„საზოგადოება არ შეიკეტება სახლში, ხალხს არ შეეშინდება. ასლან აბაშიძესაც ეხმარებოდა კრემლი, მაგრამ რა გააწყო?!“ – ამბობს მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე. მას „ბათუმელები“ სახალხო პროტესტსა და „ოცნების“ ძალადობრივ პოლიტიკაზე ესაუბრა. ბატონო ლევან, თქვენი ხედვით, როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა, რუსული კანონი რომ ვერ მიიღოს ხელისუფლებამ? წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა იმ ფორმით, რის შესაძლებლობასაც …
Tag Archives: ლევან ცუცქირიძე
„ოცნებას“ მოუწევს ცვლილება – EU-ს ახალი დათქმა საგარეო პოლიტიკის „შესაბამისობაზე“
„შანსი არ აქვს ქვეყანას, გახდეს ევროკავშირის წევრი, ან მასთან მოლაპარაკებები გაიხსნას, რომელიც აცდენაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ამიტომაც, უნდა ვიცოდეთ, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვერ გადავალთ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელსაც ევროკომისიის ახალ დათქმაზე ვესაუბრეთ: „საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“. დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა ევროსაბჭოს საქართველოს …
Continue reading “„ოცნებას“ მოუწევს ცვლილება – EU-ს ახალი დათქმა საგარეო პოლიტიკის „შესაბამისობაზე“”
ეს არის სიგნალი, რომ რუსეთმა „დააფასა“, რაც ხდება საქართველოში – ცუცქირიძე ფრენების აღდგენაზე
„ეს არის მათი საპასუხო, შემხვედრი ნაბიჯი, სიგნალი, რომ ისინი ხედავენ, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა და აფასებენ ამას,“ – ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დღეს, 10 მაისს, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დღეს რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ასევე, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა. …
რატომ არის სიყალბე ღარიბაშვილის ლაპარაკი ოჯახსა და ტრადიციებზე
უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის [CPAC] კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, „ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება“ და „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობის დაუშვებლობა” იყო მისი გამოსვლის მთავარი აქცენტები. რას ემსახურება სინამდვილეში ღარიბაშვილის რიტორიკა და რატომ არ აქვს საერთო ამ ყველაფერს არც კონსერვატიზმთან და მით უფრო ეროვნულ ფასეულობებთან? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“ …
Continue reading “რატომ არის სიყალბე ღარიბაშვილის ლაპარაკი ოჯახსა და ტრადიციებზე”
რა იქნება „ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი, რა წერია რუსულ „შპარგალკაში“ – ინტერვიუ
„ოცნება“ ამ ტერმინების მოგონებით პირდაპირ იყენებს რუსულ „შპარგალკას“ და ცდილობს, ყველაზე უფრო ფანატიკოსი მომხრეების გამაერთიანებელი ნარატივი შემოიტანოს… „ოცნებას“ არ აქვს უნარი, რამე ახალი მოიფიქროს,“ – ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელსაც ვესაუბრეთ „ოცნების“ ახალ გზავნილზე: „ლიბერალური ფაშიზმი“. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ მიერ გააქტიურებული ტერმინები, რასაც პუტინი გუშინ იყენებდა, საქართველოში ვერ იმუშავებს, ამიტომაც, მას უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია …
Continue reading “რა იქნება „ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი, რა წერია რუსულ „შპარგალკაში“ – ინტერვიუ”
სანამ ტაბლოზე არ გამოჩნდება, რომ კანონი ჩავარდა, „ოცნებას“ არ ვენდობი – პოლიტოლოგი
„არ ვენდობი „ოცნებას“, სანამ არ ვნახავ ტაბლოზე, რომ კანონი ჩავარდა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი, პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, მოსალოდნელია თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუოს საზოგადოება და არ შეასრულოს დანაპირები „გავლენის აგენტების“ კანონის გაწვევის შესახებ. „კარგია, როცა თქვე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და გაიწვევენ კანონს, …
რა სჭირს ოპოზიციას – „მხოლოდ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს გვთავაზობენ“
„საჭიროა არა იმდენად „ახალი ძალა“, არამედ ქვეყნის მომავლის ახალი ხედვა, რომელიც არ აქვს არც მთავრობას და არც ოპოზიციურ პარტიებს. ისინი გვთავაზობენ იმ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს, რომლებმაც უკვე არ იმუშავა. საქართველოს მოსახლეობის 60% კი, თავის თავს ვერ აიგივებს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. ეს ნიშნავს, რომ არსებობს დიდი ვაკუუმი და კიდევ უფრო დიდი აცდენა პარტიებსა და ამომრჩევლებს …
Continue reading “რა სჭირს ოპოზიციას – „მხოლოდ ძველი რეცეპტების განახლებულ ვარიანტებს გვთავაზობენ“”
გადარჩება ის, ვინც არ არის მარტო – სად არის საქართველო?
