ბათუმის ნაგავსაყართან ახალი გზის აშენებაზე 5,3-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში ახალი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 6,3 მილიონი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, ხელშეკრულება კი შპს „კოხტის ძირი 2010“-თან უნდა გაფორმდეს 5 მილიონ 350 ათას ლარზე. სწორედ ეს თანხა შესთავაზა კომპანიამ სამმართველოს. ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე …

გონიოს ხიდიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე ახალ გზას გაიყვანენ – 6,3 მილიონი

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში გზის მშენებლობაა დაგეგმილი. ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიას [ჭოროხის ქუჩას] და ახალი ბულვარის გაგრძელებას [დავით ართმელაძის ქუჩას] დააკავშირებს. ახალი გზა ართმელაძის ქუჩას გამწმენდი ნაგებობის მიმდებარედ შეუერთდება. „ჭოროხის ქუჩის და დავით ართმელაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობაზე“ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა …

ავტომაგისტრალიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობა გზის მფლობელთან უნდა შეთანხმდეს

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებსა და გზისპირა ზონებში – გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს – გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა. ასეთ შეზღუდვას ითვალისწინებს „ოცნების“ მთავრობის დადგენილების პროექტი, რის შესახებაც ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით ახალი „რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და …

„ცალკეულ მონაკვეთებზე სპეციალური მოძრაობის რეჟიმია დაწესებული“ – გზების დეპარტამენტი

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  სპეციალური მოძრაობის რეჟიმია დაწესებული. „ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 …

ავტომაგისტრალების გადაკეტვა „ოცნების“ მთავრობამ კრიმინალად აქცია – ახალი დადგენილება

მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა დააანონსეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ გადაკეტვაც კრიმინალად აქცია. 2025 წლის 31 იანვარს „ოცნების“ მთავრობამ ახალი დადგენილებით „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაამატა. 2 თებერვალს დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე ერთი დღით …

„სოფლებში არც შუქი გვაქვს, არც გზა“ – რას ამბობენ გზების დეპარტამენტსა და „ენერგო პროში“

მაღალმთიან აჭარაში დღეს, 6 თებერვალს, დიდთოვლობაა. აჭარის გზების დეპარტამენტში, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ კონკრეტულად ვერ უთხრეს, რამდენი სოფელია დღეს აჭარაში გზისა და ელექტროენერგიის გარეშე. მოქალაქეებმა ხულოს სოფლებიდან „ბათუმელებს“ მისწერეს, რომ გუშინ საღამოს მერე შუქი აღარ აქვთ და მაგალითად, სოფელ რიყეთში ტრაქტორს ჯერ ცენტრალურ გზაზეც არ ჩაუვლია. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყერი განვითარდა …

თოვის გამო რომელ გზაზე შეიზღუდა გადაადგილება

თოვის გამო საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური [ფოსტა]–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი [მოწამეთა]-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 39-კმ 62 [ნაქერალას უღელტეხილი] მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინტენსიური თოვის, …

„ბენზეს ხიდს“ გააფართოებენ – მის რეაბილიტაციაში ახლახან 1,8 მილიონი დაიხარჯა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის გაფართოებაა დაგეგმილი. ამ ხიდის სარეაბილიტაციოდ 2020-22 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი დაიხარჯა. რეაბილიტაციის შედეგად „ბენზეს ხიდის“ სავალი ნაწილი დაავიწროვეს და ხიდს მძღოლებმა „ძაბრი“  შეარქვეს – აქ ავტომანქანების მუდმივი საცობის გამო. ხიდის გაფართოებისთვის ამჯერად ფული ბათუმის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, თუმცა რამდენი, ჯერ მერიაში არ ამბობენ – უნდა მომზადდეს ხელახალი პროექტი …

აჭარაში გზების მოსავლელად 6,2 მილიონი ლარით მუხლუხა ბულდოზერებს იყიდიან

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვისთვის 28 ერთეულ სპეცტექნიკას იყიდის. დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა 6 223 678 ლარით. შესყიდვის ობიექტია: 25 ერთეული მცირე გაბარიტის მუხლუხა ბულდოზერი, 2 ერთეული დიდი გაბარიტის მუხლუხა ბულდოზერი და 1 ერთეული ბორბლებიანი ექსკავატორ-დამტვირთველი. სპეცტექნიკა უნდა იყოს ახალი. სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდულ ტექნიკას ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და …

ზეთის, მარილის, თუ შაქრის ხელით თრევა სახლამდე – გზა ბათუმიდან ხულოსკენ

რამდენიმე დღის წინ, ჩემი ამერიკელი მეგობარი ხულოში იყო. გულუბრყვილოდ მივწერე, მისი შთაბეჭდილებები მაინტერესებდა. ნეტა, რას ველოდი, რას მოვისმენდი – რომ ხულოს ბუნებამ აღაფრთოვანა?  საშინელი გზისგან დაქანცულიყო. ძალა აღარ ჰქონდა შერჩენილი. მოკლედ მომიჭრა, გზაზე ჯაყჯაყისგან ვითიშებიო და დამემშვიდობა. მთელი ცხოვრება, ვიდრე სრულწლოვანი არ გავხდი, სოფლიდან და იალაღიდან ფეხი არსად გამიდგამს. ვუყურებდი, როგორ წვალობდნენ ჩემი მშობლები, მეზობლები, მთელი …

რატომ ვერ გაკეთდა გზა მახოს ხიდიდან „გეზის“ ტერიტორიამდე – 5 მლნ ბიუჯეტში დარჩა

ბათუმში, სამრეწველო ზონის მიმდებარედ, ადგილობრივი გზის მშენებლობის პროექტი ჩავარდა. კომპანიამ, რომელსაც მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით მახოს ხიდისა და გონიოს ხიდის და, ასევე, „გეზის“ [გაფორმების ეკონომიკური ზონა] მიმდებარედ ადგილობრივი გზის მოწყობის სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა. შედეგად გასული წლის ბიუჯეტში აუთვისებელი დარჩა 5 მილიონ 287 199 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი მხოლოდ 51 …

ხულო-ზარზმის გზაზე მოძრაობა ორმხრივად განახლდა – დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. „შეგახსენებთ, რომ ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ – წერს დეპარტამენტი. ____________ ფოტოზე: ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ხულოში გზაზე კლდე ჩამოიშალა

ხულოში, სოფელ ბეღლეთისა და დიოკნისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, კლდე ჩამოიშალა. ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ საკითხს მოიკვლევენ და გვაცნობებენ, როდის გაიწმინდება გზა და რა სამუშაოები ჩატარდება.

ხულოში, ტაბახმელაში, ცენტრალური გზა ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა

დაახლოებით ერთი საათის წინ ხულოში, სოფელ ტაბახმელაში, ცენტრალური გზის ნაწილი ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა. თვითმხილველის თქმით, გზის ჩავარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ამ დროისთვის მოსახლეობა ტრაილერის ამოტანას ცდილობს. გადაკეტილია ცენტრალური გზის ნაწილი. ადგილობრივი მცხოვრების თქმით, გზის ქვეშ წყალი გადის და სავარაუდოდ ამან გამოიწვია გზის ჩავარდნა. „ბათუმელები“  ტაბახმელაში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა და მომხდართან დაკავშირებით ჰკითხა. გურამ …

საგზაო უსაფრთხოება მთავრობის პასუხისმგებლობაა – გაეროს ახალი რეზოლუცია

გაეროს წევრმა 193 ქვეყანამ გლობალური საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. რეზოლუცია ავალდებულებს ქვეყნებს განახორციელონ საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რომლის შედეგადაც 2030 წლისთვის მსოფლიოში 50%-ით უნდა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევებით დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა. საქართველო გაეროს წევრ ქვეყნებს შორისაა. შს სამინისტროს ცნობით, გასულ წელს ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 449 ადამიანი დაიღუპა, 7705 კი დაშავდა. ავტოსაგზაო …

„ოცნების“ შემწირველ ბიზნესმენს გზას უგებენ, გზის დაგებისთვის მოგებაც მასვე დარჩება

„მე ვინ მიკეთებს გზას? ეს არის ხალხის ბიზნესი, სოფლის ბიზნესი,“ – გვიპასუხა ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ, რომელმაც ქობულეთში, სოფელ ზედა კვირიკეს ტყეში კოტეჯები ააშენა და ამჯერად კოტეჯებამდე მისასვლელ გზას აკეთებს ბიუჯეტის ფულით. გზას ზედა კვირიკეში კომპანია „გზა“ აგებს. ეს კომპანია ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას ეკუთვნის ისევე, როგორც კომპანია „შატო კვირიკე“, რომლის საკუთრებაცაა 20 კოტეჯი კვირიკეს ტყეში. გიორგი …

ქობულეთის შემოვლით გზაზე შეზღუდვებია

ქობულეთის შემოვლით გზაზე თოვლის გამო პერიოდულად საცობები იქმნება. გზაზე ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვებია დაწესებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  ქობულეთის შემოვლით  საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“ აჭარის სანაპირო ზოლში დღეს, 20 იანვარს, დილიდან ინტენსიურად თოვს: როგორი ამინდი იქნება ბათუმში დღეს და ხვალ  

როდის იქნება ხულო-ზარზმის გზა – გზების დეპარტამენტის განმარტება

ხულოდან კურორტ გოდერძამდე გზა ისევ მოუწყობელია და ისევ მაღალი გამავლობის მანქანებით შეიძლება გადაადგილება. ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში არაერთხელ გაცემული დაპირება, რომ ხულო-ზარზმის გზას გააკეთებდნენ, ამ დრომდე არ შესრულებულა. როგორც ირკვევა, პირობა ვერც ახლა სრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, გზა კურორტ გოდერძიმდე 2023 წელს იქნება. ამ უწყების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით კი, სამუშაოები 2022 წელს ანუ …

სად ჩაიკეტა გზა და როდის აღდგება მოძრაობა?

„ქობულეთში 8 მიმართულებით და ხელვაჩაურში 4 მიმართულებით მიმდირეოაბს გზის გაწმენდითი სამუშაოები,“ – აცხადებენ აჭარის გზების დეპარტამენტში. ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის რეგიონში რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი. სტიქამ განსაკუთრებით ქობულეთი დააზარალა. აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში აღდგება მოძრაობა ყველა გზაზე, რომელიც მეწყრის გამო ჩაიკეტა. „სამუშაოები ხორციელდება შემდეგ საავტომობილო გზებზე: კეჭიეთი–ნოღაიდლების, წყავროკა-რომანაძეების, წყავროკა-ლაზიშვილების, ზედა ლეღვა-ბარათაშვილების, ზედა კვირიკე-ბერიძეების, …

რამდენ სოფელში ჩაიკეტა გზა ძლიერი წვიმის შემდეგ

ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილება შეიზღუდა. აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ამ დროისთვის მუშაობს ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ქობულეთში. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახო-სიმონეთის საავტომობილო გზაზე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პროცესი გრძელდება მახო-გენჯაძეების მიმართულებით. სამუშაოები მიმდინარეობს მახო-დავითაძეების, კიბეს და ზედა თხილნარის მიმართულებითაც. ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ზუნდაგას საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები …

ბათუმის მერია გზას აკეთებს იქ, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს – დაიხარჯება 18 მილიონი

ბათუმის მერია ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე [აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში] გზებს იმ ადგილებში გააკეთებს, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. ჯამში 15 კილომეტრი გზის გასაკეთებლად კი ქალაქის ბიუჯეტიდან 18 138 578 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს და 2022 წელს დასრულდეს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გზები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის …

ხელვაჩაურში ოქტომბერში ჩამოშლილი გზა დღემდე არ აღუდგენიათ

„გზაზე სატვირთოების გავლა საშიშია, შეშა ვეღარ მოგვაქვს, მანდარინის წაღებაც პრობლემაა… მსუბუქები სწრაფად გადადიან, რომ რამე არ მოხდეს,“ – ამბობენ ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში მცხოვრები ადამიანები. აქ შიდასასოფლო გზაზე მეწყერი პირველ ოქტომბერს ჩამოწვა. ამ დღეს მეწყერმა ქვედა ჯოჭოში თედორაძეების სახლი წაიღო. ტრაგედიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოსახლეობის თქმით, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ოქტომბრის დასაწყისშივე აცნობეს გზების დეპარტამენტს, ასევე …

რა ზიანი მიაყენა აჭარის გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტს – ენმ-ს განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 30 ივლისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ აუდიტის სამსახურის დოკუმენტი მიიტანა, სადაც, მისივე თქმით, საუბარია აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. „აღნიშნული დოკუმენტი აუდიტის სამსახურს ჯერ ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ჩვენ ის  მოვიპოვეთ,“- აცხადებს ხარაზი. აუდიტის პირველად ანგარიშში [ასეა აღნიშნული წარმოდგენილ დოკუმენტზე], რომელიც 2016-2017 წლებს მოიცავს, საუბარია ხელვაჩაურში, …

ხულოს 15 სოფელთან მისასვლელი გზა უამინდობის გამო ჩაკეტილია

ხულოში ამ დრომდე გრძელდება ინტენსიური თოვა. ხულოს მერიის ინფორმაციით, 16 სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია და გაწმენდაზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. თხილვანას თემში კი 4 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი დაახლოებით ნახევარი მეტრია. ხულოს მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან და მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, თენგიზ ტუნაძე ამბობს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში ცენტრალური გზები გაწმენდილია და …

ერთი ტურისტი აჭარის მთაში მოგზაურობაზე

მახუნცეთის ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში, თამარის ხიდი, მწვანე ტბა, ბეშუმი, გოდერძის უღელტეხილი – ეს ადგილები რამდენიმე დღის წინ მოინახულა ირინა ბერმანმა. ის რუსეთიდანაა. რას ფიქრობს უცხოელი ტურისტი აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტულ სერვისზე? „აქ არაჩვეულებრივი მთებია, ხედები. ყველაზე მეტად ის ველური ბუნება მომწონს, რაც აჭარის მაღალმთიანეთშია, ხელუხლებელი ბუნება… როცა ტურისტი მთაში მიდის, მას ექსტრემის შეგრძნება სურს და არა …

გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

„აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც განტვირთავს სარფისკენ მიმავალ ცენტრალურ გზას და ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის ტურიზმის განვითარებას,“ – ასე აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჭოროხის შემოვლითი გზის მშენებლობას. ჭოროხის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-2 ეტაპის ფარგლებში უკვე დასრულდა გზის 3500 მეტრამდე მონაკვეთის მშენებლობა.  სამეტაპიანი პროექტი 5700 მეტრი სიგრძის მონაკვეთს …

ხულოში თოვს – გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

ხულოში თოვს. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვლის საფარი 10 – 15 სმ-ს აღწევს და თოვას რომელიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. „სოფლებში არსად გზა ჩაკეტილი არ არის. ელექტროენერგიის პრობლემა შეიქმნა მხოლოდ სოფელ თხილვანაში ბოძის წაქცევის გამო. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,“ – გვითხრა გოჩა მელაძემ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილიდან ინტენსიური თოვისა და …

წლობით შეუკეთებელი გზები ბათუმის გარეუბანში [ფოტო]

მიუხედავად ბათუმის ქუჩებზე პერიოდულად ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, ქალაქში დღემდე რჩება ქუჩები, რომლებზეც ათეულობით წლებია გზა არ დაგებულა. ერთ-ერთი ასეთია გიორგი სააკაძის ქუჩა “ჭაობის” უბანში. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიუხედავად სხვადასხვა მთავრობის დაპირებებისა,  50 წელია ამ ქუჩაზე გზა არ დაგებულა, რის გამოც წვიმის დროს სახლები სისტემატიურად იტბორება. იგივეს ამბობენ ალექსეი ოსტროვის ქუჩის მაცხოვრებლებიც, რომელთა განმარტებითაც, მათი …

შუახევის მაღალმთიან სოფლებში გადაადგილება კვლავ შეფერხებულია

დღეს, 9 დეკემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტშიც გამოიდარა, თუმცა გუშინ მოსული დიდი თოვლის გამო შუახევის მაღალმთიან სოფლებში, მათ შორის: „წელათში, მაწყვალთასა და ნაღვარევში მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. სასწავლო პროცესი კვლავ შეჩერებულია სოფელ წაბლანასა და სოფელ ნაღვარევის სკოლებში. „ჩვენ თემის რწმუნებულებთან გვაქვს სატელეფონო კონტაქტი, თუ ვინმე იქნება ისეთი, რომელიც ექვემდებარება აუცილებელ გადაყვანას ან სამედიცინო დაწესებულებაში ან კიდევ სხვაგან, …

Exit mobile version