არაბულ კომპანიას გონიოში 258,8 ჰექტარ ტერიტორიას უზუფრუქტით გადასცემენ

კომპანია „იგლ ჰილს საქართველომ“ საჯარო რეესტრს გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიასა და მიმდებარე ნაკვეთებზე უზუფრუქტის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა. ამ ნაკვეთების საერთო ფართობი 2 588 888 კვადრატული მეტრია [258,8 ჰექტარი]. „Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ კი გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ეს მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც სახელმწიფოს საკუთრებაში აჭარის მთავრობამ გადასცა უსასყიდლოდ 2025 წელს. …

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, „ოცნების“ მთავრობამ არაბული ინვესტიციის განხორციელება დააანონსა. აღნიშნული ტერიტორია შედის ზურმუხტის ქსელის „ჭოროხის დელტას“ ტერიტორიის [საიტის] საზღვრებში და მას ბერნის კონვენცია იცავს. საქართველოს ასოცირების შეთანხმებითაც აქვს ვალდებულება შექმნას და დაიცვას ზურმუხტის ტერიტორია. საინვესტიციო პროექტის გამო კი მთავრობა, „საჭიროების შემთხვევაში“, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის საზღვრის კორექტირებასაც განიხილავს. „მე შემიძლია გითხრათ „ზურმუხტის ქსელის“ …

გონიოს ყოფილ პოლიგონს განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა – კობახიძის დადგენილება

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის, ასევე თბილისსა და გარდაბანში „კრწანისის პარკსა“ და მიმდებარე ნაკვეთებს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. „ოცნების“ მთავრობის განცხადებით, ამ ტერიტორიებზე არაბული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. სტატუსის მინიჭების შესაბამის დადგენილებებს ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 29 მაისს მოაწერა. უშუალოდ ყოფილი სამხედრო პოლიგონის და მის მიმდებარე მიწის ნაკვეთებს, ჯამში 2 588 888 კვადრატული მეტრი …

გონიოს ყოფილ პოლიგონს სახელმწიფო იარაღით დაიცავს

ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 50-ზე მეტი ობიექტის ცეცხლსასროლი იარაღით დაცვაში წელს, 7 თვის განმავლობაში, 4,5 მილიონზე მეტ ლარს გადაიხდის. დასაცავ ობიექტებს შორისაა ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, წყალტუბოს სანატორიუმები და სხვა ქონება. ობიექტების დასაცავად საჭირო თანხას – 4 571 570 ლარს კი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაურიცხავენ. სააგენტო წერს, რომ კანონით „ცეცხლსასროლი …

გონიოში 257,9 ჰექტარი მიწა Eagle Hills-ისთვის მისაცემად აჭარამ სახელმწიფოს გადასცა

„Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ აჭარის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ჯამში 2,57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც. ხელისუფლების ვერსიით, არაბულმა კომპანია Eagle Hills-მა საქართველოში [თბილისსა და ბათუმში] 6,6 მილიარდი აშშ დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განახორციელოს. Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კი, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. „ქართული …

Eagle Hills-ის პროექტი გონიოში დაცულ ტერიტორიასაც შეეხება

არაბული Eagle Hills-ის პროექტი რომ ჭოროხის დელტაში დაცულ ტერიტორიას შეეხება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ფაქტობრივად დაუდასტურეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში „განისაზღვრება ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის მცირე ნაწილისთვის [სადაც დაგეგმილია განაშენიანება] საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების საკითხი.“ კრწანისის პარკისა და გონიოს მიმდებარე ტერიტორიებზე Eagle -Hills-ის საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2025 წლის მარტის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და …

არაბული კომპანიის და „ოცნების“ ახალი გეგმები გონიოში – ტერიტორია ჯერ განაღმული არ არის

„ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებით გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, იმ კომპანიის წილის 33 პროცენტის მესაკუთრე კი, რომელიც გონიოში პროექტს განახორციელებს, საქართველო იქნება. საუბარია თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით „მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის“ [Eagle Hills] დამფუძნებელმა მოჰამედ ალი …

როგორ გეგმავს „დელტა“ გონიოს პოლიგონის განაღმვას

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის გასანაღმად საჭირო ტექნიკის ნაწილს ცენტრი „დელტა“ შეჯავშნის, რაც სამუშაოების მიმდინარეობისას „ტექნიკის და პერსონალის მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის არის საჭირო“. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ერთი მუხლუხა ექსკავატორის და ორი დამტვირთველის მსუბუქად შეჯავშნას, ამასთან ექსკავატორის დისტანციური მართვის სისტემით აღჭურვას გეგმავს. „მაღალი დონით შეჯავშნა გამოიწვევს ტექნიკის გადატვირთვას, დამძიმებას და ამავდროულად ფუნქციური დანიშნულების შესრულებას შეუძლებელს გახდის, …

ჭოროხის დელტა, რომლის დაცვაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს, მთავრობისგანაა დასაცავი

ჭოროხის დელტას ტერიტორია, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ველური სახეობების შენარჩუნებაში და რომლის დაცვაც ხელისუფლების ვალდებულებაა, თანდათან ხელისუფლებისგან დასაცავი ხდება. საფრთხის წინაშეა არა მხოლოდ ჰაბიტატებისთვის საჭირო ბუნებრივი გარემო, არამედ „გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ჭოროხის დელტის ფიზიკურ არსებობასაც შეექმნას საფრთხე“ – ზღვის მიერ სანაპირო ზოლის ეროზიის გამო. მთავარი მიზეზი ჭოროხიდან ხრეშის ამოღებაა, რის აკრძალვაზეც ბოლო რამდენიმე წელია საუბარია …

გონიოს ყოფილი პოლიგონის გასანაღმად 1,1 მლნ დოლარის ტექნიკას უტენდეროდ იყიდიან

გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ცენტრი „დელტა“ ჩაერთვება. საჭირო სპეცტექნიკას კი „დელტა“ ჯამში 1 184 720 აშშ დოლარად, ტენდერის გარეშე შეისყიდის. „ოცნების“ მთავრობა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას საინვესტიციოდ არაბულ კომპანიას უმზადებს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განაღმვითი სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო შეჯავშნული საინჟინრო ტექნიკის დასამზადებლად „დელტას“ ესაჭიროება მუხლუხა ბულდოზერი, CAT D6R2 – 1 ცალი, მუხლუხა …

რას უპირებს „ოცნება“ ზურმუხტის ქსელს – გონიოს არაბული ინვესტიციისთვის ამზადებენ

„გონიოს მიმდებარე ტერიტორიისა და კრწანისის პარკის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მთელ რიგ სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ „ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათშორისი კოორდინაცია.“ მთავრობის ამ განკარგულებიდან ჩანს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებს ჭოროხის დელტაში. „ზურმუხტის ქსელი“ პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. იგი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების …

„გონიოს ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით“ – რა მოუვიდა დაპირებას, რაზეც დღეს მთავრობა დუმს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარებაზე მორიგი გეგმა დააანონსა, თუმცა არჩევნების შემდეგ ამ ადგილის „განვითარება“ არავის გახსენებია. ბათუმი-სარფის გზას, ზღვასა და მდინარე ჭოროხს შორის მოქცეული ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, რომელიც დღეს გამოუყენებელია, 276 ჰექტარია და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. „ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი თორნიკე, ეკონომიკის …

ღარიბაშვილი გონიოში ისევ ახალი ქალაქის აშენებაზე საუბრობს, აჭარის მთავრობა კი ინფორმაციას მალავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გონიოში ახალი ქალაქი აშენდება. პრემიერმა დღეს აღარ ახსენა კაზინოები, რომელთა შესახებაც ბოლოს, ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის 18 დეკემბერს ისაუბრა. იხილეთ: ღარიბაშვილი გონიოში კაზინოების მოწყობას აანონსებს „ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის. გონიოში გამოიკვეთა რამდენიმე ინვესტორი. რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება. გონიოში გვინდა აშენდეს ახალი ქალაქი, შეიძლება ეს იყოს …

გონიოს ყოფილ პოლიგონზე 9.9 ჰექტარი დაჭაობებულია – ტენდერი ტერიტორიის შესწავლაზე

გონიოს ყოფილ პოლიგონზე დაჭაობებულ ადგილებს გეორადიოლოკაციური მეთოდით განსაზღვრავენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაჭაობებული ტერიტორიის მოცულობების განსაზღვრაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 19 300 ლარია. „გონიოს დასახლებაში მდებარე დაჭაობებული ტერიტორიის სიღრმე უნდა განისაზღვროს გეორადიოლოკაციური მეთოდით, ხოლო მოცულობების შესახებ ინფორმაცია მოწოდებულ უნდა იქნას ცალ-ცალკე საკადასტრო კოდების მითითებით. დაჭაობებული ტერიტორიის სავარაუდო ფართობი შეადგენს 9,9 ჰექტარს“, – აღნიშნულია სატენდერო …

„გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ბანკებით“ – ღარიბაშვილი

დღეს, 17 აგვისტოს, ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელვაჩაურში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ზაზა დიასამიძე წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ აქ განაცხადა, რომ გონიოში აშენდება ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით. „აქვე არსებობს უნიკალური ადგილი, გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი …

314 ჰექტარი ზღვისპირას – „გონიოს პოლიგონის“ ათვისების გეგმა ისევ არ არსებობს

გონიოში, ჭოროხის შესართავთან, 314 ჰექტარი ზღვისპირა ტერიტორიის განვითარების რეალური გეგმა დღემდე არ არსებობს. საუბარია ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით: „მიმდინარე ეტაპზე, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება არ განიხილება“. ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აჭარის ფინანსთა სამინისტროდან „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა. „მითითებული მიწის ნაკვეთები მოქცეულია ჭარბტენიანი ტერიტორიების დამცავ ქსელში, რომლის …

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული განვითარებისა და …

ბულვარის გაგრძელება და ყოფილი პოლიგონის განვითარება – რას აპირებს მთავრობა

გაგრძელდება თუ არა ბათუმის სანაპიროზე გზა და ბულვარი გონიოს მიმართულებით? აშენდება თუ არა ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე ზღვის შესართავთან? როგორ განვითარდება გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია? – ამ კითხვებს პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გაეცემა, რაც ყოფილი პოლიგონის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე მოამზადა ტექნიკური დავალება, რომლის საფუძველზეც დაიქირავებენ კომპანიას, რომელიც ჩაატარებს …

რატომ არ იყიდება ყოფილი სამხედრო პოლიგონი და მიმდებარე მიწები გონიოში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ გონიოს განვითარების კონცეფცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა, აჭარის სამინისტრო ახალი კონცეფციის მოსამზადებლად ახალ კომპანიას ეძებს. რა დაუჯდება აჭარის ბიუჯეტს კონცეფციის მომზადება, სამინისტროში ჯერ არ იციან. „აჭარის ფინანსთა …

ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი: „გონიოს პოლიგონის“ ტერიტორიაზე პროექტები არ გვაქვს

გონიოს განვითარების კონცეფცია საქართველოს მთავრობამ სამი წლის წინ კერძო კომპანიას მოამზადებინა, თუმცა ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ინვესტიციის მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით დღემდე არაფერი გაკეთებულა. ტერიტორია, რომელიც 2 მილიონ 800 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია. არსებული კონცეფციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციის მიუხედავად, რომ ყოფილი …

ახალი ხიდი ჭოროხზე – „გონიოს პოლიგონით“ დაინტერესებულ პირებს მთავრობა არ ასახელებს

„ყოფილი პოლიგონის განვითარება და საინვესტიციოდ მისი ეფექტური ათვისება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა „საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების პროგრამაში“  გონიო და ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარება არ შედის. ამ პროგრამისთვის 3 270 000 ლარია ბიუჯეტში, გონიოსთან მიმართებაში კი, მხოლოდ გონიო-კვარიათის მთიანი ზონის დაგეგმარებაა გათვალისწინებული, რისთვისაც 270 ათასი ლარი დაიხარჯება. ბიუჯეტიდან არც …

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

გონიო და მისი მიმდებარე ყოფილი პოლიგონის ტერიტორია უნდა განვითარდეს, როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი – ამას ქვეყნის მთავრობის ის კონცეფცია ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს საინვესტიციო პროექტების  ჩამონათვალშია. „ტერიტორიას აქვს უნიკალური პოტენციალი, რომ განვითარდეს როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით. აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოამზადა Colliers International-მა“, – …

ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს

ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია გონიოში, რომელიც ქალაქ ბათუმის საზღვრებშია, დღემდე უფუნქციოდაა. ტერიტორიის განვითარებაზე ქალაქის მთავრობა არ ფიქრობს, ქვეყნის ხელისუფლება კი ტერიტორიას, რომლის განაღმვაც ჯერ არ დამთავრებულა, ინვესტორებს ადგილზე აცნობს. რა კუთხით უნდა განვითარდეს ზღვის პირას მდებარე 300 ჰექტარზე მეტი ფართობი? – საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის კონცეფციას არ ასაჯაროებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პოლიგონის …

გონიოს ყოფილ პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოები იწყება

აჭარის მთავრობის ინფორმაციით გონიოში, ე.წ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იწყება. „განაღმვითი-გაწმენდითი სამუშაოები აუცილებელი წინაპირობაა უახლოეს მომავალში საინვესტიციო პროცესების დაწყებისათვის. ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ტერიტორიას დღეს ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრებად იყენებს, შესაბამისად, განაღმვითი სამუშაოების ჩატარების პერიოდში საჭიროა მეპატრონეებმა საქონელი განარიდონ და იქვე მდებარე ალტერნატიული ტერიტორიები გამოიყენონ,“ – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში. აჭარის მთავრობა მიმართავს გონიოს მოსახლეობას, ხელი …

გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვა გაგრძელდება

გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვითი სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს წელს 279 ათას 128 ლარი გადაეცემა. „გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 279 128 ლარი“ აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში. გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს გასულ წელს 220 ათასი ლარი …

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე კონცეფცია მუშავდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარებაზე, საქართველოს მთავრობის დაკვეთით, საერთაშორისო კომპანია „ქოლიერს ინთერნეიშენელი“ მუშაობს. „კონცეფციით განისაზღვრება, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის სამომავლო განვითარება,“ – აცხადებენ სამინისტროში. „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან კომენტარი პროექტ „შავი ზღვის მარგალიტთან“ დაკავშირებითაც მიიღო: „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ცნობილია „შავი მარგალიტის“ შესახებ, თუმცა ამ დრომდე რაიმე …

Exit mobile version