ვის და სად შეუძლია აჭარაში უფასოდ აცრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით

დღეს, 16 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. რისკჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ უტარდებათ. 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი …

გრიპზე უფასოდ აცრა 14 ნოემბრის ჩათვლით ყველას შეეძლება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეიდან 14 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს პოლიკლინიკებში სეზონური გრიპის აცრის გაკეთებას უფასოდ შეძლებს ყველა მსურველი (6 თვის ასაკიდან). კვირეულის მიღმა გრიპზე აცრა მხოლოდ რისკჯგუფებისთვის არის უფასო, დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი აცრის კომერციულად გაკეთების ფასი 60-70 ლარია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დროებით გაფართოვდა გრიპზე აცრის კონტინგენტის ჩამონათვალი და 5-15 ნოემბრის ჩათვლით ვაქცინაციის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მოქალაქეობის …

სად შეიძლება აჭარაში სეზონური გრიპზე უფასოდ აცრა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რამდენიმე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა. გრიპი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას გადაეცემა, მისი პრევენციის ძირითადი საშუალება კი სეზონური ვაქცინაციაა. უწყების ცნობით, საქართველომ უკვე შეიძინა 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა. ეს ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის ერთ-ერთია. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ …

დავაკავეთ მედდა, რომელიც 300 ლარს იღებდა ვაქცინის ჩანაწერის გასაყალბებლად – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელოში დააკავეს სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში, როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც მათგან იღებდა გარკვეულ თანხას. „დანაშაულში უკვე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც, თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისათვის თანხის – 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ, დარღვევით დარეგისტრირდნენ როგორც ვაქცინირებული პირები. წინასწარი …

აქვთ თუ არა მაიმუნის ყვავილის მიმართ იმუნიტეტი ჩუტყვავილას ვაქცინით აცრილ ადამიანებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა 15 ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს დაავადება არ არის ენდემური. ამ ქვეყნებს შორის არის: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ავსტრალია, კანადა და შეერთებული შტატები. ჯანმოს უახლესი ანგარიშის მიხედვით, მაიმუნის ყვავილის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევების იდენტიფიცირება ენდემურ არეალთან პირდაპირი მოგზაურობის გარეშე უაღრესად უჩვეულო მოვლენაა. სპეციალისტები ვარაუდობენ, …

50 და მეტი წლის მოქალაქეები 200 ლარს აპრილშიც მიიღებენ – პირველი დოზით აცრის შემთხვევაში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილის განმავლობაში გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, რომლის თანახმად, 50 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ღია სივრცეებში პირბადის ტარება 28 მარტიდან სავალდებულო აღარ იქნება. თუმცა საქალაქო ტრანსპორტში პირბადის ტარება …

50 და მეტი წლის ადამიანები 200 ლარს მიიღებენ, თუ 31 მარტამდე აიცრებიან

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის ბოლომდე გაგრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ. მოქალაქეებისთვის თანხის ჩარიცხვას სოციალური მომსახურების სააგენტო …

ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს, მე ვარ მაგალითი – ღარიბაშვილი

დღეს, 14 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მწვანე პასპორტები იმიტომ გააუქმა მთავრობამ, რომ ის აღარ მუშაობდა. „რატომ დაკარგა აზრი მწვანე პასპორტების გამოყენებამ? დელტა შტამის და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სიტუაცია იყო, მაგრამ ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება ომიკრონი. მე ვარ აგერ ერთი მაგალითი. …

კოვიდით გარდაიცვალა 10 532 აუცრელი და 385 აცრილი პირი – NCDC-ის 9 თვის მონაცემები

2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა  ვაქცინირებული – 385 , ხოლო აუცრელი 10 532 ადამიანი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლეს ანგარიშში ვკითხულობთ.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: „სულ 15 მარტი – 31 დეკემბრის პერიოდში ვაქცინირებულ პოპულაციაში (1 151 070) დაფიქსირდა COVID-19-ით სიკვდილის 385 შემთხვევა, იგივე …

200 ლარს მიიღებს 50 და მეტი წლის პირი, ვინც თებერვალში აიცრება პირველი დოზით 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 200 ლარს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის მოქალაქე, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად [პირველი დოზით] აიცრება. 200 ლარს მიიღებენ ამ ასაკის ის მოქალაქეებიც, რომლებიც 2022 წლის პირველი იანვრიდან დღემდე აიცრა პირველი დოზით. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში აიცრება თუ გამსვლელი ბრიგადის მეშვეობით: „50 წლისა და მეტი …

„ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი“ – ამირან გამყრელიძე

ბუსტერიზაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. მისი თქმით, ბოლო მონაცემებზე დაკვირვების მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც ბუსტერდოზა გაკეთებული აქვთ, იშვიათია ომიკრონით ინფიცირების შემთხვევა. „ბუსტერიზირებულებში ინფექციის განვითარება ომიკრონის შედარებით იშვიათია და ის მიმდინარეობს ბევრად უფრო მსუბუქად, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავარ სლოგანს, რომ ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი …

მივაღწევთ თუ არა ჯოგურ იმუნიტეტს? – რას ამბობენ სპეციალისტები

პანდემიის პირველივე დღეებიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ თუ მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტი აიცრებოდა ან დაინფიცირდებოდა ვირუსით, შესაძლებელი იქნებოდა COVID-19-ის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება, თუმცა კორონავირუსის ძირითადი შტამი სწრაფად გარდაიქმნა ახალ ვარიანტებად, რის შედეგადაც ვირუსით ხელახლა ინფიცირდებიან ვაქცინირებული ან ის ადამიანები, რომელთაც კოვიდი უკვე ჰქონდათ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯოგურ იმუნიტეტთან დაკავშირებით იმედი ქრება. ზოგიერთმა …

50 წელს ზემოთ ვინც დაიბუსტება, 100 ლარს მიიღებს – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზას გაიკეთებენ,  სახელმწიფო 100 ლარით წაახალისებს. „აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მომატებულია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ადამიანი ტესტირებას გადის, სწორად მიუთითოს მონაცემები, რადგან შემდგომში არ გართულდეს მასთან დაკავშირება,“- ამბობს გიორგი ღიბრაძე, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი. 25 იანვრის …

„ახალგაზრდებს ვაქცინის იმიტომ ეშინიათ, თითქოს შვილი აღარ ეყოლებათ“ – ექიმი-ალერგოლოგი

23 ინვარს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ექიმ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად გაიმართა, ვაქცინაციის მსურველებს “მოგზაური ბიბლიოთეკის” ავტომობილში შესაძლებლობა ჰქონდათ აცრილიყვნენ. აქ აცრას ბათუმის N1 პოლიკლინიკის ალერგოლიგ-დერმატოლოგი  ნათია ბეჟანიძე ატარებდა. „ვაქცინის კაბინეტში მუშაობა აგვისტოდან დავიწყე. აგვისტოში ვაქცინაციის მსურველთა მომართვიანობა მაღალი იყო, შემდეგ დაიკლო. სახელმწიფოს 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამის …

გადაწყდა 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია – მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებია „ფაიზერით“ ვაქცინაცია, მშობლის თანხმობით. „12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია „ფაიზერის“ დოზით“- განაცხადა თამარ გაბუნიამ დღეს, 9 ნოემბერს. „ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, თუმცა საბედნიეროდ ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები მაღალი არ არის და არც …

თითქმის კარდაკარის მეთოდია საჭირო ვაქცინაციისთვის – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

კოვიდზე აცრილთა რაოდენობა ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს შეადგენს, თუმცა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ვაქცინირებულთა პროცენტული რაოდენობა ამდენივე არ არის. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მთლიანად აჭარაში 2 დოზით აცრილია მოსახლეობის 29.1%, ერთი დოზით – 32.3%. რა უშლის ხელს ვაქცინაციის პროცესს აჭარის სოფლებში, რა ტიპის სამუშაოებს ეწევა ჯანდაცვის სამინისტრო აცრის ტემპის დასაჩქარებლად და რა ელის რეგიონს, …

შემდეგი კვირიდან კარდაკარ ვაქცინაცია დაიწყება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო კვირიდან კარდაკარ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. „ცვლილება შედის მთავრობის განკარგულებაში, რომლითაც იგეგმება პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების წახალისება, რომ მათ დამატებითი ანაზღაურება მიეცეთ და როგორც C ჰეპატიტის პროგრამაზე ვიხდით დამატებით ანაზღაურებას თითოეულ სკრინირებულ ადამიანზე, დაახლოებით ასეთი იქნება ანაზღაურება ვაქცინაციის შემთხვევაშიც. რასაც დღეს ექიმები იღებენ თითოეულ …

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის სკოლები დახურული, როცა ყველა სექტორი ღიაა“ – UNICEF

საქართველოში UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს, მაია ქურციკიძეს, რომელიც დღეს ბათუმის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა, ვკითხეთ, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობამ „იუნისეფის“ რეკომენდაციები სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებაზე. მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ამ კითხვას პასუხი მთავრობამ უნდა გასცეს. „ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მომხდარიყო ადგილობრივი რისკების შეფასება და გადაწყვეტილების ამის მიხედვით მიღება და არა ერთი საზომით. სოფლებში ბევრი  …

აჭარაში ისევ 16-მა პირმა მოიგო კოვიდის ლატარია, როგორ ვლინდება გამარჯვებულები?

„ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით ვლინდებიან სერტიფიცირებული პროგრამული რიცხვების გენერატორის საშუალებით,“ – მოგვწერეს lotto.ge-ს ადმინისტრაციიდან. ეს კომპანია სახელმწიფოს დაკვეთით ლატარიას ათამაშებს. ლატარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წასახალისებლად ტარდება წლის ბოლომდე. ლატარიის გამთამაშებელ კომპანიაში ვიკითხეთ, რა პრინციპით იგებს ფულს ვაქცინირებული ადამიანი? lotto.ge-ის პრესცენტრში განმარტეს, რომ ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ თითოეულ ადამიანს ელექტრონული ბილეთი ენიჭება და …

კერძო სკოლების პედაგოგების 44% სრულად აცრილია, საჯაროსი კი მხოლოდ 36%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კერძო სკოლებში გაცილებით მეტი პედაგოგია აცრილი, ვიდრე საჯარო სკოლებში. გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55 პროცენტი მინიმუმ ერთი დოზითაა აცრილი, სრულად კი მხოლოდ 33 პროცენტია აცრილი. რაც შეეხება უშუალოდ პედაგოგებს, ერთი დოზით აცრილია პედაგოგების 58 პროცენტი, ორივე დოზით – 36 პროცენტი. ამავე დროს, კერძო …

ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების მხოლოდ 30 პროცენტია აცრილი

11 სექტემბერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკითხი სტუდენტების ვაქცინაციას შეეხებოდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების მაჩვენებლით აჭარა რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, სტუდენტების შემთხვევაში აცრის პროცესი აქტიური მაინც არ არის. როგორც ცენტრი გვეუბნებიან, შეხვედრაზე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ …

წელს 5 ათასამდე ორსული დაინფიცირდა კოვიდით – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე წელს ორსულებში დელტა შტამის გავრცელება იყო ძალიან სწრაფი და ინფიცირების მაჩვენებელმა 5 ათასს მიაღწია. „2020 წელს ჩვენ  ორსულებში გვქონდა 1300-მდე ინფიცირების შემთხვევა და აქედან მხოლოდ 1 იყო გარდაცვალება. წელს ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ თითქმის 5 000-ს მიაღწია. ერთდროულად, ერთსა და იმავე პერიოდში, ინფიცირებული იყო 40-50 ორსული, რა თქმა უნდა, …

აუცილებელია სტუდენტებმა დროულად ჩაიტარონ აცრა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ძალიან დაბალია სტუდენტებში ვაქცინაციის ტემპი. „სკოლის გარემოს გარდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის განახლება. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი კი ძალიან დაბალია. ამიტომ აუცილებელია, რომ მასწავლებლებთან ერთად, გააქტიურდნენ სტუდენტებიც და დროულად ჩაიტარონ აცრა“, – ამბობს გაბუნია. რაც შეეხება სკოლებს, გაბუნიას თქმით, სასკოლო გარემოში სწავლის პროცესი 4 ოქტომბერს იმ შემთხვევაში განახლდება, …

ვაქცინირებული პირები ლატარიაში ფულს მოიგებენ – საპრიზო ფონდი 3 მილიონამდე ლარია

დღეს, 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს, რომ ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დაიწყება. „ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, …

რა მისამართებზე შეიძლება ავტობუსებში კოვიდზე აცრა დღეს ბათუმში

ბათუმში გრძელდება მოქალაქეების აცრა სამგზავრო ავტობუსში მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში. დღეს მოძრავ პუნქტში ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი იქნება სამ ადგილას: [checklist] ინასარიძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “ვილმარტის” მიმდებარე ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “ხოფას” მიმდებარე ტერიტორიაზე აკაკი წერეთლის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე [/checklist] აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. დღის განმავლობაში …

ბათუმში გამოჩნდა ავტობუსები, სადაც კოვიდზე აცრას ატარებენ

დღეს, 1-ელ სექტემბერს, ბათუმის ქუჩებში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები გამოჩნდა. სამგზავრო ავტობუსებში მოწყობილ ასაცრელ სივრცეებში ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას. პროექტში სამი კლინიკის – რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტლის ამცრელი ჯგუფებია ჩართული. ისინი მოქალაქეებს ვაქცინაციას დადგენილი წესით აცრიან. იმუნიზაციის პროცესი ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან დაიწყო. ერთი ამცრელი ბრიგადა ინასარიძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ …

გამყრელიძის თქმით, თუ ყველა აიცრება, ახალ წელს ძველებურად შევხვდებით

„რა დრო დაგვჭირდება საქართველოს მოსახლეობის სრულად ასაცრელად, თუ ვაქცინაცია ამავე ტემპით გაგრძელდება როგორც ახლა მიდის?” – ჰკითხეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს, დღეს, 27 აგვისტოს, სპეციალურად გამართულ ვებინარზე. გამყრელიძის ინფორმაციით აგვისტოში დღეში საშუალოდ 23 ათასი აცრა კეთდება. ვაქცინაციის გეგმით კი, წელს სულ ცოტა მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც მილიონ შვიდასი ათასი ადამიანია. …

მეტი მუშაობა გვჭირდება – გამყრელიძე ეთნიკური უმცირესობების ვაქცინაციაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს დღეს გამართულ ვებინარზე ჰკითხეს, აპირებს თუ არა NCDC  რაიმე კამპანიის ჩატარებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში, სადაც ხალხი ინფორმაციას ქართულ ენაზე ვერ იღებს. „ჩვენ გაეროს ბავშვთა ფონდი სერიოზულად გვეხმარება. [ვაქცინაციის] ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, გასაგები მიზეზების გამო. რადგან ეს ეთნიკური უმცირესობები ყველაზე მეტი აქ არიან. …

როცა ავიცერი, შემდეგ სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი – 22 წლის მარნეულელი აქტივისტი

22 წლის რაშან ზიადალიევი მარნეულში ცხოვრობს და თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად არის ჩაბმული ანტივაქსერულ კამპანიაში. ახალგაზრდები ცდილობენ პანდემიის პერიოდში სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმედგო ვაქცინებთან დაკავშირებით. ისინი ამ გზით ცდილობენ გაუმკლავდნენ მითებს ვაქცინის შესახებ. „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“ ორი წელია, რაც დაფუძნდა მარნეულში და პანდემიის პირველი დღიდანვე აქტიურად ვიყავით ჩართული მოსახლეობის ინფორმირებაში. როგორც ვიცით, …

დღეს ვაქცინაცია აჭარის სოფლებშიც დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 აგვისტოდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალმთიანი აჭარის სოფლებშიც იქნება შესაძლებელი. „ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ამცრელი ბრიგადები თემის საექიმო ამბულატორიებში ვაქცინაციას სისტემატურად ჩაატარებენ. გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მაქსიმალური მოცვა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა“, – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებმა“ …

“რაა საშიში, მე მიკვირს“ – 100 წლის ქალი ვაქცინაციაზე, რომელიც დღეს კოვიდზე აიცრა

დღეს ბათუმში 100 წლის ზექიე დოლიძე აიცრა. როგორც თავად ამბობს, 100 წელი 17 მაისს შეუსრულდა. ზექიემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ აცრის გადაწყვეტილება თავად მიიღო. „ზოგმა მითხრა არ უნდა, ზოგმა მითხრა – უნდა, გაიკეთე. მე ჩემი სურვილით მოვედი. იკეთებს [ვაქცინას] ხალხი და მეც გავიკეთებ, ცუდი რაა ამაში. მოქალაქეებს ვურჩევ გაიკეთონ ვაქცინა. აიცრან და დაცული იქნებიან. იკეთებს ხალხი. …

როდის შეეძლებათ ბავშვებს აცრა – გაბუნიას კომენტარი

დღეს, 24 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 12 წელს გადაცილებული მოზარდების აცრას ბევრი ქვეყანა უკვე ახორციელებს, მათ შორის აშშ, კანადა, ისრაელი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, თუმცა საქართველოში მოზარდების ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღება, როცა ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმსჯელებს „იმუნიზაციის საბჭოც იმსჯელებს ამ საკითხზე, რადგან მნიშვნელოვანია რომ …

მუსლიმი, კათოლიკე და ევანგელისტი სასულიერო პირების უმრავლესობა ვაქცინირებულია

საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში სასულიერო პირების დაახლოებით 75-80 პროცენტი ვაქცინირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ ავრცელებს. ქართული მუსლიმური თემის სასულიერო პირების დაახლოებით 60 პროცენტია ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი. ამ დროისთვის ვაქცინირებულია ასევე ქართველი კათოლიკე სასულიერო პირების 83 და ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის სასულიერო პირების 75 პროცენტი. აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებთანაც“ დაადასტურეს აღნიშნული რელიგიური …

სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40% ვაქცინირებულია – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ვაქცინირებულია სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40 პროცენტი. განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, სკოლის მასწავლებლებმა გააცნობიერეს იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ პანდემიაში ამ მიმართულებით ეკისრებათ. „მისასალმებელია, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40 პროცენტს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მოვუწოდებ მასწავლებლებს, რომ …

ბოშების ვაქცინაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის – რუსუდან შავიშვილი

აჭარაში, კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურში, 250-მდე ბოშა ცხოვრობს. როგორც თემის ბარონი რომა ასლანოვი „ბათუმელებთან“ ამბობს, თემში ბოშების ნაწილს ვაქცინაციაზე არ აქვს სრული ინფორმაცია, ნაწილს კი სურვილი აქვს აიცრას, მაგრამ ვერ ახერხებს. „ზოგს ეშინია აცრის, ზოგი ამბობს, რომ რუსეთში ადამიანები გარდაიცვალნენ აცრისგან. ზოგს უნდა აცრა, მაგრამ მაინც ვერ იღებს ბოლომდე გადაწყვეტილებას. ვცდილობთ დავიცვათ წესები და …

ვაქცინაციის მობილური ჯგუფები სოფლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის

როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აჭარის მთაში და აქვთ თუ არა წვდომა ადამიანებს ინფორმაციაზე, თუ როგორ და სად შეუძლიათ ვაქცინაცია? აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებულია და აჭარაში ჩატარებული ვაქცინაციის 8 პროცენტი სწორედ მაღალმთიან აჭარაზე მოდის. შავიშვილის თქმით, რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შეუძლიათ მოქალაქეებს „ევექსის“ კლინიკებში, …

Exit mobile version