუნებრივი აირი. ოჯახი ბაღდათის მუნიციპალიტეტისგან მერიის ბალანსზე არსებულ რომელიმე შენობა-ნაგებობას ან მიწის ნაკვეთს ითხოვს, რომ სახლის აშენება შეძლონ, მოაშენონ შინაური ფრინველი, პირუტყვი და სიღატაკეს საკუთარი შრომით დააღწიონ თავი. რამდენად რეალურია ცხრაშვილიანი, უსახლკარო ოჯახისთვის საცხოვრებლის …

ბარავს ბოსტნებს, ეზიდება ტვირთს – როგორ ცხოვრობს აგვისტოს ომის მონაწილე ჯარისკაცის ოჯახი 

ნესტან არძენაძე ორ შვილთან და ქმართან, რუსლან არძენაძესთან ერთად ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურში, ფიცრულ ქოხში ცხოვრობს. მისი ქმარი ყოფილი ჯარისკაცია, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. ოჯახი ადრე ქალაქში ცხოვრობდა და ბინას ქირაობდა, თუმცა ომის  შემდეგ, ქმარი ჯარიდან წამოვიდა, ოჯახმა ქირა ვერ გადაიხადა და იძულებული გახდნენ თავი ქოხისთვის შეეფარებინათ. რუსლან არძენაძე „ბათუმელებს“ სახლში არ დაგვხვდა. მისი …

დედა, მამა და 9 შვილი უსახლკაროდ – ბავშვები სკოლის გარეშე [ვიდეო]

დიდ ოჯახში სულ 11 წევრი ცხოვრობს – დედ-მამა და 9 ბავშვი. ყველაზე პატარა 2 თვისაა, უფროსი – 14-ის.  ხათრიძეების ოჯახი ბაღდათში ცხოვრობს, ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო 1100-ლარიანი სოციალური დახმარებაა. ამით, როგორც ბავშვების მამა, ნუგზარ ხათრიძე ამბობს, ყველა ბავშვისთვის სეზონზე შესაფერის სამოსსაც კი ვერ ყიდულობს, 1100 ლარიდან 400 ლარი ყოველთვიურად 11 წლის ნინის წამლებისა და მკურნალობისთვის …

ექთნებს ხელფასებს უმცირებენ – მთავრობის 520-ე დადგენილების პირველი ეფექტი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რასაც არაერთი პირი ადასტურებს, ახალი წლიდან ექთნებს ხელფასები შეუმცირეს. ექთნები სხვადასხვა კლინიკიდან ამბობენ, რომ ადმინისტრაცია მათ შეხვდა და მიუთითა ხელფასების შემცირების მიზეზზე – „მთავრობის 520-ე დადგენილებაზე“. სწორედ ამ დადგენილებას უკავშირებენ კლინიკები შემოსავლების შემცირებას, რაც, თავის მხრივ, სამედიცინო სერვისების ფასების შემცირებას უკავშირდება. რამდენიმე კლინიკის ექთნების თქმით, მათ ადმინისტრაცია უკვე ესაუბრა და ხშირ შემთხვევაში ხელიც …

ქალი: განვადებით ნაყიდ ტექნიკის გამო სოციალურ დახმარებაზე უარი მითხრეს

აჭარაში დღეის მდგომარეობით საარსებო შემწეობას 41 504 ადამიანი იღებს, ეს აჭარის სრული მოსახლეობის 12.3%-ია. მათ სიაში არ არის 62 წლის ლია გოგიბერიძე, რომელსაც სოციალურ დახმარებაზე უარი, შვილის მიერ განვადებით ნაყიდი ტექნიკის გამო უთხრეს. 62 წლის ლია გოგიბერიძე ბათუმის ცენტრში, ზუბალაშვილის #28-ში მდებარე პატარა იტალიურ ეზოში, 6 წლის შვილიშვილთან – დათასთან ერთად ცხოვრობს. დათას დედამ სამსახური …

გარემოვაჭრეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ – საპროტესტო მსვლელობა

გარემოვაჭრეები, რომლებიც ბათუმის მერიამ ამ წლის დასაწყისში წერეთლის ქუჩიდან აყარა და ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოუყო ადგილი, დღეს მორიგ აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობა საერთოდ არ აქვთ და პურსაც კი ვეღარ ყიდულობენ. გარემოვაჭრეები ალტერნატიულ ფართობს ითხოვენ და ამ მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან აპირებენ შეკრებას. მოვაჭრეთა თქმით, ბათუმის მერია ვერ ეხმარება მათ და ტერიტორია, რომელიც ავტოსადგურში …

გარემოვაჭრეების აქცია: ჩვენ ვბრუნდებით წერეთლის ქუჩაზე

ავტორი: ნანა ცეცხლაძე ბათუმში, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები, რომლებიც ორი თვის წინ ბათუმის მერიამ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანა, ამ წუთებში აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ისევ წერეთლის ქუჩაზე აპირებენ გადასვლას. „პურის ფული არ მაქვს, შვილი მიკვდება მშიერი. მე მინდა, ჩემი მუშაობით ავიღო ხელფასი. სად არის სამუშაო. ხალხი, კაციშვილი არ შემოდის, ერთი ლარი არ მაქვს ნავაჭრი, – აცხადებს  ნანი ნინიკაშვილი …

სოცაგენტის ხელფასი თვეში 100 ლარია, დირექტორის კი 5116 – სოციალური უსამართლობა სოცსააგენტოში

მომავალი წლიდან 16-წლამდე ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, 50-ლარამდე დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 2 ნოემბერს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. პრემიერი და ხელისუფლება ჯერ არ საუბრობს სოციალურ მუშაკებზე, რომლებმაც, პირველ რიგში, უნდა იზრუნონ ამ ბავშვების დაცვაზე. სოციალური აგენტის ხელფასი თვეში ისევ 100 ლარია, სოციალური მუშაკის – 800 ლარი, სააგენტოს დირექტორის კი – 5 116 ლარი. სახელმწიფოში …

დამნაშავეობა სოციალური რაკურსით

ავტორი: ესმა გუმბერიძე ხშირად მეფიქრება გამდიდრების შესახებ ფილმებზე. მაგალითად, „უოლსტრიტის მგელი“ ან ფილმები კრიმინალურ სამყაროზე, სადაც ნაჩვენებია ლამაზი ცხოვრება, ფუფუნება, ძვირადღირებული მანქანები, ჩემოდნებით ფული, სეიფები. მთავარი გმირი ბოლოს კი გადარჩება და დიდ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ იმავე ფილმში რამდენი ადამიანი იღუპება, რამდენი კოტრდება, რამდენს არ გამოსდის ამ გზით სიმდიდრის მოხვეჭა და წარმატების მიღწევა. ფილმში ესეც არის …

ყრუდ და მდუმარედ – სოციალური უთანასწორობა

ბერაძეების ოჯახში სულ ექვსნი არიან, მათგან ორი მოზარდია, ორი პენსიონერი და ორიც დასაქმებული. ნატო კონცელიძე, რომელიც ოჯახთან ერთად ქობულეთში ცხოვრობს და სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, ამბობს, რომ მისი და მისი ქმრის ხელფასი ჯამში თვეში მაქსი­­მუმ 1000 ლარს აღწევს და ეს თანხა იმაში ჰყოფნით, რომ, „უბრალოდ, ცხოვრობენ“. 2015 წელთან შედარებით, საერთო შემოსავლების უთანასწოროდ განაწილების კოეფიციენტი საქართველოში გაზრდილია. …

Exit mobile version