გურიაში, კურორტ გომისმთაზე სამი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა წუხელ, 21 ივლისს მოხდა. როგორც სოციალურ ქსელში თვითმხილველები წერენ, ხანძრის ჩაქრობა ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ოზურგეთიდან კურორტზე ავიდა სახანძროს მანქანაც, თუმცა მოქალაქეების თქმით, ამ დროს ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო. ოზურგეთის მერიის პრესცენტრში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კურორტზე მუშაობენ სახანძრო სამსახურის, ასევე სასწრაფო-სამედიცინო …
Tag Archives: გომისმთა
როგორ ამზადებენ კარაქს მემთეურები – 72 წლის ნაზიკო გომისმთიდან
კარაქი, რომელსაც მემთეურები ამზადებენ, ძალიან განსხვავდება იმ კარაქისგან, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება. მთაში მომზადებული კარაქი გემრიელი, უფრო ნოყიერი და ნატურალურია, მაგრამ მისი მომზადება საკმაოდ რთულია. კარაქის მომზადების ტექნოლოგიაზე „ბათუმელებს“ 72 წლის ნაზიკო ბერიძე ესაუბრა, რომელიც შუახევის სოფელ ცეკვაში ცხოვრობს და ზაფხულობით გომისმთაზე მემთეურობს. იგი 32 წელია მემთეურია. „მემთეურობაში ყველაფერი რთულია. ჯერ მხოლოდ ის, რომ საქონელი უნდა …
Continue reading “როგორ ამზადებენ კარაქს მემთეურები – 72 წლის ნაზიკო გომისმთიდან”
„ოცნების“ დაპირებები არ სრულდება, მათ უკვე აღარ ვენდობი“ – მემთეურები გომისმთიდან
„ბათუმელები“ გომისმთაზე იმყოფებოდა, სადაც შუახევის სხვადასხვა სოფლიდან მთაში ამოსულ მემთეურებს ესაუბრა. მემთეურები საუბრობენ სიღარიბეზე, მათ სოფლების ახალგაზრდებისგან დაცლა აწუხებთ ყველაზე მეტად და ასევე, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია. შუშანა გოგრაჭაძე სოფელ წყავროკიდანაა. ამბობს, რომ მემთეურობის ტრადიცია ნელ-ნელა ქრება, რადგან ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან, მოხუცებს კი ძალა აღარ შესწევთ. „წავიდა ახალგაზრდობა სოფლიდან, მაგრამ რა ქნან, ფული უნდათ. …
Continue reading “„ოცნების“ დაპირებები არ სრულდება, მათ უკვე აღარ ვენდობი“ – მემთეურები გომისმთიდან”
გომისმთის გზიდან ავტომანქანა გადავარდა
კურორტ გომისმთის საავტომობილო გზიდან ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევა 12 აგვისტოს, ღამით მოხდა. ავარიის შედეგად დაშავებული 2 მგზავრი ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. _____________ ფოტო „ბათუმელების“ …
გომისმთაზე ასფალტი 2022 წელს უნდა დაეგოთ, რატომ ვერ დასრულდა ამ გზის მშენებლობა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ოზურგეთი-გომისმთას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „აქტიურად ახორციელებს და ამ ეტაპზე უკვე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს“. თუმცა, ეს გზა 2022 წელს უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული გზის 21-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, კერძო კომპანია New Road-თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა რამდენჯერმე გადაიწია. დეპარტამენტმა სამუშაოების დასრულების მიზნით კომპანიას დამატებითი …
Continue reading ” გომისმთაზე ასფალტი 2022 წელს უნდა დაეგოთ, რატომ ვერ დასრულდა ამ გზის მშენებლობა”
ვინ რჩება ზამთარში გომისმთაზე – აქ თოვლი უკვე მოვიდა | ფოტო
„აქამდეც მოთოვა რამდენჯერმე, მაგრამ საღამომდე გადნა, ახლა გაყინა კიდეც, ვეღარ გადნება ადვილად, დაახლოებით 10 – 15 სანტიმეტრი იქნება თოვლის სიმაღლე უკვე“ – ამბობს მერაბ სანიკიძე. ის გასული წლების მსგავსად, წელსაც კურორტ გომისმთაზე აპირებს გამოზამთრებას. მერაბ სანიკიძის თქმით, კურორტამდე მისასვლელი გზა ჯერ არ ჩაკეტილა, ელექტროენერგია კი ოქტომბერში გათიშეს. კურორტის ყველა სახლი უკვე დაკეტილია – დამსვენებლებმა და …
Continue reading “ვინ რჩება ზამთარში გომისმთაზე – აქ თოვლი უკვე მოვიდა | ფოტო”
გომისმთაზე მისასვლელად ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური გრაფიკი გაგრძელდა
გომისმთაზე მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტითაა დაშვებული და ისიც სპეციალური გრაფიკით. ოზურგეთი-გომისმთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ კვირას არის თავისუფალი დღე-ღამის განმავლობაში. დანარჩენ დღეებში კი მოძრაობა შეზღუდულია. კონკრეტულად: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32,6 მონაკვეთზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები შემდეგი რეჟიმით: ყოველი კვირის ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა თავისუფალია …
Continue reading “გომისმთაზე მისასვლელად ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური გრაფიკი გაგრძელდა”
როდის იქნება გზა გომის მთაზე? – „მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ დასრულდა“
„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება ზაფხულის სეზონზე“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ: რატომ ვერ დასრულდა ოზურგეთში, კურორტ გომისმთის საავტომობილო გზის მშენებლობა გათვალისწინებული დროის შესაბამისად? დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კურორტ გომისმთაზე 2023 წლის ზაფხულამდე ახალი გზა უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალი გზა ისევ არ არის. წინა წლების მსგავსად, ამ ზაფხულსაც …
Continue reading “როდის იქნება გზა გომის მთაზე? – „მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ დასრულდა“”
ახალი განრიგი ოზურგეთი-გომისმთის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ 32,6 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2023 წლის 8 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი რეჟიმით: ყოველი კვირის ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, 09:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენ საათებში მოძრაობა აკრძალულია; შაბათს, მოძრაობა თავისუფალია 05:00 სთ-დან, …
Continue reading “ახალი განრიგი ოზურგეთი-გომისმთის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის”
გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა, დაიღუპა 1 მგზავრი
დღეს, 30 ივლისს, გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 1 მგზავრი, რამდენიმე კი დაშავდა. თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსით უცხოელი ტურისტები გადაადგილდებოდნენ, დაღუპული მგზავრი კი გიდი იყო და საქართველოს მოქალაქეა. თვითმხილველის თქმით, დაშავებულებს შორის არიან ტურისტები. უკვე ადგილზეა სასწრაფო-სამედიცინო სამსახური, მუშაობენ სამართალდამცველებიც. კურორტ გომისმთაზე ამ დრომდე გრძელდება საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის დასრულების დრო რამდენჯერმე გადავადდა. …
Continue reading “გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა, დაიღუპა 1 მგზავრი”
„პროკურატურაში ცალ-ცალკე გვიბარებენ“ – რა ხდება გომის მთის მიწებზე
„ან პირობითი, ან ჯარიმა 5 ათასი ლარიო,“ – რამდენიმე ადამიანი, რომლებიც აქამდე კურორტ გომისმთაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები იყვნენ და სახლებიც აუშენებიათ, ერთნაირად აღწერს, რა უთხრეს პროკურატურაში. მესაკუთრეების დაბარება პროკურატურაში გრძელდება. ათეულობით ადამიანს პროკურატურა კურორტ გომისმთაზე თაღლითობის ჩადენას ედავება – ბოლო მონაცემებით, 19 ოჯახს ედავება პროკურატურა კურორტ გომისმთაზე 2021 წელს მიწების თაღლითური გზით გაფორმებას: პროკურატურის ვერსიით, …
Continue reading “„პროკურატურაში ცალ-ცალკე გვიბარებენ“ – რა ხდება გომის მთის მიწებზე”
გომისმთაზე სახელმწიფო მიწის მითვისებისთვის ბრალი კიდევ 7 პირს წარუდგინეს
დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების შვიდი ფაქტი გამოვლინდა. პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალი 7 პირს წარედგინა. „დადგინდა, რომ 2021 წელს ბრალდებულებმა, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს. რის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად …
Continue reading “გომისმთაზე სახელმწიფო მიწის მითვისებისთვის ბრალი კიდევ 7 პირს წარუდგინეს”
გომისმთაზე მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 7 პირს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების შვიდი ფაქტი გამოავლინა. თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალი 7 პირს წარუდგინეს. უწყების ცნობით, 2021 წელს ბრალდებულებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთებს თვითნებურად ფლობდნენ. „აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე 7, ჯამში …
Continue reading “გომისმთაზე მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 7 პირს ბრალი წარუდგინეს”
გომისმთაზე მიწების თაღლითურად დაუფლების 5 ფაქტი გამოავლინეს
გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ 5 ფაქტი გამოავლინეს – იუწყება პორკურატურა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ხუთივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებას, რისი გათვალისწინებითაც, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. …
Continue reading “გომისმთაზე მიწების თაღლითურად დაუფლების 5 ფაქტი გამოავლინეს”
16 ივლისიდან გომის მთაზე ასვლა მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება შესაძლებელი ოზურგეთიდან
კურორტ გომის მთაზე ასვლა, როგორც შარშან, ამ ზაფხულსაც მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება შესაძლებელი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, განსაზღვრულია ავტოტრანსპორტით გადაადგილების საათებიც. ამის მიზეზი კურორტთან მისასვლელ გზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. 16 ივლისიდან ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომის მთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იქნება შაბათს, დღის 15:00 საათიდან ორშაბათის 09:00 საათამდე. კვირის სხვა დღეებში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გადაადგილება შეზღუდული …
Continue reading “16 ივლისიდან გომის მთაზე ასვლა მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება შესაძლებელი ოზურგეთიდან”
რა ელის გომისმთას, სადაც საძოვრებს საუკუნეებია აჭარის მცხოვრებლები იყენებენ
გომისმთის განაშენიანების გეგმა-კონცეფციაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით არის მომზადებული, აღნიშნულია, რომ გომისმთაზე მოსახლეობის ორი კატეგორიის [მოიალაღეები აჭარიდან და დამსვენებლები სხვა რეგიონებიდან] გამო, ბუნებრივად ორი განსხვავებული დასახლებული უბანი ჩამოყალიბდა – ტრადიციული აჭარული და ახალი სააგარაკო სახლებით. კონცეფციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ამ არეალების ერთმანეთში შერევა ხდება, „კურორტის განვითარების მდგრადობის თვალსაზრისით, დაგეგმარებისას სასურველია ამგვარი, ბუნებრივად ჩამოყალიბებული ორსახობის შენარჩუნება …
Continue reading “რა ელის გომისმთას, სადაც საძოვრებს საუკუნეებია აჭარის მცხოვრებლები იყენებენ”
სეტყვა გომისმთაზე – დაზიანდა მანქანები და კარტოფილის ბაღები
კურორტ გომისმთაზე სეტყვა მოვიდა. მოსახლეობის თქმით, სეტყვა დაახლოებით წუთნახევარს გაგრძელდა და დააზიანა ბაღები, სახლის და ავტომანქანების სახურავები. „მზიანი და კარგი ამინდი იყო, ისე მოულოდნელად მოვიდა სეტყვა, ვერც კი მოვასწარი მანქანაზე რამე გადამეფარებია, მანქანების საქარე მინები დაამტვრია სეტყვამ, ბევრი სახლის სახურავიც დაზიანდა, დაისეტყვა და განადგურდა კარტოფილის ბაღებიც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მირზა ნაკაშიძემ. სეტყვის შემდეგ გომისმთაზე ისევ …
Continue reading “სეტყვა გომისმთაზე – დაზიანდა მანქანები და კარტოფილის ბაღები”
რა ღირს გომისმთასა და ბახმაროში დასვენება – მგზავრობა, კოტეჯი, კვება
გომისმთაზე მასპინძლები უკვე დაბრუნდნენ, კოტეჯების ფანჯრები შეაღეს, დასასუფთავებელი დაასუფთავეს და შესაკეთებელი შეაკეთეს, ხელი შეავლეს ყველაფერს, რომ დამსვენებელს მომზადებულები დახვდნენ. მასპინძლების თქმით, ტურისტები გამოჩნდნენ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი კოტეჯია თავისუფალი. სეზონი გომისმთაზე აქტიურად ახლა იწყება. კოტეჯები 2-3 საძინებელს, მისაღებ ოთახს, სამზარეულოს და სველ წერტილებს მოიცავს, არის სამსაძინებლიანი სახლებიც, თუმცა ფართობი არ გულისხმობს, რომ სახლის დაქირავების შემთხვევაში …
Continue reading “რა ღირს გომისმთასა და ბახმაროში დასვენება – მგზავრობა, კოტეჯი, კვება”
გომისმთაზე მისვლას კვირაში მხოლოდ 2 დღეს შეძლებთ – 15 ივნისიდან გზა იკეტება
კურორტ გომისმთაზე ამ ზაფხულს ასვლას მხოლოდ შაბათ-კვირას და ისიც კონკრეტულ საათებში შეძლებთ. კურორტზე ახალი საავტომობილო გზა კეთდება, რის გამოც გადაადგილება შეზღუდული იქნება 2021 წლის 15 ივნისიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით. ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთიდან გომისმთის მიმართულებით შაბათს, დღის 4 საათიდან შეგეძლებათ წასვლა ღამის 11 საათამდე, ხოლო კვირას გადაადგილება დასაშვები იქნება დილის 5 საათიდან ღამის 11 …
Continue reading “გომისმთაზე მისვლას კვირაში მხოლოდ 2 დღეს შეძლებთ – 15 ივნისიდან გზა იკეტება”
გომის მთისა და ბახმაროს ტყეებში ეროვნული პარკის დაარსება იგეგმება
დაცული ტერიტორიების სააგენტო, გურიაში ეროვნული პარკის დაარსებისთვის საჭირო კვლევებს იწყებს. სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული პარკის დაარსება ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარედ არსებულ დაუსახლებელ (ტყიან) ტერიტორიებზე იგეგმება. სააგენტოს ცნობით, გურიის ეროვნული პარკის დაარსების მიზანი გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვა და შენარჩუნებაა და ეროვნული პარკის დაარსებაც დაახლოებით გომის მთის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იგეგმება. “საუბარია ბახმაროს აქეთ, ტყეები რაც …
Continue reading “გომის მთისა და ბახმაროს ტყეებში ეროვნული პარკის დაარსება იგეგმება”
ვინ [ვერ] დაირეგისტრირებს მიწას გომისმთაზე – საჯარო რეესტრის განმარტება
გომისმთაზე საკუთრების რეგისტრაცია რამდენიმე შემთხვევაშია შესაძლებელი, მათ შორის, გათვალისწინებულია შემთხვევა, როცა უძრავი ქონების მფლობელად ტექნიკური ინვენტარიზაციის ცნობა არქივშია დაცული 2004 წლის 4 ოქტომბრამდე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 17 აგვისტოს დაიწყო. საჯარო რეესტრმა „ბათუმელებს“ წერილობით მოგვაწოდა ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესის შესახებ. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის …
Continue reading “ვინ [ვერ] დაირეგისტრირებს მიწას გომისმთაზე – საჯარო რეესტრის განმარტება”
გომის მთაზე მიწის რეგისტრაცია დაიწყო – რას ითხოვს ხალხი და ვის არ დაუმტკიცებენ ქონებას
გომის მთის ცენტრში, იქ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იკრიბება, აუცილებლად შენიშნავთ დიდ ტრაფარეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას წელს რომ გამოუკრავს. „უკანონო მშენებლობა დაჯარიმდება“ – წერია აქ. თუმცა გომის მთაზე ჯერ არავის დაუდგენია, რა არის კანონიერი და რა – უკანონო. თვალის მოვლება საკმარისია იმის აღსაქმელად, რომ თუკი ყველგან სახლი აშენდება, სადაც ახლა რკინის ბოძებია ჩასხმული, ნისლებზე ყურებას ან …
გომისმთაზე მიწის რეგისტრაცია ივლისში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება – ახალი ბრძანება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 3 ივლისის ბრძანებით, გომისმთასა და კიდევ 6 დასახლებულ პუნქტში [საერთო ფართობი – 85 292 ჰა], სახელმწიფომ მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 2020 წლის ივლისში უნდა დაიწყოს და ამავე წლის ბოლოს [31 დეკემბრის ჩათვლით] დაასრულოს. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების მიხედვით, რომელიც მინისტრის ბრძანებას თან ერთვის, დაბა გომისმთაზე მიწის ნაკვეთების სისტემური …
როდის იქნება შუქი გომისმთაზე
კურორტ გომისმთაზე შუქი ჯერ კიდევ არ არის. ელექტროენერგიის მიწოდების სისტემის მოწყობა აქ ორი წლის წინ დაიწყო. ადამიანები, რომლებიც გომისმთაზე ზაფხულობით ადიან, ამბობენ, რომ ზოგიერთ უბანში ბოძებიც არის და ელექტროგადამცემი ხაზებიც, თუმცა გაურკვეველია, როგორ უნდა მიიყვანონ ელექტროენერგია სახლებამდე. მთავარი პრობლემა ისაა, რომ აქ კანონით რეგისტრირებული საკუთრება არავის აქვს, რის გამოც ენერგოკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ შუქის სახლებში შეყვანაზე …
გომისმთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კურორტ გომისმთასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. დაახლოებით 20 კილომეტრი გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 23 837 700 ლარია გამოყოფილი. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ 12+300-ზე, ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე შესასვლელი ჭიშკართან და მთავრდება გომის მთის საკურორტო დასახლებაში მშენებარე ეკლესიის მიმდებარედ. პროექტით დაგეგმილია ამ მონაკვეთზე გზის ტექნიკური …
Continue reading “გომისმთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება”
გომისმთაზე და კიდევ 6 მაღალმთიან დასახლებაში მიწის უფასოდ რეგისტრაცია დაიწყება
საჯარო რეესტრმა „ბათუმელებს“ იმ დასახლებების ჩამონათვალი მოგვაწოდა, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. „7 მაღალმთიანი დასახლება, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დასარეგისტრირებელი დიდი ფართობის გათვალისწინებით შეირჩა“, – მოგვწერეს რეესტრიდან. დასახლებები, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება: [checklist] ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება; ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები; ონის მუნიციპალიტეტის …
Continue reading “გომისმთაზე და კიდევ 6 მაღალმთიან დასახლებაში მიწის უფასოდ რეგისტრაცია დაიწყება”
გომისმთაზე 23 წლის კაცს ეძებენ – ჩართულია სამაშველო
გურიაში, კურორტ გომისმთაზე, 23 წლის კაცს ეძებენ. როგორც „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მოქალაქის დაკარგვის შესახებ შეტყობინება მათთან დღეს, 8 ივნისს, შევიდა. „23 წლის ბიჭს ათკაციანი სამაშველო ჯგუფი ეძებს გურიის სამმართველოდან. დამატებით დრონებით ეხმარებიან იმერეთის სამმართვბელოდან. ვინაიდან დღეს შემოვიდა ჩვენთან ინფორმაცია, დღეს დავიწყეთ ძებნა,“ – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში. 23 წლის საქართველოს …
Continue reading “გომისმთაზე 23 წლის კაცს ეძებენ – ჩართულია სამაშველო”
გომისმთას ოზურგეთმა სტატუსი მიანიჭა – როგორ დააკანონებენ სახლებს
ოზურგეთის საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე „ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს“ [საკურორტო ადგილს] „გომისმთა“ ეწოდა. განკარგულება ძალაში 6 აპრილს შევიდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ოზურგეთის მერიამ „ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებების განხორციელება“. ოზურგეთის მერის მოადგილის, ირაკლი სირაძის განცხადებით, როცა შესაბამისი პროცედურები დასრულდება, შემდეგ დადგინდება წესი, თუ როგორ მოხდება გომისმთაში მიწის …
Continue reading “გომისმთას ოზურგეთმა სტატუსი მიანიჭა – როგორ დააკანონებენ სახლებს”
რას უპირებს მთავრობა გომის მთას, სადაც უნებართვო მშენებლობები გრძელდება [ფოტო]
გურიაში, კურორტ გომის მთაზე, სახლებზე მეტი ახალი საძირკვლის ბოძები დაგხვდებათ. პატარა და ძველი სახლების შუაში დარჩენილი სივრცე თუ ნებისმიერი თავისუფალი ადგილი თითქმის ყველგან მონიშნულია. ასობით მიმდინარე უნებართვო მშენებლობას ხელს ამ ეტაპზე არავინ უშლის: აშენებს ის, ვისაც ამ მთაზე სახლი სურს და მისი აშენების ფინანსური საშუალება აქვს. აშენებენ ორ და სამსართულიან სახლებსაც, მათ შორის, ქვით. კურორტ …
Continue reading “რას უპირებს მთავრობა გომის მთას, სადაც უნებართვო მშენებლობები გრძელდება [ფოტო]”
სად და როდის გაიმართება შუამთობა აჭარაში
აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აჭარის მაღალმთიანეთში შუამთობა იმართება. დღესასწაული აჭარის მთებში ხვალ, 3 აგვისტოს, დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება. ხულოს მუნიციპალიტეტში “შუამთობა” ტრადიციულად კურორტ ბეშუმში გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები კურორტზე 3 და 4 აგვისტოსაა დაგეგმილი. ასევე 3 აგვისტოს ზეიმობენ შუამთობას დიდაჭარის და ვაშლოვანის მთაში. ამასთან, 6 აგვისტოს შუამთობა გაიმართება გვალმინდორის, 7 აგვისტოს კი ზორტიყელის მთაში. რაც შეეხება შუახევის …
გომისმთა ივნისში [ფოტორეპორტაჟი]
2200-2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გომისმთაზე სეზონი ჩვეულებრივ ივლისიდან იწყება, კურორტი ჯერ ისევ ცარიელია. ივნისში აქა-იქ გომისმთის პირველ სტუმრებსაც შეხვდებით. ეს გლეხებია, რომელთაც გომისმთაზე კარტოფილი და ნიორი მოჰყავთ. გომისმთა ძირითადად პატარა ხის ქოხებითა და კოტეჯებითაა გაშენებული, შეხვდებით ახალაგებულ ქვის სახლებსაც. აქ ძირითადად აჭარიდან და გურიიდან ჩამოსულები ისვენებენ. ბოლო ორი წელია გომისმთა არამხოლოდ დამსვენებლებს, არამედ ტურისტებსაც იზიდავს. …
ნისლში გახვეული გომისმთა [ფოტორეპორტაჟი]
გურიაში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში მდებარე გომისმთას ზაფხულის ცხელ დღეებს გამოქცეული დამსვენებლები აფარებენ თავს. 2200-2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გომისმთა ხშირად ნისლშია გახვეული და თბილი ტანსაცმელი აქ აუცილებელია, თუმცა როცა ნისლი გადაიწმინდება, მწველი მზე აცხუნებს. გომისმთა ძირითადად პატარა ხის ქოხებითა და კოტეჯებითაა გაშენებული, შეხვდებით ახალაგებულ ქვის სახლებსაც. აქ ძირითადად აჭარიდან და გურიიდან ჩამოსულები ისვენებენ. ამბობენ, რომ გომისმთა …
გომის მთა – საჯარო რეესტრი კურორტზე მიწის რეგისტრაციაზე უარს ამბობს
გომის მთის სრულად დანახვას და იქედან გურიის მთებზე გადმოხედვას მხოლოდ ადრე დილას თუ შეძლებ. შემდეგ ადამიანები და ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული პატარ-პატარა ხის სახლები ნისლში ეხვევიან. წლების წინ აქ ყველა ნაცნობი სახე იყო, ამჯერად კი ყველაზე ხშირად ისმის კითხვა – ვისი სახლის კარი აჭრიალდა და ვინ დაუბრუნდა ნისლიან გომის მთას? „მაისის ბოლოს უკვე აქ ვართ. შუახევიდან …
Continue reading “გომის მთა – საჯარო რეესტრი კურორტზე მიწის რეგისტრაციაზე უარს ამბობს”