მთავარი,სიახლეები

„საოცრება ხდება ჩემ თავს, უკვე 5 800-ზე მეტმა პედაგოგმა ჩამირიცხა ლარნახევარი“- ლადო აფხაზავა

12.02.2025
„საოცრება ხდება ჩემ თავს, უკვე 5 800-ზე მეტმა პედაგოგმა ჩამირიცხა ლარნახევარი“- ლადო აფხაზავა

სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას მასწავლებლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული 5000-ლარიანი ჯარიმის თანხა შეუგროვეს.

„საოცრება ხდება ჩემ თავს. არ ვიცი, საიდან ამხელა სოლიდარობა, ძლივს შევძელი და მარტო დავითვალე რამდენი ლარნახევარი იყო ჩარიცხული, რადგან ვიცოდი, რომ ვინც ლარნახევარს ჩარიცხავდა, ყველა პედაგოგი იქნებოდა.

5 800 პედაგოგზე მეტია უკვე, რომლებმაც 1.50 ლარი ჩარიცხა. ამის გარდა, კიდევ, მეცხრეკლასელებისთვის რაღაც ტკბილეული ვიყიდე და რომ ვნახე, ამის შემდეგ, კიდევ  ათი ტრანზაქცია იყო გაკეთებული.

ჯარიმას მეც გადავიხდი და შეიძლება სხვასაც გადავუხადო. ალბათ ჟურნალისტებს დავეხმარები, რომლებიც თავიანთი კოლეგების გამო, ძალიან მყარად იდგნენ იქ, სასამართლოში,“ – ამბობს ლადო აფხაზავა „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, ძალიან დიდი ჯარიმებით რეჟიმი ცდილობს გატეხოს და დაასუსტოს სამოქალაქო საზოგადოება – „თუმცა ამ ჯარიმებმაც გაგვაძლიერა,“ – გვეუბნება ლადო აფხაზავა.

„ჯარიმებმა უფრო გაგვაძლიერა. ამ სასამართლო პროცესმა უფრო გაგვაერთიანა და უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ როგორც ჩვენ ვფიქრობთ და ვაპროტესტებთ, თურმე ჩვენსავით ათასობით, ათიათასობით ადამიანი ფიქრობს.

ამით მივხვდი, რომ ძალიან ბევრნი ვართ. დაღუპულია „ქართული ოცნება“, დამთავრებულია ამის შემდეგ. ჩემი საბანკო ანგარიშები რომ ნახონ, მაშინვე მიხვდებიან, რომ დამთავრებული არიან,“ – ამბობს ლადო აფხაზავა.

ლადო აფხაზავა, მომღერალი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი და კიდევ ხუთი ადამიანი, 10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვის გამო 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული პირები სოლიდარობას უცხადებდნენ მზია ამაღლობელს, რომელიც რეჟიმის პატიმარია და ციხეში 32-ე დღეა შიმშილობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: