როგორ მუშაობს გენდერული დეზინფორმაცია ქალების წინააღმდეგ – დისკუსია

„კაცი ქალზე ჭკვიანია“, „კაცი უკეთესი მმართველია“, რომ „კაცს უფრო მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რადგან ის ოჯახს არჩენს“, – ამ და სხვა გენდერული დეზინფორმაციის გავრცელებისას, არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ კაცები უფრო მეტად ჩანან პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ასე შემდეგ. თუმცა ასეთ დროს ნაკლებად საუბრობენ იმაზე, თუ რა გარემოებები უშლის ხელს ქალებს განვითარებაში. როგორ მუშაობს გენდერული დეზინფორმაცია …

ქალების 11.9% ამბობს, რომ პარტნიორს მათთვის მიუყენებია შეურაცხყოფა – კვლევა

„საქართველოში გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებები დადებითია. მიუხედავად ამისა, ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ოჯახში საქმიანობების გადანაწილება, ბავშვზე ზრუნვის საკითხები და ქალისა და კაცის როლები, მოსახლეობა კვლავ კონსერვატიული ნორმების ერთგული რჩება. მაგალითად, ქალების კარიერული და პოლიტიკური განვითარება კვლევის მონაწილეების მიერ მხარდაჭერილია, თუმცა, არა როგორც პრიორიტეტი, არამედ საოჯახო როლთან შეთავსებული საქმიანობა“ – ვკითხულობთ გაეროს მოსახლეობის ფონდისა …

„ქალებმა რუსული კანონის წინააღმდეგ მედგრად იბრძოლეს… ოცნებას ეშინია ქალების“ – გამოკითხვა ბათუმში

სად არიან ქალები აჭარის მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებში

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი კაცია, ისევე, როგორც ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები. მერებს ჯამში 14 მოადგილე ჰყავთ და სამი მათგანია მხოლოდ ქალი. ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ამ პოზიციაზე ქალს არ ვხვდებით. შუახევის მერს 3 მოადგილე ჰყავს და მათგან ერთი ქალია, 2 ქალი მოადგილე ჰყავს ბათუმის მერს, თუმცა ქალაქის ვიცე-მერის თანამდებობა კაცს უკავია. აჭარაში მუნიციპალიტეტების …

რატომ არის მორჩილება ქალისთვის მონობა და არა სამკაული

„ცოლმა ქმარს უნდა დაუჯეროს, ეს სამკაული თუ არ აქვს – „მორჩილება“ და „თავმდაბლობა“, მაშინ, მთელ დედამიწაზე რაც ოქროებია ყველაფერი რომ ჩამოჰკიდონ, არაფერი იქნება მისი სამკაული. ძალიან უშნოდ გამოიყურება ამ შემთხვევაში. მორჩილება ქალის სამკაულია“, – ასე ასწავლის პატარა გოგონებს ერთ-ერთ მართლმადიდებელი სასულიერო პირი ქალის როლს. ამ შინაარსის ვიდეო ფეისბუქში 15 მაისს ატვირთეს. სასულიერო პირი, ბიჭებს მომავალი …

რატომ არის ხულოში 49 სკოლის დირექტორიდან 43 კაცი

ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 49 საჯარო სკოლაა. 43 სკოლაში დირექტორობის მოვალეობას კაცი ასრულებს, დარჩენილ 6 საჯარო სკოლაში კი – ქალი. ასევე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორის მოადგილის ანაზღაურებადი 16 პოზიციაა, სადაც 14 კაცი მუშაობს. ხულოს საჯარო სკოლის დირექტორებს შორის გენდერული უთანასწორობა ცხადად ჩანს ოფიციალური სტატისტიკით. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამაზე თავად სკოლის დირექტორები. დაბა ხულოს საჯარო სკოლის …

აჭარაში ყველა მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კაცია – სად არიან ქალები

აჭარის ექვს მუნიციპალიტეტს (ბათუმი, ქობულეთი, ქედა, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური) ექვსი მერი და საკრებულოს ექვსი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თორმეტ წამყვან პოზიციაზე მხოლოდ კაცები არიან წარმოდგენილნი. აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს არც ერთი თავმჯდომარე და არც ერთი მერი ქალი არ არის. საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეთა საერთო რაოდენობა აჭარის მუნიციპალიტეტებში თვრამეტია. საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეებიც აჭარის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, კაცები არიან. საკრებულოს თავმჯდომარის …

გოგონები უკეთ სწავლობენ, კარიერას კი ბიჭები იკეთებენ – რატომ?

საჯარო სკოლებს ყოველწლიურად გაცილებით მეტი გოგო ამთავრებს ოქროს მედალზე, ვიდრე ბიჭი, თუმცა კარიერის გარკვეულ საფეხურზე კაცები უფრო წინაურდებიან ხოლმე, ვიდრე ქალები. მაგალითად, მიმდინარე წელს, აჭარაში საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა 372-მა გოგომ და 167-მა ბიჭმა, ბათუმში კი – 11-მა გოგომ და 51-მა ბიჭმა. გოგოები რომ უფრო კარგად სწავლობენ სკოლაში, ამას სხვადასხვა ნაციონალური თუ საერთაშორისო კვლევაც …

ქორწინების გამო სკოლის მიტოვების 20 შემთხვევა გამოვლინდა – ომბუდსმენი

გასულ წელს სკოლის მიტოვების 20 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ბავშვთან ქორწინების მოტივით, გამოძიება დაწყებულია 132 ფაქტზეა. ამის შესახებ ისაუბრა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, ანგარიშის წარდგენის დროს. „ადრეული ქორწინება და ნიშნობის პრაქტიკა ისევ რჩება მთავარ პრობლემად გენდერული თანასწორობის მიმართულებით. 2020 წელს შსს-ს მხრიდან სავარაუდო დანაშაულის 132 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის მოტივიც იყო ბავშვთან ქორწინება. ხოლო განათლების …

ჩაქვის №1 სკოლა აშშ-ის დაფინანსებულ პროექტში შეარჩიეს – გენდერული თანასწორობა

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი პროგრამა – SHE’s GREAT-ი იწყება, რომლის მიზანი გენდერული სტერეოტიპების გარდაქმნა და ახალგაზრდებში ინკლუზიური საზოგადოების შექმნაა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები  გაივლიან ტრენინგებს გენდერულ ნორმებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტი გლობალური პროგრამის ნაწილია, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად განახორციელებს. მოსწავლეები გაწევრიანდებიან „გენდერი და ჩემი …

ხულოში „თანასწორობის კუთხე“ გახსნეს და მოაწყეს ფოტოგამოფენა – „გოგონები მომავლიდან“

ხულოს ბიბლიოთეკაში გაეროს მოსახლეობის ფონდმა „თანასწორობის კუთხე“ მოაწყო, სადაც ადამიანებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა შეეძლებათ, დისკუსიის გამართვა და თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კუთხე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გახსნა. დღეს, 5 სექტემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან, ხულოს მერიასთან და საკრებულოსთან, ასევე კომპანია „სილქნეტთან“ თანამშრომლობით დაბა ხულოში რამდენიმე ღონისძიება გამართა. გენდერული …

62%-ის აზრით, მშობლების ქონება ბიჭსა და გოგოს შორის თანაბრად უნდა გაიყოს – კვლევა

საქართველოში დაახლოებით ყოველი მესამე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მშობლების ქონება სრულად ან მისი უდიდესი ნაწილი ვაჟს უნდა გადაეცეს – ნათქვამია კვლევის ანგარიშში – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“.  კვლევა მოამზადა გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გაეროს პროგრამის – „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 62 პროცენტი …

გიორგი კეკელიძე: მეც ვიყავი გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი

დღეს, 18 თებერვალს, საქართველოში კიდევ ერთი ქალი მოკლეს. ქალებს კლავენ შვილების თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, საჯარო სივრცეებში, ქალებს კლავენ ქმრები, ყოფილი ქმრები ან პარტნიორები. პოლიციის მიერ გამოწერილი ორდერების მიუხედავად, დანაშაული არ მცირდება.  „ფემიციდი მხოლოდ მკვლელობა არ არის, ეს ქალების განდევნის ხელობაა“-ამბობს მწერალი გიორგი კეკელიძე. „ბათუმელები“ ამ პრობლემაზე მწერალს ესაუბრა. გუშინ თქვენ გარდაბანში 23 წლის ქალის მკვლელობას …

ფინეთის 34 წლის პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი, რომელშიც უმრავლესობა ქალია

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ფინეთის პარლამენტმა [ედესკუნტა] 99 ხმით ამ პოსტზე 34 წლის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, სანა მარინი დაამტკიცა. ფინეთის მმართველ კოალიციურ მთავრობაში 5 პარტიაა გაერთიანებული და ხუთივეს ქალი ხელმძღვანელობს, ყველაზე უფროსი მათგან 55 წლისაა, დანარჩენი კი – 35 წელზე ნაკლების. ცენტრისტულ პარტიას 32 წლის კატრი კულმუნი ხელმძღვანელობს, რომელიც ახლა უკვე ფინეთის ფინანსთა …

რას ნიშნავს იყო სრულფასოვანი ქალი საქართველოში

ქალი აუცილებლად უნდა „ჩაბარდეს პატრონს“, ანუ დაქორწინდეს – ეს შეხედულება საქართველოში, ნებისმიერ ურბანულ სივრცეში, როგორც ქალაქში, ისე სოფლად მყარად ფეხმოკიდებული ფასეულობაა. რამდენად რთულია შედგე როგორც სრულფასოვანი ქალი „პატრონის“ გარეშე? – ფემინისტი ქალების თქმით, ეს რთული მაგრამ შესაძლებელია. „ვერ გათხოვდი?“ „გაუთხოვარი უნდა დარჩე?“ „სხვებზე ნაკლები რითი ხარ, რატომ არ უნდა გათხოვდე?“ – ეს კითხვები მოქალაქე ნინო …

მსოფლიო ჩემპიონი: ქალებს ხშირად გვიწევს იმის მტკიცება, რომ ძლიერები ვართ

მსოფლიო ჩემპიონს მკლავჭიდში, 18 წლის მარიამ ნოდიას, დღეს, 5 ნოემბერს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში შეხვდნენ. შეხვედრის დროს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მარიამ ნოდიას უთხრა, რომ ის ბაკალავრის საფეხურის სწავლის გადასახადისგან მთლიანად გაათავისუფლა. მწვრთნელის თქმით, მარიამმა „წლების მანძილზე დაუმარცხებელი“ კონკურენტი დაამარცხა, „კონკურენტი იყო თურქეთის მოქალაქე, რომელსაც არც ერთი წაგება არ ჰქონდა. მარიამი სამი წელიც არ არის, რაც …

„იდეალური ცოლი და ქმარი“ – ტესტი სასკოლო სახელმძღვანელოში

როგორია „იდეალური ცოლი“ და „იდეალური ქმარი“? – ეს არის ტესტი მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების წიგნიდან. სახელმძღვანელოს სამი ავტორი ჰყავს – თამარ მეიფარიანი, ირინე ვადაჭკორია და ლელა მიქიაშვილი. წიგნი „საქართველოს მაცნემ“ გამოსცა. იმისათვის, რომ მოსწავლემ გაარკვიოს, ჯდება თუ არა „იდეალური“ ცოლის ან ქმრის კრიტერიუმში,  5 ქვეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. პირველი კითხვა – გათხოვებას, ცოლის თხოვას ისურვებდით: …

სად ირღვევა ყველაზე ხშირად ქალების უფლება? – რაზე ისაუბრეს ქალებმა ბათუმში

დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან, ასევე, გენდერული საბჭოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. განხილვის თემა იყო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ, ბოლო პერიოდში, საკანონმდებლო სფეროში განხორციელებული ცვლილებები. ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია ამბობს, რომ ხშირად ქალებმა არ იციან, სად და რა ფორმით ირღვევა მათი უფლება. სწორედ ამისთვისაა საჭირო …

Write On! – კრეატიული წერის სამი გამარჯვებული ბათუმიდან

Write On! – არის ინგლისურენოვანი საერთაშორისო კონკურსი კრეატიულ წერაში. ის საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ორგანიზებით ტარდება. წელს, ნაციონალურ კონკურსზე სამმა გოგონამ გაიმარჯვა ბათუმიდან. კონკურსის პრინციპი ასეთია – გაძლევენ ამბის დასაწყისს, შემდეგ კი ამბავი კონკურსის მონაწილემ საკუთარი შემოქმედებითი უნარის მიხედვით უნდა განავითაროს და დაასრულოს. ფინალში ყველაზე კრეატიული იდეის ავტორები გადადიან. თამარ ტაბიძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-11 …

„შენი ხმა თანასწორობისთვის“-კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქსელი“ (NCCE), „ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან“ (NDI) ერთად და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს რეგიონული სკოლების უფროსკლასელებისთვის სახელწოდებით „შენი ხმა თანასწორობისთვის“. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს ან მის რომელიმე წევრს უნდა გაუგზავნონ წერილი, რომლითაც საბჭოს კონკრეტულ წევრს გაუზიარებენ თავიანთ შეხედულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საბჭომ ან …

კაპიტნის თანაშემწე ქალი ბათუმიდან, რომელიც კაპიტნობას აპირებს

„მეზღვაურების დასაქმების კომპანიების უმრავლესობას ახლაც პირდაპირ აქვთ მითითებული აპლიკაციაში, რომ მამაკაცი სჭირდებათ. ქალ მეზღვაურს განაცხადის გაკეთების უფლებაც კი არ აქვს. მეც ძალიან გამიჭირდა დასაქმება, ქალი რომ ვარ იმიტომ,“ – ეს ბათუმელმა მეზღვაურმა ნათია ლაბაძემ აღნიშნა სასტუმრო „ჰილტონში“ დღეს გამართულ შეხვედრაზე. შრომით ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე ტრენინგი „ჰილტონში“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მოაწყო. სახალხო დამცველის წარმომადგენლები საზღვაო …

