Liquid Structure – გამოფენა, პერფორმანსი და მუსიკა ბათუმში, ზღვის პირას

შაბათს, 11 მაისს, 16 საათიდან, ბათუმის პირსის ტერიტორია დროებით გადაიქცევა სივრცედ გამოფენისთვის, პერფორმანსებისთვისა და საჯარო საუბრებისთვის. ბათუმში უკვე მეორედ იმართება პროექტი Liquid Structure. პროექტი აერთიანებს 7 მონაწილეს საქართველოდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან, რომლებიც სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს წარადგენენ ინსტალაციის, სკულპტურის, პერფორმანსისა და სხვა სახით და, ასევე, ერთ კოლექტივს, რომელიც გამოფენას დახურავს ცოცხალი ელექტრო- აკუსტიკური იმპროვიზაციით. …

ბათუმში ბელარუსმა მხატვარმა მონეტებით შექმნილი ბუბა კიკაბიძის პორტრეტი წარმოადგინა

ბათუმში, სასტუმრო „მერიდიანში“, დღეს, 22 ნოემბერს, ბელარუსმა მხატვარმა, ვადის კრასოვსკიმ საკუთარი ახალი ნამუშევარი წარმოადგინა – ვახტანგ კიკაბიძის პორტრეტი, რომელიც 5-თეთრიანი, შეღებილი მონეტებითაა შექმნილი. ნამუშევრის წარდგენას წინ უძღოდა ვახტანგ კიკაბიძის პორტრეტზე მუშაობის ამსახველი ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იყო, რომ პორტრეტი სასტუმრო „მერიდიანის“ კოშკზეც იყო გამოფენილი. ვადის კრასოვსკიმ პორტრეტის პრეზენტაციაზე თქვა, რომ ეს პორტრეტი მის პატივისცემას გამოხატავს ქართული …

ბათუმში წიგნისა და განათლების პირველი გამოფენა გაიხსნება | ანონსი

24 მარტს ბათუმში, სპორტის სასახლეში, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. გამოფენის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მიიღონ სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ. გამოფენაში მონაწილეობს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის …

როგორ გამოსახავდნენ ნიდერლანდურ რუკებზე საქართველოს – გამოფენა ბათუმში

„საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც 14 დეკემბერს, მხოლოდ ერთი დღით გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, №55 აუდიტორიაში, 14:00-დან 19:00 საათამდე. გამოფენა , რომელსაც „ღია სივრცე კავკასია“ (COS) მართავს, ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავს ეძღვნება და მისი მხარდამჭერი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოა. …

ილია ჭავჭავაძის პირადი ნივთების გამოფენა ბათუმში

ბათუმში ილია ჭავჭავაძის და მისი მეუღლის, ოლღა გურამიშვილის პირადი ნივთების გამოფენა გაიხსნა. ილიას პირადი ნივთები საგურამოს სახელმწიფო მუზეუმიდან არის ჩამოტანილი. დაინტერესებულ პირებს ქართველი მწერლისა და მისი მეუღლის ნაქონი უნიკალური ნივთების დათვალიერება ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში შეუძლიათ, რომელიც გრიბოედოვის ქუჩაზე, №5-ში მდებარეობს. მუზეუმი ყოველდღე მუშაობს, დილის 10-დან 18 საათამდე. გამოფენა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ხელოვნების მუზეუმში რობერტ კაპას ფოტოების გამოფენა გაიმართება

14 სექტემბერს, 17:00 საათზე, აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება მე-20 საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და ომის რეპორტიორის, რობერტ კაპას ფოტოგამოფენა – „რობერტ კაპას ობიექტივში“. დასწრება უფასოა. 1947 წელს რობერტ კაპა ამერიკელ მწერალთან ჯონ სტეინბეკთან ერთად საქართველოში მოგზაურობდა, ისინი აჭარაში, კერძოდ ქობულეთის სოფელ ალამბარშიც იმყოფებოდნენ. გამოფენა აჭარის მუზეუმისა და უნგრეთის რობერტ კაპას თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრის ორგანიზებით იმართება. …

ძველი ბათუმის ფოტოების გამოფენა ევროპის მოედანზე

ხვალ, 9 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გაიმართება გამოფენა „ძველი ბათუმის ცნობილი და ნაკლებცნობილი ფოტოები“. ფოტოგამოფენა, რომელიც დაიწყება 17:00 საათზე, ეწყობა პროექტის – „გაიგე მეტი ბათუმზე“ ფარგლებში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერის, შოთა გუჯაბიძის პირადი არქივიდან. ღონისძიების ხელმძღვანელის, აზა გაბუნიას თქმით, გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ძველი ბათუმის როგორც ცნობილი, ასევე აქამდე უცნობი კადრების ნახვაც: „სხვადასხვა …

„გრადაცია“ – გამოფენა ტრანს თემის ცხოვრებაზე პანდემიაში

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფინეს ნამუშევრები, რომლებიც პანდემიის დროის ტრანს თემის ცხოვრებას ეხმიანება. გამოფენა დამთვალიერებელს იმ რეალობას აღუწერს, რასაც ტრანს თემი ყოველდღიურად გადის. გამოფენის ავტორს სურს საზოგადოებას დაანახოს  როგორ   დამძიმდა მათი ცხოვრება პანდემიის დროს, როცა თემის წევრების დიდი ნაწილი მინიმალური შემოსავლის გარეშე დარჩა,  მათ შორის ბევრს სახლიც კი არ ჰქონდა, რომელშიც რეგულაციებით გათვალისწინებული შეზღუდვების დროს …

Art-Covid – აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

2 მარტს აჭარის ხელოვნების მუზეუმში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი გამოფენა გაიხსნა. სახელი და კონცეფციაც სიმბოლურად პანდემიასთანაა კავშირში -“Art-covid – მხატვრები პანდემიის პირისპირ”. გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები ბათუმელი მხატვრების მიერ იზოლაციის პირობებშია შესრულებული. „პანდემიის პერიოდში მხატვრები ძირითადად სახლში ისხდნენ და ბევრი დრო ჰქონდათ მუშაობისა და ახალი აღმოჩენებისთვის. განაცხადის მიხედვით გასული …

ფემინისტური არტკოლექტივის „გორგონების“ გამოფენა ბათუმში [ანონსი]

ბათუმში, 5-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება ფემინისტური არტკოლექტივის, „გორგონების“ გამოფენა სახელწოდებით – „რეალობა, რომელშიც ვცხოვრობ“. გამოფენაში მონაწილეობენ არტისტები: ნინო გავაშელი, სალომე ვეფხვაძე, მარიამ კაპანაძე, ანა კვიჭიძე, ქრისტინე ბებია და მაგდა ბატიაშვილი. გამოფენა ერთგვარი ექსპერიმენტია, სადაც არტისტები სხვადასხვა თანამედროვე საშუალებით [ინსტალაცია, ფოტოგრაფია, ფერწერა, პერფორმანსი და სხვა] ეცდებიან შექმნან თავიანთი პირადი გარემო. დამთვალიერებლებს საშუალება …

საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოფენა ბათუმში

ხვალ, 25 თებერვალს, ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული, მუზეუმში დაცული მასალების გამოფენა გაიმართება. მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ფონდებში დაცული მასალები და ფოტოები, არამედ გაზეთები და ექსპონატები. ჩატარდება ლექციები საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ბათუმელი ჩინოვნიკები პარიზში გამოფენაზე ბიუჯეტის ხარჯით

აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საფრანგეთში, პარიზში არტ-კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, ცხრა ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და ერთ კვირას გაგრძელდება. აჭარიდან “არტ კაპიტალზე” გამოფენილია მხატვრების – აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის ნამუშევრები. ქართველი მხატვრების გამოფენაზე იმყოფება ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საკრებულოს წევრი, ასევე …

„ბრა-ლიანტი“- გამოფენა ბათუმში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად

29 ოქტომბერს ბათუმში ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად არტპროექტი – „ბრა-ლიანტი“ გაიმართება ნიუ-იორკიდან. „ბრა-ლიანტი“ საქველმოქმედო პროექტია, რომელსაც ორგანიზაცია „ბრილიანტ სუფორთ იბერია“ წარმოადგენს. გამოფენა პირველად 2018 წლის ოქტომბერში ცენტრალურ პარკთან მდებარე „ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში“ გაიმართა. ფონდში  შემოსული თანხები კი „მემორიალ სლოუნ კეტერინგ კიბოს ცენტრში“ გადაირიცხა. ორგანიზაცია წარმოადგენს მსოფლიოში პირველ და ყველაზე მასშტაბურ კიბოს …

შვედეთის ელჩი ბათუმში ვალენბერგის ქუჩაზე

ბათუმში დღეს, 10 ოქტომბერს, შვედი დიპლომატისა და ბიზნესმენის რაულ ვალენბერგის ქუჩაზე გამოფენა მოეწყო, რომელსაც შვედეთის მოქმედი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომიც ესწრებოდა. ასევე აქ იმყოფებოდნენ ბათუმის ებრაული თემის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. ამ გამოფენით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს შვედი დიპლომატის დამსახურება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის წლებში 10 ათასამდე ებრაელის სიცოცხლე იხსნა ჰოლოკოსტის დროს. „პირველ რიგში, …

ბავშვთა სახეები ხელოვნებაში – გამოფენა ღია სივრცეში

დღეს 5 ოქტომბერს, ბათუმში, ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე სკვერში ხელოვნების მსოფლიო შედევრების რეპროდუქციების ფოტოსესია გაიმართა. გამოფენილი იყო ფიროსმანის, რენუარის, მოდილიანის, მონეს და სხვა ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები. გამოფენა, როგორც მხატვარი ნინო ნიჟარაძე გვეუბნება, გაიმართა ევროპული მემკვიდრეობის დღეების ღონისძიებების ფარგლებში. ფოტოსესიაში მონაწილეობდნენ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები. გამოფენა დღის განმავლობაში გრძელდება და მსურველებს შეუძლიათ ცნობილი ფერწერული ნამუშევრების რეპროდუქციის დათვალიერება. ამავე …

დიდი ბრიტანეთის სეზონი ბათუმში [ფოტო]

დღეს 5 ოქტომბერს, ბათუმშო ლონდონის სკვერში, „დიდი ბრიტანეთის სეზონი“ დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ბრიტანული დღეები საქართველოს რამდენიემ ქალაქში იმართება, მათ შორის ბათუმში. ბავშვებსა და მოზარდებს კითხვები დაუსვეს დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით. მათ საჩუქრად გადაეცათ სიმბოლიკიანი გულსაბნევები,  გაერთიანებული სამეფოს დროშა, ჩანთები და სხვადასხვა  აქსესუარები. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ ბრიტანეთში არსებულ უნივერსიტეტებზე და განათლების შესაძლებლობაზე. ღონისძიებაზე ელოდებიან ბრიტანეთის …

,,ნახატის ენა“ – ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების გამოფენა ბათუმში [ანონსი]

4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ,,ნახატის ენა“ – ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების გამოფენა გაიხსნება. საერთო გამოფენა გამოხატავს ორი ქვეყნის ხელოვნებაში არსებულ ძირითად ტენდენციებს და აჩვენებს ქართველი და ლიეტუველი ილუსტრატორების სტილისა და მხატვრული იდიომების მრავალფეროვნებას. გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ, თუ როგორ ინტეგრირდება მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები წიგნებში და როგორი კავშირი აქვთ მათ ტექსტთან. გამოფენის …

რეჟისორ რეზო ესაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა ბათუმში

დღეს, 17 სექტემბერს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში ცნობილი რეჟისორისა და მხატვრის, რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. რესო ესაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „წკიპურტები“, „ერთი ნახვით შეყვარება“, „ნეილონის ნაძვის ხე“ და ა.შ. როგორც მსახიობს, შესრულებული აქვს 15 მთავარი როლი, ასევე არის ლექსების ორი კრებულის ავტორი, მხატვარი წიგნისა – „სიბრძნე მინიატურაში“. მისი ბიოგრაფია შეტანილია …

“Switzerland-საქართველო” – ორი ქვეყნის მსგავსი ადგილების ფოტოგამოფენა ბათუმში

10 აგვისტოს ბათუმის ბულვარში შვეიცარიის საელჩო მართავს გამოფენას სახელწოდებით “Switzerland-საქართველო”. “გამოფენაზე ფოტოების სახით წარმოდგენილი იქნება ჩვენ მიერ აღმოჩენილი და დანახული შვეიცარიისა და საქართველოს მსგავსება და საერთო ნიშან-თვისება,” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოფენა ბათუმის ბულვარში, კოლონადების წინ, 16:00 საათზე დაიწყება.  

იაპონელი მხატვრის გამოფენა ბათუმში

ბათუმში პირველად, იაპონელი მხატვრის ისაო ტომოდას ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენა, სახელწოდებით – „წარმოიდგინე“, ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში 8-10 აგვისტოს გაიმართება. აჭარის მუზეუმის ინფორმაციით, ისაო ტომოდა 1944 წელსაა დაბადებული, განათლება მიღებული აქვს ნიუ-იორკის ხელოვნების ლიგაში დიზაინის განხრით. „დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ილუსტრატორად, გაფორმებული აქვს 200-მდე წიგნი, 1970-იანი წლებიდან მოღვაწეობს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით მრავალფეროვან ტექნიკაში (ტუში, პასტელი, ზეთი)“. …

„ორი ნაპირი“ – ლატვიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა ბათუმში

დღეს, 2 აგვისტოს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ქართველი მხატვრის, ნუგზარ პაქსაძის პერსონალური გამოფენა – „ორი ნაპირი“ გაიმართება. „ნუგზარ პაქსაძე 1982 წლიდან ლატვიაში ცხოვრობს. ის არაერთი საერთაშორისო პლენერის [ფერწერა ღია ცის ქვეშ] მონაწილეა, არის მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორი. მუშაობს ფერწერასა და ინტერიერის დიზაინში“, – ნათქვამია ხელოვნების მუზეუმის პრესრელიზში. „ორი ნაპირი“ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება …

ირანელი მხატვრის (სალომე მესჩიანი) გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში

ბათუმში 27-29 ივლისს, „თანამედროვე ხელოვნების ცენტრში“ ირანელი მხატვრის სალომე მესჩიანის (Salomeeh Meschian) ინდივიდუალური გამოფენა „დროის საწყისი“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ პასტელით შესრულებული ნამუშევრების კოლექცია. გამოფენის კურატორი – რაუფ ფალაჰი (მხატვარი, რეჟისორი – ირანიდან). თანამედროვე სამყარო დამანგრევლად მოქმედებს ადამიანურ აზროვნებაზე, იდელოგიაზე და კაცობრიობას უჭირს სწორი გზის მოძიება. ჩვენ ვერ შევძლებთ შევიცნოთ ხელოვნება თუ არ …

„ბათუმი ევროპული ქალაქი“ – გამოფენა უფასო ყავითა და ღვინით

27 ივლისს აჭარის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა – „ბათუმი ევროპული ქალაქი“. ფოტოებზე  ასახულია 1880-1921 წლების ბათუმი. კერძოდ, გამოიფინება ფოტოებზე ასახული ბათუმში არსებული ევროპული ქვეყნების საკონსულოების შენობები და ამ პერიოდში მოღვაწე ბათუმთან დაკავშირებული ცნობილი ევროპელების ფოტომასალები. მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენის დროს დაგეგმილია ჯინჭარაძის ქუჩის გადაკეტვა, სადაც გამოიფინება იმ პერიოდის ფოტოები და მუზეუმში დაცული სხვადასხვა ექსპონატი. გამოფენა 14:00 …

ევროპული მოედნების გამოფენა ბათუმში – მთავარი ელემენტი ადამიანია 

დღეს, 9 ივნისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო ფოტოგამოფენა – ევროპული მოედნები და მათი ისტორიები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო  ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნი რუმინეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. წიგნზე მუშაობდა ეთნოგრაფი და ანთროპოლოგი კატალინ დ. კონსტანტინი. ის საქართველოში, კერძოდ, თბილისში არსებულ მოედნებსაც სწავლობს. „ბათუმელებს“ მან უთხრა, რომ საქართველოს მოედნებს შემდეგ გამოფენებში უფრო ვრცლად …

ირინა ტორონჯაძის გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

დღეს, 27 ივნისს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ირინა ტორონჯაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „უბრალოდ“. გამოფენაზე მხატვრის მიერ  ჟანრობრივად განსხვავებული ფერწერული, გრაფიკული და კერამიკული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. „სიყვარულზეა ჩემი ნახატები. სიყვარულის გარეშე არაფერი არ არსებობს, მე ასე ვფიქრობ და ჩემი შემოქმედება არის სიყვარულის ინტერპრეტაცია,” – ამბობს „ბათუმელებთან“ მხატვარი. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდშია შესრულებული. ბოლო წლების …

ჯონი ჯიჯეიშვილის პერსონალური გამოფენა ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში

დღეს, 3 მაისს, ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში თვითნასწავლი ბათუმელი მხატვრის, ჯონი ჯიჯეიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ჯონი ჯიჯეიშვილი პროფესიით ფილოლოგია, არის რამდენიმე წიგნის ავტორი, რომლებშიც შესულია მისი მოთხრობები და რომანი. იგი ხატვით 40 წლის ასაკში დაინტერესდა. გამოფენაზე მხატვრის 30 ნამუშევარია გამოტანილი. გამოფენა ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში 4 მაისამდე დარჩება. “ჯონის, ამ თვითნასწავლი მხატვრის პრიმიტივისტული თუ ნაივური სტილით შესრულებული ნამუშევრები, …

აფრიკაში გადაღებული ფოტოების გაყიდვა ბათუმში ქართველი ბავშვების დასახმარებლად

„ეს არის ფოტოები, რომლებიც მოგზაურობის დროს გადავიღე, მათ შორის, აფრიკაში, ტანზანიაში… გამოვფენ აჭარის მაღალმთიან სოფლებში გადაღებულ ფოტოებსაც,“ – ამბობს გურბეთ ქართალმიში. ის თურქეთიდანაა და მეორე წელია ბათუმში ცხოვრობს. გურბეთი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურას ამთავრებს და ერთ-ერთ კერძო სკოლაში ინგლისურს ასწავლის. გურბეთ ქართალმიშის ფოტოების გამოფენა-გაყიდვა ხვალ, 5 აპრილს, საღამოს ხუთ საათზე გაიხსნება სამხატვრო სკოლაში [ბათუმი, ფიროსმანის …

„მაზნიაშვილი – დაუმარცხებელი გენერალი“ – გამოფენა ღია ცის ქვეშ

დღეს, 19 მარტს, ბათუმში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში ბათუმისათვის ბრძოლის 98-ე წლისთავისადმი მიძღვნილი  გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით „მაზნიაშვილი – დაუმარცხებელი გენერალი“. ქუჩაში გამოფენილი იყო 1921 წელს ბათუმის ბრძოლებში დაღუპული გმირთა საფლავების გათხრების ამსახველი ფოტომასალა, ქუთაისი სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან წარმოდგენილი იყო მაზნიაშვილის თანამებრძოლების, სარავას და ზაქარიაძის ხმლები. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა …

იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება

იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება პროექტის „საქართველო-ღვინის სამშობლო“ ფარგლებში. განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-ისა და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით ეწყობა. „ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე. იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare“-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა, რომელსაც დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში …

პირველი მხატვარი ქალი აჭარიდან – გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში

დღეს, 5 მარტს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში პირველი აჭარელი  მხატვარი ქალის, მუთებერ ვარშანიძის საიუბილეო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე მხატვრის ორი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. “წითელარმიელის დაბრუნება” – ასე ჰქვია მუთებერ ვარშანიძის ზეთით შესრულებულ ნამუშევარს, რომელიც სოცრეალიზმის ნიმუშადაა მიჩნეული. ნახატი მუზეუმში 1968 წელს მიიტანეს მხატვრის ოჯახის წევრებმა. მეორე ნამუშევარი, ნატურმორტი, საგამოფენოდ გადასცა მუზეუმს მხატვრის დისშვილმა, ქეთევან თალაკვაძემ. გამოფენაზე ასევე …

გირჩების გამოფენა ბათუმის უნივერსიტეტში

დღეს, 26 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი გირჩების გამოფენას მართავს. გამოფენა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 2018 წელს გირჩების გამოფენა მეხუთედ ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 75-მდე სახეობის გირჩი. „აქვე გაიმართება გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა,“- ნათქვამია ბოტანიკური ბაღის განცხადებაში.

„არჩევანი, არადანი“ – გამოფენა ბათუმში გენდერულ თემაზე

დღეს, 9 ივნისს, 18:00 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში Project ArtBeat-ის ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, სახელწოდებით „არჩევანი, არადანი“. გამოფენა გენდერული თანასწორობის თემას ეძღვნება. „არჩევანი, არადანი“ 14 თანამედროვე ქართველი მხატვრის გამოფენაა, რომლებიც განგებ ორ გუნდად არიან დაყოფილი. გამოფენის კურატორი ნათია ბუკია წერს: „ქალის და კაცის უთანასწორობის თემა, რაც თავი მახსოვს, ჩემთვის სულ ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით 5 წელია, …

ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

29 აპრილს, 14:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბამბუკების გამოფენა მოეწყობა. ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება 16 სახეობის ბამბუკი. გამოიფინება ბამბუკისგან დამზადებული აქსესუარები, რისი შეძენაც დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება. გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ბამბუკისგან დამზადებული სხვადასხვა სახის დესერტებისა და კოქტეილის დაგემოვნებაც. გამოფენა გაიმართება პანორამულ გადასახედზე. უახლოესი შესავლელი სალარო უღელტეხილის მხრიდან. გამოფენაზე დასწრება უფასოა.

„აკვარიუმი“ – სალომეა ბაუერის ნამუშევრების გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

13 აპრილს ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ქართველი არტისტის  სალომეა ბაუერის ნამუშევრები გამოიფინება, სახელწოდებით „აკვარიუმი“. „თანამედროვე ხელოვნების სირცვის“ განმარტებით, გამოფენაში წარმოდგენილ ფერწერულ შემოქმედებაში არტისტი ხაზს უსვამს ადამიანს, როგორც ძირითად ობიექტს. „ის გამოფენის ძირითად სათქმელს აღწერს როგორც „სტოპ-კადრის“ მომენტს, პაუზას, სადაც გამახვილებულია ყურადღება მომხდარის მიზეზსა და შედეგზე. სალომეა თავის ნამუშევრებში გადმოსცემს მისთვის ახლო ადამიანების ისტორიებს, რამაც მას …

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ამერიკულ კუთხეში

ბათუმის ამერიკულ კუთხეში 27 მარტს პროექტის – „ქალთა ისტორიის თვე“ – დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თექაზე შესრულებული ხელნაკეთი ნივთები: სამკაულები, ჩანთები, შარფები და სხვა. ასევე, ფერწერული ნახატები. „ნივთების ნაწილი თექაზე მუშაობის შემსწავლელი პრაქტიკული კურსების მონაწილე ქალებმა შექმნეს.  ყველა მსურველს შეუძლია პროდუქციის დათვალიერება და შეძენა,“-ნათქვამია პრესრელიზში. …

ცრემლები, ოფლი, მენსტრუალური სისხლი – უჩვეულო გამოფენა ლონდონში

ლონდონელ მხატვარს, ემი შაროქსს, უცნაური იდეა მოუვიდა, 2013  წლიდან მოგზაურობა დაიწყო და წყლის მუზეუმის შესაქმნელად ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში არც მეტი, არ ნაკლები, უბრალოდ სითხეების შეგროვება დაიწყო. მის მიერ წარმოდგენილ გამოფენაზე, მაგალითად, წარმოდგენილია წყალი, რომელიც დამდნარი თოვლის ბაბუასგან დარჩა, ე.წ. წმინდა – ნაკურთხი წყლები, დონორებისა და მოხალისეების მიერ შეგროვილი ცრემლები, ოფლი და დახურულ სივრცეში სუნთქვისას წარმოქმნილი …

Exit mobile version