ბათუმის პარკირების ინვენტარიზაციისა და მართვის სტრატეგიის შესამუშავებლად ქალაქის მერია ბაზარს იკვლევს. კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს შესაბამისი მომსახურების ღირებულება და შემდეგ შეირჩეს კონსულტანტი. ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ „კონსულტანტმა უნდა მოამზადოს ქალაქ ბათუმის პარკირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება ინვენტარიზაციის შედეგებს, პარკირების არსებული პრაქტიკისა და მონაცემების ანალიზს, ასევე პირველადი ზონირების წინადადებას“. „ქალაქის ურბანული განვითარება, მოსახლეობისა და ვიზიტორთა რაოდენობის …
Tag Archives: ბაზრის კვლევა
როგორ გეგმავენ ხულო-თაგოს საბაგირო გზის აღდგენას
ხულო-თაგოს საბაგირო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე ტენდერის გამოსაცხადებლად ბაზარს სწავლობს. დაგეგმილია არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, ტექნიკის შეცვლა და სხვა სამუშაოები. ძირითადი მოთხოვნაა „შენარჩუნდეს ხულო-თაგოს უსაყრდენო საბაგირო ხაზის მოწყობის პრინციპი“. ხულო-თაგოს საბაგირო გზა „ტექნიკური შეუსაბამობების გამო“ თითქმის ერთი წელი გაჩერებულია. საბაგირო გზის აღსადგენად საჭირო სამუშაოებზე ტენდერი პროექტირება-მშენებლობის [Design-Build] …
Continue reading “როგორ გეგმავენ ხულო-თაგოს საბაგირო გზის აღდგენას”
ხელოვნური პლაჟისთვის ახალ ბულვართან 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა საჭირო
ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ ზღვის ხელოვნური კვებისთვის მიმდინარე წელს 120 ათასი კუბური მეტრი ხრეშია შესატანი. ამ რაოდენობის ხრეშის შეტანა ზღვაში – ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად და ქალაქის სანაპირო ზოლის დასაცავად – ყოველწლიურადაა აუცილებელი. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს პროექტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად. შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი თანხა დაიხარჯება წელს ზღვის ხელოვნური კვებისთვის. …
Continue reading “ხელოვნური პლაჟისთვის ახალ ბულვართან 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა საჭირო”
გაზიფიცირება გაზის გარეშე – რომელ სოფლებს დაქსელავენ ამჯერად აჭარაში
სახელმწიფო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამჯერად აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ფასისა და ვადების დასადგენად კი ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. აღნიშნული 11 სოფლიდან ერთი ქობულეთის სოფელი ჭახათია, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაზი ქობულეთის ზოგიერთ სოფელში ორმაგი ოცნების საგანია – ჯერ მილების შეყვანაზე ოცნებობენ, შემდეგ კი – გაზის ჩართვაზე. მაგალითად, სოფლების …
Continue reading “გაზიფიცირება გაზის გარეშე – რომელ სოფლებს დაქსელავენ ამჯერად აჭარაში”
ბათუმში, მანთაშევზე, ლიანდაგის ქვეშ მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს
ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე, ე.წ. მანთაშევის შლაგბაუმთან ქალაქის მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს. „საჭიროა გზაგამტარი გვირაბის მოწყობა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შავშეთის ქუჩაზე გადატვირთული მოძრაობის განტვირთვა, რაც შესაძლებელია გვირაბის მშენებლობით. საპროექტო გვირაბმა უნდა უზრუნველყოს შავშეთის, წერეთლის და მაიაკოვსკის ქუჩებისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების უწყვეტ რეჟიმში შეუფერხებლად გადაადგილება და პირიქით, რითაც საგრძნობლად განიტვირთება, როგორც შავშეთის ქუჩა, ასევე წერეთლის, …
Continue reading “ბათუმში, მანთაშევზე, ლიანდაგის ქვეშ მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს”
ბათუმის ავტოტრანსპორტი 25 ახალ ავტობუსს იყიდის
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 25 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. კონსოლიდირებულ ტენდერს ავტობუსების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს, რომელიც ფასის დასადგენად ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. „M3 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“. გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ მიუთითოთ ასევე ვალუტა] და არსებობის …
Continue reading “ბათუმის ავტოტრანსპორტი 25 ახალ ავტობუსს იყიდის”
ბათუმი 100 მიკროავტობუსს იყიდის
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 ცალი მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს. მიკროავტობუსებს კონსოლიდირებული ტენდერით შეისყიდიან, რომელსაც შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს. სააგენტოს ინფორმაციით, „M2 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის.“ კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე სატენდერო/შესყიდვის სავარაუდო ფასის დასადგენად სააგენტო ბაზარს იკვლევს. „გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ …
ბათუმში ყინულის არენისა და აუზის ასაშენებლად ახალ ტენდერს გამოაცხადებენ
აჭარის მთავრობა ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ყინულის არენის დასრულებასა და იქვე ახალი საცურაო აუზის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. თუ ეს ტენდერი შედგება, მშენებლობის დასრულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვე [2,5 წელი] დასჭირდება. ტენდერის გამოცხადებამდე კი, აჭარის სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევს. ბაზრის კვლევის მიზანი გამოსაცხადებელ ტენდერში პრეტენდენტის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებზე [გამოცდილება, კვალიფიკაცია, ფინანსური …
Continue reading “ბათუმში ყინულის არენისა და აუზის ასაშენებლად ახალ ტენდერს გამოაცხადებენ”
ხელვაჩაურის სოფელ ერგეში ეკომიგრანტებისთვის 11-სართულიან კორპუსს ააშენებენ
ხელვაჩაურის მერია სოფელ ერგეში 11-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს, მშენებლობაზე კი ტენდერს 15 მილიონი ლარით გამოაცხადებს. ხელვაჩაურის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ კორპუსში სამომავლოდ ბინებს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადასცემენ. ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ამ ეტაპზე ბაზრის კვლევას ატარებს, კომპანიების იმ გამოცდილებაზე, რასაც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს მოსთხოვენ. სამმართველოს ინფორმაციით, „აღნიშნულ სამუშაოებზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი, …
Continue reading “ხელვაჩაურის სოფელ ერგეში ეკომიგრანტებისთვის 11-სართულიან კორპუსს ააშენებენ”
შსს-ს მომსახურების სამსახური ბათუმიდან გონიოში გადასვლას გეგმავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გონიოში ახალი ოფისის მშენებლობას გეგმავს. ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის მიმდებარედ სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემულია აჭარის საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ტერიტორია. სააგენტოს ბათუმის სამსახური ამჯერად სულხან-საბა ორბელიანის N2-ში ფუნქციონირებს. ამ მისამართზე 11 843 კვადრატული მეტრი ტერიტორია ქალაქ ბათუმის საკუთრებაშია და ის სააგენტოსთვის უზუფრუქტითაა გადაცემული. გონიოში ახალი ოფისის დაპროექტება-მშენებლობასთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო ბაზარს …
Continue reading “შსს-ს მომსახურების სამსახური ბათუმიდან გონიოში გადასვლას გეგმავს”
ქობულეთში უეფას მე-2 კატეგორიის სტადიონს ააშენებენ VIP შესასვლელითა და პარკინგით
ქობულეთში არსებული საფეხბურთო სტადიონის ადგილზე ახალი, 7-8 ათას მაყურებელზე გათვლილი უეფას მე-2 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მოწყობა იგეგმება. სტადიონის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ [ყოფილი შპს „სტადიონი“] კონკურსს გამოაცხადებს. მანამდე კი, კომპანია, სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, ბაზარს იკვლევს. ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, უეფას მეორე კატეგორიის სტადიონზე ნებადართულია ჩატარდეს: „საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა …
Continue reading “ქობულეთში უეფას მე-2 კატეგორიის სტადიონს ააშენებენ VIP შესასვლელითა და პარკინგით”
კორპუსები ბათუმში, სადაც ძველ ლიფტებს ახლით შეცვლიან
ბათუმში სხვადასხვა მისამართზე 59 ძველი ლიფტის დემონტაჟი და ახალი ლიფტის მონტაჟია დაგეგმილი. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო „საცხოვრებელი სახლების სადარბაზოში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით“, ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება და მოთხოვნები მოცემულია დანართში. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და არაუგვიანეს 2023 წლის …
Continue reading “კორპუსები ბათუმში, სადაც ძველ ლიფტებს ახლით შეცვლიან”
ბათუმის მერია სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს
ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავება“ სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს. კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია 150 ბოქლომის შეძენა, ქალაქში კი, ამ დროისთვის 50 სეპარირების ურნაა განთავსებული. იგეგმება 10 ურნის დამატებაც. 150 ბოქლომის შესაძენად შპს „სანდასუფთავება“ ამ ეტაპზე სავარაუდო ღირებულებას ადგენს, რისთვისაც ბაზარს იკვლევს. შესაძენი ბოქლომის სიგრძე არანაკლებ 40 სმ და არაუმეტეს 60სმ უნდა იყოს. დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარდგენა …
Continue reading “ბათუმის მერია სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს”
ბახმაროში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა იგეგმება
კურორტ ბახმაროში ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის აშენებას გეგმავს. ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, ბახმაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მშენებლობის მიზნით საჭირო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერის გამოსაცხადებლად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავიანთი წინადადებები და ფასები სამინისტროს მიმდინარე …
Continue reading “ბახმაროში სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობა იგეგმება”
650 ათასი ლარი ეკლესიისა და თაღის გასანათებლად
ბათუმის მერია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაზე მინათებების მოწყობასა და რკინის თაღის განათებას გეგმავს, რისთვისაც ჯამში 650 ათასამდე ლარი დასჭირდება. ეს თანხა იმ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებითაა განსაზღვრული, რომელიც მერიის სამმართველომ კერძო კომპანიას მოამზადებინა. დოკუმენტების მიხედვით, ეკლესიაზე მინათებების მოსაწყობად საერთო ხარჯთაღრიცხვით 199 659 ლარია საჭირო. ეკლესიის ფასადზე 205 ცალი დეკორატიული სანათი უნდა დაამონტაჟონ. შარტავას გამზირზე მდებარე რკინის თაღის განათებისთვის …
Continue reading “650 ათასი ლარი ეკლესიისა და თაღის გასანათებლად”
ბათუმის რესპუბლიკურს 4 სართულს მიაშენებენ – პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას დაახლოებით 4 300 კვ.მ ფართობს მიაშენებენ. მიშენება გრიბოედოვისა და პუშკინის კვეთაში, გადაუდებელი მიმღების [ემერჯენსის] მხრიდანაა დაგეგმილი. მისაშენებელი ფართობი კი 4 სართულზე გადანაწილდება. აღნიშნული მიშენების, ასევე, ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის [სასწრაფოს] მშენებლობის დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე სახელმწიფო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ კონკურსს …
Continue reading “ბათუმის რესპუბლიკურს 4 სართულს მიაშენებენ – პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდება”
ბათუმში ბინების საშუალო ფასი $ 983-მდე გაიზარდა, გაყიდვები კი შემცირდა – კვლევა
„ბათუმში 2023 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი, მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, – ამ განახლებულ მონაცემებს Recov.ge-ზე Colliers Georgia აქვეყნებს. ამავე ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 920 აშშ …
Continue reading “ბათუმში ბინების საშუალო ფასი $ 983-მდე გაიზარდა, გაყიდვები კი შემცირდა – კვლევა”
ახალ ბულვართან დანგრეული სანაპიროს აღდგენას 15 მილიონი ლარი დასჭირდება
ბათუმის ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღსადგენად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ბაზარს იკვლევს. ლოკალური ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც სამმართველოს აქვს მომზადებული, სანაპირო ზოლისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას, დღევანდელი მონაცემებით, სავარაუდოდ 15 მილიონ 831 ათას 978 ლარი დასჭირდება. სამმართველო მაქსიმუმ ამ თანხის ფარგლებში გეგმავს ტენდერის გამოცხადებას, თუმცა სამუშაოების საბოლოო ღირებულებას ბაზრის კვლევის შემდეგ გამოცხადებული …
Continue reading “ახალ ბულვართან დანგრეული სანაპიროს აღდგენას 15 მილიონი ლარი დასჭირდება”
ბათუმში ჭადრაკის სასახლის აშენებას გეგმავენ
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებული სპორტკომპლექსის მიმდებარედ, აჭარის მთავრობა ჭადრაკის სასახლის მშენებლობას გეგმავს. „თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის“ შესყიდვისთვის, სავარაუდო ღირებულების დასადგენად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევს. სავარაუდო ფასების დადგენის შემდეგ კი, ჭადრაკის სასახლის მშენებლობაზე კომპანია კონკურსს გამოაცხადებს. ტერიტორია, სადაც ჭადრაკის სასახლე უნდა დაპროექტდეს, 8 250 კვადრატული მეტრია და ის აჭარის ავტონომიური …
Continue reading “ბათუმში ჭადრაკის სასახლის აშენებას გეგმავენ”
ავარიული 5 სართულის ადგილზე 12 სართულს აშენებენ პროექტით, რომელიც ბათუმის მერიამ დამალა
ბათუმში, მაიაკოვსკის N3ა-ში მდებარე ავარიულ ხუთსართულიან კორპუსს დაანგრევენ და მის ადგილზე 12-სართულიან კორპუსს ააშენებენ. ახალი კორპუსის პროექტის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ მერიისგან იანვრის დასაწყისში მოითხოვა, თუმცა, არც პროექტის ესკიზი გვაჩვენეს და არც ის გვითხრეს, ვინ იმუშავა პროექტზე. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესყიდვაზე, ამჯერად ბაზრის კვლევას ატარებს. სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული …
სათაფლიაში მოძრავ დინოზავრებს დაამონტაჟებენ – სააგენტო ფასებს ადგენს
დაცული ტერიტორიების სააგენტო სათაფლიაში დინოზავრების მონტაჟს გეგმავს და ფასების დადგენის მიზნით, ბაზარს იკვლევს. ბაზრის შესწავლის შემდეგ კი, სააგენტო 6 დინოზავრის შეძენა-მონტაჟზე ტენდერს გამოაცხადებს. დინოზავრები მიახლოებისას უნდა რეაგირებდნენ ინფრაწითელი სენსორის მეშვეობით. სააგენტოს ინფორმაციით, დინოზავრების მიწოდების პარალელურად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი დამონტაჟება სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორიაზე [წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბანოჯა], შემსყიდველის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე. ტექნიკური დავალების მიხედვით: „თითოეული …
Continue reading “სათაფლიაში მოძრავ დინოზავრებს დაამონტაჟებენ – სააგენტო ფასებს ადგენს”
თამარის დასახლებაში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია იგეგმება
ბათუმში, თამარის დასახლებაში, საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციაა დაგეგმილი, რისთვისაც შესაბამის პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ შეისყიდის. შესასყიდი დოკუმენტების სავარაუდო ფასის დასადგენად კი, კომპანია ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. კომპლექსი ტბეთის ქუჩაზე, 5 111 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული. ობიექტის სარეაბილიტაციო პროექტის ფასი კი, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროექტების მართვის კომპანიას 7 თებერვლის ჩათვლით წარუდგინონ. პროექტს თან უნდა ახლდეს …
Continue reading “თამარის დასახლებაში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია იგეგმება”
რა ელის ყინულის არენად დაწყებულ მშენებლობას ბათუმში
ახალი ყინულის არენის მშენებლობის დასასრულებლად საჭირო პროექტს აჭარის მთავრობა კონკურსით შეისყიდის, მანამდე კი, ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევს. ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ყინულის არენის მშენებლობა 2018 წელს მთავრობამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინა. მშენებლობა დაიწყო, ოლიმპიადაც ჩატარდა, თუმცა ყინულის არენის მშენებლობა აღარ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება ჯერ კიდევ 2014 …
Continue reading “რა ელის ყინულის არენად დაწყებულ მშენებლობას ბათუმში”
ჩაქვში ფეხბურთის სტადიონის ადგილას რაგბის მოედანს ააშენებენ
ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე საფეხბურთო სტადიონის ადგილას, ახალი, რაგბის ხელოვნურსაფარიან მოედანს ააშენებენ. რაგბის მოედნის საერთო ზომა უნდა იყოს 112X74 მეტრი. მოედანზე აშენდება 300 მაყურებელზე გათვლილი გადახურული ტრიბუნა და, ასევე, გათვალისწინებული იქნება შშმ პირებისათვის ადგილებიც. ტერიტორია ჩაქვში, სადაც ახალი მოედნის აშენებაა დაგეგმილი, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან მდებარეობს და ფართობი 15 058 კვ.მ-ია. ეს ტერიტორია ჯერ სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, …
Continue reading “ჩაქვში ფეხბურთის სტადიონის ადგილას რაგბის მოედანს ააშენებენ”
ქობულეთში ცენტრალური პარკის სრული განახლება იგეგმება
ქობულეთის მერია ქალაქის ცენტრალური პარკის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, რომლითაც უნდა დადგინდეს, თუ რამდენი ლარით გამოაცხადებს მერია კონკურსს ცენტრალური პარკის ესკიზის, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შესაძენად. სწორედ ამ დოკუმენტების საფუძველზე ჩატარდება პარკის განახლების სამუშაოები, რომლის დაწყებაც მიმდინარე სეზონზე აღარ მოესწრება. „საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ქ. ქობულეთის ცენტრალურ პარკს, რომელსაც გააჩნია დიდი ტურისტული …
Continue reading “ქობულეთში ცენტრალური პარკის სრული განახლება იგეგმება”
სახელმწიფო 300 პიკაპს წელს ნისიად იყიდის
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2021 წელს ოპერატიული დანიშნულების, სპეციალიზებული [პიკაპი] ტიპის 300 ავტომანქანის შესყიდვას გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით. ავტომანქანები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის არის გათვალისწინებული. პიკაპების შესაძენად შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით კი, სააგენტო ბაზრის კვლევას ატარებს. პირობის მიხედვით: [checklist] არანაკლებ 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალების მიწოდება უნდა განხორციელდეს 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო დარჩენილი რაოდენობის – …
ქობულეთში სპორტული კომპლექსის აშენება იგეგმება
ქალაქ ქობულეთში, 9 აპრილის N28-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე სპორტული კომპლექსის აშენება იგეგმება. სპორტული კომპლექსისა და ლანდშაფტური დაგეგმარების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსის გამოსაცხადებლად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევს. კომპანიამ [ყოფილი შპს „სტადიონი“] შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უნდა დაადგინოს. საკონკურსო დოკუმენტაცია გამოქვეყნებულია და დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი შეთავაზებები „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ წერილობით, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი …
Continue reading “ქობულეთში სპორტული კომპლექსის აშენება იგეგმება”
კოვიდპაციენტებისთვის სამინისტრო მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-19 ინტენსიური მართვის პროცესში პაციენტების სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციისა და შემდგომი დამუშავების მიზნით, პაციენტების მონიტორინგის ცენტრალური სისტემ(ებ)ის შესყიდვას გეგმავს. სისტემამ უნდა მიიღოს განგრძობადი ინფორმაცია და მონაცემები ცალკეულ საწოლებთან დაკავშირებული მონიტორებიდან; უნდა გააჩნდეს მაქსიმუმ 66 მონიტორთან დაკავშირების უნარი, რაც ასევე უზრუნველყოფს პერსონალის მიერ ერთდროულად რეალურ დროში 32 პაციენტის მონაცემების ნახვას და …
Continue reading “კოვიდპაციენტებისთვის სამინისტრო მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის”
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხს იკვლევს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომსახურების ხარისხის დასადგენად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში არსებულ 200-მდე ტურისტულ ობიექტს იკვლევს, მათ შორის 120 – განთავსების და 80 – კვების ობიექტია. დეპარტამენტის ცნობით, კვლევის მიზანია რეგიონში მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზების გამოვლენა, გაანალიზება და სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მიზნობრივი სატრენინგო პროგრამის შემუშავება. კვლევის შედეგად განთავსებისა და კვების ობიექტების პერსონალი მოწმდება მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ: …
Continue reading “აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხს იკვლევს”
აჭარის ეკონომიკის სამინისტროს 94 შესყიდვიდან 54 შემთხვევაში ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია – აუდიტი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესყიდვების განყოფილებამ, 2017 წელს, შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული 94 შესყიდვიდან ბაზრის კვლევა არ ჩაატარა 54 შემთხვევაში. შესაბამისად, სამინისტრომ არ შეასრულა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რაც მისაღები ხელშეკრულების ოპტიმალური პირობების განსაზღვრისთვის ბაზრის მოკვლევაში გამოიხატება. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, შესყიდვების დაგეგმვისას, ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებული …