გზების დეპარტამენტი ბათუმის „ჰილტონში“ თანამშრომლების კვებაზე 17 700 ლარს დახარჯავს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 29-30 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ თანამშრომლების შეკრებას გეგმავს „გამოწვევების განსაზღვრისა და სამომავლო გეგმების“ მიზნით. დაგეგმილია 100 თანამშრომლის ჩამოყვანა და განთავსება „ჰილტონში“, რისთვისაც დეპარტამენტი 17 000 ლარს ითხოვს ბიუჯეტიდან, მხოლოდ კვებისთვის. მოხსენებით ბარათში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსს მისწერა ამავე დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ხარჯების გამოყოფის თაობაზე, წერია, რომ „ჰილტონში“ 100 თანამშრომლის …

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ასფალტს ისევ დააგებენ, შემდეგ დახაზავენ ზებრა გადასასვლელებს

„წვიმიანმა ამინდებმა არ მოგვცა აქამდე ასფალტის დაგების საშუალება, მაისის თვეში მოწესრიგდება ასფალტის საფარი და შემდეგ დაიხაზება,“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ: რატომ არ მოეწყო ზებრა გადასასვლელები ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, იგივე ხელვაჩაურის გზაზე? ამ გზაზე რამდენიმე დღის წინ, 11 აპრილს, დაახლოებით 70 კაცი დაიღუპა – კაცი სახლიდან დღისით გადადიოდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ამ დროს …

ხალვაშის გამზირზე ახალდაგებული ასფალტი უკვე ამოტეხილია – როდის დასრულდება სამუშაოები

ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც 2023 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, დღემდე დაუსრულებელია. მეტიც, ახალდაგებული ასფალტის საფარი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია, რის გამოც გზებზე ორმოებია. დაზიანებულია სანიაღვრე არხის ცხაურებიც, ზოგან არხი ღიადაა დატოვებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხალვაშის გამზირის [ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის დასაწყისი] რეაბილიტაციაზე ტენდერი 22,2 მილიონი ლარით გამოაცხადა; ხელშეკრულება კი შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 …

შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე ორმხრივადაა შესაძლებელი. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე არსებული დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.“ – აცხადებს დეპარტამენტი. აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის დროს, 3 ოქტომბერს, ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული …

„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის გადათხრილი გზიდან [VIDEO]

„როდის დაიწყო და მე-19 საუკუნეში“, „ერთ არჩევნებზე დაიწყო და მეორეზე დასრულდება“, „საცობიი? – უუუფ რა ვიცი“, „ახალ მანქანას მიყიდით?“ – ასეთი რეაქცია აქვთ მძღოლებს, ხელვაჩაურის გზის რეაბილიტაციის პროცესზე კითხვების მოსმენისას. ხელვაჩაურის გზაზე მძღოლებთან გასაუბრების შემდეგ მიხვდებით, რომ აქ გზის რეაბილიტაციის პროცესს უკვე სარკასტულ-იუმორისტულ ჟანრში განიხილავენ. „გაბრაზების“ ეტაპს უკვე ჩაუვლია: „ლაპარაკით რა იქნება ვითომ“. იმავეს ვერ …

რატომ შეჩერდა ბათუმის ავტობანის მშენებლობა – კომპანიის კომენტარი

„ორ თვეზე მეტია გაჩერდა ავტობანი, ტექნიკის ნაწილი დატოვეს და ყარაულია მარტო დარჩენილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ როინ დევაძე, რომელიც ბათუმში, მახვილაურის დასახლებაში მშენებარე ავტობანთან ახლოს ცხოვრობს. მშენებელ კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ სამუშაოები შეჩერებულია და მიზეზად ფინანსური პრობლემები დაგვისახელეს. ავტობანთან ახლოს მცხოვრები ადამიანები მახვილაურში, სალიბაურსა თუ მახინჯაურში ჰყვებიან, რომ სამუშაოები ყველგან ერთდროულად შეწყდა, მშენებლობისგან დაბზარული სახლების კომპენსირებას კი, …

გზების დეპარტამენტის თქმით, შუახევში „გზა განვლად მდგომარეობაშია“

„ამჟამად მოვლა-შენახვის სამუშაოები სრულდება და გზა განვლად მდგომარეობაშია,“ – მოგვწერეს საქართველოს გზების დეპარტამენტიდან, სადაც დღეს, 18 მაისს, ვიკითხეთ: რატომ არის თვეების განმავლობაში შეჩერებული გზის რეაბილიტაცია ხიჭაურიდან შუახევის ადმინისტრაციულ ცენტრამდე. აქ სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ ახორციელებდა, რომელმაც სატენდერო პირობების შესრულება ვერ შეძლო და ხელახლა ტენდერი გამოაცხადეს. „13 მაისს გამოცხადდა ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 59-68 …

როდის იქნება ხულო-ზარზმის გზა – გზების დეპარტამენტის განმარტება

ხულოდან კურორტ გოდერძამდე გზა ისევ მოუწყობელია და ისევ მაღალი გამავლობის მანქანებით შეიძლება გადაადგილება. ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში არაერთხელ გაცემული დაპირება, რომ ხულო-ზარზმის გზას გააკეთებდნენ, ამ დრომდე არ შესრულებულა. როგორც ირკვევა, პირობა ვერც ახლა სრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, გზა კურორტ გოდერძიმდე 2023 წელს იქნება. ამ უწყების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით კი, სამუშაოები 2022 წელს ანუ …

რა შანსი გაქვს სასამართლოში, როცა შენს აივანზე ავტობანი გაიყვანეს

„შვილიშვილებიც გავასახლე უკვე, აღარ ვიტოვებ ჩემთან, იმხელა მტვერი ჩამოდის გზიდან და ხმაურია, აქ ცხოვრება ძალიან საშიშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მერი ტაკიძე. ის სოფელ სალიბაურში ცხოვრობს და ერთ-ერთია მათ შორის, ვისი სახლის აივნებთანაც ავტობანი გადის. გარდა იმისა, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს უკვე დაბზარულ სახლებში ცხოვრება უწევთ და ვერ ადასტურებენ, რომ ეს ზიანი ავტობანის მშენებლობისგან მიადგათ, პრობლემაა …

„ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ გავამაგრებთ“ – გზების დეპარტამენტის პასუხი სალიბაურელებს

„ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ ვგეგმავთ გამაგრებას,“ – გვითხრა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სალომე წურწუმიამ სოფელ სალიბაურში მოსახლეობის პროტესტის პასუხად. საუბარია ავტობანის მშენებლობაზე, რომელიც ბათუმთან ახლოს, სალიბაურში 14-მა ოჯახმა შეაჩერა. მოსახლეობა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ან გასახლებას, რადგან ავტობანის მშენებლობის დროს მათი საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესდა: საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და ცხოვრება საშიში გახდა. გარდა ამისა, …

ქედაში 2 თვის წინ მდინარის წაღებული ხიდი ჯერ არ აღუდგენიათ

ქედაში, სოფელ წონიარისში, ხიდი ამ დრომდე არ აღუდგენიათ. ხიდის ნაწილი ადიდებულმა აჭარისწყალმა 12 იანვარს წაიღო. მას შემდეგ ხიდზე გავლა შეუძლებელია.  ადგილობრივების თქმით, მათ დამატებით დაახლოებით 12 კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ შემოვლითი გზით შინ მისვლა შეძლონ. „პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს,“ – მიიჩნევენ აჭარის გზების დეპარტამენტში. აქ ვერ გვითხრეს, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მინიმუმ ახალი …

9-11 თებერვალს რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე,  9, 10 და 11 თებერვალს, 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. დეპარტამენტის ცნობით, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭიროა 143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბის წინა სამშენებლო …

გზების დეპარტამენტი შეფერხებულ მოძრაობაზე: სწრაფად მოვიდა დიდი რაოდენობით თოვლი

„დიდი ოდენობით თოვლი ძალიან სწრაფად მოვიდა. შეფერხება იყო იმიტომ, რომ ავტომანქანები უკან მიყვებოდნენ ტექნიკას, რომელიც გზას წმენდდა,“ – გვითხრეს საქართველოს საავტომობილო გზების პრესცენტრში ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც დღეს, 9 თებერვალს, მოძრაობა შეფერხდა. მახინჯაურიდან გვირაბის მიმართულებით საცობი იყო. მძღოლების თქმით, გზაზე არც ტექნიკური მარილი იყო დაყრილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს გზის გაწმენდაზე და …

ხულო-ზარზმის გზის სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი – გზების დეპარტამენტი

„ხულო-ზარზმის გზის ორივე ლოტზე სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი. შესაბამისად, კონტრაქტორის მიმართ ორივე ლოტზე გამოცემულია გამოსწორების შეტყობინებები ზედამხედველი ინჟინრების მიერ და კონტრაქტორმა უნდა გამოასწოროს ვალდებულებები. ზედამხედველი ინჟინრები და დეპარტამენტი ყოველდღიურად აკონტროლებენ კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მონიტორინგს უწევენ მას“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიიღო. ჩვენ გვაინტერესებდა დეპარტამენტის პოზიცია კომპანიის უმოქმედობასთან …

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

კომპანია „ტოდინს“, რომელმაც ხულო-ზარზმის გზა უნდა ააშენოს [პროექტის ღირებულება 110 მილიონი], სხვა ტენდერში ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. კომპანია სამტრედია-გრიგოლეთის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის [მესამე ლოტი] გამარჯვებული იყო, რომელთანაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეწყვიტა. „ტოდინის“ წინააღმდეგ მთავრობა საარბიტრაჟო დავას იწყებს. „საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, დაიწყოს საარბიტრაჟო პროცესი კომპანია Todini Costruzioni …

ახალი ფაქტი – ივანიშვილისთვის ხეებს სახელმწიფო მიწიდან თხრიან, მთავრობამ კი არაფერი იცის

აჭარიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ხეებს გადასატანად ამჯერად სახელმწიფო მნიშვნელობის გზის, ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთის გასწვრივ, ორ ადგილზე თხრიან. ერთ ადგილზე ხე, როგორც ქონების მართვის სააგენტოში გვითხრეს, კერძო კომპანიის საკუთრებაში დგას, მეორე ადგილზე – სახელმწიფო საკუთრებაში. ივანიშვილისთვის ამ ხეებს მესაკუთრის – სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, კანონდარღვევით იღებენ. აქ რამდენიმე ხე, მათ შორის მრავალწლოვანი, მოჭრეს კიდეც. …

ავტობანი – გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსი ზედამხედველ კომპანიაში დასაქმდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. ეს თანამდებობა ზურაბ სიხარულიძემ დატოვა და სამუშაოდ იმ კომპანიაში გადავიდა, რომელიც „ბათუმის შემოვლითი გზის“ პროექტს  ზედამხედველობს. „ჩემი სურვილით დავტოვე თანამდებობა, ბევრი ვიშრომე და ასე გადავწყვიტე… ისევ ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე განვაგრძობ მუშაობას. დავსაქმდი კომპანია „სნეკში“, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა და საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებს შემოვლითი გზის პროექტზე, ახლა …

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე ავტომანქანების გადაადგილება თავისუფალია. წვიმის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულთან 19 მაისს ჩამოწოლილმა მეწყერმა ბათუმი-ახალციხის მონაკვეთი ჩახერგა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდული იყო. „მობილიზებული გვყავდა ტექნიკა და ღამით გზა გავწმინდეთ. დანისპარაულის მიმდებარე ტერიტორია ზოგადად მეწყრული ზონაა, თუმცა ამ დროისთვის გზა გახსნილია. ჩვენ, სპეცტექნიკა მუდმივად გვყავს გოდერძის …

ბათუმი-ახალციხის საავატომობილო მაგისტრალი ჩაკეტილია

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალი დღეს დილიდან ჩაკეტილია. მეწყერი დაახლოებით დილის 6 საათზე, ქედაში, სოფელ პირველ მაისთან ჩამოწვა. გზების დეპარტამენტის მონაცემით, მოძრაობა მაგისტრალზე დაახლოებით ნახევარ საათში აღდგება. „გზების დეპარტამენტი დილიდან მუშაობს გზის გაწმენდაზე. დაახლოებით ნახევარ საათში ცალმხრივად აღდგება გზა. დღის განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა და რამდენიმე საათში სრულად გაიწმინდება მაგისტრალის მონაკვეთი, სადაც მეწყერი ჩამოწვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს …

კურორტ გოდერძიმდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 14 დეკემბერს, თოვისა და ლიპყინულის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 87-კმ 106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 87-კმ 106, ეს არის გზის მონაკვეთი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულიდან, კურორტ გოდერძის სათხილამურო ტრასამდე. სათხილამურო ტრასიდან …

სარფში მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზა გახსნილია

სოფელ სარფში მეწყრის შედეგად ჩახერგილი ავტომაგისტრალი გაწმენდილია და დღეს დილიდან მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ინფორმაციით, სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს, არის გეოლოგების დასკვნაც, რომ გასატარებელია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის საჭიროა ფერდის გამაგრება. მეწყერი სარფში წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა. დირექციის ინფორმაციით, მაგისტრალზე დაზიანდა ერთი ტრაილერი, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ზარალი არ არის და არავინ დაშავებულა. მეწყერი სარფში …

ექსპროპრიაცია – 70 ათასი ლარი სამსართულიან სახლში

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ირაკლი ჯაყელიძის ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ირაკლი ჯაყელიძე ჩაქვში ცხოვრობს და სამსართულიანი სახლი აქვს. მაგისტრალის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციის უფლება გზების დეპარტამენტს უკვე მიიღო, თუმცა სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობა – 70 ათასი ლარი, რასაც სახელმწიფო მესაკუთრეს უხდის, სამართლიანია თუ არა. „საუბრები 2011 წლიდან დაიწყო. ვიცოდი, რომ ჩემი ქონებითაც …

როგორია ავტობანის მშენებლობის ხარისხი

“ავტობანი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს,” – განაცხადა დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თამაზ ბაკურიძემ, ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა. მან ბრიფინგზე ავტობანის ქობულეთის მონაკვეთის ფოტომასალა წარმოადგინა, სადაც დაფიქსირებულია ქვების ცვენა “სოფლების: ციხისძირის, შუაღელეს, დაგვისა და ბობოყვათის მონაკვეთზე ყოველი წვიმის შემდეგ ხდება ქვის ცვენა და საფრთხეს უქმნის ამ სოფლების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ასევე სკოლის მოსწავლეებს,” – აცხადებს …

ხულოში, სხალთა-კვატიის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხულოში, ზომლეთი-ხიხაძირის გზის სხალთა-კვატიის მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. გზის სარეაბილიტაციო სავარაუდო თანხაა 4 მილიონ 988 ათას 937 ლარი. ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა. ტენდერი, რომელიც საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა წელს, 16 თებერვალს გამოაცხადა, 15 მარტს დასრულდა. რატომ არ გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან ამ დრომდე და ხომ არ ჭიანურდება დრო შეგნებულად? …

Exit mobile version