სახელმწიფომ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის არაბულ კომპანიაზე გადაცემის ხელშეკრულებაც გაასაიდუმლოვა. ყოფილი პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიები, ჯამში 258,8 ჰექტარი, „იგლ ჰილს საქართველოს“ მიმდინარე წლის ივლისში უზუფრუქტით გადასცეს. „იგლ ჰილს საქართველოს“ 66,67 პროცენტის მესაკუთრე არაბული „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედია“, ხოლო წილის 33,33 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის, რომლის მმართველი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროა. „იგლ ჰილს საქართველომ“ გონიოში მდებარე ოთხ …
Tag Archives: იგლ ჰილსი
არაბულ კომპანიას გონიოში 258,8 ჰექტარ ტერიტორიას უზუფრუქტით გადასცემენ
კომპანია „იგლ ჰილს საქართველომ“ საჯარო რეესტრს გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიასა და მიმდებარე ნაკვეთებზე უზუფრუქტის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა. ამ ნაკვეთების საერთო ფართობი 2 588 888 კვადრატული მეტრია [258,8 ჰექტარი]. „Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ კი გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ეს მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც სახელმწიფოს საკუთრებაში აჭარის მთავრობამ გადასცა უსასყიდლოდ 2025 წელს. …
Continue reading “არაბულ კომპანიას გონიოში 258,8 ჰექტარ ტერიტორიას უზუფრუქტით გადასცემენ”
რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ
ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, „ოცნების“ მთავრობამ არაბული ინვესტიციის განხორციელება დააანონსა. აღნიშნული ტერიტორია შედის ზურმუხტის ქსელის „ჭოროხის დელტას“ ტერიტორიის [საიტის] საზღვრებში და მას ბერნის კონვენცია იცავს. საქართველოს ასოცირების შეთანხმებითაც აქვს ვალდებულება შექმნას და დაიცვას ზურმუხტის ტერიტორია. საინვესტიციო პროექტის გამო კი მთავრობა, „საჭიროების შემთხვევაში“, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის საზღვრის კორექტირებასაც განიხილავს. „მე შემიძლია გითხრათ „ზურმუხტის ქსელის“ …
Continue reading “რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ”
„იგლ-ჰილსის“ ხელშეკრულებების გასაიდუმლოება კანონსა და საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება – SJC
რა პირობებით გადასცემს სახელმწიფო ასეულობით ჰექტარ მიწას კერძო ინვესტორს და რა ვალდებულებებს იღებენ მხარეები? რა სარგებელს მიიღებს ამ გარიგებიდან საზოგადოება და როგორია გარემოსდაცვითი თუ სოციალური რისკები? – სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისსა და გონიოში დაგეგმილი „იგლ-ჰილსის“ პროექტის ანალიზს აქვეყნებს. კვლევაში ნათქვამია, რომ „იგლ-ჰილსის“ პროექტი ხორციელდება არასაკმარისი გამჭვირვალობის პირობებში, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია, მასში არ მონაწილეობს საზოგადოება, …
გონიოს ყოფილ პოლიგონს განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა – კობახიძის დადგენილება
ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის, ასევე თბილისსა და გარდაბანში „კრწანისის პარკსა“ და მიმდებარე ნაკვეთებს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. „ოცნების“ მთავრობის განცხადებით, ამ ტერიტორიებზე არაბული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. სტატუსის მინიჭების შესაბამის დადგენილებებს ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 29 მაისს მოაწერა. უშუალოდ ყოფილი სამხედრო პოლიგონის და მის მიმდებარე მიწის ნაკვეთებს, ჯამში 2 588 888 კვადრატული მეტრი …
„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო
ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, სადაც არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტია დაანონსებული, მთლიანად მოქცეულია ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა შეზღუდულია. აეროდრომის დაცვის არეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ადგენს და ამავე არეში შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ითანხმებს შენობა-ნაგებობების [ობიექტების] დასაშვებ სიმაღლეს. პარალელურად, ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში ახალი „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ …
კობახიძე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ 267 ბინა გაყიდა კრწანისის პროექტში
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიხე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის პროექტში და უკვე 267 ბინა გაყიდა. „გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 12 თებერვალს მთავრობის სხდომაზე. კობახიძის თქმით, 1 კვ.მეტრის ფასი 1650 დოლარი იყო. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ არაბული ქვეყნების …
Continue reading “კობახიძე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ 267 ბინა გაყიდა კრწანისის პროექტში”
გონიოში 257,9 ჰექტარი მიწა Eagle Hills-ისთვის მისაცემად აჭარამ სახელმწიფოს გადასცა
„Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ აჭარის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ჯამში 2,57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც. ხელისუფლების ვერსიით, არაბულმა კომპანია Eagle Hills-მა საქართველოში [თბილისსა და ბათუმში] 6,6 მილიარდი აშშ დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განახორციელოს. Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კი, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. „ქართული …
„გასაჯაროვდეს არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება“ – აქცია ბათუმში
არაბულ კომპანიასთან ხელშეკრულების გასაჯაროვების მოთხოვნით ბათუმში, 14 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბნენ. არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს, რომლითაც ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. „ქართული ოცნება“ კი, ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი …
Continue reading “„გასაჯაროვდეს არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება“ – აქცია ბათუმში”
„გასაჯაროვდეს Eagle Hills-თან დადებული ყველა ხელშეკრულება“ – ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება
14 დეკემბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნებისგან“ ითხოვენ მიიღონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია არაბულ კომპანია Eagle Hills-თან კრწანისსა და გონიოში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების შესახებ. „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ეროვნული, დემოგრაფიული, ეკონომიკური, და ეკოლოგიური ინტერესებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნებისგან“ მოვითხოვთ: გასაჯაროვდეს კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში დაგეგმილი დასახლებების პროექტებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება და დანართი. გაიმართოს საჯარო …
„იგლ ჰილსის“ წილების 33,33% მართვის უფლებით საქართველოს გადაეცა
რეესტრის განახლებული მონაცემების მიხედვით, კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად ფიქსირდებიან საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და თორნიკე ზირაქიშვილი – სსიპ “აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე. კომპანიის 33.33% პროცენტი საქართველოს ეკუთვნის, 66,67 პროცენტი კი – „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგ ლიმიტედს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ასევე რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი და ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ …
Continue reading “„იგლ ჰილსის“ წილების 33,33% მართვის უფლებით საქართველოს გადაეცა”
Eagle Hills-ის პროექტი გონიოში დაცულ ტერიტორიასაც შეეხება
არაბული Eagle Hills-ის პროექტი რომ ჭოროხის დელტაში დაცულ ტერიტორიას შეეხება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ფაქტობრივად დაუდასტურეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში „განისაზღვრება ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის მცირე ნაწილისთვის [სადაც დაგეგმილია განაშენიანება] საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების საკითხი.“ კრწანისის პარკისა და გონიოს მიმდებარე ტერიტორიებზე Eagle -Hills-ის საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2025 წლის მარტის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და …
Continue reading “Eagle Hills-ის პროექტი გონიოში დაცულ ტერიტორიასაც შეეხება”
არაბულ კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ რეესტრმა წესდების რეგისტრაციაზე მოთხოვნა დაუხარვეზა
საჯარო რეესტრმა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წესდებისა და იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაციაზე მოთხოვნა დაუხარვეზა. აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 19 ნოემბერს მიიღო. დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრს ვერიკო ბერიკიშვილმა მიმართა და მოითხოვა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წესდებისა და იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში კი ვკითხულობთ, რომ რეესტრს რეგისტრაციისთვის წარუდგინეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, შპს …
„ივანიშვილი ატარებს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს“ – ინტერვიუ
„გოგა ხაინდრავა რომ ამბობს, 300 წელი არაბები იყვნენ საქართველოში და გაარაბება არ მოხდაო, გოგა ხაინდრავასნაირი ქართველები არ იყვნენ და იმიტომ – 300 წლის განმავლობაში ქართველები მუდმივ წინააღმდეგობას უწევდნენ არაბებს და „აბა ომი გინდათ?“ – არ უძახიათ ჩვენს წინაპრებს. ჩვენი წინაპრები პირდაპირი მნიშვნელობით იბრძოდნენ. აი, ეს არის მიზეზი, რატომაც არ გაარაბდა ეს ქვეყანა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც …
Continue reading “„ივანიშვილი ატარებს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს“ – ინტერვიუ”
არაბული კომპანიის და „ოცნების“ ახალი გეგმები გონიოში – ტერიტორია ჯერ განაღმული არ არის
„ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებით გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, იმ კომპანიის წილის 33 პროცენტის მესაკუთრე კი, რომელიც გონიოში პროექტს განახორციელებს, საქართველო იქნება. საუბარია თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით „მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის“ [Eagle Hills] დამფუძნებელმა მოჰამედ ალი …
როგორ გეგმავს „დელტა“ გონიოს პოლიგონის განაღმვას
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის გასანაღმად საჭირო ტექნიკის ნაწილს ცენტრი „დელტა“ შეჯავშნის, რაც სამუშაოების მიმდინარეობისას „ტექნიკის და პერსონალის მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის არის საჭირო“. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ერთი მუხლუხა ექსკავატორის და ორი დამტვირთველის მსუბუქად შეჯავშნას, ამასთან ექსკავატორის დისტანციური მართვის სისტემით აღჭურვას გეგმავს. „მაღალი დონით შეჯავშნა გამოიწვევს ტექნიკის გადატვირთვას, დამძიმებას და ამავდროულად ფუნქციური დანიშნულების შესრულებას შეუძლებელს გახდის, …
Continue reading “როგორ გეგმავს „დელტა“ გონიოს პოლიგონის განაღმვას”
გონიოს ყოფილი პოლიგონის გასანაღმად 1,1 მლნ დოლარის ტექნიკას უტენდეროდ იყიდიან
გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ცენტრი „დელტა“ ჩაერთვება. საჭირო სპეცტექნიკას კი „დელტა“ ჯამში 1 184 720 აშშ დოლარად, ტენდერის გარეშე შეისყიდის. „ოცნების“ მთავრობა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას საინვესტიციოდ არაბულ კომპანიას უმზადებს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განაღმვითი სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო შეჯავშნული საინჟინრო ტექნიკის დასამზადებლად „დელტას“ ესაჭიროება მუხლუხა ბულდოზერი, CAT D6R2 – 1 ცალი, მუხლუხა …
Continue reading “გონიოს ყოფილი პოლიგონის გასანაღმად 1,1 მლნ დოლარის ტექნიკას უტენდეროდ იყიდიან”
რას უპირებს „ოცნება“ ზურმუხტის ქსელს – გონიოს არაბული ინვესტიციისთვის ამზადებენ
„გონიოს მიმდებარე ტერიტორიისა და კრწანისის პარკის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მთელ რიგ სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ „ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათშორისი კოორდინაცია.“ მთავრობის ამ განკარგულებიდან ჩანს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებს ჭოროხის დელტაში. „ზურმუხტის ქსელი“ პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. იგი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების …
Continue reading “რას უპირებს „ოცნება“ ზურმუხტის ქსელს – გონიოს არაბული ინვესტიციისთვის ამზადებენ”