„როცა ვაგონებში ვიხრჩობოდით“

 

ისრაფილ ქორიძე ბათუმთან ახლოს, სოფელ სამებაში ცხოვრობს. ის ახლა 75 წლისაა. ამბობს, რომ მუხლები აღარ უჭრის და ხშირად იღლება. თუმცა, მის ცხოვრებაში იყო დრო, როცა შაქრით დატვირთული გემი ერთ ღამეში მარტომ გადმოტვირთვა. ეს იყო ციმბირში, გადასახლებაში. მაშინ ისრაფილ ქორიძე მხოლოდ თერთმეტი წლის იყო. 

სამი წელი უწყლოდ

 

რეპრესიების მსხვერპლი გახდა სამსონ მჟავანაძის მრავალსულიანი ოჯახი 1951 წელს. ისინი 24 დეკემბერს, დილის ექვს საათზე თოვლიან გზას გაუყენეს ფეხით. ისე, როგორც ყველა მსხვერპლს, სამსონ მჟავანაძესაც ახსოვს ის დღე: „ჯარისკაცები შემოიჭრნენ სახლში და ბარგის ჩალაგება გვიბრძანეს. მამა სახლში არ იყო, შვიდი მცირეწლოვანი ბავშვი და ფეხმძიმე დედა ზამთრის სუსხიან დილას საწოლებიდან წამოგვყარეს. ჩვენთან ერთად იმ დღეს კიდევ სხვა ოჯახებსაც შეეხო რეპრესიების სიმწარე“.

თოვლში დამარხული ხუთი შვილი

 

გადასახლება ოსმან ბუქიძის ექვსსულიან ოჯახს და მის მთელ სანათესაოს შეეხო. უფროს ძმას, რესულს ხუთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, ისინი სატვირთო ვაგონებში სიცივისა და შიმშილისგან დაიღუპნენ. „ხუთივე გზადაგზა, თოვლში დამარხა ჩემმა ძმამ“, – გვეუბნება ოსმან ბუქიძე და თვალებზე ცრემლს იწმენდს. ის ახლა 80 წელზე მეტი ხნისაა, თუმცა  14 წლის ასაკში გადატანილი ტრაგედია მის გულში დღემდე ცოცხალია. 

წლები, რომლებიც გონებიდან არ იშლება

 

შალვა ქოქოლაძე გადასახლების დროს ცხრა წლის იყო. მისი და, გუგული ქოქოლაძე კი – მასზე რამდენიმე წლით უმცროსი. ისინი ყაზახეთში მშობლებთან ერთად გადაასახლეს. შალვა ქოქოლაძე ამბობს, რომ ბავშვობის წლები, რომელიც ამ პერიოდს უკავშირდება, დღემდე ტკივილს იწვევს მის სულში. „ვის აინტერესებდა, რომ ჩვენ, ბავშვებს, პლანტაციაში მუშაობა კი არა, მეგობრები, გართობა და სწავლა გვინდოდა…. იმ წლებზე ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც ვუყვები და უკვირთ, რომ ეს ყველაფერი გადავიტანეთ“.

სატვირთო ვაგონით გადასახლებაში და ოთხი წლის ბავშვის დაკარგული საფლავი

 

სტალინური რეპრესიების მსხვერპლი 1951 წელს ბენია ნაკაშიძის ოჯახიც გახდა. ბენია ფეხმძიმე მეუღლესთან, ხუთ მცირეწლოვან შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად, 22 დეკემბრის სუსხიან ღამეს გადაასახლეს. სატვირთო ვაგონებში გამომწყვდეული ადამიანები მძიმე პირობების გამო იტანჯებოდნენ. მგზავრობას ვერ გაუძლო ოთხი წლის გოგონამ, რომელიც ყაზახეთში ჩასვლიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. მშობლებმა წლების შემდეგ შვილის ჩამოსვენებაც კი ვეღარ შეძლეს, რადგან საფლავი დაიკარგა.

„ბოროტების გამართლება არ შეიძლება“

 

 

ნათელა ფარტენაძის ოჯახი: ბებია-ბაბუა, მამა, ფეხმძიმე დედა, სამი მამიდა და სამი მცირეწლოვანი ბავშვები, სოფელ მარადიდიდან დეკემბრის ცივ ღამეს მეზობლებთან, ათამდე ოჯახთან ერთად გადაასახლეს. ქალბატონ ნათელას მიაჩნია, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დიდი ბოროტება იყო: „ასე რატომ უნდა ექცეოდნენ ადამიანებს. მცირეწლოვანი ბავშვი, ორსული ქალი, მოხუცები, რატომ უნდა ჩააყენო ასეთ ყოფაში, მით უმეტეს, როცა არაფერი დაუშავებიათ“. 

ერთ ოთახში გატარებული ბავშვობა

 

იოსებ აბაშიძე ნახევრად გერმანელია. ამიტომ მეგობრები და მეზობლები მეტსახელად დღემდე „ნემცის“ ეძახიან. მეტსახელი არ წყინს, თუმცა იყო დრო, როცა „არიული სისხლის“ გამო ერთ ოთახში ჯდომა და მეგობრების გარეშე ყოფნა მიუსაჯეს. იოსებ აბაშიძე ხელვაჩაურში, სოფელ თოდოგაურში ცხოვრობს.

რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

 

ალეკო სარიშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიის პროფესორია. გადასახლების დროს ის მხოლოდ ოთხი თვის იყო, დედა კი – 16 წლის. როგორც დედის, ასევე მამის ოჯახმა გადასახლებაში ათი წელი გაატარა. „ადამიანისთვის ღირსება ყველაზე დიდი ფასეულობაა, ჩვენ კი არა მარტო ღირსება შეგვილახეს, გვაპამპულეს, სიცრუეში გვაცხოვრეს. მე ვერასოდეს ვიტყვი სტალინზე კარგს, რადგან მან ბევრი ბოროტება გაუკეთა ჩემს ოჯახს“.

„ჩვენს სახლში სტალინზე საუბარი აკრძალული იყო“

 

ნაზი კახიძე მასწავლებელია. ის ბათუმში ცხოვრობს, კომახიძის ქუჩაზე. მის მშობლებს კი საკუთარი სახლი ოსტროვის ქუჩაზე ჰქონდათ. როცა მშობლები გადაასახლეს, ის დაბადებული არ იყო. დედა, ზოია კვირიკაშვილი, მასზე ფეხმძიმედ იყო და 1952 წლის იანვრის ცივ ღამეს ყაზახეთში, სოფელ მაიაკის ერთ პატარა ბარაკში გააჩინა გოგონა. „მთელი ღამე იარეს სოფელში, რომ „კერასინკისთვის“ ერთი ლიტრი ნავთი ეშოვნათ. თითქმის ცივ წყალში მაბანავეს ახალშობილი. ალბათ ამიტომ ვეგუები სიცივეს ადვილად“, – გვეუბნება ნაზი. 

„მკვდარი ჩვილი ვაგონიდან გადააგდეს“

 

1951 წელს ნოდარ ირემაძის ოჯახი ხულოში, სოფელ ღორჯომში ცხოვრობდა. მისი მშობლები, ბებია-ბაბუა და 12 წლის მამიდა შუაღამით სამხედრო პირებმა სატვირთო ავტომანქანაში ჩასვეს და სოფლიდან წაიყვანეს. ნოდარ ირემაძის ოჯახთან ერთად იმ ღამით მათი სანათესაო და სოფელში მცხოვრები კიდევ რამდენიმე ოჯახი გაასახლეს.

ნახევარი სოფელი გადასახლებაში

 

ხულოდან, სოფელ ფაჩხადან ზანდარაძეების ათი და ლაზების შვიდი ოჯახი გაასახლეს. გასახლების დროს სატვირთო ეშელონში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ნოდარ ზანდარაძის პატარა და იყო. გადასახლება მთელ მათ გვარს შეეხო. პატარა გოგონას საფლავი არავინ იცის, არც იმ ადამიანების, რომლებიც უმძიმესი პირობების გამო ვაგონებში გარდაიცვალნენ. 

„ვფიქრობ, სტალინმა დიდი ცოდვა ჩაიდინა“

 

 

დიდი ბოროტების წლები

 

აიშე გოგიტიძე ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე ცხოვრობს. ის 86 წლისაა. სტალინური რეპრესიები მის ოჯახსაც შეეხო, გადაასახლეს მისი მეუღლე რემზი სეიდიშვილი, მაზლი და დედამთილ-მამამთილი. „მე და ჩემს შვილებს გადასახლება არ შეგვეხო. ვერ გეტყვით რატომ. ჩემი მამამთილი ბოლშევიკების მხარდამჭერ პროკლამაციებს ავრცელებდა, მაგრამ მაინც გადაასახლეს… შვიდი წლის შემდეგ კი უთხრეს, რომ `შეცდომით მოხდა მისი გადასახლება“.

„მე გადასახლებაში დავიბადე“

 

მერი დიასამიძე 1952 წელს ყაზახეთში დაიბადა. დედა – ჰურიე სურმანიძე მასზე ცხრა თვის ორსული იყო, როცა ქმართან – შახბაზ დიასამიძესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სოფელ ორცვადან გადაასახლეს.

რეპრესირებული ბებია და შვილიშვილი სტალინზე

 

 

ნუნუ ოქროპირიძე – ბებია.

თეა ჭანტურიშვილი –  შვილიშვილი.

ნუნუ: სტალინს 37 წელი რომ არ ჰქონოდა, ქვეყანა მიჰყავდა წინ, არც სესხები, არც ვალი. სოფლის მეურნეობა განავითარა.

თეა: ნუნუ, არ ეთანხმები იმას, რომ სისხლსა და ცრემლზე აშენება ადვილია?…

ნუნუ: „კაკებეშნიკს“ სახლი უნდოდა. უარი როგორ გაბედაო და მამა დააპატიმრა.

თეა: ბაბუს წერილი სტალინისადმი გაგაგიჟებს, ბოლო წუთამდე სჯეროდა მისი. საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ –  დღემდე მისი დატოვებული ნაღმებით ცხოვრობს ევროპა. ბედნიერი ვარ, რომ ბებია თავის ისტორიას ყვება, თუ მომავალ თაობას არ ეცოდინება ამის შესახებ, ყოველთვის გვექნება იმის საშიშროება, რომ სტალინი განმეორდეს.  

„გვამებს მიმავალი ვაგონებიდან ყრიდნენ“

 

სტალინური რეპრესიები საქართველოში მილიონობით ადამიანს შეეხო. „ბათუმელები“ რუბრიკაში „სტალინური რეპრესია“ იმ ადამიანების ისტორიებს გაგაცნობთ, რომლებიც თავად გახდნენ რეპრესიების მსხვერპლი. ბათუმელი ვიოლეტა სიმაფორიდის ოჯახი საქართველოდან ყაზახეთში 1949 წელსა გადაასახლეს. ისინი, საბჭოთა ქვეყნისთვის არასაიმედო პირების სტატუსით, ყაზახეთში ხუთი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ. 

როცა მამა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დახვრიტეს – რეჯებ ნიჟარაძის ისტორია

 

თინათინ ნიჟარაძის მამა, რეჯებ ნიჟარაძე 1937 წელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით ბათუმში, სალიბაურში დახვრიტეს. 1956 წელს კი, ოჯახს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნეს, რომ ის დამნაშავე არ იყო.  

Exit mobile version