ქორწინების სახლის ადგილზე 181 ათას ლარად მოაწყობენ შადრევანს – გენგეგმაში კი სულ სხვა რამ წერია

ბათუმის ბულვარის შესასვლელში, სადაც ქორწინების სახლი დაანგრიეს, შადრევანს და აუზს მოაწყობენ. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 181 ათას 575 ლარია გამოყოფილი. სახელმწიფო შესყიდვაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, თუმცა გენგეგმა აქ არც აუზს ითვალისწინებს და არც შადრევანს. ბულვარის გენგეგმით, ქორწინების სახლის და აუზის დანგრევასთან ერთად, ამ ადგილზე ქვედა დონეზე გახსნილი სივრცის მოწყობაცაა რეკომენდებული, თუმცა აღნიშნულ რეკომენდაციას ბულვარის ადმინისტრაცია …

ბულვარში ვისი კაფეები დაანგრიეს და ვისი დატოვეს, ანუ ვისი ურბანული მეხსიერებაა მნიშვნელოვანი

„ბულვარის გენგეგმა არ არის მთელი ქალაქის გენგეგმა, ძალიან მარტივი იქნებოდა მასში შესატანი ცვლილებების საავტორო ჯგუფთან შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, შეიძლებოდა ცვლილებების აუცილებლობის დასაბუთება – ესა და ეს გვინდა შევცვალოთო… ვეტყოდით ჩვენს აზრს: მისაღებია, თუ არ არის მისაღები ან როგორ იქნებოდა მისაღები“, – განმარტა ირაკლი ჟვანიამ, ბათუმის ბულვარის გენგეგმის ერთ-ერთმა ავტორმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.  ირაკლი ჟვანია არქიტექტორი …

რა ელის ბათუმის ქორწინების სახლს, რომელიც „არ ჯდება ბულვარის ლანდშაფტურ არქიტექტურაში“

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ქორწინების სახლი და შადრევნებზე აგებული საფეხმავლო ხიდები უნდა დაიშალოს – ასეთია სპეციალისტების რეკომენდაცია ბულვარის განაშენიანების გეგმაში, რომელიც ქალაქის საკრებულომ 2022 წელს დაამტკიცა. ბულვარის ადმინისტრაციამ წელს 420 ათასი ლარით გამოაცხადა ტენდერი შადრევნებთან ფილების შეცვლაზე. „ბათუმელებმა“ ადმინისტრაციას ჰკითხა, ხომ არ იგეგმება უახლოეს პერიოდში ქორწინების სახლისა და ხიდების დემონტაჟიც. „განაშენიანების გეგმა არის მთავარი სახელმძღვანელო …

ბულვარში პლაჟზე მხოლოდ 3 სხვადასხვა დიზაინის კაფე იქნება, რაც არის დაიშლება – კონკურსი

ბათუმის ბულვარმა პლაჟზე განსათავსებელი საზაფხულო კაფეების დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებულმა ასევე უნდა მოამზადოს ობიექტის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც. ახალი დიზაინის კაფეებს კი, შემდგომში თავად ბულვარის ადმინისტრაცია მოაწყობს და მათ იჯარით გასცემს. კონკურსში 117 ათას 694 ლარითაა გამოცხადებული. ახალი დიზაინის ობიექტების აშენების შემდეგ, პარალელურად, როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, ეტაპობრივად განხორციელდება ბულვარის მთელ სიგრძეზე [ახალი ბულვარის ჩათვლით] არსებული კაფე-ბარების …

როგორ შეიძლებოდა ვინმეს თხოვნით დოკუმენტი შეგვეცვალა – ბულვარის გენგეგმის ავტორი

ბათუმის ბულვარის გენგეგმაში ცვლილების შეტანა და დოკუმენტისთვის სახელის შეცვლა გაუგებარი აღმოჩნდა იმ კომპანიის წარმომადგენლებისთვის, რომელმაც გენგეგმა მოამზადეს. ბულვარის გენგეგმის ავტორის, კომპანია „ბაუ დიზაინის“ დირექტორი, მიხეილ ბალიაშვილი ამბობს, რომ ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიტანა ცვლილება ჯერ მერიამ, შემდეგ კი საკრებულომ დოკუმენტში ავტორთან შეთანხმების გარეშე. საკრებულოს სხდომაზე დოკუმენტის წარსადგენად კომპანიის წარმომადგენლები თბილისიდან უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა  ცვლილებებით გამოწვეული გაურკვევლობის …

ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმა დაამტკიცა

დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმის ბულვარის გენგეგმა საკრებულოს სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცეს. დოკუმენტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა „ოცნების“ უმრავლესობამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ კი საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა არც „ლელომ“ და არც „გახარია საქართველოს“ წევრებმა. ცნობილი ფრაზა „არ ამოიღო ამბასადორი“ საკრებულოს სხდომაზე დღესაც ბევრჯერ გაჟღერდა, ამჯერად ამ …

ბულვარისთვის შეუსაბამო „ამბასადორის“ გენგეგმიდან ამოღებაზე საკრებულო იმსჯელებს

ბათუმის საკრებულო ორშაბათს, 22 აგვისტოს, „ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების [განაშენიანების] გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტს განიხილავს. საკრებულოს იმ გადაწყვეტილების მიღებაც მოუწევს – ამოიღოს თუ არა გენგეგმიდან ჩანაწერი, რომ „ამბასადორის პროექტი“ ბულვარისთვის შეუსაბამოა. არის ასევე მოლოდინი, რომ გენგეგმის დოკუმენტს სახელიც შეუცვალონ და ისე დაამტკიცონ, რაც სამართლებრივად უკვე აღარ იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი, არამედ იქნება, როგორც სარეკომენდაციო ხასიათის. …

ბათუმის მერიამ ბულვარის გენგეგმა გამოაქვეყნა – 2 დღეში კი საჯარო განხილვა დაგეგმა

ბათუმის მერიამ ბულვარის განაშენიანების გეგმა გამოაქვეყნა – მერიის ფეისბუქის გვერდზე წერენ ასევე, რომ დოკუმენტის საჯარო განხილვა დაგეგმილია ორ დღეში, 29 ივლისს, 11:00 საათზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში [ლუკა ასათიანის ქ. #25]. „შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფისთვის.“ ბულვარის გენგეგმა საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია და მის შესწავლა-დაზუსტებას ბულვარის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვე მოანდომა. დოკუმენტის მეორე ვარიანტი საზოგადოებისთვის …

რა წერია „ამბასადორზე“ და სხვა შეუსაბამო შენობებზე ბულვარის გენგეგმაში

ბათუმის ბულვარის გენგეგმაში ჩაწერეს, რომ შეუსაბამო ნაგებობაა „ამბასადორის“ პროექტი, 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში გადაწყვეტილების მიმღებმა ამ შენობასთან მიმართებაშიც იგივე მიდგომა უნდა გამოიყენოს, როგორიც  ბულვარისთვის შეუსაბამოდ მიჩნეული სხვა ნებისმიერი ნაგებობის მიმართ. დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერის გაჩენას ეწინააღმდეგებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლთა დაცვის საბჭოს წევრები – აკაკი ძნელაძე [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] და ვიქტორია …

რა ბედი ეწია ბულვარის გენგეგმას და რიჟვაძის გადაწყვეტილებას ბულვარის მერიისთვის გადაცემაზე

რა შეიცვალა ბათუმის ბულვარის გენგეგმის პირველად ვარიანტში და როგორ ჩამოყალიბდა ის საბოლოოდ? – ამის შესახებ ბათუმში მოქალაქეებს ინფორმაცია არ აქვთ, ბულვარის ადმინისტრაციას დოკუმენტი ჯერ არ გაუსაჯაროებია. გენგეგმის საბოლოო ვერსია არც ბათუმის მერიაში და, შესაბამისად, არც საკრებულოში არ გადაუგზავნიათ. მართალია, ბათუმის ახალარჩეული საკრებულო ჯერ ვერ ფუნქციონირებს, თუმცა დოკუმენტის მიღების შემთხვევაში საკრებულოს მოქმედ წევრებს მინიმუმ მისი საჯაროდ …

ბათუმის ბულვარმა გენგენგეგმა ჩაიბარა – როდის გაასაჯაროვებენ დოკუმენტს

გრძელვადიანი გადამოწმება-შეთანხმების პროცესის შემდეგ, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გენგეგმა ჩაიბარა, თუმცა დოკუმენტი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის საჯარო. შესაბამისად არ ვიცით რა ცვლილებები შევიდა პირველად ვარიანტში.  ამის შესახებ ბულვარის ადმინისტრაციას რაიმე სახის განმარტება არ გამოუქვეყნებია. უკვე დასრულებული დოკუმენტი ბულვარის ადმინისტრაციამ მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს უნდა გადაუგზავნოს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია ის დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინოს. ბათუმის საკრებულო …

რა უნდა შეიცვალოს ბულვარის გენგეგმაში – ინსპექტირების ჯგუფის შენიშვნები

ბულვარის განაშენიანების გეგმის ხელშეკრულების შესრულების კონტროლისა და სრულფასოვანი დოკუმენტის მიღების მიზნით ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი შექმნა. ჯგუფმა უკვე დაასრულა ბულვარის განაშენიანების გეგმის პირველადი ვარიანტის შესწავლა. შენიშვნები დოკუმენტის ავტორს შპს „ბაუ დიზაინს “ გადაუგზავნეს. ახლა კომპანიამ უნდა განიხილოს ინსპექტირების ჯგუფის კონკრეტული შენიშვნები. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებთ წარდგენილი შენიშვნებიდან რას დაეთანხმება გეგმის ავტორი და რას …

რას ფიქრობენ მოიჯარეები ბულვარის გენგეგმაზე

„სინამდვილეში მათ ჩვენი გაყრა უნდათ ბულვარიდან, რომ შემდეგ პლაჟები და სხვა ადგილები დიდ სასტუმროებს დაუკანონონ. ასე არ გამოვა. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით“, – ამ განწყობით მივიდნენ ბულვარის განაშენიანების გეგმის პრეზენტაციაზე მოიჯარეები, რომლებიც წლების განმავლობაში ბათუმის ბულვარში კომერციულ საქმიანობას  ეწევიან. მათ უმეტესობას ბულვარში ძირითადად სეზონური ბიზნესი აქვს. ბევრს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა ან მოკლევადიანი შეთანხმება აქვს, ზოგ შემთხვევაში …

„ჩაშლას არ ვაპირებთ“ – მოიჯარეები დღეს ბულვარის გენგეგმის განხილვაზე მიდიან

დღეს, 27 აპრილს, ბათუმის ჩართულობის ცენტრში დაგეგმილია ბულვარის განაშენიანებს გეგმის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. „ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კონკრეტული ჯგუფები ამ შეხვედრის ჩაშლას გეგმავენ. მათ შორის დასახელებულ რამდენიმე პირს დავუკავშირდით, თუმცა მათ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. დასახელებული ჯგუფებიდან შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ მხოლოდ მოიჯარეებმა დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ ისინი პრეზენტაციაზე საკუთარი მოთხოვნების გასჟღერებლად მიდიან. „ჩვენ ჩაშლას არ …

როგორი იქნება ბულვარი ახალი გენგეგმის მიხედვით – გრაფიკული ნაწილი

ბათუმის ბულვარის გენგეგმის მიხედვით, ის რამდენიმე სეგმენტად არის დაყოფილი დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ხედავენ მის განვითარებას სპეციალისტები – ბულვარმა არ უნდა დაკარგოს თავისი ავთენტურობა, არ დაზიანდეს, როგორც ლანდშაფტური პარკი და ასევე ბულვარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესები. ეს ყველაფერი კანონით არის დაცული. დოკუმენტს თან ახლავს გრაფიკული ნაწილი, სადაც მოცემულია ვიზუალური მასალა, რომელიც დოკუმენტის ტექსტურ ნაწილზე, …

„ბულვარისთვის შეუსაბამო“ – კიდევ რა წერია გენგეგმაში ამბასადორის 16-სართულიან შენობაზე

შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე პროექტი ბათუმის ბულვარში – 16-სართულიანი სასტუმრო და ბალნეოლოგიური ცენტრი, ბათუმის ბულვარის ახლახან მომზადებულ გენგეგმაში ბულვარისთვის „შეუსაბამო შენობადაა“ შეფასებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლანდშაფტურ ზონაში, სადაც შპს „ამბასადორის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი მდებარეობს, შესაძლებელია მხოლოდ ამ ზონის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ნაგებობა. ეს კი შესაძლებელია იყოს 3-სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრი. ტერიტორიის შემოღობვა და ავტოსადგომის მოწყობა კი გენგეგმის …

განაშენიანების გეგმა სრულად არ ჩაგვბარებია – ბულვარის ადმინისტრაცია

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ბულვარის განაშენიანების გეგმა გუშინ, 14 აპრილს უნდა ჩაჰბარებოდა. „ბათუმელებმა“ დოკუმენტი ოფიციალურად გამოითხოვა, თუმცა ბულვარის ადმინისტრაციამ ის არ მოგვაწოდა. მიზეზი – დოკუმენტი ადმინისტრაციას სრულად არ ჩაჰბარებია. „დოკუმენტაცია ამ ეტაპისთვის არ არის წარმოდგენილი სრულად“, – მოგვწერეს ბულვარის ადმინისტრაციიდან. რას ნიშნავს კომპანიას დოკუმენტი სრულად არ წარმოუდგენია, მაშინ, როცა მისი ჩაბარების ვადა რამდენჯერმე გადაწია ბულვარის ადმინისტრაციამ …

Exit mobile version