დღეს, 13 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ტვიტერზე რუსეთის ახალი, 25-ე გაერთიანებული არმიის შესახებ წერს. დაზვერვის ცნობით, რუსეთის ახალი 25-ე გაერთიანებული არმიის ნაწილები, დიდი ალბათობით, პირველად განლაგდნენ უკრაინაში და, სავარაუდოდ, ორიენტირებული არიან ლუგანსკის ოლქზე, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში ნათქვამი იყო, რომ ეს დანაყოფი უკრაინაში მხოლოდ …
Tag Archives: ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთი მოზარდებს „კალაშნიკოვის“ გამოყენებას ასწავლის – პუტინის ღია გაკვეთილი 30 მოსწავლეს
დღეს, 6 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მიმოიხილავს, რა ახალი სასწავლო, პროპაგანდისტული გეგმა აქვს კრემლს სასკოლო განათლებაში. დაზვერვა წერს, რომ რუსეთში ახალი სასწავლო წელი დაიწყო სასწავლო გეგმით, რომელიც მოიცავს როგორც სამხედრო უნარების, ასევე, კრემლის ვერსიას უკრაინის ისტორიაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 მოსწავლესთან ღია გაკვეთილი პირადად ჩაატარა. რუსეთის …
რატომ იგონებს კადიროვი თავის მებრძოლებზე საგმირო ამბებს – ბრიტანეთის დაზვერვა
რამზან კადიროვი, კრემლისადმი ერთგულების ხაზგასასმელად, მუდმივად ცდილობს უკრაინის ფრონტზე თავისი მებრძოლების წარმოსახვითი წარმატებების „რეკლამირებას“ – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა თავის დღევანდელ ანგარიშში იუწყება. აღსანიშნავია, რომ საჯარო განცხადებებში კადიროვი იმის შესახებ ჰყვება, თუ როგორ ოსტატურად იბრძვის მის კონტროლქვეშ მყოფი ბატალიონი – „ახმატ-ვოსტოკი“ ზაპოროჟიეში, ორეხოვსკის მიმართულებით. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, კადიროვი თავისი კომენტარებით ცდილობს ხაზი გაუსვას ჩეჩნეთის ერთ-ერთი …
Continue reading “რატომ იგონებს კადიროვი თავის მებრძოლებზე საგმირო ამბებს – ბრიტანეთის დაზვერვა”
შავ ზღვაში არსებობს ძალადობის ზრდის რისკი – ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა შეცვალა თავისი პოზიცია მას შემდეგ, რაც რუსეთი გამოვიდა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან – წერს დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა დღეს, 26 ივლისს ტვიტერზე. „თანამედროვე სამხედრო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ განლაგდა შავ ზღვაში, სამხრეთით და პატრულირებს გემების ხაზს ბოსფორსა და ოდესას შორის. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ის შევა ოპერატიულ ჯგუფში, რომელიც დააკავებს იმ კომერციულ …
Continue reading “შავ ზღვაში არსებობს ძალადობის ზრდის რისკი – ბრიტანეთის დაზვერვა”
უკრაინის ძალები ცდილობენ დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამაგრებას – ბრიტანული დაზვევრვა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, პირველ ივლისს, ყოველდღიურ მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, წერს, რომ დაახლოებით 23 ივნისიდან უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, განაახლეს სამხედრო პერსონალის განლაგება დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხერსონის ოლქში, ანტონოვსკის ხიდის მახლობლად. დაზვერვა წერს, რომ აღმოსავლეთ სანაპიროზე ბრძოლები 27 ივნისიდან უფრო ინტენსიური გახდა. „ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის სარდლობამ, დიდი ალბათობით, „დნეპრის“ სამხედრო დაჯგუფების …
უკრაინის ძალები მიიწევენ ბახმუტისკენ ორი მიმართულებით – ბრიტანული დაზვერვა
კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინამ გააქტიურა შეტევები ბახმუტის გარშემო, დონეცკის ოლქში – წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ტვიტერზე დღეს, 26 ივნისს. დაზვერვის ცნობების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პროგრესს ქალაქის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ფლანგებზე. „მცირე მტკიცებულება იყო იმის შესახებ, რომ რუსეთს გააჩნია სახმელეთო ძალების მნიშვნელოვანი ოპერატიული დონის რეზერვები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი საფრთხის ფონზე, რომელიც ახლა …
Continue reading “უკრაინის ძალები მიიწევენ ბახმუტისკენ ორი მიმართულებით – ბრიტანული დაზვერვა”
რუსეთი დელფინებს იყენებს სევასტოპოლში ფლოტის დასაცავად – ბრიტანული დაზვერვა
2022 წლის ზაფხულიდან რუსეთმა სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზის უსაფრთხოების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში ინვესტიცია ჩადო – წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 23 ივნისს, ყოველდღიურ მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ. დაზვერვის ცნობით, ეს მოიცავს ბადეების მინიმუმ ოთხ ფენას და ბარიერებს სევასტოპოლის ნავსადგურის შესასვლელთან. ბოლო კვირების განმავლობაში, დიდი ალბათობით, ეს თავდაცვა ასევე გაძლიერდა გაწვრთნილი ზღვის …
Continue reading “რუსეთი დელფინებს იყენებს სევასტოპოლში ფლოტის დასაცავად – ბრიტანული დაზვერვა”
რას წერს ბრიტანული დაზვერვა ყირიმში რკინიგზის აფეთქებაზე
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რკინიგზის აფეთქებამ, რომელიც 18 მაისს მოხდა, შესაძლოა შეაფერხოს შავი ზღვის ფლოტისთვის შეიარაღების, კერძოდ, „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ, მოკლე მიმოხილვაში, დღეს, 19 მაისს. აფეთქება რკინიგზაზე, ოკუპირებულ ყირიმში, სიმფიროპოლის მახლობლად, 18 მაისს მოხდა. ლიანდაგის დაზიანების შედეგად მატარებელი რელსებიდან გადავიდა და გადაკეტა სევასტოპოლისკენ, რუსეთის ფედერაციის შავი …
Continue reading “რას წერს ბრიტანული დაზვერვა ყირიმში რკინიგზის აფეთქებაზე”
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთში ჩინოვნიკებს სურთ გადადგომა, მაგრამ მათ ეს აკრძალული აქვთ
დღეს, 18 მაისს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ რუსეთის მთავრობა, სავარაუდოდ, ფაქტობრივად, უკრძალავს მაღალჩინოსნებს თანამდებობიდან გადადგომას მანამ, სანამ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს. დაზვერვის ცნობით, ეს აკრძალვა ვრცელდება მინიმუმ რეგიონულ ლიდერებზე, ძალოვნებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენიან წევრებზე. ბევრი თანამდებობის პირი, სავარაუდოდ, ძალიან სკეპტიკურად უყურებს ომს, ასევე, ხშირად განიცდიან სამუშაო სტრესს ომის …
„დაუმარცხებელი კინჟალის“ დაუცველობა სიურპრიზია რუსეთისთვის – ბრიტანული დაზვერვა
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე საჰაერო ბრძოლები გამწვავდა. მხოლოდ 2023 წლის 13 მაისს ბრიანსკის რაიონში ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო ძალების ოთხი თვითმფრინავი (ორი საბრძოლო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი)“ – წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 17 მაისს, ყოველდღიურ ანგარიშში. ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ 3 მაისს უკრაინამ ჩამოაგდო „კინჟალი“, რუსეთის ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელსაც აქამდე რუსეთი „დაუმარცხებელ“ …
Continue reading “„დაუმარცხებელი კინჟალის“ დაუცველობა სიურპრიზია რუსეთისთვის – ბრიტანული დაზვერვა”
რუსეთში დაიწყო ახალი ტალღა „მოხალისეების“ უკრაინაში მისატყუებლად – ბრიტანეთის დაზვერვა
ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იმისათვის, რომ უკრაინის ფრონტზე წასასვლელად „მოხალისეები“ მიიტყუოს, ახალი მასშტაბური საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. შესაბამისი რეკლამები გამოჩნდა რუსულ სოციალურ ქსელებში, ბილბორდებსა და ტელევიზიებში. დაზვერვის ცნობით, ამ შემთხვევაშიც პროპაგანდა იყენებს რუსების გონებაზე ზემოქმედების ტრადიციულ მეთოდებს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვა Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ცდილობს „ითამაშოს“ კაცურ სიამაყეზე და …
უკრაინაში ნაღმზე აფეთქებულ ყოველ 8 სამოქალაქო პირს შორის ერთი ბავშვია – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის 17 აპრილის ანგარიში უკრაინის ტერიტორიაზე ნაღმებთან დაკავშირებულ სამოქალაქო მსხვერპლს ეხება. როგორც უწყება ვარაუდობს, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, მსგავსი შემთხვევები სავარაუდოდ იმატებს. დაზვერვის ბრიტანელი ექსპერტების მონაცემების თანახმად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ნაღმის აფეთქების გამო სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა 750-ს აჭარბებს. მსხვერპლს შორის რვიდან ერთი ბავშვია. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სამოქალაქო პირებს შორის ნაღმის აფეთქებით …
როგორ შეიძლება პუტინს 9 მაისი შემოუბრუნდეს – ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიში
ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონმა 9 მაისს აღლუმის ჩატარებაზე უარი განაცხადა, ზოგი კი აღლუმს ტრადიციულად გამართავს. რუსეთის ფედერაციის იმ რეგიონების ლიდერებმა, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან, ისევე როგორც ოკუპირებული ყირიმის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუქმებენ 9 მაისის ტრადიციულ, პომპეზურ სამხედრო აღლუმს. „როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, საზღვრის მახლობლად უსაფრთხოების პრობლემების …
Continue reading “როგორ შეიძლება პუტინს 9 მაისი შემოუბრუნდეს – ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიში”
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი ემზადება 400 000 „მოხალისის“ შესაგროვებლად
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა 30 მარტის მოკლე ანგარიშში, ტვიტერზე წერს, რომ რუსეთი ემზადება დიდი სამხედრო გაწვევის კამპანიის დასაწყებად, 400 000 ჯარისკაცის გაწვევის მიზნით. დაზვერვა ეყრდნობა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამის შესახებ. ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ რუსეთი გაწვევის კამპანიას წარმოაჩენს, როგორც პროფესიონალი კადრების აყვანის ნებაყოფლობით პროცესს და არა როგორც ახალ, სავალდებულო მობილიზაციას. თუმცა, შესაძლოა, რეალურად რუსეთის …
Continue reading “ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი ემზადება 400 000 „მოხალისის“ შესაგროვებლად”
რუსული დანაყოფები, სავარაუდოდ, ცდილობენ დაიბრუნონ კუპიანსკი – დაზვერვა
23 მარტის მოკლე ანგარიშში ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს, რომ ჩრდილოეთ ლუგანსკის ოლქის ფრონტის ხაზის სვატოვე-კრემინას ზონაში დაძაბული ბრძოლები გრძელდება. დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ნაწილობრივ დაიბრუნა კონტროლი ქალაქ კრემინას მისადგომებზე. ანგარიშის თანახმად, ზოგიერთ ადგილას რუსეთმა წინ წაიწია რამდენიმე კილომეტრით. „რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, ცდილობენ გააფართოონ უსაფრთხოების ზონა დასავლეთით იმ თავდაცვის ხაზებიდან, რომლებიც მათ მოამზადეს მაღალ ადგილზე,“ …
Continue reading “რუსული დანაყოფები, სავარაუდოდ, ცდილობენ დაიბრუნონ კუპიანსკი – დაზვერვა”
რუსული ძალები ბახმუტთან დაწინაურდნენ, თუმცა შესაძლებლობები ამოწურეს – ბრიტანეთის დაზვერვა
17 მარტის მოკლე ანგარიშში ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს, რომ ბახმუტთან რუსული ძალები დაწინაურდნენ, მაგრამ ამან შეუძლებელი გახადა მათი წინსვლა სხვა რაიონებში. დაზვერვის ცნობით, ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა და „ვაგნერის“ დაქირავებულებმა შეძლეს გამაგრება მდინარე ბახმუტკას დასავლეთ ნაპირზე, რომელიც გადის ქალაქის ცენტრში. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი აგრძელებენ ქალაქის დასავლეთ ნაწილის დაცვას. ამავე დროს, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, …
რუსეთს დრონების მარაგი შეუმცირდა და ეცდება მის შევსებას – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის პირველი მარტის ანგარიში „შაჰიდებთან“ უკრაინის ბრძოლას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 27 თებერვალს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ღამის განმავლობაში 14 „შაჰიდით“ თავდასხმა. მათგან უკრაინამ 11 დრონის ჩამოგდება მოახერხა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერხი პოპკოს განცხადებით, ჩამოგდებული დრონებიდან 9 კიევის საჰაერო სივრცის სიახლოვეს იყო. დანარჩენი სამი „შაჰიდი“ კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, …
Continue reading “რუსეთს დრონების მარაგი შეუმცირდა და ეცდება მის შევსებას – ბრიტანეთის დაზვერვა”
რას წერს ბელარუს პარტიზანებსა და რუსული საჰაერო სისტემების დაზიანებაზე ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 28 თებერვლის ანგარიშში ბელარუსში, მაჩულიშჩუს ბაზაზე, რუსული საჰაერო სისტემების დაზიანების შესახებ გავრცელებულ ცნობებს მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 19 იანვარს, მოყვარულმა დამკვირვებლებმა ბელარუსში, მაჩულიშჩუს საჰაერო ბაზიდან ორ მოიერიშე МиГ 31-თან ერთად აფრენილი რუსული საჰაერო-სადესანტო ადრეული შეტყობინების სისტემა A 50 დააფიქსირეს. უწყების ცნობით, ისინი მონაწილეობდნენ რუსულ-ბელარუსულ საჰაერო წვრთნებში, რომელიც 2023 წლის 16 …
მარიუპოლთან რუსეთის სამხედრო ბაზებზე აფეთქებები დაფიქსირდა – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს 27 თებერვლის ანგარიში უკრაინის ქალაქ მარიუპოლში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 21 თებერვლის შემდეგ, პრორუსმა ჩინოვნიკებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის ირგვლივ მინიმუმ 14 აფეთქების შესახებ განაცხადეს. უწყების ცნობით, აფეთქების ადგილებში შედის იარაღის საწყობი აეროპორტში, ორი საწვავის საცავი და ერთი ფოლადის საწარმო, რომლებსაც რუსეთი სამხედრო ბაზად იყენებს. დაზვერვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ …
Continue reading “მარიუპოლთან რუსეთის სამხედრო ბაზებზე აფეთქებები დაფიქსირდა – ბრიტანეთის დაზვერვა”
უკრაინელები ინარჩუნებენ მომარაგების მარშრუტებს ბახმუტთან – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 23 თებერვლის ანგარიშში ბრძოლის ველზე მდგომარეობას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო 48 საათის განმავლობაში გრძელდება მძიმე ბრძოლა ბახმუტის სექტორში. უწყების ცნობით, ამ სექტორში, მიუხედავად რუსების ექვსკვირიანი ალყაში მოქცევის აქტიური მცდელობისა, უკრაინელები კვლავაც ღიად ინარჩუნებენ მომარაგების მარშრუტებს დასავლეთისკენ. გარდა ამისა, ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ სამხრეთ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ვუჰლედარი კვლავაც მძიმე დაბომბვის …
Continue reading “უკრაინელები ინარჩუნებენ მომარაგების მარშრუტებს ბახმუტთან – ბრიტანეთის დაზვერვა”
პუტინი საუბრობს მძიმე დროზე და იმაზე, რომ რუსეთში ყველაფერი მშვენივრადაა – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 22 თებერვლის ანგარიშში 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, საპარლამენტო გამოსვლას განიხილავს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეს 2021 წლის შემდეგ პუტინის პირველი მსგავსი სიტყვა იყო და ამ გამოსვლისას მან ნათლად განმარტა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელებას აპირებს. ერთ-ერთი აქცენტი პუტინის სიტყვიდან, რომელსაც უწყება გამოყოფს, არის რუსეთის მიერ „ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების“ …
რუსულმა „ელიტურმა“ ბრიგადებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 20 თებერვლის ანგარიში აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეტევითი ოპერაციების მიმართულებებს განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთი აგრძელებს ვუჰლედარის, კრემენნაიასა და ბახმუტის მიმართულებით შეტევას. უწყება აღნიშნავს, რომ მოწოდებული ინფორმაციით, დანაკარგები კვლავაც მაღალია, განსაკუთრებით კი ბახმუტსა და ვუჰლედარში. უფრო კონკრეტულად კი, რუსულმა „ელიტურმა“ 155-ე და მე-40 საზღვაო ქვეითთა ბრიგადებმა ძალიან მძიმე დანაკარგები განიცადეს ვუჰლედარში და ახლა, …
Continue reading “რუსულმა „ელიტურმა“ ბრიგადებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს – ბრიტანეთის დაზვერვა”
კრემლისთვის რთული ხდება მოსახლეობის იზოლირება უკრაინის ომისგან – ბრიტანული დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 18 თებერვლის ანგარიში რუსეთში სამხედრო მობილიზაციის დამატებითი ტალღის შესაძლებლობას მიმოიხილავს. როგორც უწყება აღნიშნავს, ანდრეი ტურჩაკმა, რუსეთის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა, რომელიც ორიენტირებულია უკრაინაში ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“, 2023 წლის 16 თებერვალს განაცხადა, რომ ჯგუფმა ანგარიში წარუდგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მობილიზებულთა და მათი ოჯახების …
უკრაინაში მოკლულია დაახლოებით 40-60 ათასი რუსი სამხედრო – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 17 თებერვლის ანგარიში, რუსეთის სამხედრო დანაკარგებს განიხილავს. უწყების ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კონტრაქტორი ძალების სამხედრო ზარალი უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სავარაუდოდ, 175-200 ათასს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 40-60 ათასი მოკლულია. როგორც ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ. უწყება, აქამდე გამოქვეყნებულ ანგარიშებშიც აღნიშნავდა, რომ ახალწვეულები …
Continue reading “უკრაინაში მოკლულია დაახლოებით 40-60 ათასი რუსი სამხედრო – ბრიტანეთის დაზვერვა”
რუსული ბომბდამშენები ძირითადად დაპყრობილ ტერიტორიებზე მოქმედებენ – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 16 თებერვლის ანგარიში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების აქტივობას მიმოიხილავს. ანგარიშის თანახმად, ოკუპანტი ქვეყნის საჰაერო ძალები კვლავაც იმავე რაოდენობის საფრენ აპარატებს იყენებს უკრაინის ოპერაციებში, რამდენსაც მრავალი თვის განმავლობაში იყენებდა. თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში, რამდენიმეკვირიანი შედარებით დაბალი აქტივობის შემდეგ, გაფრენების რაოდენობა გაიზარდა. ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემების თანახმად, რუსეთის საჰაერო აქტივობა ახლა 2022 წლის ზაფხულის შემდგომ დაფიქსირებულ …
რუსმა ჩინოსნებმა იციან, რომ სამხედრო ინდუსტრია ქვეყნის სისუსტე ხდება – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 15 თებერვლის ანგარიშში რუსეთში სამხედრო წარმოებაზე გაზრდილ მოთხოვნასა და შესაბამისი მიწოდების გამოწვევებს განიხილავს. უწყების ანგარიშში განხილულია მაღალი რანგის მოხელეების განცხადებები – მათ შორის ერთ-ერთი რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, ამჟამინდელ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს ეკუთვნის. მედვედევმა 9 თებერვალს ომსკის მანქანათმშენებელი ქარხანა მოინახულა და ტანკების წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა. როგორც ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, მანამდე …
რუსულ ძალებს მიღებული აქვთ წინსვლის ბრძანება, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 14 თებერვლის ანგარიშში ფრონტის ხაზზე რუსეთის შეტევითი მოქმედებებია განხილული, უფრო კონკრეტულად კი, დონბასის ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში „ვაგნერის“ დაჯგუფებას მცირე შედეგი აქვს ჩრდილო დონბასის ქალაქ ბახმუტთან, მათ შორის, სოფელ კრასნა გორაში. მიუხედავად ამისა, როგორც უწყების ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინული თავდაცვა კვლავაც …
რუსი სამხედროების ოპერატიული დილემა – რას წერს ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 13 თებერვლის ანგარიშში უკრაინის ბრძოლის ველზე რუსი სამხედროების ოპერატიულ დილემას მიმოიხილავს. როგორც უწყება წერს, გარდა იმისა, რომ რუსეთი აწარმოებს შეტევით ოპერაციებს დონბასის ოლქში, იგი იძულებულია დამატებით გააძლიეროს თავდაცვის ხაზები ზაპოროჟიესა და ლუგანსკის ოლქების ფრონტის ხაზზეც, რამდენადაც ამ ორ არეალზე კონტროლის დაკარგვა სტრატეგიულად მძიმე შედეგს გამოიწვევს. ბრიტანეთის დაზვერვა 7 თებერვალს გავრცელებულ ღია წყაროს …
Continue reading “რუსი სამხედროების ოპერატიული დილემა – რას წერს ბრიტანეთის დაზვერვა”
რუსეთის მსხვერპლის რიცხვი უკრაინაში მკვეთრად გაიზარდა – დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა დღეს, 12 თებერვალს, ყოველდღიურ ცნობებში წერს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთს, სავარაუდოდ, აქვს მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, უკრაინაში შეჭრის პირველი კვირის შემდეგ. ბრიტანული დაზვერვა ამ შემთხვევაში ეყრდნობა უკრაინის გენერალური შტაბის ყოველდღიურ სტატისტიკას მსხვერპლის შესახებ. „მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვა ვერ ამოწმებს მეთოდოლოგიას, ტენდენციები, რომლებიც ასახავს მონაცემებს, სავარაუდოდ ზუსტია“ – წერს ბრიტანული დაზვერვა. …
Continue reading “რუსეთის მსხვერპლის რიცხვი უკრაინაში მკვეთრად გაიზარდა – დაზვერვა”
„ვაგნერმა“ მსჯავრდებულების რეკრუტირების სქემა შეაჩერა – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 11 თებერვლის ანგარიში „ვაგნერის“ დაჯგუფებასა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირების შესახებ განახლებულ ფაქტებს მიმოიხილავს. უწყება მიუთითებს დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის 9 თებერვლის განცხადებაზე, რომლითაც „ვაგნერმა“ მსჯავრდებულების რეკრუტირების სქემა შეაჩერა. ბრიტანეთის დაზვრევა გასულ ანგარიშებში უკვე აღნიშნავდა, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დეკემბრიდან დაიკლო რეკრუტირებულ პატიმართა რაოდენობამ. როგორც უწყება დღევანდელ ანგარიშში აღნიშნავს, …
Continue reading “„ვაგნერმა“ მსჯავრდებულების რეკრუტირების სქემა შეაჩერა – ბრიტანეთის დაზვერვა”
ბახმუტის მისადგომებთან რუსული ძალების დომინირება მზარდია – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 10 თებერვლის ანგარიშში რუსეთის სავარაუდოდ ტაქტიკურ მიღწევებს განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 7 თებერვლის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სავარაუდოდ ორ ძირითად სექტორში მიაღწიეს ტაქტიკურ წარმატებას. ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემების თანახმად, დონბასის ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთ შემოგარენში „ვაგნერის“ დაჯგუფებამ 2-3 კილომეტრით წაიწია დასავლეთით და ისინი ქალაქში შემავალ მთავარ გზასთან [M-03] აკონტროლებენ გარეუბანს. უწყების შეფასებით, …
Continue reading “ბახმუტის მისადგომებთან რუსული ძალების დომინირება მზარდია – ბრიტანეთის დაზვერვა”
მარტში გაჭირდება სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დონბასში – დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 9 თებერვლის ანგარიშში ომზე ამინდის გავლენას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამინდის როლი რუსეთ-უკრაინის ომში კვლავაც ძალიან დიდია. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკანასკნელ კვირებში მიწის გაყინული ზედაპირის გამო აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მობილობა სავარაუდოდ მცირედით შეიცვალა. ხოლო მომდევნო კვირების განმავლობაში, ამინდის პროგნოზით, მოსალოდნელია ნიადაგის ტემპერატურის მატება, რომელიც 2023 წლის 8 თებერვალს 0 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა. უწყების …
Continue reading “მარტში გაჭირდება სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დონბასში – დაზვერვა”
რუსებმა მცირე ზომის ნავებით სცადეს დნიპროს კუნძულების დაკავება – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 8 თებერვლის ანგარიში დნიპროზე პოზიციონირებას განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მას შემდეგ, რაც 2022 წლის ნოემბერში რუსეთმა დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან თავისი ძალები გაიყვანა, გრძელდება ურთიერთსროლები და ტაქტიკური დაზვერვები კუნძულებისა და სანაოსნო გზების კომპლექსურ ქსელზე, რომელიც დნიპროს დელტას ქმნის. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსულმა ძალებმა მცირე ზომის ნავების გამოყენებით სცადეს …
რუსეთი თავისი შეტევითი ოპერაციების თავიდან დაწყებას ცდილობს – ბრიტანეთის დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 7 თებერვლის ანგარიშში უკრაინაში რუსეთის სამხედრო გეგმებს მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სავარაუდოდ, 2023 წლის იანვრის პირველი რიცხვებიდან მოყოლებული, რუსეთი თავისი ძირითადი შეტევითი ოპერაციების თავიდან დაწყებას ცდილობს. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ოპერატიული მიზანია, დაიპყროს დონეცკის ოლქის ის ნაწილი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. როგორც უწყება წერს, რუსულმა ძალებმა კვირაში მხოლოდ …
Continue reading “რუსეთი თავისი შეტევითი ოპერაციების თავიდან დაწყებას ცდილობს – ბრიტანეთის დაზვერვა”
რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების თარიღი გამოაცხადა – ბრიტანეთის დაზვრევა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 6 თებერვლის ანგარიშში რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი არჩევნების თარიღის გამოცხადებას მიმოიხილავს, როგორც ამ ტერიტორიების რუსიფიკაციის გეგმის გაგრძელებას. 2023 წლის პირველ თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ რეგიონული არჩევნები უკრაინის ახლახან ანექსირებულ ტერიტორიებზე 2023 წლის 10 სექტემბერს, ანუ იმავე დღეს ჩატარდება, როგორც განსაზღვრულია რუსეთის დანარჩენ ტერიტორიაზე. ბრიტანული დაზვერვის …
რუსეთის წილი იარაღის საერთაშორისო ბაზარზე – რას წერს ბრიტანული დაზვერვა
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 2 თებერვლის ანგარიშში მიმოხილულია რუსეთის, როგორც იარაღის ექსპორტიორის როლი და მისი ცვლილებები იარაღის საერთაშორისო ბაზარზე. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთის ეს როლი მისმა უკრაინაში შეჭრამ და საერთაშორისო სანქციებმა შეარყია. ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, უკრაინაში შეჭრამდეც კი, რუსეთის წილი იარაღის საერთაშორისო ბაზარზე იკლებდა. ახლა კი თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისთვის უფრო პრიორიტეტული იქნება …
Continue reading “რუსეთის წილი იარაღის საერთაშორისო ბაზარზე – რას წერს ბრიტანული დაზვერვა”