იპოთეკურის ნაცვლად სესხის ხელშეკრულება – დაზარალებული მოქალაქეები ჰყვებიან, რომ ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების მიუხედავად, თანხას უკან ვეღარ იბრუნებენ. „შარშან ავიღე ბინა „ასტუპნოით“, იმდენს ვეძებდით ოჯახი და სანათესაო, ყველას გაგვიხარდა 4 ათას დოლარად რომ გამოჩნდა ბინა… ერთი წლით შევედი, თანხა მესაკუთრეს ნოტარიუსთან ჩავუთვალე. მალე აღმოჩნდა, რომ ეს ბინა მისი საკუთრება არ ყოფილა, უქირავებია, 5 თვე გვიხადა ქირის …
Tag Archives: გიორგი ხიმშიაშვილი
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი იშვილო – ინტერვიუ იურისტთან
„მაგალითად, უპირატესობაა შვილად აიყვანო მეუღლის შვილი, რომელიც მას სხვა ქორწინებიდან ჰყავს, ან მამა არ არის დადგენილი…“ – იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი გვიყვება, კიდევ რა შემთხვევები ქმნის უპირატესობას, რომ წყვილმა რიგს აღარ დაელოდოს იმისთვის, რომ ბავშვი იშვილოს. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე, ბავშვის შვილება რომ შეძლო და რას აქცევს ამ დროს ყურადღებას სასამართლო? – „ბათუმელებმა“ შვილად აყვანის პროცედურაზე …
Continue reading “რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი იშვილო – ინტერვიუ იურისტთან”
რა უნდა ვიცოდეთ, როცა ჩვენს სახლს ჩხრეკენ? – ინტერვიუ იურისტთან
„ჩხრეკის დროს ფოტოს, ასევე ვიდეოს გადაღების უფლება გაქვთ,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. მას ვესაუბრეთ ჩხრეკის და ამოღების პროცედურაზე – რა უნდა ვიცოდეთ, როცა ჩვენს სახლს ან სამუშაო ოთახს ჩხრეკენ? საინტერესო სიახლე ამ კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლითაც განისაზღვრა, რომ საგამოძიებო ორგანომ „ნეიტრალური მტკიცებულებები“ უნდა შექმნას ჩხრეკის დროს, როცა ამის საშუალება არსებობს, მაგალითად, ჩხრეკის პროცესს …
Continue reading “რა უნდა ვიცოდეთ, როცა ჩვენს სახლს ჩხრეკენ? – ინტერვიუ იურისტთან”
რა ხდება, როცა გაქირავებულ ბინას ვერ იბრუნებ, მაგრამ წერილობითი კონტრაქტი გაქვს – ინტერვიუ
რა იცვლება მაშინ, როცა გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებთ, მაგრამ წერილობით გაქვთ ხელშეკრულება? – იურისტს გიორგი ხიმშიაშვილს ვესაუბრეთ წერილობითი ხელშეკრულების უპირატესობაზე ზეპირ შეთანხმებასთან შედარებით, რაც პრაქტიკაში ხშირი შემთხვევაა. გაქირავებული ბინის უკან დაბრუნება განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა პრობლემა, როცა გამოსახლების პროცესში პოლიცია აღარ მონაწილეობს და საკუთრების დასაბრუნებლად სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო. მართალია, კანონით სასამართლომ გამოსახლების საქმე 1 …
რუსულენოვანი ბარები ბათუმში, სადაც ქართულად ვერაფერს შეუკვეთავთ
„მხოლოდ რუსულად ან ინგლისურად,“ – ამ შაბლონით და ინგლისურად გვიპასუხეს ძველ ბათუმში, რამდენიმე ბარში, სადაც შევიხედეთ და ქართულად ვიკითხეთ: რა ღირს თქვენთან ლუდი? – ბარმენები, მიმტანები თუ მენეჯერები ქართულად ვერ საუბრობენ. ქართული კანონმდებლობით კი, „სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.“ ბარებში, სადაც ქართულ ენაზე მომსახურების სერვისი არ აქვთ, დაახლოებით ერთნაირად გვიპასუხეს, …
Continue reading “რუსულენოვანი ბარები ბათუმში, სადაც ქართულად ვერაფერს შეუკვეთავთ”
„დეკრეტულის გამო განვადებაზე უარი მითხრეს“ – ბანკების განმარტება
თუკი შვილი შეგეძინათ და დეკრეტულში გახვედით, შესაძლოა ძალიან საჭირო რომელიმე ნივთის შესაძენად სესხის აღება მოგიწიოთ – ამ დროს ბანკი განვადებას არ მოგცემთ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება სამსახური გაქვთ და დეკრეტულის ანაზღაურებაც სრულად დარიცხულია თქვენს ანგარიშზე. „ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და უფლების ჩამორთმევა,“ – ამბობს თეონა ხარაბაძე, რომელიც ახლა დეკრეტულ შვებულებაშია და განვადებაზე ქუთაისის ერთ-ერთ მაღაზიაში …
Continue reading “„დეკრეტულის გამო განვადებაზე უარი მითხრეს“ – ბანკების განმარტება”
როგორ მოვიქცე, როცა ქუჩაში პოლიციელი მაჩერებს? – იურისტის რჩევები [ვიდეო]
ჰქონდა თუ არა მოქალაქეს გაქცევის უფლება, ვისი შეჩერებაც რამდენიმე დღის წინ პოლიციელმა ქუჩაში პირბადის არქონის გამო სცადა? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც იურისტს, გიორგი ხიმშიაშვილს დავუსვით. იურისტს ყველაზე აქტუალურ კითხვებზე ვთხოვეთ პრაქტიკული ინფორმაციის მოწოდება – შემთხვევა, როცა ქუჩაში პოლიციელი გვაჩერებს, ფოტოს გვიღებს, ჩხრეკას გვიპირებს… გიორგი, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს და ინტერესდება ვინ …
Continue reading “როგორ მოვიქცე, როცა ქუჩაში პოლიციელი მაჩერებს? – იურისტის რჩევები [ვიდეო]”
როგორ ხდება განქორწინება, როცა ერთ-ერთი მხარე წინააღმდეგია – იურისტის რჩევა
როგორ ხდება განქორწინება და ქონების გაყოფა – იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამ თემაზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს „ბათუმელების“ ახალ რუბრიკაში „იურისტის რჩევები“. კვირაში ერთხელ „ბათუმელების“ იუთუბარხზე თქვენ იურისტის რჩევები შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. ასევე შესაძლებელია, „ბათუმელების“ ფეისბუქ და იუთუბგვერდებზე მოგვწეროთ, თქვენ რომელ საკითხზე გსურთ იურისტისგან რჩევის მიღება. ბატონო გიორგი, საქართველოს …
Continue reading “როგორ ხდება განქორწინება, როცა ერთ-ერთი მხარე წინააღმდეგია – იურისტის რჩევა”
5 დაკავებული – „ბათუმელების“ დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან
ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკავებული ხუთ პირს პროკურატურა პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. ისინი შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობლის ძმისშვილები და სიძეები არიან. სწორედ აღნიშნული კომპანია ფლობს ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”. “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება …
ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარის მიმდებარედ ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს აშენებენ. ექვსი ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც ნაგავსაყარიდან, საშუალოდ, 250 მეტრითაა დაშორებული, ითხოვს სახელმწიფომ გაასახლოს და კომპენსაცია გადაუხადოს. ოთხმა მოსახლემ – ზვიად, თამაზ, ბადრი და მერაბ მგელაძეებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართვა მოითხოვა. მათ სამინისტროსგან ნებართვა ვერ მიიღეს. „პროექტის შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე ვიყავით …
Continue reading “ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარის მიმდებარედ ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან”
იურისტი K2-ის გაზრდაზე: გექმნება განცდა, რომ ვიღაც სარგებლობს პრივილეგიით
ოფიციალური ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე ბათუმის მერიამ რამდენიმე ათეულ კომპანიას მისცა თანხმობა კონკრეტულ ზონაში სამშენებლო პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდაზე და თითქმის ამდენივეს უარი უთხრა. „იურიდიული მრჩევლის“ დირექტორი, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, რომელმაც დოკუმენტები შეისწავლა, ამბობს, რომ, როგორც თანხმობა, ასევე უარი, ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია და არ არსებობს არგუმენტირებული დასკვნა, თუ რატომ დაეთანხმა ერთ სამშენებლო კომპანიას მერია კოეფიციენტის გაზრდაზე, …
Continue reading “იურისტი K2-ის გაზრდაზე: გექმნება განცდა, რომ ვიღაც სარგებლობს პრივილეგიით”
უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში ბინადრობა 5 ივლისიდან გაუძვირდებათ
უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მიღება გაუძვირდათ. თუკი აქამდე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მისაღებად 300 ათასი ლარი იყო საკმარისი, ახლა ამისთვის 300 ათასი ამერიკული დოლარია საჭირო. თუკი უცხოელს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მიღება სურს, მან ამ ოდენობის ინვესტიცია უნდა შემოიტანოს ქვეყანაში. ცვლილება კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ შევიდა და იგი 5 ივლისიდან ამოქმედდება. …
Continue reading “უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში ბინადრობა 5 ივლისიდან გაუძვირდებათ”
უკანონო მშენებლობაზე ჯარიმა გაორმაგდა – რა შეიცვალა კანონში
უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები გაორმაგდა. თვითმმართველ ქალაქებში, მათ შორის, ბათუმში, უნებართვო მშენებლობა 3 ათასი ლარის ნაცვლად 6 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სხვა ქალაქებში კი, სამართალდამრღვევები 2 ათასის ნაცვლად 4 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ჯარიმა გაიზარდა დაბებსა და სოფლებში უკანონო მშენებლობებზეც – 200 ლარიდან 1000 ლარამდე. „ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ადამიანებს აქამდე უღირდათ სამი ათასი ლარის გადახდა, …
Continue reading “უკანონო მშენებლობაზე ჯარიმა გაორმაგდა – რა შეიცვალა კანონში”
როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა ორგანიზაციამ თანამშრომლის საპენსიო შენატანი
როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ის 2%, რომელიც ამ ორგანიზაციის სახელით უნდა გადაირიცხოს დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე? ამ კითხვაზე საპენსიო სააგენტოში ზუსტი პასუხი არ აქვთ და ამბობენ, რომ „ორგანიზაციამ ეს თანხა უნდა მოიძიოს“. იურისტის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით მომგებიანი და არამომგებიანი ორგანიზაციების [დაბეგვრის კუთხით] თანაბარ პირობებში ჩაყენება არ არის შესაბამისობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპთან. საუბარია არამომგებიან …
Continue reading “როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა ორგანიზაციამ თანამშრომლის საპენსიო შენატანი”
როგორ იქმნება არაკონკურენტული გარემო ტენდერებში
„იმ ტიპის შეზღუდვა, რომელიც არ ემსახურება მიზანს და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას, არის უკანონო,“ – მიიჩნევს ორგანიზაცია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. იგი რამდენიმე ბიზნესკომპანიის ინტერესების დაცვას აპირებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ მონაწილეობენ – მათ სამუშაო გამოცდილება არ აქვთ. სახელმწიფო შესყიდვებში შემსყიდველ ორგანიზაციებს კონკრეტული პირობების დაყენების უფლება აქვთ. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა …
Continue reading “როგორ იქმნება არაკონკურენტული გარემო ტენდერებში “
ბათუმში არ აჩერებენ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც მედიცინას სწავლობენ
ბათუმში მყოფმა სამმა უცხოელმა სტუდენტმა საქართველო რამდენიმე დღეში უნდა დატოვოს. სახელმწიფომ მათ უსაფრთხოების მიზეზით უარი უთხრა ბინადრობაზე. სახელმწიფოსგან მიღებული ოფიციალური წერილით სტუდენტებისთვის გაუგებარია, რატომ ან სად ქმნიან ისინი საფრთხეს, ან თუ საფრთხეს ქმნიან, რატომ არ ითხოვს მათ გაძევებას სახელმწიფო. ერთ-ერთმა უცხოელმა სტუდენტმა სასამართლოს მიმართა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ. სტუდენტები, რომლებსაც საქართველომ ბინადრობა არ მისცა, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში, …
Continue reading “ბათუმში არ აჩერებენ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც მედიცინას სწავლობენ “
ყოფილი პროკურორი ექსპერტიზის ბიუროს აჭარის დეპარტამენტის უფროსად
ყოფილი პროკურორი – ავთანდილ კილაძე, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში შიმშილობის აქციებსაც აწყობდნენ, ახლა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ავთანდილ კილაძის მოადგილე სიმონ გოგილაშვილია – ისიც ყოფილი პროკურორი. ინფორმაცია ექსპერტიზის ბიუროს ახალ უფროსებზე ბიუროს ინტერნეტგვერდზეა გამოქვეყნებული. ბოლო თანამდებობრივი დეკლარაცია ავთანდილ კილაძეს 2012 წელს აქვს შევსებული. ამ დროს იგი ბათუმის რაიონული პროკურორი …
Continue reading “ყოფილი პროკურორი ექსპერტიზის ბიუროს აჭარის დეპარტამენტის უფროსად”
თამბაქო მაღაზიის ვიტრინებზე უკვე დასჯადია – ჯარიმა 2 ათასი ლარი