შეცვლილი როლები მეოცე საუკუნის სექსისტურ პოსტერებში

დიდი გარჯა არ დაგჭირდებათ, თუ სექსისტური რეკლამების ძებნას შეუდგებით სატელევიზიო ეთერსა და ბეჭდურ პრესაში. მე-20 საუკუნის შუა წლებში ასეთი რეკლამები ჩვეულებრივად აღიქმებოდა და ნორმალურ, მეტიც მიმზიდველ სარეკლამო პროდუქტად მიიჩნეოდა. ქვემოთ მოცემული, მეოცე საუკუნის შუაპერიოდისდროინდელი სარეკლამო პოსტერები არა მხოლოდ  მოძველებული და გამაღიზიანებელი, არამედ ძალადობრივი ელემენტების შემცველიცაა. ბევრ პოსტერზე ქალთმოძულეობის აშკარა და პირდაპირ მინიშნებებსაც აღმოაჩენთ. გენდერული სტერეოტიპები …

გენდერული დისბალანსი ხულოს პარტიულ სიებში

ხულოს # 84 საარჩევნო ოლქში, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყველაზე მეტი ქალი „ლეიბორისტულ პარტიას“ ჰყავს წარმოდგენილი. 10 ქალი და 6 კაცია – ასეთია პარტიის საარჩევნო სიაში გენდერული ბალანსი. „ქართული ოცნების“ 20-წევრიან სიაში კი მხოლოდ ოთხი ქალია, პარტიული სიის მესამე, მეექვსე, მე-10 და მე-11 ადგილებზე. „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში 23 კანდიდატიდან შვიდი ქალია, თუმცა პარტიული სიის სამეულში არც …

გენდერული თანასწორობა – „ქართული ოცნება“ შვიდ პარტიას შორის ბოლო ადგილზე

19 მაისს „დემოკრატიული სკოლის“ ბათუმის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ – პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობის შეფასებაზე კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. NIMD- ის პროგრამების ხელმძღვანელის  სალომე მუხურაძის თქმით, კვლევის კრიტერიუმების თანახმად,  პარტიას უნდა ჰქონოდა გადალახული ერთპროცენტიანი ბარიერი 2016 წლის არჩევნებზე, ასევე, უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული 2015 წლამდე. ეს კრიტერიუმები მხოლოდ შვიდმა პარტიამ დააკმაყოფილა. კვლევის შედეგებით, გენდერული თანასწორობის …

„კაცებს აქვთ წარმოდგენა ქალის შრომაზე, მაგრამ არაფერს აკეთებენ ამის შესამსუბუქებლად“

8 მარტს „დემოკრატიის ინსტიტუტში“ მშვიდობის კორპუსის მოხალისემ, პროფესიით პილოტმა მერი ჩენდლერმა  ამერიკასა და საქართველოში ქალების კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე და გენდერული თანასწორობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა. მერი ჩენდლერმა საკუთარ მოხსენებაში აღნიშნა, რომ  World Economic Forum-ის (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის) მონაცემებით, 144 ქვეყნას შორის გენდერული თანასწორობის განმსაზღვრელი სხვადასხვა ინდიკატორით აშშ მე-40, საქართველო კი 90-ე ადგილზეა. მერი, რა არის თქვენთვის ყველაზე თვალსაჩინო სხვაობა საქართველოსა და …

რამდენი ქუჩა ატარებს ქალის სახელს ბათუმში

ბათუმში 220-ზე მეტი ქუჩაა, მათგან 163 ქუჩა საქართველოს ან კონკრეტულად აჭარის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე მამაკაცების სახელობისაა, ქალი მოღვაწეების სახელს კი მხოლოდ 9 ქუჩა ატარებს. თუ ქუჩების დასახელებებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ აჭარის ან მთლიანად საქართველოს ისტორიიდან, საზოგადოებამ მხოლოდ 9 ღვაწლმოსილი ქალი გამოარჩია. გენდერული დისბალანსი ქუჩების სახელდებისას მხოლოდ ბათუმის პრობლემა არ არის. გენდერის კვლევების სპეციალისტი, ეთუნა …

მხოლოდ 6 დირექტორი ქალი ხულოს 49 სკოლაში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლას არსებობის მანძილზე ქალი დირექტორი არ ჰყოლია. ღორჯომის თემის შორეულ სოფელში ეს სკოლა არსებობის საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. სკოლამ დღემდე არაერთი დირექტორი გამოიცვალა, თუმცა ყველა მათგანი მამაკაცი იყო და დღესაც წამყვან პოზიციას სკოლაში კაცი ინარჩუნებს. ხულოს მუნიციპალიტეტში 49 საჯარო სკოლაა. ქალი დირექტორი მათგან მხოლოდ 6 სკოლას ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ …

Exit mobile version