ფერიის, ორთაბათუმისა და მახინჯაურის საბავშვო ბაღების რეკოსტრუქციაზე 6 მილიონია გამოყოფილი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფერიის, მახინჯაურისა და ორთაბათუმის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი, რისთვისაც მთლიანობაში 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ფონდმა სამივე საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციაზე ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში პრეისკურანტით და Design-Build მეთოდით გამოაცხადა, რაც გულისხმობს არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების …

ხელფასები არ გადაგვიხადეს, ბავშვები კი ბაღის გარეშე დატოვეს – სოფელი ქედაში

ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში, ბავშვები წელიწად-ნახევარზე მეტია ბაღის გარეშე არიან დარჩენილები. მშობლების თქმით, ბავშვები მეზობელი სოფლის ბაღში დაჰყავდათ, თუმცა ქედის მერიამ ტარნსპორტის გამოყოფაზე უარი უთხრა. შესაბამისად, მშობლებს საკუთარი ხარჯებით უწევთ ბავშვების სხვა სოფელში გადაყვანა. „მე მანქანა მყავს და ამიტომ დამყავს, თორემ ტაქსი 20 ლარს ითხოვს. წარმოიდგინეთ, 20 ლარი გაყვანა, 20 – გამოყვანა. ვის აქვს ამდენი საშუალება. …

რიჟვაძე 6 საბავშვო ბაღის აშენებას აანონსებს – აქედან 3 ბაღი უკვე აშენებული უნდა იყოს

„აშენდება 6 ახალი ბაღი ბათუმის მუნიციპალიტეტში“ – განაცხადა დღეს, 22 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ საუბრისას. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმის ბიუჯეტი უკვე 300-მილიონიანი გახდა და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება არის შესაძლებელი. თორნიკე რიჟვაძეს არ უთქვამს, რომ იმ 6 საბავშვო ბაღიდან, რომელთა აშენებაც გაისად იგეგმება, 3 ბაღი …

საბავშვო ბაღის წინ დაზიანებული ჭიდან კანალიზაცია ქუჩაში მიედინება

ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 27-ე საბავშვო ბაღის წინ, შესასვლელთან, საკანალიზაციო ჭა დაზიანებულია, რის გამოც ჭიდან დაბინძურებული წყალი ბაღის შენობის წინ, ქუჩაში მიედინება. როგორც საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში გვითხრეს, ჭა დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაშია, „თუმცა ჭა არ არის უშუალოდ ბაღის ტერიტორიაზე, ქუჩაშია, ამიტომ ბათუმის წყალმა უნდა მოაგვაროს ეს საკითხი.“ „ბათუმელები“ დაუკავშირდა ჯავახიშვილის ადმინისტრაციული სერვისცენტრის ხელმძღვანელს და ჰკითხა, რატომ …

„ბუჩას მერიამ მშენებლობაზე ნებართვა მოგვცა“ – საბავშვო ბაღი ქართველი ხალხის სახელით

„ბუჩას მერიამ მშენებლობის ნებართვა ოფიციალურად მოგვცა,“ – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. ის უკრაინის ქალაქ ბუჩაში ქართველი ხალხის სახელით საბავშვო ბაღის აშენების ორგანიზებას აპირებს. „ფინანსების მობილიზებას დავიწყებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზუსტი ბიუჯეტი გვეცოდინება. თანხა სპეციალური ფონდის საშუალებით შეგროვდება,“ – ამბობს გიგა მაქარაშვილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს ბიუჯეტის შედგენაზე, რაც საბავშვო ბაღის მშენებლობას …

აჭარაში 46 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა – კორონავირუსი

კოვიდის შემთხვევების მატების გამო აჭარაში სხვადასხვა სკოლაში 46 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა. ბათუმში დაიხურა 28 კლასი ქობულეთში – 15 კლასი ქედაში – 2 კლასი შუახევში – ერთი კლასი დახურულია ერთი სკოლა ხელვაჩაურში. საბავშვო ბაღები აჭარაში დახურულია ორი საბავშვო ბაღი, ერთი ბათუმში, ერთი კი – ხულოში. ბათუმის საბავშვო ბაღებში ასევე დახურულია 7 ჯგუფი, ქობულეთში – 5 ჯგუფი …

ბათუმში საბავშვო ბაღებში ბავშვების 54% არ გამოცხადდა

დღეს, პირველ მარტს, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც საბავშვო ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველ დღეს ბავშვების 54 პროცენტი საბავშვო ბაღში არ გამოცხადდა. „8 ათასი ბავშვია სულ რეგისტრირებული ბათუმში, დღეს მხოლოდ 3 766 ბავშვი მოვიდა“, – გვითხრეს ბაღების გაერთიანებაში. კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბავშვი ათი დღის განმავლობაში ბაღში არ გამოცხადდება, ადმინისტრაციას უფლება აქვს ბავშვი ამორიცხოს, თუმცა …

ბათუმის ბაღებში ბავშვებმა შესაძლოა დღეჩაგდებით იარონ – გაერთიანების დირექტორი

ბათუმის საბავშვო ბაღებში შესაძლოა ბავშვებმა დღეჩაგდებით იარონ, ან დღის განმავლობაში გაკეთდეს ცვლა – ნაწილი დღის პირველ ნახევარში ივლის, ნაწილი – დღის მეორე ნახევარში. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს საბავშვო ბაღებისთვის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 15 სექტემბერსაა დაგეგმილი. გაერთიანების დირექტორი, მამუკა …

ბათუმში 842 ბავშვი წელს საბავშვო ბაღის გარეშე რჩება – 31 ივლისის მონაცემები

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში, 31 ივლისის [11:30 საათის] მდგომარეობით, 842 ბავშვია რიგში, რომლებიც მუნიციპალურ ბაღებში ვერ ჩაირიცხნენ. რიგი ნიშნავს, რომ სასურველ ჯგუფში, სადაც მშობელი ბავშვს არეგისტრირებს, შევსებულია. რეგისტრაციის პროცესი კი, გრძელდება. ბათუმში 33 მუნიციპალური საბავშვო ბაღია. ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლიმიტი სულ არის 8080 [ყველა ჯგუფში, როგორც ადრე, ისე ახალჩარიცხულების რაოდენობა ჯამში]. …

რატომ დარჩნენ ბავშვები ქობულეთის ბაღებში რძისა და რძის პროდუქტების გარეშე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 29 საბავშვო ბაღში ბავშვების მენიუში 2020 წლის 20 იანვრიდან დღემდე რძე და რძის პროდუქტები არ შედის. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, აღსაზრდელებს საკვები სპეციალისტების მიერ კორექტირებული მენიუს ფარგლებში მიეწოდათ. გაერთიანება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სთხოვს თანხმობას, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რძის პროდუქტები [რძე, კარაქი, ყველი, მაწონი – ერთი თვის მარაგი] შეისყიდონ მიმდინარე ტენდერზე ხელშეკრულების გაფორმებამდე. ქობულეთის ბაღების …

ვალდორფის პედაგოგიკა უკვე ბათუმშია!

ვალდორფის პედაგოგიკა არსებობის 100 წელს ითვლის. მსოფლიოს 60 ქვეყანა, რომლებშიც 1000-მდე ვალდორფის სკოლა და 20000-მდე ვალდორფის ბაღია, ზეიმით აღნიშნავს საუკუნოვან იუბილეს. თბილისში ვალდორფის პედაგოგიკას უკვე 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ბათუმის თავისუფალი საბავშვო ბაღი სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. პირველი ნაბიჯები კი ასეთი იყო. ძლიერი ნებით და დიდი ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა ადამიანების შვიდკაციანი გუნდი, რომელთაგან უმეტესობა თბილისის …

რატომ არ იხსნება გასული წლის ზაფხულში დასრულებული საბავშვო ბაღი ბოძაურაში

ხულოში, სოფელ ბოძაურაში საბავშვო ბაღის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა ბავშვები ისევ სხვა სოფლის საბავშვო ბაღებში დადიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბაღი გასული წლის აგვისტოს შემდეგ გამოკეტილია. „აგვისტოში დაამთავრეს ყველაფერი მუშებმა, კარი გამოკეტეს და წავიდნენ. ვერ გავიგეთ, რატომ არ იხსნება ბაღი, ამდენი წელია ამას ვითხოვთ,“ – გვიყვება სოფელ ბოძარუაში მცხოვრები თალიკო შავაძე. მისი შვილიშვილი ახლაც …

ბაგა-ბაღი „აისი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს

ბაგა-ბაღი „აისი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს, განსაკუთრებით  პატარებს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხიარულ, ლაღ და თავისუფალ ბავშვობას! ბაგა-ბაღი „აისი“ 2016 წლის დასაწყისში გაიხსნა. ორი წლის განმავლობაში ათეულობით ბავშვმა მიიღო აქ სკოლამდელი განათლება. ძირითადი ფაქტორი, რატომაც ბავშვები ჩვენთან მოჰყავთ, არის ოჯახური, თბილი გარემო, მზრუნველი და ბავშვების მოსიყვარულე ძიძებით. მეტი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ: ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N24; ან დაგვირეკეთ: 577 53 65 65.

„დედა, დაინახე როგორ ჩამარტყეს თეფში?“ – ძიძას საყვედური გამოუცხადეს და ჯგუფს დატოვებს

„ჩემი შვილი 4 წლისაა, მას ძიძამ თავში ჩაარტყა თეფში იმის გამო, რომ წვნიანი არ შეჭამა,“ – ამბობს მშობელი თამილა ი. მისი შვილი ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში 18 ოქტომბრის შემდეგ აღარ მისულა. მშობელი რეაგირებას ითხოვს. შესაბამისი კომისიის მოკვლევით, ბავშვისთვის თეფშის ჩარტყმა არ დადასტურდა. „ბაღიდან მომყავდა იმ დღეს საღამოს, ერთხანს ჩუმად იყო საეჭვოდ და მერე მეუბნება: დედიკო, დაინახე, …

რატომ დატოვა პედაგოგმა საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვებზე ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო

პედაგოგმა, რომელმაც მშობელს ბავშვის ტირილის შესახებ ტელეფონით აცნობა, ხოლო შემდეგ გამოძიება ბავშვებზე ძალადობის მუხლით დაიწყო, ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღი დატოვა თუ დაატოვებინეს. საუბარია ამ საბავშვო ბაღში რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე – ერთ-ერთმა მშობელმა, ინგა დავითაძემ „ბათუმელებთან“ ბავშვების პარაზიტებზე ანალიზის პროცესი აღწერა და თქვა: „ბავშვებს ერთმანეთის დასანახად აშიშვლებდნენ“ ამ ფაქტზე შს სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება …

მშობელი: „ბავშვებს ერთმანეთის დასანახად აშიშვლებდნენ“ – გამოძიება ძალადობის მუხლით 

„როცა ბაღში მივედი, შვილი ატირებული დამხვდა. მითხრა, გამაშიშვლეს, სხვები მიყურებდნენ და შემრცხვაო… ჩემს შვილს ბაღში წასვლა აღარ უნდა,“ – გვიყვება მშობელი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ. მისი 5 წლის შვილი ბათუმის #14 საჯარო საბავშვო ბაღში დადის. მშობელი საბავშვო ბაღში პარაზიტებზე ანალიზის პროცედურას აღწერს, რაც ყველა საჯარო ბაღში ტარდება. მშობლის თქმით, ის თავად შეესწრო პროცესს, როცა ბავშვებს …

საბავშვო ბაღი მეწყერზე – რატომ გაჩერდა მშენებლობა ახალშენში

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მეოთხე თვეა გაჩერებულია. ერთი ვერსიით მშენებლობას გააქტიურებულმა მეწყერმა შეუშალა ხელი. კომპანიაში, რომელსაც საბავშვო ბაღი უნდა აეშენებინა, ასევე ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ბაღი გეოლოგიური დასკვნის გარეშე შენდებოდა. ხელვაჩაურის მერი კი ამბობს, რომ მეწყერი არაფერ შუაშია და კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირობები დაარღვია. „არჩევნების შემდეგ ბაღის მშენებლობა შეწყდა. მხოლოდ …

„საკრებულოს წევრის ცოლი რადგან არის, უნდა მოკვდეს?“ – ვარშანიძე ნეპოტიზმზე ხელვაჩაურში 

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ჯემალ მუსხაჯბას მეუღლე, მაია გორგაძე სოფელ ფერიაში საბავშვო ბაღის დირექტორი გახდა. დაბა ხელვაჩაურის ცენტრალური ბაღის დირექტორის სავარძელი ინდირა ვარშანიძემ დაიკავა. იგი ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ ლორთქიფანიძის ცოლია. ამ შემთხვევებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხელვაჩაურის საკრებულოში – შორენა ცინცაძე ნეპოტიზმად აფასებს. „კიდევ ერთი შემთხვევაა სოფელ აჭარისწყალში. იქ მერის …

ფაროსანას გამო ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. მიზეზი აზიური ფაროსანაა, რომელიც ბაღის შენობას შეესია. საბავშვო ბაღი ფრიდონ ხალვაში გამზირზე #281-ში მდებარეობს. „გუშინ შემთხვევით გამოვიარე სამსახურში და ვნახე, რომ სავსე იყო შენობა მწერით. ლოგინებზეც შესეული იყო. მაშინვე დავურეკე ბაღების გაერთიანებას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე,“ – ამბობს ბათუმის 23-ე საბაშვო ბაღის ხელმძღვანელი, თამარ ნაგერვაძე. ბათუმის …

ბათუმის საბავშვო ბაღში თხევადი გაზის ბალონი აალდა

ბათუმის #14 საბავშო ბაღში გაზის ბალონი აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „ბალონი არ აფეთქებულა, მოხდა გაზის გაჟონვა და ბოლონი აალდა. იმ წუთასვე ჩავაქრეთ, არაფერი არ დაზიანებულა. სახანძრო გამოვიძახეთ, მაგრამ არ დასჭირვებიათ წყალი, ჩვენ ჩავაქრეთ, ცეცხლმაქრით, ადგილობრივი ძალებით“ – ამბობს მაია ხუხუნაიშვილი, #14 საბავშვო ბაღის დირექტორი. დირექტორის თქმით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბაღში არ შეფერხებულა და ჩველებრივ მიმდინარეობს.

რატომ უნდა აირჩიოთ საბავშვო ბაღი „ანი ბანი“

საბავშვო ბაღი „ანი ბანი“ ბათუმში გასული წლის სექტემბერში გაიხსნა. სანამ ბაღს გავხსნიდით, მის მოწყობაზე, აღჭურვასა და თითოეულ დეტალზე დიდხანს ვიფიქრეთ და ვიმუშავეთ. ცხადია, შედეგმაც არ დააყოვნა – ჩვენი ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს. „ანი ბანიში“ დაცულია ჰიგიენის, უსაფრთხოების, ასევე სამზარეულოს მოწყობისა და პროდუქტის შენახვის აუცილებელი ნორმები. საბავშვო ბაღის სისტემას თავისი სპეციფიკა და სტანდარტი აქვს.  სტანდარტი …

ჩაისუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და მისი მშენებლობა სექტემბერში დასრულდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 377 773 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება …

რატომ ვერ გაიხსნა 4 საბავშვო ბაღი, რომელიც ხელვაჩაურის გამგეობამ 4 თვის წინ ჩაიბარა

ხელვაჩაურის სოფლებში – ქედქედში, კირნათში, ფერიასა და მახინჯაურში საბავშვო ბაღების ახალი შენობები გამგეობამ გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა. ბაღები დღემდე არ გახსნილა და იქ სარემონტო სამუშაობი გრძელდება. „ჩვენ მოვითხოვთ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დასმას. რატომ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, თუკი მშენებლობა დასრულებული არ იყო?“, – განაცხადა მიხეილ ბოლქვაძემ, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. „მშენებლობა დასრულებულია. რაღაც გაფუჭდა და …

დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში – რამდენიმე ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჩაიშალა

უამინდობისა და უხვი ნალექის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის 13 საბავშვო ბაღიდან ხუთ  – უჩხოს, დიდაჭარის, დიოკნისის, საციხურისა და ყინჩაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ხვალამდე, 17 თებერვლამდე, გადაიდო. სააღმზრდელო პროცესი ჩაიშალა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულისა და ჭვანის საბავშვო ბაღებშიც. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ 15 ბაღიდან სასწავლო პროცესი ბავშვთა გამოუცხადებლობის გამო ხარაულის, დანდალოს, ახოს, წონიარისის, ზვარის, ოქტომბრისა …

როცა ბავშვს ბაღში წასვლა არ უნდა – რა შეცდომას უშვებენ მშობლები

 

ბაღში ახალმისული ბავშვების გამომშვიდობება მშობლებთან ერთ-ერთი მძიმე სანახაობაა – ბავშვები მთელი გულით, ტირილით ითხოვენ, რომ მშობლებმა არ დატოვონ. რატომ უჭირთ ბავშვებს საბავშვო ბაღთან შეგუება, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ბავშვის ბაღში დატოვებისას და როგორ დავეხმაროთ მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში? – ამ თემებზე “ბათუმელებს” ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ესაუბრა. 

Exit mobile version