„10 ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან“ – ლადო აფხაზავა

„ათი ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან, დამთავრდებიან ძალიან მალე. დეპრესიაში ჩავარდებით მეგობრებო და აბა, თქვენ იცით“- ასე გამოეხმაურა ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში, ახალი რუსული კანონის, ე.წ „ფარას“ ამოქმედებას, რომელიც 1 ივნისიდან შედის ძალაში. ახალი კანონი, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება ამერიკული „ფარას“ ანალოგს ეძახის, რეპრესიების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, კანონი არა მარტო …

„საოცრება ხდება ჩემ თავს, უკვე 5 800-ზე მეტმა პედაგოგმა ჩამირიცხა ლარნახევარი“- ლადო აფხაზავა

სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას მასწავლებლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული 5000-ლარიანი ჯარიმის თანხა შეუგროვეს. „საოცრება ხდება ჩემ თავს. არ ვიცი, საიდან ამხელა სოლიდარობა, ძლივს შევძელი და მარტო დავითვალე რამდენი ლარნახევარი იყო ჩარიცხული, რადგან ვიცოდი, რომ ვინც ლარნახევარს ჩარიცხავდა, ყველა პედაგოგი იქნებოდა. 5 800 პედაგოგზე მეტია უკვე, რომლებმაც 1.50 ლარი ჩარიცხა. …

„მქონდა განწყობა, რომ დამაპატიმრებდნენ, დამაჯარიმეს 5 ათასი ლარით“ – პედაგოგი ლადო აფხაზავა

„წინასწარი განწყობა მქონდა, რომ დაგვაპატიმრებდნენ და 15 დღით მაინც ჩაგვსვამდნენ, რადგან [ეს მუხლი, რაც გვქონდა წაყენებული] არ ითვალისწინებდა ჯარიმას, მაგრამ გაგვასამართლეს ახალი მიღებული წესით. 5-5 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს. უბრალოდ ის მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ქართველები, ვინც ახლა ვაპროტესტებთ, ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ამას ვერ იგებს დღევანდელი სასამართლო, რადგან თავად სასამართლო არ არის სამართლიანი და თავისუფალი. …

„ხვალ სასამართლო პროცესი გვაქვს, შეიძლება დაგვაპატიმრონ“ – ლადო აფხაზავა

მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ დღეს, 9 თებერვალს, ოზურგეთში გამართულ ახალი თეატრის მანიფესტზე განაცხადა, რომ ის და კიდევ 8 ადამიანი: ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, სამოქალაქო აქტივისტები, ხვალ, 10 თებერვალს ქუთაისის სასამართლოში არიან დაბარებული: „მე ვარ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სოფელ ჩიბათიდან და ხვალ ქუთაისში მაქვს ჩანიშნული სასამართლო. 25 წელია მასწავლებელი ვარ და ამ 25 წლის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობ, ყველაზე მაგარი …

კოლეგები ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებენ – 500-ზე მეტი მასწავლებლის განცხადება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ. ლადო აფხაზავას რამდენიმე პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა 5 მაისს. იგივე პირები პედაგოგს დღესაც მიუვარდნენ საკუთარ ბინაში. „მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა. მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი …

მასწავლებლები ვიხდით შემოსავლის 20%-ს ბიუჯეტში, ეს გამოიყენონ სასკოლო კვებაზე – აფხაზავა

დასრულდა სასკოლო კვების კვირეული, რომელიც 14-19 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა სკოლებში. კვირეულის ფარგლებში მონაწილე სკოლებმა, სასკოლო კვებაზე თავიანთი იდეები წარმოადგინეს. კვირეულში ჩართული იყო ჩიბათის საჯარო სკოლაც. „ბათუმელები“ ჩიბათის სკოლის პედაგოგს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას ესაუბრა, რომელმაც გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები და ის, თუ როგორ გამოკვებეს 2 დღის განმავლობაში მოსწავლეები სკოლაში, როგორ შეადგინეს მენიუ და რამდენი …

რა უთხრეს უკრაინაში ჩასულ ლადო აფხაზავას საქართველოზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა პირველი ქართველი მასწავლებელია, რომელიც ომში მყოფ უკრაინაში ჩავიდა და ომგამოვლილი ქალაქები – ბუჩა და ირპენი მოიარა. მან ბუჩაში რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული 500-მდე ბავშვის ქართველი მასწავლებლების სახელით ამდენივე სანთლები დაანთო და ყველაზე ძვირფასი საჩუქარიც წამოიღო – უკრაინის დროშა, რომელიც ფრონტის ხაზზე მყოფმა უკრაინელმა მასწავლებლებმა აჩუქეს წარწერებით – „ლადო, დიდი მადლობა, …

