როცა სამსახური დაკარგე და სახელმწიფო ხელფასს გიხდის – საქართველო უმუშევრობის დაზღვევის გარეშე და იტალიის გამოცდილება

საქართველოში უმუშევრობის დაზღვევა ამ დრომდე არ არსებობს. რამდენიმე წლის წინ დაანონსებულ „სოციალური კოდექსში“ ერთ-ერთი მიმართულება უმუშევრობის დაზღვევის დანერგვის შესაძლებლობას განიხილავდა, 2023 წელს კი, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც განხილულია რა სახით არის საქართველოში შესაძლებელი ამ სისტემის დანერგვა, თუმცა ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ ჩანს. სტატიაში მიმოვიხილავთ, რა არის უმუშევრობის დაზღვევა, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მოქალაქისთვის …

ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა ტურისტებისთვის

25 აპრილიდან ვენეციის დასათვალიერებლად გარკვეულ დღეებში თანხის გადახდა მოგიწევთ. ქალაქში შესასვლელად ყველა ტურისტი დღეში [8:30-დან 16:00 საათამდე] 5 ევროს გადაიხდის, ცალკეულ დღეებში კი – 10 ევროს. იტალიური მედიის ცნობით, ეს არის ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც მუნიციპალური საკრებულოს თქმით, ემსახურება ტურისტული ნაკადების უკეთ მართვას. გადასახადი იმოქმედებს შემდეგ თარიღებში – 25, 26, 27, 28, 29 და 30 აპრილი. …

იტალიაში კალაბრიული მაფიის 207 წევრს პატიმრობა მიუსაჯეს 

იტალიაში დასრულდა ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სასამართლო პროცესი, რომელზეც კალაბრიულ მაფიასთან დაკავშირებული პირები გაასამართლეს. 20 ნოემბერს იტალიის სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა 200-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ მაფიოზურ ჯგუფ „ნდრანგეტასთან”. მედიის ცნობით, საერთო ჯამში, დაკავებული იყო 338 ადამიანი, რომლებსაც ბრალი ედებოდათ 400-ზე მეტ დანაშაულში, მათ შორის: ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობაში, გამოძალვასა …

„ემიგრანტი აღარ  ვიქნები“ – დაბრუნება ემიგრაციიდან 16 წლის შემდეგ

ბაღდათელი ნათია თოლორდავა იტალიიდან საქართველოში 16-წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა. 19 წლის იყო, როცა გერმანიაში წავიდა თავიდან AU PAIR-ის პროგრამით. ნათიას დედაც ემიგრაციაში იყო ამ დროს, დედა-შვილს ერთმანეთი 5 წელი არ ჰყავდათ ნანახი. ნათიას მიზანი ახალ გარემოში ცხოვრება, ენების სწავლა, მოგზაურობა და დედასთან ახლოს ყოფნა იყო. ნათია იტალიასა და გერმანიაში ემიგრაციის გამოცდილებაზე, დაბრუნების მიზეზსა და სამომავლო …

იტალიის პრემიერი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თანამდებობა დატოვა, მმართველი კოალიცია კი დაიშალა. მარიო დრაგიმ გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიამ – „ხუთი ვარსკვლავი“ – ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. „ბოლო დღეებში ჩემი მხრიდან იყო მაქსიმალური მცდელობა გამეგრძელებინა საერთო გზა, ასევე ვცდილობდი დამეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები, რაც ჩემ მიმართ ჰქონდათ პოლიტიკურ ძალებს. პარლამენტში ჩემი …

იტალიაში 4 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს, გამოძიება 6 ქვეყანაში მიმდინარეობდა

იტალიაში პოლიციამ ამოიღო კოლუმბიური ბანდის 4,3 ტონა კოკაინი, რომლის ღირებულებაა 240 მილიონი ევრო. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. პოლიცია აცხადებს, რომ ეს იყო ნარკოტიკების ამოღების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია, რაც განხორციელდა საერთაშორისო გამოძიების შედეგად, რომლის ფარგლებშიც ექვს ქვეყანაში: იტალიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებსა და კოლუმბიაში 38 ადამიანი დააკავეს. კოკაინის გარდა სამართალდამცავებმა 1,85 მლნ ევროს კონფისკაცია მოახდინეს. გამოძიება …

