მთავარი,სიახლეები

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ამერიკულ კუთხეში

23.03.2018 • 2348
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ამერიკულ კუთხეში

ბათუმის ამერიკულ კუთხეში 27 მარტს პროექტის – „ქალთა ისტორიის თვე“ – დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თექაზე შესრულებული ხელნაკეთი ნივთები: სამკაულები, ჩანთები, შარფები და სხვა. ასევე, ფერწერული ნახატები.

„ნივთების ნაწილი თექაზე მუშაობის შემსწავლელი პრაქტიკული კურსების მონაწილე ქალებმა შექმნეს.  ყველა მსურველს შეუძლია პროდუქციის დათვალიერება და შეძენა,“-ნათქვამია პრესრელიზში.

გამოფენა-გაყიდვის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეცნოს დამწყები მეწარმეების პროდუქციას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: