„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ბათუმის ბულვარში ხეები თოვლისგან იწმინდება. „ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია ტექნიკური ზედამხედველობისა და აგრონომიული სამსახურის მობილური ჯგუფები“- აცხადებენ ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებში ბულვარის 60-მდე თანამშრომელია ჩართული: „გაწმენდითი სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“.
Tag Archives: ბათუმის ბულვარი
„ბათუმის ბულვარში“ დასაქმებულთა რაოდენობა 37-ით გაიზარდა
„ბათუმის ბულვარის“ ახალი დებულება დღეს, 27 იანვარს, აჭარის მთავრობამ დაამტკიცა. „სტრუქტურის შეცვლით ბათუმის ბულვარი უფრო ეფექტურად განახორციელებს თავის ფუნქციას,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. შეცვლილი დებულების მიხედვით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის 7 სამსახურს კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური დაემატება. მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ სამსახურის დამატება პირიქით, …
Continue reading “„ბათუმის ბულვარში“ დასაქმებულთა რაოდენობა 37-ით გაიზარდა”
ეთერ მაჭუტაძე ბულვარის თანამშრომლებს ზურაბ პატარაძემ წარუდგინა
დღეს,10 იანვარს, ბულვარის ადმინისტრაციას ახალი უფროსი, ეთერ მაჭუტაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წარუდგინა. წარდგენას ესწრებოდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე. „ბათუმის ბულვარი“ ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობას დავით გორგილაძე ასრულებდა, მას შემდეგ, რაც ბულვარის დირექტორი ცისკარ გოგიტიძე მთავრობის ცვლილების გამო გათავისუფლდა დირექტორობიდან. რაც შეეხება ეთერ მაჭუტაძეს, ის აქამდე ბათუმის მერიის ა(ა)იპ გამწვანებისა და …
Continue reading “ეთერ მაჭუტაძე ბულვარის თანამშრომლებს ზურაბ პატარაძემ წარუდგინა”
რა იგეგმება მომავალ წელს ბათუმის ბულვარში
„ბულვარის ტერიტორიაზე აღარ იქნება ქაოტური განთავსების ობიექტები, კაპიტალური სამუშაოები კი დაიგეგმება საზოგადოებასთან შეთანხმებულად“ – აღნიშნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე, სადაც ბულვარის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმები და პროექტები განიხილეს. სხდომას ესწრებოდა ბათუმის მერიის და საკრებულოს წამომადგენლები, ასევე ბულვარის საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები. „ბათუმის ბულვარი ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი …
Continue reading “რა იგეგმება მომავალ წელს ბათუმის ბულვარში”
მერია ბულვარზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც იბრუნებს
მერია ბათუმის ბულვარს მართვაში არ იბრუნებს, ამის მიზეზად კი ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სასამართლო დავებს ასახელებს. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის ინიციატორი რატომღაც არა ბათუმის მერი ან მერიაა, არამედ საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქცია. სხდომაზე საკითხის წარდგენისას საკრებულოს იურისტს არ ჰქონდა არგუმენტირებული პასუხები კითხვაზე, რატომ ვერ შეძლებს ბულვარის საქმეების გაგრძელებას მერიის „აიპი“, რომელიც სპეციალურად ბულვარის სამართავად შექმნეს. …
Continue reading “მერია ბულვარზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც იბრუნებს”
ზურაბ პატარაძე: ჩვენ ვმუშაობთ ბულვარის კონსერვაციის პროექტზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, დღეს 5 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა რომ მთავრობა ბათუმის ბულვარის კონსერვაციას აპირებს. „ჩვენ იმიტომ არ დაგვიტოვებია ბულვარი რომ იქ ასსართულიანი სახლები ჩავდგათ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც ეს საზოგადოებას სურს. ჩვენ ვმუშაობთ ბულვარის კონსერვაციის პროექტზე და აუცილებლად შევინარჩუნებთ ბულვარს იმ სახით, როგორც აქამდე გვქონდა“. ზურაბ პატარაძის განცხადებით, …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: ჩვენ ვმუშაობთ ბულვარის კონსერვაციის პროექტზე”
ვისია ბათუმის ბულვარი
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში ბულვარისთვის 3 მილიონ 400 ათასი ლარია გათვალისწინებული. წინა წლებში, როცა მას აჭარის ფინანსთა სამინისტრო განკარგავდა, ბულვარის ბიუჯეტი გაცილებით მეტი იყო. ბათუმელი აქტივისტები უკვე წლებია ითხოვდნენ ფინანსთა სამინისტროსთვის ბულვარის მართვის უფლების ჩამორთმევას, რადგან ამ სამინისტროში ბულვარს ხშირად განიხილავდნენ, როგორც საინვესტიციო ზონას. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული, რა ელოდება ბულვარს ახალი …
ბულვარის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია
ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის ბულვარის დაბრუნებაზე მუშაობის დაწყებას ქალაქის მერია ნოემბრიდან გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე თითქმის ერთი წელია საუბრობენ და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაც არსებობს, ბათუმის მერიას ქონების მართვის დაბრუნების კუთხით დღემდე არაფერი გაუკეთებია. ბათუმის ბულვარი, რომლის ისტორიული ნაწილი – „ძველი ბულვარი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იურიდიულად მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, თუმცა ის სამართავად გადაეცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …
სუვენირები რუსეთ-საქართველოს “სიყვარულზე”
წყვილი ჭიქა, რომელსაც სახის ფორმა აქვს და კოცნას განასახიერებს, ბათუმის ბულვარში მდებარე სუვენირების მაღაზიებში იყიდება. ორი ჭიქიდან ერთს საქართველო აწერია და საქართველოს სახელმწიფო დროშა ახატია, მეორეზე კი ან საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული და აწერია საქართველო, ან სხვა ქვეყანის დროშა/გერბი და სახელწოდებაა გამოსახული. „წყვილი ქვეყნების“ ერთ-ერთი ხაზი საქართველო და რუსეთია. ოკუპანტ ქვეყანასთან დაწყვილებული საქართველოს ჭიქა-სუვენირის ფასი განსხვავებულია. …
Continue reading “სუვენირები რუსეთ-საქართველოს “სიყვარულზე””
ბათუმის ბულვარში მოძრავი ამბულატორია ფუნქციონირებს
ბათუმის ბულვარში, მოძრავი ამბულატორია ფუნქციონირებს. მოძრავი ამბულატორიის სამუშაო საათებია 10-დან 22 საათამდე.
„საოცრებათა პარკი“ კონცერტის შემდეგ
ასე გამოიყურება ბათუმში „საოცრებათა პარკი“ Maroon 5-ის კონცერტის შემდეგ. პარკის დიდი ნაწილი დაზიანებულია, ფილები დატეხილი და ალაგ-ალაგ მთლიანად ამოყრილი. „ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, რომ ფილების შეცვლაზე ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვების გამოვლენის შემდეგ, სამუშაოები დაიწყება. „3 მაისს გამოვაცხადეთ ტენდერი, მაგრამ გამარჯვებული არ გამოვლინდა და ტენდერი შეჩერდა“-გვეუბნებიან ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში. მაგდა ჯაიანის თქმით, ტენდერი 1000 კ/მ-ის დაგებაზეა გამოცხადებული. …
სცენა ბულვარის კოლონადებში და ქოხები საზაფხულო თეატრთან
საფესტივალო ქოხებს საზაფახულო თეატრთან აშენებენ. ქართული ორნამენტებით გაწყობილ ქოხებში სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია გაიყიდება: ხელნაკეთი ნივთები, მუსიკალური ატრიბუტიკა, ქართული ღვინო, ყველი, ჩაი, თაფლი და სხვა. საფესტივალო ქოხებს პროექტის „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში დგამენ. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტოს პროგრამის „Check in Georgia“ ნაწილია. ამავე პროექტის ფარგლებში, ბულვარის კოლონადებთან უკვე მოწყობილია სცენა საკონცერტო გამოსვლებისთვის. პროექტის „ჰიტ ბათუმის“ პრესსამსახურის, …
Continue reading “სცენა ბულვარის კოლონადებში და ქოხები საზაფხულო თეატრთან”
გარემოს დაცვის კონფერენციის დელეგატები ბათუმის ბულვარში
ბულვარში, მაგნოლიის ნერგთან, გარემოს დაცვის კონფერენციის მონაწილე დელეგატებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. აქვე „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებმა კოსტიუმირებული შოუ მოაწყვეს. ფოტოების გადაღება ბათუმის ბულვარში გარემოს დაცვის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოეწყო. ფოტოს გადაღესაღებად სპეციალურად გამოკრულ ბანერთან მისვლა 5 წუთით დაიგვიანა არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ხოლო გადაღებისთვის გამზადებული სხვადასხვა ქვეყნის მინისტრი დაახლოებით 20 წუთი ალოდინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. …
Continue reading “გარემოს დაცვის კონფერენციის დელეგატები ბათუმის ბულვარში”
ბათუმის ბულვარმა ისტორიული მაგნოლიის ნერგი შემოსაზღვრა [ფოტო]
ახალი ნერგი რომელიც ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე იზრდება, ბულვარის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მიზნით დროებით შემოსაზღვრა მავთულბადით, რათა სკვერის კეთილმოწყობისთვის დაგეგმილი სამუშაოების წარმოებისას ახალი ნერგი არ დაზიანდეს. ბათუმის ბულვარში ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე, რომელიც 2016 წლის ზამთარში, დიდთოვლობის დროს წაიქცა, ახალი ნერგი იზრდება. ხის წაქცევის ფაქტს მაშინ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წყაროების მიხედვით, ეს ხე იმპერატორ ალექსანდრე მესამეს …
Continue reading “ბათუმის ბულვარმა ისტორიული მაგნოლიის ნერგი შემოსაზღვრა [ფოტო]”
ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები [ფოტო]
ბათუმში ტურისტული სეზონი 28 მაისს გაიხსნა, ბულვარში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის ბორდიურების მოწყობის, მწვანე საფარის დაგების, გაზონების აღდგენის და სამშენებლო ნარჩენებისგან ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ბულვარში ფილების დაგებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ლიტომი“ აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლის, ჯანო რიჟვაძის ინფორმაციით, ძირითადი სამუშაოები …
Continue reading “ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები [ფოტო]”
ტურისტულ სეზონზე პლაჟს სამი ჯგუფი დაალაგებს
63 წლის ნატო ყურშუბაძე ბათუმის პლაჟის დასუფთავებაზე სამი წელია მუშაობს. მისი სამუშაო დღე დილის 5 საათზე იწყება და დილის ცხრის ნახევრამდე სანაოსნოდან უნივერსიტეტამდე სანაპირო ზოლს ასუფთავებს. ტურისტულ სეზონზე კი ნატოს პლაჟის დასუფთავება დღის განმავლობაში სამჯერ, რამდენიმე საათის განმავლობაში უწევს. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, გასულ წელს პლაჟის დანაგვიანების გამო 107 ადამიანი დაჯარიმდა, თითოეული 80 ლარით. მძიმე ნარჩენებით …
Continue reading “ტურისტულ სეზონზე პლაჟს სამი ჯგუფი დაალაგებს”
ახალი ნერგი ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე
ბათუმის ბულვარში ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე, რომელიც 2016 წლის ზამთარში, დიდთოვლობის დროს წაიქცა, ახალი ნერგი იზრდება. ხის წაქცევის ფაქტს მაშინ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასწლოვანი ხის წაქცევის შემდეგ „ფეისბუქში“ ამ ხესთან დაკავშირებულ ისტორიებზე წერდნენ: „ მაგნოლიის ფოთოლზე დაწერილ წერილებს უგზავნიდნენ ერთმანეთს შეყვარებულები ძველ ბათუმში. მარკით, საფოსტო შტამპით და პროცედურების სრული დაცვით. ალბათ ბევრი სიყვარული აუხსნია …
მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში
დღეს, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ წელს, ბათუმის ძველ ბულვარში განთავსდება ახალი სასწრაფო ამბულატორია, რომელიც გადაუდებელ დახმარებას გაუწევს ქალაქის დამსვენებლებს. თანამედროვე ტიპის ამბულატორია სულ ორია საქართველოში და ერთ-ერთ მათგანს ბათუმის ბულვარში განათავსებენ.
„პიერ ბათუმი“ ახალი მენეჯმენტით და ძველი სასამართლო პროცესებით
„პიერ ბათუმი“ ბულვარში მუშაობას აგრძელებს. პარალელურად გრძელდება სასამართლო პროცესები მერიასა და მოიჯარე კომპანია „BATTUN“-ს შორის, რომელიც მერიის შესაბამისმა სამსახურმა რამდენჯერმე დააჯარიმა. მთავარი პრობლემა პირსია – ზღვაში შეჭრილი ნაგებობა, რომელიც, მერიის განცხადებით, უკანონოდაა აშენებული. დავის პარალელურად „BATTUN“-მა სარესტორნო მომსახურების კუთხით მენეჯმენტი შეცვალა. დღეს ობიექტს ახალი კომპანია მართავს. „ბათუმის პირსის მესაკუთრე კვლავ „BATTUN“-ია, უბრალოდ, შეიცვალა სარესტორნო მომსახურების …
Continue reading “„პიერ ბათუმი“ ახალი მენეჯმენტით და ძველი სასამართლო პროცესებით”
რა „ცეკვა“ შეასრულა მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის ბულვარში [ვიდეო]
კომპანია “ლიტომმა“ გასულ კვირას ბათუმის ბულვარში ახალდაგებული ფილების აყრა დაიწყო და დაასრულა კიდეც – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ორ სასეირნო ზოლში ფილების დაგების პროცესი მოულოდნელად იმიტომ შეიცვალა, რომ ფილები უხარისხო იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბულვარში ადვილადტეხად ფილებს აგებდნენ, „ბათუმელებს“ ბულვარში ფილების შეტანისთანავე მოაწოდეს, მაგრამ სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, მისი გამოქვეყნებისგან თავს დღემდე ვიკავებდით. ის, რომ ბულვარში …
Continue reading “რა „ცეკვა“ შეასრულა მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის ბულვარში [ვიდეო]”
არჩილ ხაბაძე: ამ ეტაპზე შესაძლებელია დრიმ ოაზისთან ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებს“ მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურმა მოაწოდა, მთავრობა ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს განიხილავს იმ კომპანიასთან, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს. არჩილ ხაბაძის განცხადების მიხედვით, ამ საკითხზე ორმხრივი შეთანხმება უკვე მიღწეულია. „გასულ კვირაში გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კომპრომისული შეხვედრა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნების ნაწილი იყო სამართლიანი. ჩვენ ვისაუბრეთ და ჩამოვყალიბდით მოგვარების …
„დაიცავი ძველი ბულვარი“ მთვარობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და აქციებისთვის ემზადება
საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“ დღეს, 12 აპრილს, განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, აჭარის ხელისუფლების დაკვეთით ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია კვლავაც იმ მიდგომით აგრძელებს მუშაობას, რაც ბათუმის ძველი ბულვარის იერ-სახის დამახინჯებას გამოიწვევს. სინიციატივო ჯგუფის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ძველი ბულვარი“, 18 თებერვალს გაავრცელა მიმართვა აჭარის მთავრობის სახელზე. ამ დრომდე მიმართვას ოფიციალური …
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბათუმის ბულვარის შესახებ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბათუმის ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ განცხადებას აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, 2015-2016 წლებში განხორციელებული შესყიდვებისა და ზოგადად, პროცესის ანალიზის შედეგად გაირკვია, რომ ბულვარში დაგეგმილი და განხორციელებული სარეაბილატაციო სამუშაოები ხშირ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დასაშვებ ქმედებებს ეწინააღმდეგება. ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს იმ შენიშვნებს, რც ბულვარის რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით ანალიზის შედეგად გაირკვა. მათ შორის: „ბათუმის ბულვარის …
Continue reading “„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბათუმის ბულვარის შესახებ”
ახალი ნარგავები ბათუმის ბულვარში
„ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის“ ინფორმაციით, ბულვარს ახალი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები შეემატა. „ფიჭვის, სოჭის, ნეკერჩხლის, მუხის, მაგნოლიას, კიპარისისა და სხვადასხვა ჯიშის 2 100-მდე ახალი ნერგები ძველი და ახალი ბულვარის პერიმეტრზე ეტაპობრივად დაირგვება, ამასთანავე დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული ხეების ჩანაცვლებაც მოხდება. გამწვანების სამუშაოები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება“-ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ბულვარში მიმდინარე სამუშაოები 15 მაისამდე დასრულდება
ბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის პირველ ნახევარში, სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის ირაკლი კოტიას განცხადებით ძველ ბულვარში ორ ალეაში სამუშაოები ხელშეკრულებით 15 აპრილამდე უნდა დასრულდეს, პარალელურად კი დაიწყება მესამე [შუა] ალეას აღდგენის სამუშაოები რისთვისაც ჯერ ტენდერი გამოცხადდება. „შუა ალეას აღდგენაზე პროექტი შეთანხმებულია ბათუმის …
Continue reading “ბულვარში მიმდინარე სამუშაოები 15 მაისამდე დასრულდება”
რატომ ყრია სამშენებლო მასალები ბულვარის სკამებზე
ბათუმის ბულვარის შესასვლელში (დიმიტრი თავდადებულის ქუჩის მხრიდან) ქვაფენილების განახლება მიმდინარეობს. აქ სამშენებლო მასალა – სილა, ხრეში, ბულვარის სკამებზეა დაყრილი. „ბათუმელები“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. კითხვაზე, – აყენებს თუ არა ზიანს ბულვარის ქონებას კომპანია და რა ნორმებს უნდა იცავდეს ბილიკების რეკონსტრუქციის დროს ის? ბულვარის ადმინისტრაციაში განაცხადეს: „ქონება არ დაზიანებულა, თუმცა ბულვარის მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს ხოლმე მშენებლობის პროცესს და …
Continue reading “რატომ ყრია სამშენებლო მასალები ბულვარის სკამებზე”
დეკორატიული ფილების დაგება ბულვარში [ვიდეო]
ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ცენტრალური ბულვარის შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე არსებულ ალეაში მოზაიკის ნაცვლად ახალი ბეტონის დეკორატიულ ფილებს აგებენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის თვეში დასრულდება.
“ბოდიში და ეს ცისფერების ქანდაკებას გავს” – ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე
„აჭარის მამულიშვილთა კავშირი“ ბათუმის ბულვარში მდებარე სკულპტურის აღებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს „აჭარის მამულიშვილთა კავშირმა“ ბრიფინგი გამართა ბათუმში და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა: „ბათუმში, ნოდარ დუმბაძის ქუჩის გასწვრივ რომ არის აღმართული მამათმავლების ძეგლი, იმის აღება მოვითხოვეთ. ეს არის მამათმავლების ძეგლი, ჩვენმა ცნობილმა მხატვრებმა და მოქადაკეებმა, როგორც ექსპერტებმა, ეს წერილობით დაადასტურეს, ამიტომ მოვითხოვეთ მისი აღება. შემიძლია წერილობით …
Continue reading ““ბოდიში და ეს ცისფერების ქანდაკებას გავს” – ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე”
შეხვედრა, რომელზეც მთავრობა არ მოვიდა
ნანა მეგრელიძე, საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბულვარი“ – წევრი 18 თებერვალს ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ორგანიზებით ძველი ბულვარის თემაზე დისკუსია გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობა უნდა დასწრებოდა, თუმცა, როგორც დისკუსიის ორგანიზატორმა, ნათია ზოიძემ გვითხრა, დისკუსიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მთავრობის წევრებმა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობაში მოულოდნელად, იმ …
ბულვარში გაუქმებული ბილიკის აღდგენა დაიწყება
„ბულვარში გაუქმებული ბილიკის აღდგენა მალე დაიწყება. სამუშაოებს კომპანია „ლიტომი“ ახორციელებს. არსებულ პროექტში ცვლილებები შედის და რამდენიმე დღეში დაიწყება ალეას აღდგენითი სამუშაოები“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია ვარშანიძემ, „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა. ბულვარში ბილიკის აღდგენის შესახებ რეკომენდაციით ბულვარის ადმინისტრაციას აჭარის მთავრობამ მიმართა. რეკომენდაციები ბულვართან დაკავშირებით შექნილმა საზოგადოებრივმა კომისიამ შეიმუშავა. ეს კომისია ბულვარში მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების …
Continue reading “ბულვარში გაუქმებული ბილიკის აღდგენა დაიწყება”
ცირა ელისაშვილი: ჩვენ ვაშენებთ თვითმკვლელ ქალაქებს
18 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე – „ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არსებული გამოწვევები“ – „ტფილისის ჰამქარის“ წევრმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის მართვის პრობლემებზე, სახელმწიფო პოლიტიკასა და საზოგადოების ჩართულობაზე ისაუბრა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ცირა ელისაშვილის მოხსენების შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას. „ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ეს წარდგენა. ვფიქრობ, ეს არ არის ის …
Continue reading “ცირა ელისაშვილი: ჩვენ ვაშენებთ თვითმკვლელ ქალაქებს”
ბულვარის ბილიკები [ფოტო]
დისკუსია ბათუმის ბულვარზე აჭარის მთავრობის გარეშე
დღეს, 18 თებერვალს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აჭარის ოფისის ინიციატივით, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” მიმდინარეობს დისკუსია თემაზე: “ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არსებული გამოწვევები”. დისკუსიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დისკუსიის ორგანიზატორებს აცნობეს, რომ დისკუსიას არ დაესწრება აჭარის მთავრობა, მათ შორის, დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძე, რომელსაც მოხსენება …
Continue reading “დისკუსია ბათუმის ბულვარზე აჭარის მთავრობის გარეშე”
ბულვარში დეკორატიული ფილების დაგება დაიწყო [ფოტო]
ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის ფარგლებში, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ცენტრალური ბულვარის შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე არსებულ ალეაში, მოზაიკის ნაცვლად ახალი ბეტონის დეკორატიული ფილები დაიგება. გაკეთდება ბაზალტის ბორდიურები. აღნიშნულ სამუშაოებზე „ბათუმის ბულვარმა“ ელექტრონული ტენდერი 2015 წლის სექტემბერში გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანიასთან [„იმერეთი 98“] კი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 18 იანვარს გააფორმა. სატენდერო საწყისი ფასი 317 202 ლარი იყო, ხელშეკრულება კომპანიასთან 305 202 …
Continue reading “ბულვარში დეკორატიული ფილების დაგება დაიწყო [ფოტო]”
ბულვარის შადრევნები მოვლა-ექსპლუატაციის გარეშე
ბულვარის ადმინისტრაციამ შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. ადმინისტრაციის განცხადებით მიზეზი კომპანიის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმაა. ბათუმის ბულვარი აღნიშნული სამუშაოების ხელახლა შესყიდვას გამარტივებული წესით აპირებს. ბულვარმა 2016 წელს შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციისთვის ტენდერი გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 208 528 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ – შპს “ვლს” და შპს “ტექნოსერვისმა”, ხოლო …
Continue reading “ბულვარის შადრევნები მოვლა-ექსპლუატაციის გარეშე”
ბათუმის მერია ბულვარის გადმოცემაზე წლის ბოლომდე უარს ამბობს
ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმის მერია ბულვარს მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნებს მართვაში, რაც ბათუმის ბულვარში მიმდინარე კაპიტალური პროექტები დასრულდება, არაუადრეს 2016 წლის ბოლომდე. „მივესალმებით და სწორი გადაწყვეტილებაა აჭარის მთავრობის მხრიდან, სრულად იქნა გათვალისიწინებული საზოგადოების ინტერესი ბათუმის ბულვართან დაკავშირებით. რაც შეეხება მის გადმოცემას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის, პროცესი იყო დროული და სწორი, მაგრამ ვინაიდან დღეის მდგომარეობით, …
Continue reading “ბათუმის მერია ბულვარის გადმოცემაზე წლის ბოლომდე უარს ამბობს”