როგორი იყო პლაჟი ძველ ბათუმში | ფოტოისტორია

ეს ბათუმის, ქობულეთის და ციხისძირის პლაჟების სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოებია. ცნობილია, რომ ძველ ბათუმში ცალკე იყო შემოღობილი პლაჟი ქალებისათვის და ქალები და კაცები ცალ-ცალკე ბანაობდნენ ზღვაში.

ჩურუღა – რატომ ტოვებდნენ ძველ ბათუმში ზაფხულობით ქალაქს

ჩურუღა ან ჩურუღაი – ასე უწოდებენ აჭარაში დაახლოებით 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდს, როცა ტენიანობის მაჩვენებელი, ასევე ჰაერის ტემპერატურა იზრდება და განსაკუთრებით ცხელა. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქულიდან შემოვიდა. ჩურუღას პერიოდში აჭარაში ცდილობენ მაღალ მთაში წავიდნენ, თავი სიგრილეს შეაფარონ და ბარში მხოლოდ აგრილების შემდეგ დაბრუნდნენ. ზაფხულობით ქალაქის დატოვების ტრადიცია არსებობდა ძველ ბათუმშიც, რომელიც, მართალია, ზღვისპირა ქალაქია, …

სანაპირო, იალქნიანი ნავები და ბარცხანა ძველი ბათუმის ფოტოებზე

ძველი ბათუმის ეს ფოტოები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ფონდებშია დაცული. ფოტოების უმრავლესობა გურამ შარაძის კოლექციიდანაა და ბათუმის ისტორიის სხვადასხვა ეტაპს ასახავს.

სასტუმრო „ფრანციას“ 5 ფოტო ძველი ბათუმიდან

ძველი ბათუმი არასდროს უჩიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელების სიმცირეს და სასტუმროებზე დიდი მოთხოვნა იყო. ძველ ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო „ფრანცია“ იყო, იგივე HOTEL DE FRANCE, რომელიც, სავარაუდოდ, 1883-1884 წლებში აშენდა. სასტუმრო მიხეილის ქუჩაზე მდებარეობდა [ამჟამად ზვიად გამსახურდიას ქუჩა] და იგი 32-ნომრიანი იყო. ცნობილია ერთი დღე-ღამის აქ გატარების ფასიც – 1 მანეთი და 50 კაპიკი. …

როგორ ეწოდა ბათომს ბათუმი

ზუსტად 87 წლის წინ, 1936 წლის აგვისტოში, ქალაქ ბათომს ოფიციალურად ეწოდა ბათუმი. მანამდე ქართულ პრესაში ბათუმს ბათუმსაც უწოდებდნენ და ბათომსაც. მაგალითად, „დროება“ ბათომს წერდა, „ივერია“ კი, უფრო ხშირად ბათუმს. გასული საუკუნის 20-იან წლებში ბათუმში გამოდიოდა გაზეთები: „ბათუმის ცხოვრება“, „ბათომის ფურცელი“ და „ბათუმის გაზეთი“. ქალაქმა სახელი ოფიციალურად 1936 წელს შეიცვალა. საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, ბათუმის ისტორიის მკვლევარი, …

4 ფოტო ძველი ბათუმიდან

ბათუმი, 1915 – ასეა დათარიღებული ფოტო, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისშია გადაღებული ბათუმში. ეს სანაპიროს, ამჟამად გოგებაშვილის ქუჩის ამსახველი ერთ-ერთი იშვიათი ფოტოა. ოთხივე ფოტო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და აღწერის თანახმად, ფოტოების ორიგინალი ინგა გაბაშვილის კოლექციაშია დაცული.

6 კადრი ბათუმის ისტორიიდან | ფოტოამბავი

ეს ბათუმში, სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოებია ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ფოტომატიანიდან. ფოტოების ელექტრონული ვერსიები საქართველოს პარლამენტის ციფრული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ინახება.

ბათუმი 1960 წელს – აქამდე უცნობი ფოტოები

„1960 წლის მარტი“ – ასეა დათარიღებული ფოტოები, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, ფოტოკოლექციონერმა შოთა გუჯაბიძემ შეიძინა ელექტრონულ აუქციონზე. ეს გასული საუკუნის 60-იანი წლების ბათუმის ცხოვრების ამსახველი, აქამდე უცნობი ფოტოებია, რომელიც ქალაქის ქუჩებშია გადაღებული. შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ 60-იანი წლების ბათუმის ამსახველი ფოტომასალა საკმაოდ მწირია, ამიტომაც არის ეს ფოტოები განსაკუთრებით საინტერესო. „სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოსული ადამიანის გადაღებულია. ტურისტი …

5 კადრი ბათუმის ისტორიიდან | ფოტოამბავი

ეს 5 ფოტო ბათუმში სხვადასხვა წელსაა გადაღებული და ყველა მათგანი ქალაქის განვითარებისა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ასახავს. ამ ადგილს იოლად იცნობთ – ამჟამინდელი მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთა. 1960-იანი წლები.  ეს ფოტო 1930 წლის 5 სექტემბერსაა გადაღებული ბათუმის პლაჟზე და მასზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტები არიან გამოსახული. ფოტოს მფლობელი ირაკლი ვართაგავაა.  …

1716 წლის რუკა, რომელზეც ბათუმი თანამედროვე ქალაქის სახელწოდებით პირველადაა აღბეჭდილი

იურისტმა სულხან სალაძემ, რომელიც ძველი რუკების შეგროვებითაცაა დაკავებული, იტალიაში, კერძოდ, ქალაქ გენუაში, ანტიკური რუკებისა და წიგნების მაღაზიაში მიაკვლია 1716 წლით დათარიღებულ რუკას, რომელზეც ბათუმი თანამედროვე სახელწოდებით პირველად არის აღნიშნული. სულხან სალაძის თქმით, ზოგადად „ბათუმს“ ვხვდებით ძველ ევროპულ რუკებზე, მაგრამ ეს ძირითადად  მდინარე ყოროლისწყლის სახელწოდებას აღნიშნავს ხოლმე და არა ქალაქს. „ამ შემთხვევაში Batunum ქალაქის სახელია, იმიტომ, …

„ყველა მოგონება, რაც გულს მიჩქარებდა, ამ ადგილს უკავშირდება“ – ქალები ფაბრიკის სახლებიდან

ლერმონტოვის ქუჩა 94 ა ამ მისამართზე ბათუმში საბჭოთა დროის  კორპუსი დგას. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კორპუსია, არაფრით გამორჩეული, მაგრამ 1980 წელს, როცა ამ სახლის მშენებლობა დასრულდა ეზოში დიდი ჟრიამული იდგა. ყველა ახალმოსახლე ერთად გადმოვიდა: ერთად მოაყენეს დიდი სატვირთო მანქანები ახალი სახლისთვის საჭირო ახალი ნივთებით, ახალი ავეჯით, ყველას სახლი კრიალებდა. აქ ყველა ერთმანეთს იცნობდა, რადგან ახალმოსახლეები ერთად …

რას გვიამბობენ ძველი რუკები ბათუმსა და მთელ საქართველოზე – შეხვედრა ბათუმში

როდის გამოჩნდა ბათუმი და ზოგადად, საქართველო ძველ ევროპულ რუკებზე და რას გვიყვებიან რუკები ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციაზე? – ამ თემაზე დღეს, 25 მაისს, სულხან სალაძემ ისაუბრა ბათუმში. სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ამავდროულად ძველი ევროპული რუკების კოლექციონერი და მკვლევარია. შეხვედრა ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, სოციალურ კაფეში – „თავისუფალ სივრცეში“ შედგა. „ჩვენ სულ ვსაუბრობთ …

რა მოხდა ბათუმში 9 მარტს, ზუსტად 120 წლის წინ

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი ___________________ 1902 წელს, ამ დღეს, ბათუმელი მუშები მღეროდნენ ინტერნაციონალს და შიშველი ხელებით დაანგრიეს ციხის კედლები, უსამართლოდ დაპატიმრებულების გასათავისუფლებლად. რუსეთის იმპერიის ჯარმა, გენერალ გუბერნატორის ბრძანებით, მათ ცეცხლი გაუხსნა. ბრძანებას არ დაემორჩილა დავით კლდიაშვილი, რომელიც იმ დროს ბათუმში მსახურობდა. კლდიაშვილმა სამხედრო სასწავლებელი 1882 წელს დაასრულა და ბათუმში გაემგზავრა. ბათუმი ამ დროისთვის პორტო-ფრანკო იყო. ნამდვილი …

მაზნიაშვილის რაზმი და არა იუნკრები – ვისი საფლავია ბათუმში, გმირთა სკვერში

ბათუმში, გმირთა სკვერში მდებარე საერთო საფლავს ხშირად უწოდებენ „ქართველი იუნკრების საფლავს“, თუმცა აქ არა საქართველოს პირველი რესპუბლიკის იუნკრები, არამედ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმის წევრები არიან დაკრძალული.  ბათუმში 1921 წლის მარტში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმმა, რომელშიც შედიოდნენ როგორც რეგულარული ჯარის ჯარისკაცები, ასევე, ბათუმელი და ახლო-მახლო სოფლებიდან ჩამოსული მოხალისეები, შეძლო ბათუმის გათავისუფლება ოსმალებისგან. ბრძოლაში 84 ადამიანი დაიღუპა, …

რა ხდებოდა ბათუმში, როცა ქალაქს ბრიტანელები მართავდნენ – 18 თვე ისტორიიდან

„ეს მსხვერპლი მშვიდობისთვის იყო გაღებული,“ – აღნიშნა ბათუმში ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავთან დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა. ელჩმა, რომელიც ბათუმის მერთან და განათლების მინისტრთან ერთად გუშინ, 11 ნოემბერს მოინახულა მემორიალი, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პატივი მიაგო თანამეგობრობის ქვეყნების დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. 68 ბრიტანელი ჯარისკაცის საფლავი ბათუმში 2013 წელს აღმოაჩინეს და მემორიალიც მოაწყვეს. დადგინდა, რომ ბრიტანელების …

მევლუდა – რას წერდა აჭარელ ფირალზე დავით კლდიაშვილი

აჭარელ ფირალზე, მევლუდაზე, აჭარაში ძველად არაერთი ამბავი თუ ლეგენდა დადიოდა. ჰყვებოდნენ კაცზე, რომელიც უსამართლობის გამო იძულებული გახდა ტყეში გაჭრილიყო ყაჩაღად და უარი ეთქვა გლეხის ცხოვრებაზე. ვინ იყო მევლუდა, ამის შესახებ ქართველი მწერალი, დავით კლდიაშვილი გვიყვება თავის მოგონებებში. კლდიაშვილი წერს, რომ „სიცოცხლით სავსე ბიჭი“, მევლუდ დიასამიძე, მილიციელი იყო, როცა მგზავრის დაყაჩაღება დაჰბრალდა და დაიჭირეს, თუმცა ციხიდან …

კულინარიული თავგადასავალი ძველ ბათუმში

ავტორი: ზაურ მარგიევი რა ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ და რა კერძებს მიირთმევდნენ ბათუმში საუკუნის წინ? მოდით, მოვაწყოთ პატარა გასეირნება არც თუ ისე შორეულ წარსულში, გავისეირნოთ ჩვენი ქალაქის დუქნებში, რესტორნებსა და ლუდხანებში. გადავხედოთ მენიუს, რას გვთავაზობდნენ ბათუმური კაფეები. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ლონდონში“, ამავე სახელწოდების პირველი კლასის სასტუმროსთან მდებარე რესტორანში, მიხაილოვისა და ოგლობჟინსკის ქუჩების კვეთაში. …

პლატონ გიგინეიშვილი – ბათუმელი ექიმი, რომელიც უფასო რეცეპტს უწერდა ღარიბ პაციენტებს

ავტორი: შოთა გუჯაბიძე  ნაწყვეტი წიგნიდან ბათომი ___________________________ ჯერ ერთი ლანდი გამოეყო სიბნელეს, მერე – მეორე, მერე – ბევრი. ხელგაშვერილი მიიკვლევდნენ გზას დილის ბინდში და ფეხაკრეფით შორდებოდნენ ერთმანეთს. თითო კონა თივა ჰქონდათ მკერდში ჩაკრული. ერთდროულად ჩაიმუხლეს. ბღუჯა-ბღუჯად იძრობდნენ თივას მკერდიდან და ქვაფენილზე აფენდნენ უხმოდ. პლატონ გიგინეიშვილი 1879 წლის შობას დაიბადა სოფელ ჯურუყვეთში, ლანჩხუთში. უფროსი შვილი იყო …

ცნობილ ბათუმელ ექიმებზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

ბათუმელ ექიმებზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად აჭარის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარია გამოყოფილი. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კი ფილმის გადაღებას ერთ-ერთი კომპანია 20 ათას ლარად სთავაზობს. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 18 სექტემბერს შეწყდა. პირობის მიხედვით, „გამოჩენილ ბათუმელ ექიმებზე – პლატონ გიგინეიშვილი, გრიგოლ ვოლსკი და ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისი – დოკუმენტური ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა …

ქოლერა ბათუმში და დაშრობას გადარჩენილი „მკვლელი” ტბა

1970 წლის ივნისში ბათუმის სამედიცინო ინსტიტუტში პრაქტიკაზე სტუდენტების 20-კაციანი ჯგუფი ჩამოფრინდა. მათგან ერთ-ერთი ძალიან ცუდად გახდა და  რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ძლიერი გაუწყლოების ზუსტ მიზეზს ვერავინ არკვევდა. ექიმებს ბიჭი დიზენტერიით დაავადებული ეგონათ. ვერაფერი უშველეს და გარდაიცვალა. ქოლერაზე ეჭვი პირველად იმდროინდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს გიორგი ებუთიძეს გაუჩნდა. კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტს ქოლერა შეეყარა – ეს კი …

კაპიტან ანატოლი კაჭარავასა და ნატო ვაჩნაძის სიყვარულის ხანმოკლე ისტორია

ბათუმის საზღვაო აკადემიასთან ერთი საფლავია, რომელთანაც ყოველ წელს მიდიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და ყვავილებით ამკობენ. აქ შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ანატოლი კაჭარავაა დაკრძალული, საქართველოში საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი. ცნობილი კაპიტანი მეორე მსოფლიო ომის დროს ყინულმჭრელ „ალექსანდრე სიბირიაკოვს“ მეთაურობდა, რომელიც 1942 წლის 25 აგვისტოს გერმანულ კრეისერ „ადმირალ შეერთან“ შეტაკებისას ჩაიძირა, ხოლო დაჭრილი ანატოლი …

ვინ იყვნენ ძველი ბათუმის პირველი ექიმები

1878 წელია ბათუმში. ჭაობებით მოფენილ პატარა ქალაქს ანოფელესი ეხვევა, მალარიის გადამტანი კოღო, ძველი ბათუმელების მთავარი სატანჯველი. მალარიით გამოწვეულ ციებ-ცხელების შეტევებს ბათუმელები ხალხური მედიცინით ებრძვიან, მაგრამ ვერ ერევიან. ცხოვრება განსაკუთრებით ჭირს ზაფხულში. ვისაც საშუალება აქვს, ამ დროს აგარაკებსა და მთებს აფარებს თავს, მაგრამ ასეთი ბევრი არ არის.  ქალაქში მხოლოდ ერთი პატარა ჰოსპიტალია, რომელიც სამხედროებს ემსახურება. ბათუმს …