„ყველა მოღალატეს და საქართველოს ომის მსურველს ველოდებით რუსთაველზე“ – ამ ტექსტის ორგანიზებულად გავრცელება დაიწყეს გუშინ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღიად უჭერს მხარს უკრაინას და ხელისუფლებას სთხოვს, ასევე, მკაფიო იყოს საქართველოს ოფიციალური მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინის მიმართ. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს უსაფრთხოებისთვის დღეს და რაზე მეტყველებს მსგავსი გზავნილები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის …
Continue reading “გადარჩება ის, ვინც არ არის მარტო – სად არის საქართველო?”
შესაძლოა თაობებს სახელმწიფოს შექმნის შანსიც კი წაგვერთვას – პოლიტოლოგი ე.წ. სუს-ის ფაილებზე
„წარსული შეიძლება გახდეს ჩვენი მომავალი,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელმაც დღეს, 24 სექტემბერს ბათუმში „დემოკრატიის სკოლაში“ შეხვედრა გამართა. ის სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სასამართლოს დეგრადაციას არ გამორიცხავს, თუკი დღეს მოქალაქეები ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ვერ იგრძნობენ და არ გააქტიურდებიან. რა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანაში პროცესი დემოკრატიის სასარგებლოდ განვითარდეს? – „ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძეს …
რა მოიგო და წააგო ხელისუფლებამ ჟურნალისტების ცემით – ინტერვიუ პოლიტოლოგთან
„მართლა მინდა გამოვიკვლიო, ამდენი ჟურნალისტი ერთად ომის დროს, ერთ დღეში, ბოლო საუკუნის განმავლობაში თუ დაზარალებულა სადმე,“ – გვითხრა პოლიტოლოგმა ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD – ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მას „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რა მოიგო და წააგო ხელისუფლებამ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის შედეგად. ლევან ცუცქირიძის აზრით, ხელისუფლებამ მოძალადეებისთვის მწვანე შუქის ანთებით …
Continue reading “რა მოიგო და წააგო ხელისუფლებამ ჟურნალისტების ცემით – ინტერვიუ პოლიტოლოგთან”
„ახლა დაგვრჩა ცუდი და უარესი გამოსავალი“ – ინტერვიუ ლევან ცუცქირიძესთან
„შეთანხმების გარეშე კრიზისი ვერ დასრულდება,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ „ოცნებამ“ კრიზისის დაუსრულებლად, უკუსვლით სცადოს ქვეყნის მიყვანა 2024 წლის არჩევნებამდე. კრიზისის განმუხტვის რა რესურსი დარჩა და როგორ შეიძლება მართოს ქვეყანა ერთპარტიული პარლამენტიდან „ქართულმა ოცნებამ“, თუკი სტატუს-კვო შენარჩუნდება? – „ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD …
Continue reading “„ახლა დაგვრჩა ცუდი და უარესი გამოსავალი“ – ინტერვიუ ლევან ცუცქირიძესთან”
რას უქადის საქართველოს ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა?
„ღარიბაშვილი არის ივანიშვილი ავატარით… მას ერთი სურვილი აქვს, შევარდეს დროზე ნაციონალების ოფისში, იქ ყველა დაარბიოს და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, აწი რაც იქნება, ჩვენ ეგ უკვე ნანახი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა იქნება კვადრატში, რადგან ახლა 2014 წელი აღარ არის, „ოცნებას“ აღარ აქვს იგივე ნდობა, რაც მაშინ ჰქონდა, კრიზისი კი, ღრმაა,“ – ჯერ „ოცნებიდან,“ …
Continue reading “რას უქადის საქართველოს ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა?”
რა მიზანი აქვს მთავრობას, როცა ამბობს, რომ „რუსული ბაზრის გარეშე არაფერი გამოვა“ – ცუცქირიძე
„ხელისუფლება დღეს მკაფიოდ ამბობს არა იმას, რომ რუსეთის ბაზარი კარგია, არამედ იმას, რომ რუსეთის გარეშე არაფერი გამოგვივა,“ – ამას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას. მას ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებზე ვკითხეთ, რასაც „გავრილოვის ღამის“ შემდეგ რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე, სანქციების დაწესებასა თუ ლარის გაუფასურების დროს ვისმენთ. ხელისუფლება ამ თემებზე …
რატომ ვერ ელევა ივანიშვილი მინისტრ გახარიას?
„გახარიას თუ გაუშვებენ, გამოვა, რომ შეცდომა აღიარეს 20 და 21 ივნისის პროცესებზე. მათ ამ შეცდომის აღიარება არ სურთ, რადგან ამ აღიარებით ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დადგებიან. სხვა ამბავია კობახიძის გაშვება – კობახიძის გაშვებით ხელისუფლებამ აღიარა, რომ გავრილოვის პარლამენტში შეშვება იყო შეცდომა,“ – მიიჩნევს ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. რატომ არ გადადგა თანამდებობიდან შინაგან საქმეთა …
Continue reading “რატომ ვერ ელევა ივანიშვილი მინისტრ გახარიას?”
როგორ მუშაობს რუსული რბილი ძალა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის – ინტერვიუ
საქართველოში მეორე დღეა მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელიც დღეს, 20 ივნისს, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართვით დაიწყო საქართველოს პარლამენტიდან. გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა აუდიტორიას რუსულ ენაზე. საზოგადოება საპროტესტო აქციებით გამოეხმაურა რუსული დელეგაციის ვიზიტს საქართველოში, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა რუს დეპუტატს საშუალება აღარ მისცეს, ისევ ჩამჯდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „არ იცოდნენ“, რაც …
რაში ხარჯავენ ჩვენს ფულს ქართველი პოლიტიკოსები
არჩევნები და ფული – ეს ერთ-ერთი თემა იყო, რაზეც ლევან ცუცქირიძემ, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ჩანაწერს საჯარო გამოსვლიდან. ლევან ცუცქირიძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა საბანკო დავალიანების ჩამოწერის დაპირებასთან დაკავშირებითაც – რა საფრთხეს შეიცავს პოლიტიკურად, როცა ასიათასობით ადამიანს წინასაარჩევნოდ ვალების გასტუმრებას ჰპირდებიან. „დავიწყებ იმით, რომ საქართველო ხარჯავს უზომოდ ბევრ ფულს პოლიტიკოსებზე. …
Continue reading “რაში ხარჯავენ ჩვენს ფულს ქართველი პოლიტიკოსები”
რატომ უნდა დალიოს ყავა სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან ერთად
„როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს სალომე ზურაბიშვილი რომ ყავას სვამდეს სადმე გრიგოლ ვაშაძესთან ერთად?“ – ლევან ცუცქირიძის ამ შეკითხვამ შეხვედრის დასაწყისში ღიმილი გამოიწვია… ლევან ცუცქირიძე „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელია და ბათუმში შეხვედრა გამართა არჩევნებზე სასაუბროდ: რა გამოჩნდა არჩევნების პირველი ტურიდან და რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს არჩევნების დასრულების შემდეგ – „ბათუმელები“ ლევან ცუცქირიძის საჯარო გამოსვლიდან რამდენიმე …
Continue reading “რატომ უნდა დალიოს ყავა სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან ერთად”
ლევან ცუცქირიძე: როცა ტყვიას გაისვრი, უკან ვეღარ დააბრუნებ, ასეა პოლიტიკოსის სიტყვაც
ვისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეიძლება დაზარალდეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი – სალომე ზურაბიშვილის თუ გრიგოლ ვაშაძის და რა რისკები არსებობს მათი გაპრეზიდენტების შემთხვევაში? – ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ პოლიტოლოგი, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, ლევან ცუცქირიძე ესაუბრა: ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ დაიწყო 2008 წლის ომი, არის დამღუპველი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და მთლიანად …
რას იგებს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერით? – ინტერვიუ
„სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, ზეპარტიული,“ – ეს ფრაზა ხშირად გვესმის „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან. ამ განცხადებების ფონზე „ქართული ოცნება“ თითქმის სრული შემადგენლობით უჭერს მხარს „დამოუკიდებელ კანდიდატს“. „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი ოფიციალურად არ ჰყავს, თუმცა საარჩევნო შტაბებიც კი გახსნა პარტიამ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად. შტაბებს არჩეული მერები ხელმძღვანელობენ. რატომ და ვინ არჩია სტატუსი „დამოუკიდებელი“, რა პოლიტიკური გათვლაა ამ …
Continue reading “რას იგებს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერით? – ინტერვიუ”
საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით
„ყველაფერს შეიძლება დაარქვა ადამიანმა, რომ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მაგრამ ამომრჩეველი არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ გვითხრან ისეთი რამე, რომელიც ქვეყნის მომავალს დააზიანებს,“ – ასე აფასებს ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ წინასაარჩევნო გზავნილს – თურქეთი ოკუპანტია. ამ პოლიტიკური ძალის პირველი ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლოზუნგიც ეს იყო. „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკური …
Continue reading “საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით”