„კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“ – 102 წლის ზექიე დოლიძე ბათუმიდან | ვიდეო

ბუხართან დაგხვდა. ხელებს ითბობდა და თითქოს ცეცხლის ყვითელ შუქს ეთამაშებოდა თითებით. საკუთარ თავს „მოცივანას“ უწოდებს და ფიქრობს, რომ ბუხრის სითბოს ვერაფერი შეედრება. „ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“, – მეუბნება 102 წლის ზექიე დოლიძე. დღეს სწორედ მასზე გიყვებით. ზექიე 17 მაისს გახდება 103 წლის. ზექიეს ზამთარი სულაც არ ეჯავრება მიუხედავად იმისა, რომ სიცივეს ვერ ჰგუობს. ასე …

103 წლის ქალი: ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ქმართან დაგლახებული არ წავიდე – ვიდეო

„103 წლის ვარ. ეს არ არის პატარა საქმე, თქვენც ხომ იცით?“ – მეკითხება რემზიე ჭაღალიძე. დღეს სწორედ მის შესახებ გიყვებით. რემზიე ამჟამად ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობს ერთ-ერთი შვილის ოჯახთან ერთად. შავი ტანსაცმელი აცვია და დივანზე ისეა მოკალათებული, ფანჯარაში გახედვა რომ არ გაუჭირდეს. ბუნება ძალიან უყვარს, მაგრამ გარეთ გასვლას ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელჯოხით გადაადგილება არ …

ნინო და მისი ხელნაკეთი გმირები – მინდა, ოდესმე თოჯინების მუზეუმი გავაკეთო

დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე საქორწინო გვირგვინებს ამზადებს დედოფლებისთვის მაღაზიაში, სამსახურის დასრულების შემდეგ კი შინ ბრუნდება, მიუჯდება ქსოვილების, ძაფების გროვას და თოჯინას კერავს – ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირს, სხვადასხვა ხასიათის, გარეგნობის, სხვადასხვანაირ პერსონაჟებს. „ვერ ვისვენებ, როცა შინ დაუმთავრებელი თოჯინა მელოდება. ერთი სული მაქვს მივიდე სახლამდე და მისი ხასიათი გამოვძერწო. ჩემი მიზანი არ არის ლამაზი თოჯინების კეთება. …

„შვილებმა იციან, რომ ინდოელი ქართველები ვართ“ – არუნ ხათრის ცხოვრება საქართველოში

არუნ ხათრი საქართველოში 11 წლის წინ სკაიპით გაცნობილი გოგოს, თამთას სანახავად ჩამოვიდა. მანამდე საქართველოს შესახებ არც კი გაეგო. იცოდა, რომ არსებობდა ჯორჯია ამერიკის შეერთებულ შტატებში. სკაიპით გაცნობილმა მეგობარმა კი კიდევ ერთი ჯორჯია, საქართველო აღმოაჩენინა. ინტერნეტით კომუნიკაცია 3-4 თვე გაგრძელდა, თამთა ინდური კულტურით იყო დაინტერესებული და მეტის გასაგებად, უშუალო კონტაქტების საპოვნელად, სკაიპში სახელით „არუნ“, ადამიანი შემთხვევითობის …

„მცემდნენ იმისთვის, რომ გაკვეთილი კარგად მოვყევი ან არ მოვყევი“ – რას ცვლის მოზარდში ჰომოფობიური ბულინგი

საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ჩაგვრისგან დიდი ხნის პრობლემაა, ამას მოწმობს საქართველოს სკოლებში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები, რომელთა თანახმადაც ბულინგი მოსწავლეთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა. UNICEF-ი წერს, რომ ყველაზე დაუცველი/მოწყვლადი ბავშვები ბულინგის უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. ხშირად ესენი არიან ბავშვები მარგინალიზებული თემებიდან. მათ შორის არიან ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან, სხვადასხვა გენდერული იდენტობის მქონე …

რატომ დატოვეს 7 წლის ბავშვი და მისი ოჯახი ბათუმში მშიერი – ვიდეო

„იმ ღამით ძალიან აფორიაქებული იყო, შფოთავდა. ამბობდა მომბეზრდა ყველაფერიო. შემდეგ მითხრა – მე უნდა გავიდე. შემდეგ ბავშვს აკოცა. ალბათ ემშვიდობებოდა. გვიანი იყო, როცა მეორე ოთახიდან ხმაური შემომესმა და გავედი. არასდროს ამოვა ის წუთები ჩემი თვალებიდან… არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ თოკი გადავჭერი… სახეზე ხელი შემოვარტყი და მოვასულიერე. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და პოლიციაც“, – გვეუბნება 40 …

როგორ დაამარცხა მესამე სტადიის სიმსივნე 56 წლის ქალმა

„როცა დიაგნოზი გავიგე, ექიმმა ორივე ხელზე მომკიდა ხელები, თვალებში შემომხედა და მითხრა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ თუ იქნები დამფრთხალი თაგვივით, ვერ დაგეხმარებითო. შინაგანი რწმენა და განწყობა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია და მე იმ დღეს იმედიანად წამოვედი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 56 წლის ლალი არაბული. ლალიმ მკერდის მესამე სტადიის სიმსივნეზე გაიმარჯვა. ლალი არაბული 15 წელია …

ტრანსგენდერი ქალის ცხოვრება ბათუმში – გაწვევა ჯარში და ჰორმონალური თვითთერაპია  

ჰორმონალური თერაპია ტრანსგენდერი ადამიანების ტრანზიციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ საქართველოში ტრანსსპეციფიკური სამედიცინო სერვისების ეროვნული სტანდარტის (პროტოკოლი, გაიდლაინი) არ არსებობის გამო, აქ ეს სამედიცინო სერვისი არავისთვისაა ლეგალურად ხელმისაწვდომი. ამის გამო საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ნაწილი ჰორმონალურ თვითთერაპიას მიმართავს. ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ჰორმონალური მედიკამენტების მიღებას ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. 20 წლის ნანიკა მეცხრე თვეა ჰორმონალურ თვითთერაპიაზეა, ბათუმში …

„სკოლიდან გამომიყვანეს“ – კიდევ რა სირთულის წინაშეა შშმ გიული, რომელიც მთაში ცხოვრობს

„მინდა, მალე მოვრჩე, რომ ყველაფერი ჩემით გავაკეთო. მინდა, ვიმოგზაურო,“ – გვიყვება გიული დიასამიძე. მას ქედაში, სოფელ გულებში შევხვდით. გიული დიასამიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალია. ის სკოლიდან 9 კლასის დასრულების შემდეგ გამოიყვანეს, როცა უკვე ეპილეფსიური შეტევების დროს სკოლაში ხშირად ვერ შველოდნენ, სკოლის დირექტორი კი, მშობლებს ტელეფონით უკავშირდებოდა. გიულის სოფელში – გულებში მხოლოდ ოთხკლასიანი სკოლაა. ოთხი კლასის …

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, მეცხოვრა დამოუკიდებლად, ავისრულე“ – ეტლით მოსარგებლე ქალი ბათუმიდან

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება – მეცხოვრა დამოუკიდებლად, ავისრულე. ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ“-ამბობს „ბათუმელებთან“ 23 წლის თამარ მიქელაძე. თამარი ეტლით მოსარგებლეა. დამოუკიდებლად ცხოვრების გადაწყვეტილება ექვსი წლის წინ მიიღო და მას შემდეგ მიზნისკენ სწრაფვა არ შეუწყვეტია. „16 წლის ასაკში, „ფლექსის“ პროგრამით ამერიკაში გავემგზავრე. ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო, როცა მშობლების გარეშე სადღაც მარტოდ წავედი. გარეთაც კი …

„გაკვეთილზე კურთხევის რიტუალი ჩაატარეს“ – რა მოხდა წალკის სკოლაში, სადაც მუსლიმი ბავშვებიც სწავლობენ  

წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში, საკლასო ოთახები აკურთხეს. როგორც ამ სკოლის პედაგოგები და ერთ-ერთი მშობელი „ბათუმელებთან“ ამბობს, კლასების ე.წ. კურთხევა, პარასკევს, 2 თებერვალს ჩატარდა. ლია შავაძეც ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია, რომელიც ამბობს, რომ კლასის კურთხევის ფაქტი მის გაკვეთილზე მოხდა. „პარასკევს, 2 თებერვალს მოხდა ეს, მესამე გაკვეთილი იყო. ორი სასულიერო პირი იყო მოსული, ვიფიქრე, …

გოგოს რა გინდა ჯარში, ბიჭები აღარ მიდიან – რატომ წავიდა რეზერვში 20 წლის მეზღვაური ქალი | ვიდეო

„ბიჭები აღარ მიდიან ჯარში და გოგოს რა გინდა, – ბევრმა ასე მითხრა, როცა რეზერვში წავედი. მაგრამ, ვფიქრობ, მინიმალური თავდაცვის უნარები ნებისმიერ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამშობლოს დაცვაც შევძლოთ და საკუთარი თავისაც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 20 წლის მარი აბაშიძე. მარი ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ეუფლება. ახლა მესამე კურსზეა და სურვილი აქვს, გემის კაპიტანი …

104 წლის ფატი გაზაფხულს ელის – „სოფელში უნდა წავიდე დათბება თუ არა“

დღეს 104 წლის ფატი პაქსაძეზე გიამბობთ, რომელიც ხულოს სოფელი პაქსაძეებიდან ჩამოვიდა ბათუმში, ახლა დროს ძირითადად ქსოვაში ატარებს და ასე ცდილობს ებრძოლოს მოწყენილობას, რომელიც, მისივე თქმით, სიბერეს ახლავს თან. ფატის მოქსოვილ წინდებს, ჟაკეტებს თუ მაგიდის გადასაფარებლებს კონკრეტული ადრესატი არ ჰყავთ: „ვქსოვ მათთვის, ვისაც ჩასაცმელი არ აქვს. შალი ჯანმრთელობისთვისაც კარგია“, – გვეუბნება ფატი. როგორც ქალი გვიყვება, სოფელ …

ხელისუფლებას არაფერს ვთხოვ – 2 შვილის დედა, რომელსაც არც სახლი აქვს და არც სამუშაო

27 წლის ვიკა ბათუმში, სახელდახელოდ აშენებულ სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ვიკას სახლი, თუკი ამას შეიძლება სახლი ეწოდოს, 11 წლის წინ სახელდახელოდ აუშენებიათ. „სახლი“ ერთი დაბალჭერიანი ოთხისგან და მცირე ზომის შესასვლელისგან შედგება, რომელიც სამზარეულოს ფუნქციასაც ითავსებს. ახალ წელზე არაფერი მქონია, მხოლოდ სალათა გავაკეთე ბავშვებისთვისო – გვითხრა ახალგაზრდა ქალმა. ამის …

„არის ისეთი დღეები, როცა საერთოდ მშივრები ვართ,“ – მარტოხელა დედა-შვილს სოციალური მოუხსნეს

„სასწრაფომ საავადმყოფოში გადაყვანა შემომთავაზა, მაგრამ მე უარი ვუთხარი – ფულს ვერ გადავიხდიდი. გონება დავკარგე და მთელი ღამე სისხლი მდიოდა ცხვირიდან,“ – გვიყვება ნინო ხინთიბიძე. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 45 წლის ქალია და ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 75 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ დედა-შვილს სოციალური შემწეობა მოუხსნეს. ისინი უფასოდ ექიმთანაც ვერ მივლენ და ვერც უფასო …

„15 ათასი გირჩი დავჭერი ეკლესიის სახურავებისთვის“ – როგორ მუშაობს უსინათლო გია ბაკურიძე 

შესაძლოა ვინმემ ადვილად ვერ წარმოიდგინოს, როგორ შეიძლება მუშაობდეს მხედველობისარმქონე ადამიანი ელექტროხერხთან, ჩარხთან, ბურღთან დამოუკიდებლად, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. 56 წლის გია ბაკურიძე ხეზე რამდენიმე წელია მუშაობს. პირველ ნამუშევარსაც გვაჩვენებს – ხის გემს. იქვე, ოთახის კუთხეში კი მასიური ხისგან გამოთლილი „ეკლესია“ აქვს. „ამ ნაკეთობაზე დიდი ხანი ვიმუშავე. 15 ათასი გირჩი დავჭერი სახურავისთვის და 2-მილიმეტრიანი ლურსმნებით ჩავამაგრე. …

ვინ და რატომ დასცინის შშმ პირებს ბათუმში – ვიდეო

ვერც წინ წახვალ და ვერც უკან დაბრუნდები. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ პანდუსი არ მიდის შესასვლელთან და კარების გვერდით წყდება. გარდა ამ უცნაურობისა, თავად პანდუსი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან მაღალი დახრილობა აქვს, ზედაპირი კი სრიალაა. არც დამცავი მოაჯირები აქვს და თუ ეტლით მოსარგებლე სხვისი დახმარების გარეშე, უკუსვლით შეეცდება ჩამოვიდეს პანდუსიდან, არსებობს უდიდესი ალბათობა, რომ ეტლიანად …

რატომ წავიდა ქალი ემიგრაციაში 4 შვილთან და ქმართან ერთად – რას ჰყვება დედა ექიმების შეცდომაზე

სოფია წიწაკიშვილი ემიგრაციაში 4 შვილთან და ქმართან ერთად წავიდა 5 წლის წინ. მის ერთ-ერთ შვილს, ბარბარეს სპინა ბიფიდას დიაგნოზი დაუდგინდა და თვე-ნახევრის იყო, როცა ბავშვს საქართველოში ოპერაცია გაუკეთეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ოპერაცია არასწორად ჩატარდა. ცნობილმა თურქმა ნეიროქირურგმა ბიულენთ ბოზიგიტმა დაადასტურა, რომ ბავშვის მდგომარეობა ექიმებმა არასწორი ოპერაციის შესახებ დამალეს. ბარბარეს მოგვიანებით თურქეთში ხერხემლიდან თიაქარის ამოღება დასჭირდა, …

„მარტო ვერ დავდივარ, ყველა ნაბიჯზე ბარიერია“ – უსინათლო ქალი ბათუმიდან

ბათუმში დაიბადა და ყოველთვის ამ ქალაქში ცხოვრობდა. ძალიან უყვარს ბათუმი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, არც ერთხელ უგრძნია თავი კომფორტულად ქუჩებში, ზებრა გადასასვლელებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში. „თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ამ ქალაქში ვდგამ, ჩემთვის ბარიერებითაა სავსე“, – გვეუბნება 28 წლის ნანა დუმბაძე. ის უსინათლოა. დღეს ნანასა და მის გამოწვევებზე გიამბობთ, ქალზე, რომელსაც ყველგან წასვლა …

ფრანგმა ექიმმა მითხრა, 1 კვირა რომ დაგეგვიანებინათ თქვენი მეუღლე ვერ გადარჩებოდა – ემიგრანტი

მზისა აბესლამიძე საქართველოდან 2016 წელს წავიდა საფრანგეთში, შვილთან და მეუღლესთან ერთად. მზისას მეუღლე შშმ პირია. 2016 წელს ავარიაში მოჰყვა და დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება, ეტლით სარგებლობს. მზისამ ემიგრაციაში წასვლა ოჯახთან ერთად მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოში უშედეგო მკურნალობის შემდეგ მის მეუღლეს ორგანიზმის მოწამვლა დაეწყო. „ნაწოლები ჰქონდა. მკურნალობად მიიჩნეოდა მხოლოდ მინიოპერაციები. მივიყვანდი პროცედურაზე, აჭრიდა და აჭრიდა ხორცს …

10 დღეა ქმარი დავასაფლავე და ქუჩა-ქუჩა ვარ ახეტებული, წასასვლელი არსად მაქვს – 65 წლის ქალი

65 წლის შუშანა დეკანაძეს წასასვლელი არსად აქვს. ათი დღეა, რაც მეუღლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა და სრულიად მარტოდ დარჩა. შუშანა და მისი მეუღლე ოცი წელია ნაქირავებში ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდათ. „ხან სად ვიყავით და ხან სად“, – ამბობს შუშანა. მარტოხელა და უსახლკარო ქალს არც სამუშაო აქვს, არც სოციალური შემწეობა და არც თავშესაფარი. …

„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში“ – 84 წლის ქალი

„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში, ალბათ ყველას შევიფარებდი სანამდეც გავწვდებოდი. მიუსაფარ ძაღლებსაც მივიყვანდი სახლში. გული მიკვდება უსახლკარო ადამიანებს და მიუსაფარ ძაღლებს რომ ვუყურებ. ყოველდღე ვყიდულობ პურს და ქობულეთში რვა ძაღლს ვაპურებ, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილებს. უნდა ნახოთ, როგორ შემომცქერის 16 თვალი, როგორ მელოდებიან რომ ვაჭამო, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილი ჩემი ძაღლები“, – ამბობს 84 …

40 წელია ირანში არ ვყოფილვარ, არც მე მინდა რეჟიმი და არც მას ვუნდივარ – მოჰამადის ცხოვრება ბათუმში

„ასეთი ირანული ანდაზაა, კაცს ეკითხებიან, სადაური ხარო, კაცი ამბობს, ჯერ ცოლი არ მომიყვანია და არ ვიცი სადაური ვარო“ – ამ ანდაზით იწყებს საუბარს მოჰამად რიგი „ბათუმელებთან“, წარმოშობით ირანელი იურისტი, რომელიც 30-ზე მეტი წელია საქართველოში ქართველ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, რიგი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ამბობს, რომ თავისუფლებადაკარგულ ირანთან ნათესაობას ვეღარ …

„ნაქირავებიდან გამომიშვეს, ბრეზენტი გადავაფარე და სხვის ეზოში ვცხოვრობდი“ – დევნილი ქალი

„წლების წინ დევნილებს 7 ათას დოლარს აძლევდნენ, ეს ფული თავის დროზე არ ავიღე, რადგან ბინა მინდოდა,“ – გვიყვება დოდო ფაჩულია, აფხაზეთიდან დევნილი, – „30 წელია ქუჩაში ვარ, ნაქირავებში, ახლა 22 ათას ლარს მაძლევენ, მაგრამ ამ ფულით ვერ ვყიდულობ ვერაფერს. „ასტუპნოით“ რომ ვისარგებლო, მაგის საშუალებას არ მაძლევენ, მეუბნებიან, ასე კანონი დაირღვევაო,“- ამბობს ის. დოდო ფაჩულია ბათუმში, …

ქალი ქუთაისის ცნობილი გრაფიტიდან უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს – ვიდეო

82 წლის დალი დოღონაძე მთელმა საქართველომ ქუთაისში, სისხლის ბანკის შენობის კედელზე დახატული უზარმაზარი გრაფიტით გაიცნო. გრაფიტი, რომელზეც იმერელი ბებო „ხაჭაპურის გამოხელვის“ პროცესშია გამოსახული, ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა. ნახატმა დალი დოღონაძეს პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა, თუმცა სხვა მხრივ მისი ცხოვრება არ შეცვლილა. ახლაც, ისევე როგორც უკანასკნელი წლები, დალი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. დალი დოღონაძე წარმოშობით ლეჩხუმიდანაა. …

აქ მცხოვრები სომეხი ქართულად უნდა საუბრობდეს და უყვარდეს თავისი ქვეყანა – არტური ბათუმიდან

„ის, რაც გვაქვს საქართველოში, სომხეთში, კავკასიაში, თითქმის აღარსად აღარაა: ელემენტარული სითბო, ჩვენი ჩახუტება, კაი სალამი,“ – არტურ ოგანესიანს, აჭარაში სომხური დიასპორის პრესმდივანს, ბათუმის ცენტრში, გორგასლის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობებს ჯერ კიდევ გადარჩენილ იტალიურ ეზოში შევყავართ. არტურ ოგანესიანი ამბობს, რომ ამ ეზოში მის ბავშვობაში შვიდი სხვადასხვა ეროვნების 18 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა კი, ეზოს მხოლოდ ქართული და …

5 წელი ვმუშაობდი ერაყში, ქმარი იქ დამეღუპა – ემიგრანტი ქალი ჩოხატაურიდან

„შემოსავალი არ აქვს ქალს საქართველოში. აქ რომ ოდნავი გასაქანი ყოფილიყო, არ წავიდოდა ამდენი ქალი უცხოეთში. ახლა მე საქმე მომეცა და ამიტომ დავბრუნდი საქართველოში, თორემ დავბრუნდებოდი სხვებივით ემიგრაციაში“ – ამბობს ნონა ბერიძე, 53 წლის ემიგრანტი, რომელმაც ერაყში 5 წელი გაატარა, მერე კი სახლში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურაში დაბრუნდა. „ემიგრაციის შემდეგ ვფიქრობდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება საქართველოში. ავიღე …

აქცია ბათუმში შშმ გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის ცენტრალურ პარკში აქცია გაიმართა შშმ გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორი შშმ ქალთა ალიანსი იყო. ალიანსის თავმჯდომარის, დეა ერემაშვილის თქმით, აქცია ეხმაურება აჭარაში შშმ მოზარდებზე სავარაუდო ძალადობის საქმეს, რომლის შესახებაც ორგანიზაციამ პროკურატურას წელს, ზაფხულში მიმართა. „5 ივნისს ჩვენ პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ მასობრივი ძალადობის ფაქტებზე შშმ თემში, სადაც მოძალადეები და მსხვერპლები თემის …

41 წლის ბათუმელი ქალი, რომელმაც მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა – ვიდეო

„როცა ექიმმა გამსინჯა, მითხრა – არ დაგიმალავ, ეს არის სიმსივნე. ადგილზე გავიყინე, რადგან იმ მომენტში მართლა რთული იყო ჩემთვის. სიმსივნე იყო მეოთხე სტადია, ღვიძლზე გადასული მეტასტაზებით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 41 წლის თამილა სალუქვაძე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. ამბობს, რომ მკერდზე სიმაგრე როცა შენიშნა, ექიმთან მაშინვე არ წასულა. „რთული პერიოდი მქონდა და თან ქვეცნობიერი შიში“, – გვეუბნება …

უსინათლო ქალის ბრძოლა – „მე თვითონ დავიწყე საკუთარი თავის ადვოკატირება“

ავტორი: დიანა ცეცხლაძე __________________ ტერმინ – „შშმ პირის“ უკან დგანან სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. ყველა ჯგუფს თავისი საჭიროებები აქვს და ყველაზე მეტად ამ საჭიროებების შესახებ იმ ადამიანებმა იციან, რომლებიც თავად არიან შშმ პირები. ესმაც მათ შორისაა. იგი წლებია შშმ პირთა უფლებადამცველი და შშმ საკითხებისა და პრობლემების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სპიკერია საქართველოში. მე ესმა გუმბერიძე …

„დამეხმარეთ შვილის დაბრუნებაში“ – ბათუმელი „გულთოს“ ცხოვრება სიღარიბეში

„თქვენს პირდაპირ დგას უმწეო, გაუბედურებული დედა, რომელიც დღე და ღამე ზის მარტოსული, ტირის, რომ შვილი დაიბრუნოს. მენატრება, რომ ვაჭამო, ვაბანაო, ჩავაცვა და ჩავეხუტო… დამიდექით გთხოვთ, გვერდში“, – ამბობს 44 წლის ნატალია გაგოშიძე. მას ბათუმში თითქმის ყველა იცნობს. „გულთო“ – ასე ეძახიან მას მეტსახელად. გვიყვება, რომ ათი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მას შემდეგ ქუჩაში …

როგორ დაეხმარა ტრენინგები დასაქმებაში ქედაში მცხოვრებ შშმ გოგოს

ქეთი მახარაძე მათ შორისაა, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა, რომ მოკლევადიან სწავლებებს, ტრენინგებსა და ონლაინ გადამზადებებს შეიძლება დადებითი შედეგი მოჰყვეს, როცა სამსახურს ეძებ. ქეთი ამბობს, რომ იმდენად ბევრ პროექტში მიიღო მონაწილეობა, ზოგჯერ ვეღარც კი იხსენებს, ვისგან რა ისწავლა და რა გამოცდილება მიიღო. მთავარი კი ის არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ქეთიმ შეძლო და ორ სხვადასხვა სფეროში …

„დილით თქვენ არ ფიქრობთ, როგორი ტროტუარი შეგხვდებათ“ – არქიტექტორი ბათუმიდან

ამბავს 26 წლის არქიტექტორზე სხვა დასაწყისი უნდა ჰქონოდა. თუმცა, რაზეც არ უნდა იყოს კითხვა, პირველივე პასუხს მაინც იქითკენ მივყავართ, რასაც ყველა ვხვდებით, როცა შშმ პირებს ვუსმენთ. საუბრის პირველივე თემა ქალაქის სრულად ადაპტირების საკითხია. „პრობლემების ერთობლიობაა ქვეყანაში. რთულია, რომელიმე წამოწიო წინ. მაგრამ ყველაფერი, რასაც ვცდილობთ, რისი მოღწევაც გვინდა, ამაზეა დამოკიდებული, ქალაქის სრულად ადაპტირებაზე“ – გვიხსნის ნოდარ …

„ვნახე ქართველები, მანქანებში რომ ცხოვრობენ სახლში გასაგზავნი ფულის დასაზოგად“ – გზა აშშ-მდე

33 წლის ეთო ბეგლარაშვილი  შვილთან, 5 წლის ლიკასთან ერთად, ამერიკამდე მექსიკის გზით ჩავიდა 2023 წლის ოქტომბერში. ეთომ და ლიკამ რთული და გრძელი გზა გაიარეს ირაკლისთან ჩასვლამდე. ირაკლი ლიკას მამაა, რომელმაც საქართველო წელიწად-ნახევრის წინ დატოვა და სამუშაოდ წავიდა ამერიკაში, ასევე მექსიკის რთული გზით. ამერიკამდე გასავლელ გზაზე ეთომ საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ 5 წლის ლიკას ოდნავადაც …

„ყველა საქმე ერთ ქალს გიცდის“ – მემთეური იალაღიდან სოფელში ბრუნდება

„დილის ხუთ საათზე ვდგები, ვლოცულობ და მაშინვე მივდივარ ბოსელში. ამოხვალ, რძე უნდა გამოწურო, ყველი აიღო, საჭმელი გააკეთო, სახლი დაალაგო, ბოსტანში ჩახვიდე და რა ვიცი, ყველაფერი ერთ ქალს გიცდის. დაძინება არ არის ჩვენთან. ბარში რომ ჩავალ, კარგად დავისვენებ, 2-4 საათი მაინც უნდა დავისვენო, ისე გადავიღალე, რომ რა ვიცი“, – მეუბნება 57 წლის ნათელა კახაძე, რომელიც აგერ …

„გეტყვიან… რუსი მოდის, გაიქეცით, უნდა გაიქცე“ – რას ჰყვებიან ხურჩაში მცხოვრები ქალები

მეგრული ოდის ღია კარიდან სოფლის მთავარი გზა ჩანს. ზაფხულის ცხელი დღის სიჩუმეს ავტომობილის ხმა არღვევს. გზაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანებმა ჩაიარა. „აქ დავიბადე და გავიზარდე. ამ გზაზე სირბილში გავიზარდეთ. ამ გზაზე დაიკარგა ჩვენი ბავშვობა,“ – ხმაურის შემდეგ ჩამომდგარ სიჩუმეს ისევ არღვევს 42 წლის ლია კვარაცხელია. ლია ხურჩაში, საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელში ცხოვრობს. მდინარე ხურჩისწყლის მარცხენა მხარეს …

Exit mobile version