როცა მაღაზიას ჩაუვლით, ვიტრინაზე რომელიმე მარკის სიგარეტის კოლოფი ვეღარ უნდა დაინახოთ. კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ უკვე ამოქმედდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც „აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება: ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან…“ მაღაზიის ვიტრინაზე თამბაქოს დადება 2 ათასი ლარით ჯარიმდება. …
Continue reading “თამბაქო მაღაზიის ვიტრინებზე უკვე დასჯადია – ჯარიმა 2 ათასი ლარი”
20 აგვისტოდან მევახშეები თქვენს ბინას გარანტიის სახით ვეღარ ჩადებენ
20 აგვისტოდან მევახშებისთვის კანონი იცვლება. თუკი აქამდე გაცემული სესხის დაბრუნების სანაცვლოდ მევახშე ბინის ჩადებას ითხოვდა გარანტიის სახით, 20 აგვისტოდან ამის მოთხოვნის უფლება მას აღარ ექნება. სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, მევახშეები ვერც თქვენს ავტომანქანას გამოიყენებენ სესხის დაბრუნების გარანტიად. „ამ წესის ამოქმედების შემდეგ ფიზიკური პირები ვეღარ შეძლებენ მათ მიერ გაცემული სესხისთვის გარანტიაში ჩადონ მოვალის საკუთრებაში არსებული …
Continue reading “20 აგვისტოდან მევახშეები თქვენს ბინას გარანტიის სახით ვეღარ ჩადებენ”
სად წავიდა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი
„იურიდიული მრჩეველი“ – ახლად დაფუძნებული კომპანიაა, რომლის ძირითადი მიმართულება სამართლებრივ სფეროში შესაბამისი მომსახურების გაწევაა. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ხიმშიაშვილია. იგი ბოლო სამი წლის განმავლობაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ მუშაობდა. მანამდე იყო ფილიალის იურისტი წლების განმავლობაში და არაერთი პროექტის კოორდინატორი. პარალელურად გიორგი ხიმშიაშვილი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე: საიას ხელმძღვანელობიდან …
Continue reading “სად წავიდა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი”
არის თუ არა დანაშაული, როცა მოქალაქე სხვა პირს ფარულად იწერს – იურისტის განმარტება
„აქით ხომ არ მომედავება პროკურატურა, თუკი მას ფარულ ჩანაწერს მივაწოდებ?“ – კითხულობს მოქალაქე, რომელიც პროკურატურისთვის სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აპირებს. მოქალაქე ამბობს, რომ მან ტელეფონის ხმის ჩამწერი პროგრამის გამოყენებით ჩაიწერა საუბარი, რაც სავარაუდო თაღლითობის შემთხვევას აღწერს. ფარულად საუბრის ჩაწერა დანაშაულია. დანაშაულია ამ საუბრის გამოქვეყნებაც, თუმცა არსებობს გამონაკლისი – თუკი თქვენ დანაშაულის მხილებას ცდილობთ, …
„მომავალი მერიც ამოვა“ – საჯარო მოხელეები „ოცნების“ მერობის კანდიდატზე [ვიდეო]
სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ, 9 ოქტომბერს აქცია გამართა – გზის საფარის მოწესრიგების მოთხოვნით მათ გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილეებთან მოგვიანებით მივიდნენ აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ხელვაჩაურში თეიმურაზ ბასილაძე და ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მინდია ბასილაძე. აქციის მონაწილეებსა და საჯარო მოხელეებს შორის ასეთი დიალოგი შედგა: აქციის მონაწილე: რატომ …
Continue reading “„მომავალი მერიც ამოვა“ – საჯარო მოხელეები „ოცნების“ მერობის კანდიდატზე [ვიდეო]”
გამოძიება დამნაშავის სასარგებლოდ – ადამიანის დაჭრისთვის მსჯავრდებული 1000 ლარით დააჯარიმეს
აზერბაიჯანის მოქალაქეს, არაზ ზეინიევს ქართულ გამოძიებასთან აქვს პრეტენზია. ის ამბობს, რომ მისი ჩვენება შეცვალეს. არაზი ამ ზაფხულს ქობულეთში, სოფელ ციხისძირის ერთ-ერთ ზღვისპირა კაფეში დაჭრეს. გამოძიების მტკიცებით, არაზს გაუფრთხილებლად ნასროლი ტყვია მოხვდა და მისი ჩვენებაც ამას მოწმობს. სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდებული მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდა. მსჯავრდებულს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა, თუმცა ამით პროკურატურა …
ნარკოტიკების შეფუთვაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურის წინააღმდეგ
27 წლის კობა კვირიკაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. კვირიკაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, თუმცა ნარკოტიკის შეფუთვაზე, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, მას პოლიციელებმა ამოუღეს, ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. „რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, თქვენც ისევე, როგორც ბევრ სხვას, ალბათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მოგისჯიდით. ასეთ შემთხვევებში პოლიციელების ჩვენება და …
მარიხუანა და არათანმიმდევრული სახელმწიფო მიდგომა
არჩილ ა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 გრამი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის დამნაშავედ ცნო, მაგრამ მას სასჯელი ვერ შეუფარდა. არჩილ ა. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ დასჯის ნაცვლად, გაათავისუფლეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გასული წლის 24 ოქტომბრიდან მარიხუანას შეძენა-შენახვაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პირისთვის დაუშვებელია. პარლამენტმა დღემდე ამ კუთხით კანონმდებლობის შეცვლა ვერ მოახერხა. „გაურკვეველი პოლიტიკაა …
Continue reading “მარიხუანა და არათანმიმდევრული სახელმწიფო მიდგომა”
„სამხრეების შემოხევის“ ტენდენცია, თუ პოლიციის ხელწერა
პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით საქმეების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში იზრდება. ერთ-ერთ საქმეში 3 ბრალდებულს 3 პოლიციელი ედავება. პროკურატურისგან დაზარალებულად მიჩნეულმა პოლიციელებმა: მამუკა დიასამიძემ, იმედა ბერიძემ და ოთარ იშხნელიძემ სასამართლოს უთხრეს, რომ ბრალდებულებმა ისინი სიტყვიერად შეურაცხყვეს და პერანგები შემოახიეს. ამ პოლიციელებთაგან ერთ-ერთი სხვა საქმეშიც იმავეს ყვება. იქაც აქტუალურია პოლიციელისთვის სამხრეებიანი პერანგის შემოხევა. „ცოტა უცნაურია, …
Continue reading “„სამხრეების შემოხევის“ ტენდენცია, თუ პოლიციის ხელწერა”
იარაღის უკანონო ტარების საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა
იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება იაგო ც.-ს ედავება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თუმცა სხდომა მიმდინარე წელს საერთოდ არ ჩანიშნულა, მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ე.წ. კონფიდენტი გაიშიფრა. სამხარაულის ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, ბრალდებულის ნაცვლად კონფიდენტის თითის ანაბეჭდებია დარჩენილი. საქმით უკვე დაინტერესდა და მასში მონიტორინგის კუთხით ჩაერთო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. …
Continue reading “იარაღის უკანონო ტარების საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა”
ჯარისკაცი თხილის პლანტაციაში ოჯახის სარჩენად, ათწლიანი სამსახურისა და ოთხი ომის შემდეგ
სერჟანტი რამაზ ბერიძე თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცთან ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყვიტა, როცა რამაზ ბერიძის ჯანმრთელობა დაზიანდა. ავღანეთში, ISAF-ს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რამაზი ნაღმზე ორჯერ აფეთქდა და მარჯვენა ყურში სმენა სრულიად დაკარგა. 2013 წელს რამაზ ბერიძე NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, საპატიო მედლით დააჯილდოვა – სამშვიდობო მისიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. …
შესაძლებელია თუ არა ძველი ბულვარის შენარჩუნება
„კონცეფცია, რომელიც წარმოადგინა კომპანიამ შუალედური განხილვისთვის, შესაძლებელია განხორციელდეს ახალ ბულვარში, ან კიდევ ქალაქის სხვა უბანში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბათუმის ძველ ბულვარში… რაც შეეხება ბილიკის გაუქმებას, საკითხის მოგვარება სამართლებრივ ფორმატში შესაძლებელია, თუ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება და კომპანიის თანხმობა“, – აცხადებს საიას იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ „კონცეფციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა და სამი ხეივანის …
Continue reading “შესაძლებელია თუ არა ძველი ბულვარის შენარჩუნება”