კაფეზე მიშენებული აივნები ბათუმის ბულვარში

როგორი უნდა იყოს პლაჟთან არსებული კაფე-ბარების იერსახე და არსებობს თუ არა საერთო პოლიტიკა შენობა-ნაგებობების იერსახესთან დაკავშირებით? – „ბათუმის ბულვარსა“ და მერიაში „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ. ექვემდებარება თუ არა რაიმე რეგულაციას აქ განთავსებული შენობა-ნაგებობების არქიტექტურა, ამის შესახებ დაზუსტებით ვერც მოიჯარეები საუბრობენ. ზღვისპირა კაფე-ბარი „მედუზა“, რომელიც  ადრე „პიერ ბათუმის“ სახელით იყო ცნობილი, პლაჟზე, საკმაოდ …

ბულვარში სასეირნო ბილიკზე მოძრაობა შეზღუდულია

ბათუმის ბულვარში ე.წ „პრომინადის“ გასწვრივ სასეირნო ბილიკი გადაკეტილია. აქ, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, დაზიანებულია 2 100 კვ. მეტრი სასეირნო მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში უნდა აღდგეს. „ამ ეტაპისათვის სხვადასხვა მონაკვეთზე ბეტონის საფარის დასხმითი სამუშაოები მიმდინარეობს,“-ამბობენ „ბათუმის ბულვარში“. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 148 895 ლარია გამოყოფილი.  

როდის დასრულდება ახალი ბულვარის რეაბილიტაცია – მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები

ბათუმის ბულვარში ფეხით მოსიარულეთა ბილიკის [პრომინადის] დაზიანებული ადგილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, რომ მთლიანი პრომინადის შეცვლა ბევრ თანხასთან არის დაკავშირებული და შეცვლის აუცილებლობა არ არის, ამიტომ დაზიანებულ ადგილებს ამოჭრიან და მის ადგილზე რკინაბეტონის ახალ საფარს მოაწყობენ. პლაჟის გასწვრივ, პრომინადზე დაწყებული სამუშაოები პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს. სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ბულვარის ადმინისტრაციას 148 ათას 895 …

„ბათუმის ბულვარში“ შტატით დასაქმებულთა რაოდენობა შესაძლოა განახევრდეს

„ბათუმის ბულვარში“ შტატით დასაქმებულთა რაოდენობა შესაძლოა განახევრდეს. შტატგარეშედ დარჩენილ ზოგიერთ თანამშრომელთან ადმინისტრაცია შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს, „თანამშრომელთა მცირე ნაწილთან კი მოგვიწევს დამშვიდობება“, – გვითხრეს „ბათუმის ბულვარში“. რეორგანიზაცია ბათუმის ბულვარში მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ერთ თვეზე მეტია თანამშრომლები მოვალეობის შემსრულებლებად მუშაობენ. ახალი სტრუქტურისა და შტატების დამტკიცებისთვის საჭირო იყო ბულვარის ახალი დებულების დამტკიცება. დებულებას აჭარის …

ბათუმის ბულვარი სასეირნო ბილიკების რეაბილიტაციას იწყებს

„ბათუმის ბულვარი“ არდაგანის ტბიდან აკვაპარკამდე და კობალაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე, სასეირნო ბილიკების რეაბილიტაციას იწყებს. ბულვარის ინფორმაციით, 13 100 კვ.მეტრ ბილიკზე ახალი დეკორატიული ფილები დაიგება. უნდა მოეწყოს ბაზალტის ბორდიურებიც. ბულვარის ინფორმაციით, ბილიკების რეაბილიტაციის დროს შეიცვლება შიდა საკომუნიკაციო სისტემა და დამონტაჟდება სანიაღვრე ჭები. „ასევე, დაგეგმილია სასტუმრო „კოლიზეუმიდან“ სანაპიროზე ასასვლელი პანდუსებისა და კიბის მოწყობა, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული …

რატომ აღარ იბრუნებს ბათუმის მერია ბულვარს

ბათუმის ბულვარის ბათუმისთვის დაბრუნება საკრებულომ 2014 წლის აპრილში გადაწყვიტა, მაგრამ  ბულვარის მართვის უფლება ისევ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს. დღეს ბათუმის საკრებულოსა და მერიაში არავის სურს საუბარი თემაზე: რატომ არ იბრუნებს ბათუმის მუნიციპალიტეტი ბულვარს მართვაში. ბათუმის ბულვარი სამართავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წელს გადაეცა. მას შემდეგ არაერთხელ გაჩნდა ბულვარში ისტორიული ძეგლის დაზიანებისა …

შტორმის კვალი ბათუმის ბულვარში

ბათუმის სანაპირო შტორმის შედეგად კიდევ ერთხელ დაზიანდა და დანაგვიანდა. მერიის სამსახურები რამდენიმე დღეა წმენდენ ზღვაში გამსვლელ სანიაღვრე არხებსა და მთლიანად ბულვარის პერიმეტრს. შტორმის კვალი ბათუმის ბულვარის სანაპიროზე დღეს ასე გამოიყურება:    

„რვაფეხას“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 197 606 ლარი დაიხარჯება 

ბულვარის ადმინისტრაცია ბათუმის ბულვარში, კაფე-ბარ „ფანტაზიას“ [„რვაფეხა“] შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს, რისთვისაც 197 ათას 606 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის 29 იანვარს მთავრდება. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის, ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, გაკეთდება „რვაფეხასთან“ მისასვლელები, ერთ-ერთი ალეას მონაკვეთი, დაიგება ფილები და მოეწყობა …

კონცერტი ბათუმის ბულვარში

დღეს, 29 დეკემბერს,  18:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, საახალწლო კონცერტი გაიმართება. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესრულდება ბავშვთა სამეჯლისო ცეკვები, ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები. კონცერტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები: გიორგი ბერიძე,  ირაკლი გოგიტიძე და  ადგილობრივი ბენდები. კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კომპოზიციები, ფოტოკუთხეები: „ზღვისპირა ბულვარში მოსულ …

დაკიდული ნაძვის ხე ბულვარში

ბათუმის ბულვარში საახალწლო ნაძვის ხე 29 დეკემბერს აანთებენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში წელს განსხვავებული სტილის ნაძვის ხე დადგეს. ნაძვის ხე დაკიდულია და ფერებს იცვლის. ახალი ნაძვის ხისა და განათებების შესაძენად ბათუმის ბულვარმა  148 ათასი ლარი დახარჯა. „საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული  თაღი, ასევე ლედპროექციით განათდა ბულვარის კოლონადები. …

ბულვარი 360 ათასი ლარის ყვავილების ჩითილებს შეიძენს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, მომავალი წლისთვის, გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების ჩითილების შესაძენად 360 000 ლარი აქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში. ბულვარი ჩითილებს ელექტრონული ტენდერით შეიძენს, რომელიც მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დასრულდება. ჰორიზონტალური გამწვანებისთვის ყვივილების ჩითილების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად შემდეგი გრაფიკის მიხედვით: [checklist] გაზაფხულ-ზაფხულის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების ჩითილების მიწოდება – ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის …

ბულვარის ადმინისტრაცია: პლაჟი და ბულვარი ორ-სამ დღეში მთლიანად დასუფთავდება

შავ ზღვაზე ბოლო დღეებში განვითარებულმა შტორმმა დააზიანა და დაანაგვიანა ბათუმის პლაჟი და ბულვარის ნაწილი სანაპიროს გასწვრივ. ბულვარში, განსაკუთრებით ახალ ბულვარში, სასეირნო ბილიკები ამ დრომდე დაულაგებელია, ბილიკის გასწვრივ კი შეშა და დიდი ქვები – ძირითადად დანგრეული შენობების ნარჩენებია ალაგ-ალაგ თავმოყრილი. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დასუფთავებაზე ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ „სანდასუფთავებასთან“, რომლის თანამშრომლები დღეს დილიდან მუშაობენ …

186 ათასი ლარი ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების შესაძენად

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები განახლდება. „ბულვარის მაშტაბით ამორტიზირებული და დაზიანებული სპორტული ტრენაჟორები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სავარიშო ინვენტარით უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარჯიშო ტრენაჟორების ახალი მოედანი, დამატებით კიდევ ორ ლოკაციაზე -ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში მოეწყობა, რომლის მონტაჟის სამუშაოები უკვე დაწყებულია“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში. …

ზღვისპირა ბულვარს ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებებით წამლავენ

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ბულვარში აზიური ფაროსანას გავრცელების საწინააღმდეგო შეწამვლა დაიწყო.  პრევენციის ფარგლებში,  10 ათას ძირამდე სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი და ბუჩქოვანი ხე-მცენარე შეიწამლება ქიმიური ნივთიერებებით. „ზღვისპირა ბულვარში აზიური ფაროსანასგან დასაცავად სულ შეიწამლება 15 ჰექტარი ფართობი ეტაპობრივად. მონიტორინგის შედეგად, ბულვარის პერიმეტრზე მავნებელი მწერის გავრცელების ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა,“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, ქიმიური ნივთიერება რითაც ხე-მცენარეები …

„ბათუმის ბულვარი“ 25 ათასი ლარის იხვებს და ბატებს იყიდის

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას რამდენიმე სხვადასხვა სახეობის იხვისა და ბატის შესაძენად 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. „წყალმცურავი და დეკორატიული ფრინველების შესყიდვაზე“ ბათუმის ბულვარმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. ბულვარი 14 წყვილ ფრინველს შეიძენს, საიდანაც ერთი წყვილი ბატი, დანარჩენი იხვები იქნება: ტენდერი ათ დღეში დასრულდება, გამარჯვებულმა კი ფრინველები ბულვარს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა მიაწოდოს. შემოდგომაზე  ფრინველების ახალი სახეობების …

„ბათუმის ბულვარმა“ 32 პირი 500 ლარით დააჯარიმა

„ბათუმის ბულვარის“ მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, საჯარო სივრცეების თვითნებური შეზღუდვის გამო, 32 პირი 500 ლარით დაჯარიმდა.  ბულვარის დანაგვიანებისთვის 1000 ლარით დაჯარიმდა „პიერ ბათუმიც“. ველობილიკს მიღმა ველოსიპედით მოძრაობისთვის კი 50-ზე მეტი პირია დაჯარიმებული. აღნიშნული წესის დარღვევისთვის 20 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. ბულვარის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულია კერძო პირების მიერ ბულვარის დანაგვიანების შემთხვევებიც. ბოლო პერიოდში ამ …

ბათუმის ბულვარში იაპონურ ბაღს მოაწყობენ

იაპონური ბაღი ბათუმის ბულვარში, უნივერსიტეტის მოედნის მიმდებარედ, 1020 კვ.მ-ზე მოეწყობა. ბაღში განთავსდება წყლის სარკე, გუბურა, ჩანჩქერი, ბილიკი ფლეთილი ქვისაგან, გაზონი, ბამბუკის ზოლი, დეკორატიული განათება, იაპონური კარიბჭე, ორი ცალი. „ბათუმის ბულვარი“ ბაღის მოწყობაში მაქსიმუმ 151 ათას 680 ლარს გადაიხდის. გამოცხადებულია შესაბამისი ტენდერი, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება. იაპონური ბაღის მოწყობის სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 დღეში …

ბათუმის ბულვარი ჭადრაკისა და შაშის ფიგურებს ყიდულობს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას შპს „ივანა“ ჭადრაკისა და შაშის ფიგურებს 9992 ლარად სთავაზობს. ეს კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო ტენდერის, რომელიც ბულვარმა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 11 254 ლარი იყო. ბულვარის ადმინისტრაციას გამარჯვებული ჯერ არ გამოუვლენია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარკვეული მონაცემების დაზუსტება. ტენდერში გამარჯვებულმა ბულვარის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს ქარხნული წარმოების ახალი ფიგურები, რომლებიც ბულვარში მდებარე „ჭადრაკის დაფაზე“ განთავსდება. …

ბულვარში იასონ გორდეზიანის ქანდაკებას დადგამენ

ბათუმის ბულვარში ცნობილი მებაღე-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგმება. მთლიანობაში ძეგლისთვის [განთავსების ჩათვლით] მაქსიმუმ 130 ათასი ლარია გათვალისწინებული. ძეგლისთვის შერჩეულია სავარაუდო მდებარეობაც – ის ბულვარის კოლონადების გვერდით [მარცხნივ] განთავსდება. ბულვარის ტერიტორიაზე იასონ გორდეზიანის საპარკე ქანდაკების საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 4200 ლარი გამოყო. ესკიზს და შესაბამის ხარჯთაღრიცხვას ბულვარი ტენდერის საშუალებით შეისყიდის. …

დეპუტატების გარბენი ბათუმის ბულვარში

გარბენი სახელწოდებით „იყავი ჯანმრთელი“, 29 ივლისს გაიმართება. პარლამენტის წევრმა, ფატი ხალვაშმა, „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ გარბენი მისი ინიციატივით და ორგანიზებით იგეგმება. კითხვაზე, რატომ გადაწყდა გარბენის მოწყობა, დეპუტატი ამბობს, რომ ამ ფორმით სურს ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდოს. „ჩვენ თვითონ უნდა მივცეთ მაგალითი, რომ ჩავაბათ ახალგაზრდები ჯანსაღ ცხოვრებაში. ამიტომ მეც ვაპირებ გარბენში მონაწილეობას“, -გვეუბნება ის. ფატი ხალვაშის თქმით, ის …

რისთვის დააჯარიმეს 72 პირი ბულვარში

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ველობილიკს მიღმა მოძრაობისთვის 39 პირი 20 ლარით დაჯარიმდა.  საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის გამო 30 პირის  მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რაც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ერთი პირი ათასი ლარით დაჯარიმდა, სამშენებლო ნარჩენებით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანების გამო ორი პირი კი 80 ლარით დაჯარიმდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ბულვარის …

ბულვარში მოცეკვავე შადრევნებზე მუსიკალური რეპერტუარი განაახლეს

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ცენტრალურ ბულვარში  მოცეკვავე შადრევნებზე  მუსიკალური რეპერტუარი განახლდა.  „დაემატა 20 ახალი ქართული და უცხოენოვანი პოპ-მუსიკა“. ადმინისტრაციის თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში  ბულვარის მოცეკვავე შადრევნებზე მუსიკალური რეპერტუარი არ განახლებულა და ძირითადად   საოპერო და  კლასიკური ჟანრის მელოდიები იყო. „ვინაიდიან, ბათუმის ბულვარი აჭარის რეგიონში  ერთ-ერთი  ყველაზე ვიზიტირებადი და ტურისტულად დატვირთული ადგილია, ჩვენთვის პრიორიტეტულია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, …

უსაფრთხოების წესები მხოლოდ რუსულ ენაზე ბათუმის ბულვარში

ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ტრენაჟორებთან უსაფრთხოების ნორმები მხოლოდ რუსულ ენაზეა განთავსებული. საქართველოს კანონით სახელმწიფო ენის შესახებ, საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზედაც. უსაფრთხოების ნორმებს, რომლებიც მოიცავს აკრძალვების რვაპუნქტიან ჩამონათვალს, თან ერთვის სამაშველო სამსახურის ნომერი -112 და …

მაშველებმა ზღვაში ერთი ადამიანი გადაარჩინეს

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით,  ცოტა ხნის წინ ბათუმში მაშველებმა უცხოელი მამაკაცი გადაარჩინეს. ის თურქეთის მოქალაქეა. „ცოტა ხნის წინ ერთი მამაკაცი იხრჩობოდა ზღვაში და მაშველებმა ამოიყვანეს, სასწრაფო დახმარებამ კი საავადმყოფოში გადაიყვანა და გადაარჩინეს,“ -გვითხრა სასწრაფო დახმარების უფროსმა, მინდია კახიძემ. ბულვარში სასწრაფო დახმარების მანქანა 1-ელი ივლისიდან დგას და მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას უწევს. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში …

ბათუმში ველობილიკის მიღმა მოძრაობისთვის 7 პირი დაჯარიმდა

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბულვარში მოძრაობის წესების დარღვევის გამო 7 ადამიანი 20-20 ლარით დაჯარიმდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ ბილიკის მიღმა. „ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას  50 ლარით,“-აცხადებენ ბულვარის …

„შერატონი“ ბულვარში ასამდე ხეს იღებს

ბათუმის ბულვარში სასტუმრო „შერატონი“  მწვანე ნარგავებს იღებს. „შერატონის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხეები დაზიანებულია და მისი ამოღება ამიტომ ხდება. „ხე-მცენარეები დაზიანებულია, თავის დროზე არ უნდა მომხდარიყო მათი იმ ადგილზე ჩარგვა, რადგან შეუსაბამო ნიადაგია, ამიტომ დაზიანებული ხეების ამოღება ხდება. ეს ტერიტორია ახალი ნარგავებით განახლდება,“ – ამბობს სასტუმრო „შერატონის“ წარმომადგენელი მამუკა ხაბაძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არსებობს სპეციალისტების დასკვნა იმაზე, …

ახალი უკანონო მშენებლობა ბათუმის პლაჟზე

ბათუმის ბულვარში,  ანბანის კოშკის წინ, პლაჟზე ახალი კონსტრუქციის აგება მიმდინარეობს. „ბათუმის ბულვარის“  ინფორმაციით, 1 381 კვ/მეტრზე კვების ობიექტი აიგება, რომელიც შპს „რესტას“  ეკუთვნის. მფლობელს  ხელშეკრულება  2019 წლამდე აქვს გაფორმებული. მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, პროექტზე ნებართვა გაცემული არ არის. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  „რესტას“  პლაჟის ნაწილი აუქციონის წესით გადაეცა. ტერიტორიაზე  ბეტონის სვეტების ჩამოსხმა მიმდინარეობს, თუმცა ბულვარის ადმინისტრაციაში …

ბათუმის ბულვარში ზოოკუთხე განახლდება

მიმდინარე წელს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარში არსებული ზოოკუთხის განახლებას გეგმავს. ზოოკუთხეში არსებულ ვოლიერებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. შესაბამისი პროექტი, ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილის, გოჩა მჟავანაძის თქმით, უკვე შეძენილია და ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ნებართვებიც მიღებულია. ამ ეტაპზე ბულვარის ადმინსტრაცია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ელოდება, რის შემდეგაც სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.  პროექტის ჯამური ღირებულება 36 …

187 235 ლარი არდაგანის ტბის გასაწმენდად

„ბათუმის ბულვარი“ 187 235 ლარს გადაიხდის ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არდაგანის ტბის გაწმენდაში. ტბა რამდენიმე თვეა დაბინძურებულია, ბულვარის ადმინისტრაციამ კი ტენდერი მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ხელახალ ტენდერში კი ორი კომპანია მონაწილეობდა, ერთ-ერთთან ბულვარი ხელშეკრულებას გააფორმებს. ხელახალ ტენდერში სს „ჰიდროენერგომონტაჟმა“ ბულვარს ტბის გაწმენდა 187 235 ლარად შესთავაზა, ხოლო ამხანაგობა „Brand Building Group“-მა – …

ბათუმის ბულვარში ინდურ ფილმს იღებენ

ბათუმის ძველ ბულვარში, ანბანის კოშკთან, ინდურ ფილმს იღებენ. როგორც „ბათუმელებს“ ფილმის პროდიუსერებმა უთხრეს, ფილმი რომანტიკული დრამა იქნება და მას წლის ბოლოდან ნახავს მაყურებელი. ზღვის სანაპიროს გარდა, მხატვრული ფილმის რამდენიმე სცენას ხევსურეთშიც გადაიღებენ.  

მოსამართლეებმა ბულვარში ნერგები უნებართვოდ დარგეს

წითელი ნეკერჩხლის, კამელიისა და მაგნოლიის ნერგები ბათუმის ძველ ბულვარში მოსამართლეებმა დარგეს. გამწვანების აქციაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე და მისი მოადგილე – თეიმურაზ ტუღუში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ნებისმიერი სამუშაოს წარმოებას, რაც ბულვარს ეხება, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვა სჭირდება. ნერგები მოსამართლეებმა ბულვარში უნებართვოდ დარგეს. „ნერგების დარგვა ბულვარში სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა,“ …

ბულვარში 420 ათას ყვავილს დარგავენ

ძველ  ბულვარში  420 ათასი, ერთწლოვანი ყვავილი  დაირგვება. ბულვარის ადმინისტრაციის თქმით,  წელს შეძენილი ყვავილების რაოდენობა უპრეცედენტოა. ყვავილების შესაძენად 189 ათასი ლარი დაიხარჯება. ბულვარმა ყვავილები „მწვანე სახლისგან“  შეიძინა. მაისის ბოლოს კი, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 7 დასახელების მრავალწლოვან ყვავილსაც შემოიტანენ. გამწვანდება იახტ-კლუბის ტერიტორიაც, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები  უკვე  მიმდინარეობს  ბულვარის …

ბულვარში ხე-მცენარეების შეწამვლა დაიწყო

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს მავნებელ დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბათუმის ბულვარის მთლიან პერიმეტრზე ქიმიური წამლობა დაიწყო. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, პრეპარატ ფუნგიციდისა და ინსეკტიციდების გამოყენებით, 20 ათას ძირამდე სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი და ბუჩქოვანი ხე-მცენარე, ძველი, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ეტაპობრივად შეიწამლება. ბულვარის ადმინისტრაცია, სანიტარულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებას წელიწადში ოთხჯერ ახორციელდებს. აღნიშნული სამუშაოები, ბათუმის ბულვარში სამი დღის …

ისევ ბულვარის კონცეფცია – „ოაზისი“ „ბათუმის ბულვარს“ სასამართლოში უჩივის

კომპანია „დრიმლენდ ოაზისი“, რომელსაც სხვა სამუშაოებთან ერთად, ბათუმის ბულვარის კონცეფციაც უნდა შეემუშავებინა, ბულვარის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. 2015 წელს კონცეფციის შემუშავება კომპანიას ბათუმის ბულვარმა დაავალა, თუმცა კონცეფციის ის ვარიანტი, რომელიც ძველ ბულვარში შუა ალეის, ანუ სამიდან ერთ-ერთი ხეივნის გაუქმებას ითვალისწინებდა, საზოგადოებამ გააპროტესტა. საზოგადოების პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა იმან, რომ აჭარის მთავრობამ კონცეფციაზე მუშაობა და ალეის გაუქმება პარალელურ რეჟიმში …

ბულვარის ადმინისტრაცია: თოვლის გამო მუშაობას საგანგებო მდგომარეობაში ვაგრძელებთ

ბათუმის ბულვარში ხეების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს: „მთელი ღამის განმავლობაში ადმინისტრაციის შესაბამისი მობილური ჯგუფები ხეებისა და დეკორატიული ნარგავების თოვლის საფარისაგან გათავისუფლების სამუშაოებს ახორციელებდნენ. სამუშაოები ამ წუთებშიც უწყვეტად მიმდინარეობს“. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის განცხადებით, თოვლის გამო სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

Exit mobile version