ძლიერი წვიმის გამო სიცილიაზე 2 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიკარგა. კატანიაში ძლიერი წვიმის დროს ადამიანები, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მოვარდნილმა წყალმა წაიღო ავტომანქანა, რომელშიც ხანდაზმული წყვილი იმყოფებოდა. 67 წლის კაცის ცხედარი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს, ქალს კი ამ დრომდე ეძებენ. მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, არ გავიდნენ ქუჩებში, რადგან სიტუაცია კრიტიკულია.

იტალიაში, რომიდან 40 კილომეტრში მდებარე ნაკრძალში, ხანძარია

იტალიაში, რომის გარეუბან ტივოლის მახლობლად, მონტე კატილიოს ნაკრძალში ხანძარია. ხანძრის გამო ახლომდებარე დასახლებებიდან 25 ოჯახია ევაკუირებული. სამხრეთ იტალიაში ტყის ხანძარი ბოლო კვირას გაჩნდა. „როიტერსის“ თანახმად ცეცხლმა გაანადგურა ტყეები კალაბრიაში, ასევე კუნძულებზე – სარდინიასა და სიცილიაში. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხუთშაბათ ღამით ხანძარი ასევე გაჩნდა ქალაქ ოტრანტოს მახლობლად. ხანძრის ჩაქრობის დროს წარმოშობილი ძლიერი კვამლის გამო საზღვაო კურორტიდან …

იტალიამ ტურისტებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, საზღვრები გაუხსნა

დღეიდან, 3 ივნისიდან, იტალიამ ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან ტურისტებს საზღვარი გაუხსნა. ნაწილობრივ აღდგა საერთაშორისო ფრენებიც. იტალიაში ჩასულ ტურისტებს არ მოუწევთ კარანტინის გავლა. დღესვე იტალიამ გახსნა საფრანგეთთან სამი თვის წინ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარიც.  თუმცა მესაზღვრეები საზღვარზე გადამსვლელ ყველა ავტომობილს ამოწმებენ. ჯერჯერობით იტალიასთან სახმელეთო საზღვარს არ ხსნიან შვეიცარია და ავსტრია. ევრონიუსის ინფორმაციით, შვეიცარია საზღვრების გახსნას 15 ივნისიდან გეგმავს …

ნახევარი მილიონი მიგრანტი, მათ შორის ქართველებიც, იტალიაში ლეგალურად დასაქმდება

„Ce l’abbiamo fatta! – ჩვენ ეს გავაკეთეთ!“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტერეზა ბელანოვამ 13 მაისს ფეისბუქზე პოსტი. ამით მან მილიონობით მიგრანტს ამცნო, რომ კანონი, რომლითაც ისინი იტალიაში ლეგალურად ცხოვრებას და დასაქმებას შეძლებენ, იტალიის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა. კანონის ინიციატორი სწორედ იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტერეზა ბელანოვა იყო. „მინდა ხაზი გავუსვა ჩემთვის ფუნდამენტურ …

18-თვიანი ტყვეობის დასასრული – იტალიელი მოხალისე ტყვეობიდან გაათავისუფლეს

„სილვია რომანო თავისუფალია. მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა. სილვია, ჩვენ გელოდებით იტალიაში“, – იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ეს ტექსტი ტვიტერზე 9 მაისს დაწერა და ამით საზოგადოებას ამცნო, რომ 23 წლის იტალიელი სილვია რომანოს 18-თვიანი ტყვეობა დასრულდა. სილვია რომანო კენიაში Africa Milele Onlus-ის პროგრამაში მოხალისედ მუშაობდა, როდესაც ის 2018 წლის 20 ნოემბერს ერთ-ერთი სოფლიდან გაიტაცეს უცნობმა შეიარაღებულმა …

“ზაოდი” – ომში დაღუპულთა მემორიალზე იტალიაში ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი მიაწერეს

იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა  მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – “ზაოდი” მიაწერეს. წარწერის ამსახველი ფოტო ფეისბუქში გრავინა ინ პულიას მერმა ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა და იმ ადამიანის დასჯა მოითხოვა, ვინც ეს გააკეთა. „ჩვეულებრივი იდიოტები. წუხელ ისინი ომის მემორიალს დაესხნენ თავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა …

როგორ იყენებს იტალიური მაფია პანდემიას საკუთარი მიზნებისთვის – BBC

სტატია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს იტალიური მაფია პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, BBC-იმ გამოაქვეყნა. „ბათუმელები“ გთავაზობთ სტატიის თარგმანს მცირე შემოკლებით.  ___________________ პანდემიის გამო იტალიაში დაწესებულმა კარანტინმა ბიზნესი დააზარალა. დაკეტილია კაფეები, რესტორნები, საფუნთუშეები და ხორცის მაღაზიები, მათი მეპატრონეები კოტრდებიან. მათ დახმარებას ადგილობრივი მაფიოზები სთავაზობენ, მაგრამ არა საჩუქრად. „კოზა ნოსტრას“ ერთ-ერთი ბოსის ძმა სიცილიაზე, პალერმოს ღარიბ უბანში უფასო …

შეყვარებულის ნახვა, ქუჩაში სეირნობა – დღეიდან იტალიაში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება

დღეიდან, 4 მაისიდან, იტალიაში საკარანტინო შეზღუდვები შემსუბუქდება და ქვეყანა ნორმალური ცხოვრების რეჟიმში დაბრუნებას ეტაპობრივად დაიწყებს. მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის დეკრეტის  თანახმად 4 მაისიდან იტალიელებს შეეძლებათ დატოვონ საკუთარი სახლები და ქუჩაში ან პარკში თავისუფლად გავიდნენ. ისეირნონ, ირბინონ და ივარჯიშონ. ნათესავებს შეუძლიათ ერთმანეთი მოინახულონ, ერთმანეთის ნახვის უფლება აქვთ შეყვარებულებსაც, თუმცა ისევ აკრძალულია მეგობრების შეკრება. ნებადართულია ქორწინებაც, მაგრამ ქორწილს …

ესპანეთი, იტალია და აშშ კარანტინს ამსუბუქებს – მსოფლიო ჯანმო მათ თავშეკავებისკენ მოუწოდებს

„კორონავირუსისგან ყველაზე დაზარალებული ორი ქვეყანა – იტალია და ესპანეთი კარანტინის წესების შედარებით შემსუბუქებას გეგმავს. იტალიაში ნელ-ნელა იხსნება მაღაზიები, ესპანეთში კი ქარხნების ნაწილი უკვე ამუშავდა”, – წერს BBC. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ქვეყნების ხელისუფლებებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, მადრიდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ევროკავშირი. ავსტრიაში სამშაბათიდან უნდა გაიხსნას ათასობით მაღაზია. საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში კარანტინის წესები უცვლელია. მაკრონმა გუშინ, 13 …

ჰაერი გაიწმინდა, ნარჩენები შემცირდა – იზოლაციისა და კარანტინის გავლენა კლიმატზე

კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანაა კარანტინსა და თვითიზოლაციაში. მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობის პრობლემის პარალელურად ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ წერილში გარემოსდამცველები ცალკე თემად გამოყოფენ ეკოლოგიას, რაზეც მსოფლიო კარანტინს უკვე აქვს ზეგავლენა. ჰაერი და კლიმატი ავტომაგისტრალების დაცარიელების და ქარხნებში წარმოების შეჩერების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა გამონაბოლქვი მსოფლიო კარანტინის პირველსავე დღეებში. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, ჩინეთის, იტალიის, …

104 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

104 წლის ადა ზანუსი, რომელსაც COVID-19 ჰქონდა, გამოჯანმრთელდა. ექიმები გამარჯვებას ზეიმობენ – წერს „ევრონიუსი“. „ის ვერ ჭამდა, გადასხმაზე იყო. ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა, რადგან პაციენტი პასიური იყო, არაფერზე რეაგირებდა. მკურნალობის მერვე დღეს მან გაიღვიძა, გამოცოცხლდა და საჭმელი მოითხოვა… და ჩვენ მიხვდით, რომ მან გამომჯობინება დაიწყო. ეს წარმოუდგენლად გვახარებს, ეს თითქოს …

COVID19-ით იტალიაში 525 ადამიანი გარდაიცვალა – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო ორ კვირაში

იტალიაში 5 აპრილს კორონავირუსით 525 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ორ კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, უკვე ზედიზედ მეორე დღეა მცირდება ინტერნსიურ თერაპიაში მყოფი პაციენტების რაოდენობა. ამჟამად იტალიის კლინიკების ამ განყოფილებებში 3977 ადამიანი წევს კორონავირუსის დიაგნოზით. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 4316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, უფრო ნაკლები, ვიდრე გუშინ, 4 აპრილს [4805]. „ეს …

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

30 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსით 101 739 ადამიანია ინფიცირებული. ბოლო 24 საათში სულ 1 648 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ახალი შემთხვევების ოდენობა ფაქტობრივად განახევრებულია. შედარებისთვის გუშინ, 29 მარტს, 3 815 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ასევე, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 812 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის ეპიდაფეთქებიდან დღემდე, 30 მარტამდე, ვირუსით 11 591 ადამიანია გარდაცვლილი. 30 მარტის …

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 756 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 756 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის აფეთქებიდან დღემდე იტალიაში სულ 10 779 ადამიანია გარდაცლილი. 29 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსით 97 689 ადამიანია ინფიცირებული. მათგან ბოლო 24 საათში ვირუსი 3 851 ადამიანს დაუდასტურდა. 646 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთლებულთა ოდენობა  13 030-მდე გაიზარდა.

სადილი იტალიაში – მაგიდა ორ აივანზე [ფოტოამბავი]

“სადილი იტალიაში კორონავირუსის დროს” – ასე დაასათაურა იტალიურმა გამოცემა “ილ რესტო დელ კარლინომ” ფოტო, რომელიც დღეს, 29 მარტსაა გადაღებული, იტალიის სამხრეთში, ფერმოს პროვინციაში მდებარე პატარა ისტორიულ ქალაქ პორტო სან ჯორჯოში. „პატარა ისტორიულ ქალაქებში ჯერ კიდევაა შემორჩენილი კეთილმეზობლური ურთიერთობა. სწორედ ამიტომ ამ ადამიანებისათვის განსაკუთრებით რთულია იზოლაციის პერიოდი. ადამიანებს არ შეუძლიათ ერთმანეთს შეხვდნენ და ერთად ისადილონ. პორტო …

კორონავირუსით ინფიცირებული 101 წლის კაცი გამოჯანმრთელდა, ის „ისპანკის” დროს დაიბადა

101 წლის კაცი იტალიიდან, კერძოდ რიმინიდან, ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, ვინც კორონავირუსით ინფიცირდა და გადარჩა. მამაკაცი ჰოსპიტალიდან უკვე გაწერეს და თავს კარგად გრძნობს. იტალიური მედიის ცნობით, კაცი რიმინის საავადმყოფოში გასულ კვირას მოათავსეს მას შემდეგ, რაც ტესტირებით დადასტურდა, რომ კორონავირუსი ჰქონდა. როგორც რიმინის მერი, გლორია ლიზი აცხადებს, 101 წლის კაცი ოთხშაბათს, 25 მარტს გაწერეს საავადმყოფოდან და ახლა …

969 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა. 27 მარტის მდგომარეობით იტალიაში ვირუსით გარდაცვლილთა ჯამურმა ოდენობამ 9 134-ს მიაღწია. დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსი სულ 86 498 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან 4 401-ს ვირუსი ბოლო 24 საათში დაუდგინდა. 27 მარტს ვირუსისგან 589 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო ოდენობა კი 10 950 ადამიანია. მთავარი ფოტო: ევროპის …

კორონავირუსით იტალიაში სულ 39 ექიმი გარდაიცვალა, მათგან 5 ბოლო 24 საათში

იტალიაში კორონავირუსის ეპიდაფეთქებიდან დღემდე 39 ექიმია გარდაცვლილი. აქედან ხუთი ბოლო ორ დღეში 25-26 მარტს გარდაიცვალა. მაღალია სამედიცინო პერსონალის ვირუსით ინფიცირების რაოდენობაც. როგორც იტალიური გამოცემა “ლა რეპუბლიკა” წერს, კორონავირუსით იტალიაში 6 205 ექიმი, ექთანი და სანიტარია დაავადებული. რაც საერთო ინფიცირებულთა ოდენობის 9 %-ია. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კლინიკებში საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის არ ქონა სახელდება. …

ქალი, რომელიც ფლორენციაში ისევ მოხუცს უვლის: „ბებოსაც ეშინოდა, მაგრამ მერე ამღერდა“

„…ისევ პანიკაა ყველგან, მე და ბებო ისევ ერთად ვართ, ჩვენ ისევ ფლორენციაში ვცხოვრობთ. ბებია, რომელსაც ვუვლი, ანეტა ჰქვია და ხვალ 93 წლის გახდება,“ – გვიყვება მანანა ბოლქვაძე, რომელიც უკვე ორი წელია იტალიაში ცხოვრობს. მისი სამსახური მოხუცების მოვლაა. მანანა მარტოხელა მოხუცთან ცხოვრობს. ამბობს, რომ პანიკის და არსებული საფრთხის მიუხედავად, მოხუცის მიტოვება არ უფიქრია. ამ დრომდე არც …

მილანში ცარიელ ქუჩაზე პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

მილანში პოლიციის ორი მანქანა, რომელებიც სკუტერს მისდევდა, ცარიელ ქუჩაზე ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა ოთხშაბათს, 25 მარტის შუადღეს მოხდა. „მაღალი სიჩქარით მოძრავი პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს იმ დროს შეეჯახა, როცა ისინი სავარაუდოდ სკუტერით მოძრავ მძარცველს მისდევდნენ. შემთხვევის შედეგად პოლიციელები არ დაშავებულან. ფაქტის  თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიცია მისდევდა  სავარაუდო მძარცველს, რომელმაც შუქნიშანთან მდგარი ქალი გაძარცვა და გაიქცა. ინციდენტის …

იტალიაში კორონავირუსით 683 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში

683 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში. 25 მარტის მდგომარეობით კორონავირუსით იტალიაში სულ 7 503 ადამიანია  გარდაცვლილი. დღესვე დაფიქსირდა კორონავირუსის 5 2010 ახალი შემთხვევა. ბოლო, ოფიციალური მონაცემებით იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულია 74 386 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 9 362 ადამიანი, აქედან 25 მარტს 1 036 ადამიანი.   22 მარტს, იტალიის მთავრობამ გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ნემისმიერი …

ესპანეთმა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო – CNN

CNN წერს, რომ ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვალების 3434 შემთხვევა დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით ესპანეთი იტალიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გუშინს მერე 27%-ით გაიზარდა. ქვეყანას ჯამში ინფიცირების 47 61 შემთხვევა აქვს დაფიქსირებული. ჩინეთში, სადაც ეპიდაფეთქება დაიწყო, ვირუსმა 3281 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იტალიას – 6820.

ქართველი ექიმი, რომელიც იტალიაში Covid 19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს

თამარ ჭლიკაძე Guardia Medica – ს მიმართულების ექიმია მილანთან ახლომდებარე ქალაქ ჩეზანო მოდერნოში (მონცე ბრიანცას პროვინცია). Guardia Medica იტალიური ჯანდაცვის სტრუქტურაში განყოფილებაა სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და სტაციონარულ მკურნალობას შორის. როგორც ექიმი გვიყვება, კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის დეფიციტია სპეცსამოსი და ნიღბები, რა პირობებშიც დაუცველობის შეგრძნება აქვს ყველას, თუმცა აღჭურვილობით მარაგდებიან რეანიმაციის ექიმები. თამარ ჭლიკაძის მოვალეობა Covid 19-ის …

პაოლო მიკაი – ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

24 მარტს გენუაში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 წლის იტალიელი ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი პაოლო მიკაი. “ლა რეპუბლიკა” წერს, რომ იტალიური მედიასფერო პაოლო მიკაის გლოვობს. იგი ვირუსის სიმპტომებით გენუის საავადმყოფოში ის 10 დღის წინ მოათავსეს, დღეს კი გარდაიცვალა. პაოლო მიკაი Mediaset-ის თანამშრომელი იყო.  40 წლის მანძილზე მის სახელს  უკავშირდება არაერთი ცნობილი ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი. “40 წლის განმავლობაში …

იტალიაში გარდაიცვალა მღვდელი, რომელმაც თავისი რესპირატორი ახალგაზრდას დაუთმო

72 წლის მღვდელი ჯუზეპე ბერარდელი, რომელიც ბერგამოს პროვინციაში პატარა ქალაქ კასნიგოს ეკლესიაში მსახურობდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ერთ-ერთია იმ 30 მღვდელთაგან, რომელიც ვირუსმა იმსხვერპლა. ბერგამოს ყველა  საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულებითაა სავსე. ექიმებს არ ჰყოფნით რესპირატორები და ხელოვნური სუნთქვის აპარატები. როგორც იტალიური გამოცემა TGCOM24-ი წერს, ჯუზეპე ბერარდელმა თავისი რესპირატორი მასზე ახალგაზრდა უცნობ პაციენტს დაუთმო. მას შემდეგ, რაც მღვდელს …

იტალიაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 602 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 602 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობა კი 6078-ია. ასევე ბოლო 24 საათში ვირუსისგან 408 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა  7 423-ს მიაღწია. ასეთია 23 მარტის მონაცემები. დღესვე დაფიქსირდა კორონავირუსის 4 781 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით 23 მარტის მდგომარეობით იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულ 63 919 ადამიანია. ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/ANGELO CARCONI

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 651 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 651 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რიცხვი ჯამში 5 476-ია.  გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირებით ახალი 5 560 შემთხვევა. 22 მარტის მდგომარეობით იტალიაში კორონავირუსი 59 138 ადამიანს აქვს დადასტურებული. ასევე ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 952 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა ჯამური ოდენობა 7 024-ია. დღეს რომში კორონავირუსით გარდაიცვალა 35 წლის ახალგაზრდა კაცი. ეს პირველი შემთხვევაა იტალიაში, …

793 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში – კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა და 4 825 გახდა. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით ქვეყანაში 793 ადამიანი გარდაიცვალა. დაფიქსირდა 5 557 ახალი შემთხვევა. უახლესი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 53 578 ადამიანია ინფიცირებული. დღეს, 21 მარტს, მხოლოდ ლომბარდიის რეგიონში, კორონავირუსით 546 ადამიანი გარდაიცვალა. 25 515 ადამიანს კი კორონავირუსის დიაგნოზი აქვს. აქედან ბოლო 24 საათში ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსის …

ბოლო 24 საათში კორონავირუსით იტალიაში 627 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 627 ადამიანი გარდაიცვალა,  ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა  4 032 ადამიანია. 20 მარტს კორონავირუსით ინფიცირების 5 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 47 021 ადამიანს აქვს. ყველაზე მეტი, 2 549 ადამიანი კორონავირუსით ლომბარდიის რეგიონშია გარდაცვლილი, 640 ემილია-რომანიაში, ხოლო 209 პიემონტეში. ვირუსი ნაკლებადაა გავრცელებული სამხრეთის რეგიონებში. იტალიის 21 რეგიონიდან, ერთადერთი …

როგორ ცხოვრობს კარანტინში ჩინეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და გერმანია

კორონავირუსის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდი ეპიდემიური აფეთქება კი იტალიაშია. იტალია 10 მარტის შემდეგ კარანტინში ცხოვრობს. მოქალაქეებს სახლების დატოვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – სასურსათო მაღაზიაში ან აფთიაქში წასასვლელად შეუძლიათ. სოციალური ქსელი სავსეა ვიდეოებით, თუ როგორ ატარებენ იტალიელები დღეებს კარანტინში. იტალიის მთავრობა ყოველ საღამოს, 6 საათზე, აცხადებს  კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის, …

Exit mobile version