უკრაინის ელჩმა მადლობა გადაუხადა ლადო აფხაზავას უკრაინის მხარდაჭერისთვის

დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე, მსოფლიო კიდევ ერთხელ გმობს რუსულ აგრესიას და ომს უკრაინაში. თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, ომის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებები გაკეთდა. უკრაინის მხარდასაჭერ ცერემონიაზე პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ მეგობარი ქვეყნების ელჩები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა, მადლობა …

როცა ბავშვები სკოლის გარეთ ჩხუბობენ, ეხება ეს მასწავლებელს? – ინტერვიუ ლადო აფხაზავასთან

მთავრდება თუ არა მასწავლებლის, კლასის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა სკოლის კართან. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტი ამოიწურა და პირიქით – იზიარებს სკოლა პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი სკოლის გარეთ, მძიმე შედეგით სრულდება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას ესაუბრა. ბატონო ლადო, ბათუმში ახლახან იყო შემთხვევა, როცა ბავშვებს შორის კონფლიქტი დაიწყო კლასში, შემდეგ …

უკარაინის დასახმარებლად ლადო აფხაზავამ 700 000 დოლარი შეაგროვა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციის მეშვეობით 700 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ომში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად დედის სახსოვარ ოქროს ბეჭედს და იმ ოქროს მონეტას ყიდდა, რომელიც მას მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე გადასცეს. „უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად …

ვფიქრობ, საქართველოს პრემიერი არ ჰყავს და ახალს ველოდები – ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა, „ბათუმელებთან“ საქართველოში 5 ივლისსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. პედაგოგის თქმით, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე შეტევა არის დემოკრატიაზე შეტევა, ხოლო ქვეყანას უნდა ჰყავდეს პრემიერი, „რომელსაც ადამიანური ღირებულებები ექნება“. ბატონო ლადო, როგორია თქვენი განცდები, განწყობა იმ ძალადობების შემდეგ, რაც ვნახეთ რუსთაველზე. რა პროცესები მიდის ჩვენს ქვეყანაში, თქვენი …

კონფლიქტები სკოლაში – რას ჰყვებიან მასწავლებლები

მეექვსეკლასელ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო. ორმა მოზარდმა თანაკლასელს სცემა, აიძულა დაეჩოქა და ისე მოეხადა მათთვის ბოდიში. შემდეგ დაჩაგრული ბავშვის ბებიამ სწორედ იმავე მეთოდით აიძულა მჩაგვრელები ბოდიში მოეხადათ მისი შვილიშვილისთვის. ამის ამსახველი ფაქტი კი ერთ-ერთმა მშობელმა ტელეფონით გადაიღო. ბებიის წინააღმდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო. დასრულდა თუ არა ამით ბავშვებს შორის კონფლიქტი? – „რა თქმა …

რისთვის აგროვებს ლადო აფხაზავა ფულს

ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა თავის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ფულს აგროვებს. ამაში მას სხვადასხვა ორგანიზაცია და კერძო თუ იურიდიული პირებიც ეხმარებიან. ლადოს ძალისხმევით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 430 მოსწავლეს უკვე აქვს ინტერნეტი. რატომ ცდილობს პედაგოგი ინტერნეტის ფული მოიძიოს თავისი და სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის, მაშინ, როცა განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ვისაც ინტერნეტი არ აქვს, შეუძლია ტელესკოლას უყუროს? „ტელესკოლა …

როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტრომ სკოლებს სასწავლო პროცესის ონლაინსივრცეში გადატანის რეკომენდაცია მისცა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად მზად არ არის. რა გამოწვევების წინაშე არიან სკოლები და ვინ როგორ ატარებს ონლაინგაკვეთილს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგებს ესაუბრა. მანანა კაპეტივაძე, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და …

მოხალისეობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრება – ლადო აფხაზავა ევრო 2000-ში

სკოლის დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან გარემოში (სკოლა „ევრო – 2000“-ში ქართველ მოსწავლეებთან ერთად სწავლობენ სხვა ეროვნების მოსწავლეებიც) განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი. გარდა აკადემიური ცოდნისა, მას სჭირდება არაფორმალური განათლებაც. სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ლადო აფხაზავა- 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული …

ლადო აფხაზავა სტუდენტებს: თუ არ დავსვამთ კითხვებს, შეიძლება გამოგვიყენონ დეკორაციად

დღეს, 25 აპრილს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ათეულის წევრი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. ლადო აფხაზავა სტუდენტებთან საუბარი ერთგვარი პერფორმანსით დაიწყო. აანთო სანთელი და სტუდენტებს ჰკითხა, თუ რა ასოციაციას იწვევდა ეს მათში. დარბაზიდან ისმოდა: „განათლება“, „ეკლესია“, „იმედი“, „წარმატება“, „90-იანები“, „რომანტიკა“… შემდეგ ლადო აფხაზავამ ერთი სანთლიდან მეორეს გადაუკიდა და …

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 714 მასწავლებელია ნომინირებული

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მასწავლებლის ნომინირება დასრულდა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 714 პედაგოგია წარდგენილი. თუმცა აპლიკაციების შევსება 20 აპრილამდე გრძელდება და ყველა მსურველს შეუძლია განაცხადი შეიტანოს.  მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე აპლიკაციის შევსება შეუძლია ყველა პედაგოგს, ვინც მიიჩნევს, რომ მისი სწავლების მეთოდები ინოვაციურია, ნერგავს ორიგინალურ, ინტერაქტიულ და მრავალფეროვან მიდგომებს, რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე, ზრდის მოსწავლეთა …

მასწავლებლის გლობალური ჯილდო კენიელმა მასწავლებელმა მოიგო

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა. დაჯილდოების ცერემონიალი დუბაიში ამ წუთებშიც გრძელდება. პიტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, …

ცნობილი ადამიანები ლადო აფხაზავას მხარდაჭერას უცხადებენ [ვიდეო]

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულშია. ის მარტის ბოლოს ქალაქ დუბაიში გაემგზავრება დაჯილდოების ცერემონიაზე. გლობალური ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს ერთი მილიონი დოლარი გადაეცემა საჩუქრად. ლადო აფხაზავას წარმატებას უსურვებენ საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ცნობილი ადამიანები. მათ შორის მომღერალი ქეთი მელუა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. See more ლადო აფხაზავას ფინალში გასვლას ულოცავს მსოფლიოში აღიარებული …

რაზე ისაუბრა ლადო აფხაზავამ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს და გლობალური ჯილდოს ათეულის ნომინანტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა მოსწავლეებს და სტუდენტებს შეხვდა. ის ბათუმში მოიწვია  გამომცემლობამ – „წიგნები ბათუმში“. ლადო აფხაზავამ შეხვედრაზე კითხვებს უპასუხა და სწავლების საკუთარ მეთოდსა და კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საგანმანათლებლო სივრცეში გვჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები. ხშირია შემთხვევები, როცა ორგანიზაციაში ხელმძღვანელი რაღაცას იტყვის და ყველა ეთანხმება. წესით, უნდა …

რას ეკითხებიან ყველაზე ხშირად მოზარდები პედაგოგებს პირადი ცხოვრების შესახებ

რა იციან მოზარდებმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, რამდენად ინფორმირებული არიან ისინი, თუ რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების  გასაჯაროებისას და რას ასწავლიან ამის შესახებ მათ სკოლაში? „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ესაუბრა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილს მოსწონს სხვისი დისკრედიტაცია და ამ თემით …

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათ ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან,  მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ ათ ფინალისტს შორისაა. მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დამაარსებელი Varkey-ს ფონდია. ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, სპეციალური ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც 10 ფინალისტი მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა. ლადო აფხაზავასთან ერთად ფინალისტებს შორისაა მასწავლებლები ინდოეთიდან, არგენტინიდან, კენიიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბრაზილიიდან და იაპონიიდან. მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2015 …

ლადო აფხაზავა განათლების რეფორმაზე: თუ სწავლას ძირი მწარე ექნება, არავინ აღარ ისწავლის

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ნომინანტი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პრაქტიკოსი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელებთან“ განათლების სფეროში განხორციელებულ ბოლო ცვლილებებზე საუბრობს. პედაგოგის აზრით, ახალმა რეფორმამ სისტემაში გაურკვევლობა და ბუნდოვანება შემოიტანა. თუმცა, ცვლილებები, მისი აზრით, მაინც აუცილებელი იყო. ბატონო ლადო, ბოლო ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ საატესტატო გამოცდების ერთი ხელის მოსმით გაუქმება, მოსწავლეებს …

მასწავლებელი გურიიდან მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ 50 მასწავლებელს შორისაა. ლადო აფხაზავა სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელია. იგი 2010 წლიდან მუშაობს ამ სოფლის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, 2012 წლიდან კი  არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ლადო აფხაზავა 2017 წელს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. „მისი ბევრი აქტივობა …

„შენ მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები“- მასწავლებლის შეფასება

„შენ მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები“ – ეს წარწერა ერთ-ერთმა მოსწავლემ პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ფოტოზე გააკეთა. კონფლიქტის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოზარდებს შორის კონფლიქტისა და აგრესიის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გახშირებულია შემთხვევები, როცა მოზარდები გარჩევების დროს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ლექსიკით საუბრობენ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი …

Exit mobile version