„თურქეთში გადავედი 500 ლარით, ბავშვები რომ გამომეწყო სასკოლოდ“ – ოჯახი კოკოტაურიდან

„ის გვიყიდა დედამ, რაც დავაბარეთ. ყველაფერი გვიყიდა. კარგი იქნებოდა, ჩვენ თვითონ შეგვერჩია,“ – გვითხრეს ლუკამ და ლიკამ, რომლებსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით. ბავშვებს და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის სამზადისზე ვკითხეთ. „თურქეთში გადავედით, ქემალ-ფაშაში მე და ჩემი მეუღლე. გვინდოდა ყველაფერი გვეყიდა და ბავშვები არ დაჩაგრულიყვნენ… 500 ლარით ორივე ბავშვი გამოვაწყვეთ სასკოლოდ, საყიდელი კიდევ ბევრია, თუ …

მუდმივი გაქცევა – როგორ ცხოვრობენ ქალები ხურჩაში, გამყოფ ხაზთან

„85 ოჯახი ცხოვრობს ხურჩაში. თითქმის ყველა სახლიდან ერთი ადამიანი მაინც არის საზღვარგარეთ წასული. წასულია ჩემი შვილიც. უნივერსიტეტში აკადემიური აიღო, პოლონეთში რომ ემუშავა. გამყოფი ხაზისპირას მცხოვრები ქალები მძიმე შრომას ვწევთ, მაგრამ ჩვენი მოყვანილი პროდუქტის გაყიდვა როცა გვინდა ზუგდიდის ბაზარში, ამ პროდუქტის მუნიციპალურ ავტობუსში ატანის უფლება არ გვაქვს. ტაქსი უნდა დავიქირაოთ. აი, ასე ვცხოვრობთ აქ“, – 52 …

კაცი შეშას მოიტანს და დაჯდება, მე რომ მოვალ ჭალიდან, სახლში ვაგრძელებ საქმეს – ქალი ხულოდან

„სოფელში ქალები სულ შრომობენ. აი, ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით, ჟოლოს ბაღში ვარ და ვკრეფ. დღეში 12-15 კილოც მომიკრეფია. ამხელა ბაღს მარტო ვუვლი, ჩემი ქმარი ხანდახან თუ მომეხმარება. პრეტენზიულია ჟოლო, არ არის ადვილი მოსავლელი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 32 წლის მადონა ხმალაძე. ოჯახი 18 წლის ასაკში შექმნა და ახლა ორი შვილი ჰყავს, – 5 და 12 წლის …

შაქარწყალზეც კი ვიძინებ, ოღონდ ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ – როგორ გააქვს თავი დედა-შვილს ბათუმში

„ყველაზე რთული მარტოობაა, როცა მარტოხელა ხარ და ყველა ზურგს გაქცევს, როცა აღარავის უნდიხარ,“ – თვალზე ცრემლი ადგება ქალს და მზერას გვარიდებს. – „გაჭირვებაა კიდევ უფრო რთული: რამდენჯერ შაქარწყალზე დამიძინია, ოღონდაც ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ,“ – გვიყვება მარტოხელა დედა დალი თებიძე. ის 25 წელია ბათუმში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში.  დალისთან ერთადაა მისი შვილი სოფო, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე …

ჩემს სოფელში ქალები დილის 5 საათზე დგებიან და იწყებენ მუშაობას – სოფელი ხულგუმო

„ჩემს სოფელში ქალები დილის ხუთ საათზე დგებიან, ზოგჯერ 4-ზეც. ათობით ძროხას წველიან და შემდეგ, დილის შვიდ საათზე, მინდვრებში უშვებენ საბალახოდ. შინ დაბრუნების შემდეგ კი სახლის საქმეებს იწყებენ. საუზმეს ამზადებენ ოჯახისთვის, ბავშვებს – სკოლისთვის, შემდეგ კი ბაღჩა-ბოსტანში მუშაობენ მთელი დღე. ღორი, ძროხა, ქათამი – ყველაფერს ქალმა უნდა მიხედოს. ძნელია სოფელში ცხოვრება, სადაც ფიზიკური შრომის გარდა არაფერი …

რატომ გადავწყვიტე სტუდენტობა 29 წლის ასაკში – 3 შვილის დედა ხულოდან

„ხშირად ქალები ჩრდილში ვდგავართ და ველოდებით, როდის დაგვანათებს მზე. მაგრამ მზე თავისით არ დაგვანათებს, თუ ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯებს საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და თავად არ გამოვალთ ამ ჩრდილიდან“, – ამბობს 29 წლის ლელა ვანაძე „ბათუმელებთან“. ლელა ვანაძე ხულოში ცხოვრობს. ის მეცხრე კლასში იყო, როცა სკოლა მიატოვა. რაღაც დროის შემდეგ ორი წელი სასულიერო სასწავლებელში ისწავლა, 18 …

„ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მარტო“ – მარტოხელა დედების ისტორიები თავშესაფრიდან

„მე რომ პირველად სრულიად მარტო დავრჩი და ნაქირავებში შევედი, რომ დავდე ჩემოდანი და დავჯექი, ორი დღე ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ საჭმელიც არ მიჭამია. ვფიქრობდი, სად ვარ? რატომ ვარ ამ მდგომარეობაში… ძალიან ბევრი რამ გამოვიარე თავშესაფრამდე და მერეც…“ – ჰყვება 27 წლის ანა, რომელიც მეხუთე წელია დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს. „თავშესაფარში ვცხოვრობ 2019 წლიდან. ჩემი …

ხულოელ სტუდენტს აჭარის მთავრობამ ევროპაში სწავლა არ დაუფინანსა – მინდა ვიმუშაო ისლამზე

ხულოში მცხოვრები მუსლიმი აქტივისტი ქალი და „სოლიდარობის თემის“ წევრი ლია დეკანაძე სწავლას ევროპაში, კერძოდ ესპანეთსა და ნიდერლანდებში გააგრძელებს. მან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა. შემოდგომა-ზამთრის სემესტრს ლია ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტში ისწავლის, გაზაფხულის სემესტრს კი ესპანეთში, კორდოვას უნივერსიტეტში გაატარებს. ლია დეკანაძე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სამაგისტრო საფეხურზე თეოლოგიის მიმართულებით აპირებს სწავლას და კვლევების გაკეთებას. „უკვე …

სკოლა-ქოხი სოფელ ფარავანში – რას ჰყვება ქართულის მასწავლებელი

„სოფელი, სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, ყოველთვის შავ-თეთრი იყო. თუმცა სიცოცხლე მაინც იგრძნობოდა. არც ახლა აქვს ფერები ჩემს სოფელს, თითქოს იმედი ქრება, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ ცხოვრებას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქართული ენის მასწავლებელი მანუშაკ მკრტიჩიანი. ის ნინოწმინდაში, სოფელ ფარავანში ცხოვრობს და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. ამბობს, რომ ქართული ენით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა სოფელში არ ჰყავდა მასწავლებელი, ვინც …

რას ჰყვება ბათუმელი სექსმუშაკი თავის ცხოვრებაზე

მაია 10 წელია სექსსამუშაოშია ჩართული, ის კაცებთან  მუშაობს. პროსტიტუციაში ჩართვის მთავარ მიზეზად სიღარიბეს, ძალადობას და მხარდაჭერის არარსებობას ასახელებს: „წარმოიდგინე, რომ ორგანიზმი არ გაქვს, გამოფიტული ხარ, რობოტად მუშაობ – გეუბნებიან და უნდა გააკეთო ის, რაც არ გინდა, ფულის გამო… არც არავინ გეზიზღება, არც არავინ გიყვარს, საკუთარი შვილიც კი  მაგ დროს დავიწყებული გყავს“.  მაია 19 წლის იყო, …

ბავშვობაში დაწყებული სექსსამუშაო – სოფლისგან უარყოფილი 2 ქვიარის ისტორია

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფლად და დაბებში მცხოვრები მოსახლეობა, როგორც წესი, კულტურულად უფრო კონსერვატიულია, რის გამოც შესაძლოა უფრო ნაკლები მიმღებლობა ჰქონდეთ მათ გვარსა და სანათესავოში ღიად გეი/ლესბოსელი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.  ჩვენი რესპონდენტები, სულიკო და ანასტასია, იმ მძიმე ისტორიებს გვიზიარებენ, რაც მათი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო  გამოიარეს და რის გამოც იძულებულნი გახდნენ ბავშვობაშივე გაქცეულიყვნენ …

„აი, დარდი, თუ რუსები არ შემოვლენ“ – მაღაზიის მეპატრონე ქალი ანაკლიიდან

„ზოგიერთი მეუბნება, არ გინდა ვაჭრობა? შენთან რუსი არ შემოვაო. არ შემოვა და აი, დარდი. მე რუსებზე ხომ არ ვიყავი დამოკიდებული. მაქვს სოფლის მაღაზია, შემოდის ჩემი მეზობელი, შემოდის ჩემი ქართველი. როგორც არის – მიმიღებს ასეთს, თუ არადა, მიბრძანდეს. მე ძალას არავის არ ვატან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანაკლიაში მცხოვრებმა ჟანა ცხადაიამ, მას შემდეგ, რაც ვკითხეთ, თუ რა …

ლოცვისა და დღესასწაულის უფლება – რელიგიური უმცირესობები უქმე დღეების გარეშე

როლანდ შავაძე მასწავლებელი და 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. ის ხულოში, სოფელ მეკეიძეებში ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. გაკვეთილების ჩასატარებლად სოფელში ბათუმიდან უწევს ჩასვლა, შესაბამისად, ქალაქიდან გამთენიისას უნდა გაემგზავროს. იმ დღეს, როცა მუსლიმები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, ბაირამს აღნიშნავენ, ლოცვასა და მსახურებას გამთენიისას, დილის შვიდ საათზე იწყებენ. ამ დღეს როლანდს ორი არჩევანი აქვს – ან სკოლა …

მუდმივი მალვა, ძალადობა და სიღარიბე – სექსმუშაკი ქალები საქართველოში

„19 წლის გავთხოვდი, ქმარი სვამდა და მცემდა… მუდამ შარზე იყო, რამდენჯერ გავუგდივარ ღამით თოვლსა და წვიმაში გარეთ, მერე ჩუმად ვიპარებოდი ბავშვებთან; მშობლებთან დაბრუნებულს მითხრეს, უნდა მოითმინოო. ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა, საკუთარ თავში ჩავიკეტე… გამიჭირდა გაჩერება, წასასვლელი კი არსად მქონდა… ნაცნობმა გოგომ, თურქეთში, ეს სამუშაო შემომთავაზა“, – ჰყვება ირინა ბათუმიდან, ის ახლა 46 წლისაა და 15 წელია …

იმამი ლგბტქ თემის ჩაგვრაზე: „უმრავლესობა მრუშობს – ვცემოთ?“ I VIDEO

„როგორიც არის ლგბტ თემის მოცემულობა, ისეთივე ცოდვაა ისლამის მიხედვით მრუშობა,“ – ამბობს ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი, თამაზ მგელაძე. ეს ის მეჩეთია, რომლის მშენებლობაც მუსლიმებმა 2017 წლიდან დაიწყეს, თუმცა ნებართვას არ აძლევენ. იმამს ამ შემთხვევაში სხვა დაუცველ ჯგუფებზე ვესაუბრებთ საქართველოში, მაგალითად, ლგბტქ თემზე, ასევე ქალთა მიმართ ძალადობაზე: როგორ უყურებს მუსლიმი თემის ერთ-ერთი ლიდერი სხვა ჯგუფების ჩაგვრას? …

„მარწყვი 8 ლარი ღირდა. ვერ ვუყიდე“ – მარტოხელა დედისა და 5 წლის ლუკას ცხოვრება ნაქირავებში

„ვიბრძვი, რომ ყველა ეტაპი რაღაცნაირად გადავლახო, მარტოხელობა ძალიან ძნელია,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი, რომელიც 5 წლის ლუკასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. იგი გვიყვება, რასთან უწევს გამკლავება, როგორც მარტოხელა დედას. „6 წელია აქ ვარ, გაუსაძლისი პირობებია“, – ნონა ქვის იატაკს დაჰყურებს და მერე აივნისკენ იმზირება: აივნის კართან ცემენტის ტომრებზე ქალს გაზქურა მოუწყვია, გაზის ბალონი კი, …

როცა შვილმა სახლიდან გამოგაგდო, სასამართლომ კი ბაჟის გადაუხდელობის გამო საქმე არ მიიღო

„აივანზე შემასახლეს, რომელიც სულ 3 კვადრატული მეტრია,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები პენსიონერი ქალი. ნანა ბ. სასამართლოში ბინის დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ ვერ იხდის სასამართლო ბაჟს – 3 ათასს ლარს, რის გარეშეც მის სარჩელს არ განიხილავენ. „ბათუმელები“ ორ კონკრეტულ საქმეს გაეცნო, სადაც უკვე პენსიონერი დედები საკუთარი შვილების წინააღმდეგ დავობენ სასამართლოში. ორივე შემთხვევაში დავის საგანი საცხოვრებელი ბინაა, რომელიც …

რა სტერეოტიპებს ებრძვიან გოგონები წალკიდან – Video

თითქმის ყოველ დღე 25 გოგონა ფეხბურთის სათამაშოდ იკრიბება წალკის ცენტრალურ მოედანზე. დღეს მათზე გიყვებით, გოგონების საფეხბურთო კლუბ „ეძანზე“. კლუბი 2021 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა, თუმცა მისი ჩამოყალიბების იდეა კლუბის დამფუძნებლებსა და ამავდროულად მწვრთნელებს, გივი ფუტკარაძესა და ალექსანდრე შავაძეს ერთი წლით ადრე გაუჩნდათ. გივი და ალექსანდრე სპორტსკოლაში მუშაობდნენ ერთად, როცა წალკის შიდა ტურნირი ჩაატარეს ფეხბურთში. ტურნირზე გოგონებიც …

5 ბავშვის ამბავი ბათუმიდან, რომლებსაც აქონდროპლაზია აქვთ

18 დღე და 18 ღამეა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის წინ – იქ, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობს, საპროტესტო აქციას მართავენ დედები. ქალები, რომელთა შვილებსაც იშვიათი გენეტიკური დაავადების, აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვთ, ითხოვენ წამალს ბავშვებისთვის. აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ის 25 ათასი ბავშვიდან ერთს უვლინდება. 36 წლის ხატია ხურციძეს ბათუმის ბულვარში, სხვა მშობლებთან ერთად შევხვდით. …

ბაბუა, რომელმაც აუტისტ შვილიშვილს ცურვა, ბაღის მოვლა და ველოსიპედის ტარება ასწავლა

73 წლის კაცმა, ბაბუამ, შეძლო და შეცვალა აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ცხოვრება. არ გაიქცა, ხელი არ ჩაიქნია, ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვალა საყვარელი შვილიშვილის სამყარო. ასწავლა ცურვა, ხეზე ასვლა, ველოსიპედის ტარება, ტრაქტორის მართვა, მარწყვის, სიმინდის, კარტოფილის ყანების მოვლა. დაიჯერა და სხვაც დააჯერა, რომ თუ გიყვარს, შეუძლებელსაც შეძლებ. 73 წლის ასაკში შეძლო და ყველაფერი ისწავლა აუტისტური სპექტრის შესახებ, ოქროს …

უსინათლო კაცი: მერიამ სიმინდის სახარში წამართვა, მათხოვრობას ვერც თავს ვაკადრებ, ვერც ბათუმს

„დამიბრუნონ სიმინდის სახარში“, – რამდენჯერმე იმეორებს ზურა მსახურაძე და მოუსვენრად აკაკუნებს ტროტუარზე ჯოხს – შეხებით რომ იგრძნოს, ზუსტად რა ადგილას დგას და სად ხარშვამდე სიმინდს, ვიდრე მას ღამით მოჰპარავდნენ. ზურაბ მსახურაძე 62 წლის უსინათლოა. იგი ამბობს, რომ 40 წელია ვერ ხედავს, ხელისუფლებამ კი, ხელშეწყობის ნაცვლად, საარსებო წყაროს გარეშე დატოვა – მოქალაქის თქმით, გუშინ წინ, ღამით, …

წამალი უფასოდ მეკუთვნის, მაგრამ აფთიაქიდან აფთიაქში დავდივარ და ვერ ვიღებ

ბათუმელ ირაკლი ცეცხლაძეს სპეციალური სამაჯური უკეთია წარწერით – „ეპილეფსია“. ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი საჭირო მედიკამენტს დროულად ვერ მიიღებს და ამის გამო შესაძლოა ქუჩაშიც დაეცეს, რადგან არის შემთხვევები, როცა სასწრაფო დახმარების დროს ექიმი ვერ ცნობს ეპილეფსიის ნიშნებს, ამიტომ ირაკლიმ თავად იპოვა ასეთი გამოსავალი, რადგან მას სისტემა ამ შემთხვევაში ვერ ეხმარება. ირაკლი ცეცხლაძე ეპილეფსიის მედიკამენტს ბავშვობიდან იღებს. …

Exit mobile version