მაგნოლიების ისტორია ბათუმში

ბათუმში მაგნოლიების დარგვა ბულვარის განაშენიანებასთან ერთად დაიწყეს. 1889 წელს ბულვარის განაშენიანების პროექტის ფარგლებში აქ ოცამდე მაგნოლიის ხე დაირგო. „აჭარაში მაგნოლიები ჩრდილოეთ ამერიკიდანაა ჩამოტანილი. ზღვისპირეთში ძირითადად დიდყვავილა მაგნოლიის (Magnolia grandiflora) სახეობა გვხვდება, რომელიც მაისის ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში ყვავილობს,“ – ამბობს ნათელა ვარშანიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ბათუმის მერიის თქმით, ამჟამად ბულვარის ტერიტორიაზე …

როგორ გადავარჩინოთ ბათუმი თვითმკვლელობას?

ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი _ ყველა თანხმდება, რომ ბათუმში ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობებს შველა სჭირდება, თუმცა ძველი ბათუმის ყოველი დანგრეული სახლი მათი პასუხისმგებლობის საკითხიცაა. რა შეიძლება იყოს გამოსავალი ძველი ბათუმის სერიული ნგრევის ფონზე? მოსახლეობის ინტერესები – „სად იყავით მაშინ, როცა სახლი ინგრეოდა?“ „წლებია გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ, …

ბათუმი, აბაშიძის №48 – გალაკტიონი, სტალინი და ეროვნული საბჭო ერთ მისამართზე

ბათუმში, აბაშიძის №48-ში სახლი ფასადით გამოდის ქუჩაზე, შიდა ეზოში კი რამდენიმე შენობა მდებარეობს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს, თუმცა შენობა ბათუმის ერთ-ერთ უძველეს ქუჩაზე, რომელსაც მე-20 საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირს უწოდებდნენ, ისტორიულია. საზოგადოება „ბათომის” დამფუძნებელი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ამ სახლს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი სახელები უკავშირდება: საქართველოს ეროვნული საბჭოს, სტალინისა და გალაკტიონ ტაბიძის. …

ძველი საახალწლო ამბები არასაახალწლო ფინალებით

ავტორი: შოთა გუჯაბიძე ________________________ თოვლი და ბათუმი ვერ ეგუებიან ერთმანეთს. დაბერდები ამ ქალაქში და ორიოდე თოვას თუ მოესწრები, ჭეშმარიტ თოვას. ჰა, ჰა, სამს. თოვლჭყაპი არ ითვლება, ყველა წელს რომ მოდის, ძვალ-რბილში რომ ატარებს და უშეღავათოდ რომ უგებს ყველა ბრძოლას მსოფლიო ფეხსაცმლისმწარმოებელ ინდუსტრიას. ბათუმური თოვლი წელთაღრიცხვას იწყებს, დიდი თოვლი რომ მოვიდა, იმ წელს იყო ეგო, იხსენებენ. …

როგორ შეიქმნა ბათუმური ყავის მომზადების ტრადიცია

რეცეპტი მარტივია:
ერთი ჩაის კოვზი ახალდაფქული ყავა;
ერთი ჩაის კოვზი შაქარი;
ერთი ყავის ფინჯანი წყალი;
ჯეზვე;
კარგად ვურევთ და ვდგამთ დაბალ ცეცხლზე;
თავიდან ხშირად ვურევთ კოვზით;
დუღილს რომ დაიწყებს და ქაფს მოიგდებს, ვიღებთ ცეცხლიდან;
ფრთხილად ვასხამთ ფინჯანში.

ერთსართულიანი ბათუმი

 

ერთსართულიანი სახლები და ბელეტაჟები ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქალაქის განაშენიანებისთანავე გამოჩნდა, ზოგან სავაჭრო სახლი იყო, ზოგან – საცხოვრებელი. ბოლო ათი წლის მანძილზე ქალაქის ისტორიულ ნაწილში ბელეტაჟების რაოდენობა შემცირდა – მათ მაღალსართულიანი კორპუსები ანაცვლებს, ზოგიერთი სახლი კი თანამედროვე არქიტექტურის ჩრდილში ექცევა – ერთსართულიანი, ძველი ბათუმი თანდათან ქრება.

Exit mobile version