სიახლეები

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხს იკვლევს

24.08.2018
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხს იკვლევს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომსახურების ხარისხის დასადგენად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში არსებულ 200-მდე ტურისტულ ობიექტს იკვლევს,  მათ შორის 120 – განთავსების  და 80 – კვების ობიექტია.

დეპარტამენტის ცნობით, კვლევის მიზანია რეგიონში მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზების გამოვლენა, გაანალიზება და სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მიზნობრივი  სატრენინგო პროგრამის შემუშავება.

კვლევის შედეგად განთავსებისა და კვების ობიექტების პერსონალი მოწმდება მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ: ჯავშნის მიღება, სტუმრების განთავსება, დასუფთავების კომპონენტი, პერსონალის მიერ რთული სიტუაციებიდან ოპტიმალური გამოსავლის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მომსახურების ხარისხის კვლევა ივლისში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. კვლევის შედეგები წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

___________

ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: