21 იანვარს სწავლა განახლდება – როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპისა და წითელას ვირუსისგან

საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება. H1N1 ვირუსის გავრცელების გამო სწავლა განათლების სამინისტრომ ერთი კვირით გადადო და ნაცვლად 15 იანვრისა, სწავლა 21 იანვარს განახლდება. დღეს, 18 იანვარს, საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციები დაუგზავნა, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სწავლის დაწყების დროს. სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, რომ სასწავლო პროცესის დაწყებამდე შენობები სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ. „ამასთან, …

გრიპზე უფასო აცრა სოფლებშიც ყველას ეკუთვნის – საზოგადოებრივი ჯანდაცვის განმარტება

შუახევის მუნიციპალიტეტიდან „ბათუმელებს“ მოქალაქეები დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ მათ გრიპის უფასო აცრაზე უარი უთხრეს. მათ უთხრეს, რომ ვაქცინაცია მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის არის განკუთვნილი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ გრიპზე უფასო აცრა ყველა მსურველს შეუძლია. „შუახევის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ როგორც უბნის ექიმს, ასევე დაბაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის …

სტუდენტთა იმუნიზაცია წითელას წინააღმდეგ ბსუ-ში

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წითელას წინააღმდეგ სტუდენტთა იმუნიზაცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები არიან უნივერისტეტი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. აიცრებიან ის სტუდენტები, რომელთაც აცრა ჩატარებული არ აქვთ. აცრა უფასოა. აცრის გაკეთება შესაძლებელია ბსუ-ს მედპუნქტში (ოთახი #101),  21-დან 23- თებერვლის ჩათვლით, 12:00- 15:00 საათამდე. დღეს, 21 თებერვალს, იმუნიზაციას უნივერსიტეტში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძეც დაესწრო. აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა. ბოლო …

Exit mobile version