აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის 1 მილიონ 400 000 ლარი უნდა დახარჯულიყო ბიუჯეტიდან 2025 წლის 3 კვარტალში, თუმცა მხოლოდ 487 ათას 100 ლარი აითვისეს. ანუ, ქვეპროგრამის ცხრა თვის შესრულებამ გეგმის მხოლოდ 34,8 პროცენტი შეადგინა. ქვეპროგრამა შუახევის მუნიციპალიტეტის, ხიჭაურის დასახლებაში, კერძოდ გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. აჭარის ფინანსთა და ეკნომიკის სამინისტრო 2025 წლის 9 თვის …
Tag Archives: აჭარის გაზიფიცირება
8,9 მილიონი ლარი აჭარის 11 სოფელში გაზის მილების შესაყვანად – ტენდერი
აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამი ტენდერი გამოაცხადა ჯამში 8 907 024 ლარით. ამ სოფლებში მთავრობის გეგმა-გრაფიკის მიხედვით გაზიფიცირება შარშან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დროისთვის მხოლოდ ტენდერებია გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2024 წლის 12-14 სექტემბერს დაიწყება. შუახევის სოფელ ოქროპილაურის და ხულოს სოფელ ქვემო ვაშლოვანის გაზიფიცირების სამუშაოებზე ტენდერი 2 345 280 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების …
Continue reading “8,9 მილიონი ლარი აჭარის 11 სოფელში გაზის მილების შესაყვანად – ტენდერი”
გაზიფიცირება გაზის გარეშე – რომელ სოფლებს დაქსელავენ ამჯერად აჭარაში
სახელმწიფო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამჯერად აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ფასისა და ვადების დასადგენად კი ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. აღნიშნული 11 სოფლიდან ერთი ქობულეთის სოფელი ჭახათია, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაზი ქობულეთის ზოგიერთ სოფელში ორმაგი ოცნების საგანია – ჯერ მილების შეყვანაზე ოცნებობენ, შემდეგ კი – გაზის ჩართვაზე. მაგალითად, სოფლების …
Continue reading “გაზიფიცირება გაზის გარეშე – რომელ სოფლებს დაქსელავენ ამჯერად აჭარაში”
რომელი სოფლების გაზიფიცირება იგეგმება აჭარაში
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამჯერად აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებას გეგმავს. გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და შესრულების სავარაუდო ვადის დადგენის მიზნით სახელმწიფო კომპანიამ ბაზრის კვლევა უკვე ჩაატარა, თუმცა ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია. ამ ეტაპზე იგეგმება შემდეგი სოფლების გაზიფიცირება: აღნიშნული სოფლების გაზიფიცირებისთვის საჭირო პროექტების შეძენაზე გაზის ტრანსპორტირების კომპანიას 2 ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული 2023 წელს. …
Continue reading “რომელი სოფლების გაზიფიცირება იგეგმება აჭარაში”
აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის პროექტების შესყიდვაზე ტენდერები გამოაცხადა. კომპანია ამ ეტაპზე გაზიფიცირების პროექტებს შეისყიდის შემდეგი სოფლებისთვის: შუახევის მუნიციპალიტეტი – ზედაყანა, ზამლეთი ხულოს მუნიციპალიტეტი – თხილაძირი ქედის მუნიციპალიტეტი – ზედა ბზუბზუ, ძენწმანი, არსენაული, გობრონეთი, ტაკიძეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – ქედქედი, ცხემლარა, ქვედა ქოქოლეთი პროექტირებაზე ორი ტენდერია გამოცხადებული. ორივე ტენდერში …
Continue reading “აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან”
აჭარის სოფლები, რომელთა გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან
აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 11 სოფლისთვის, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების პროექტებს შეისყიდის, რისთვისაც ორი ტენდერია გამოცხადებული. სატენდერო თანხა ჯამში 377 522 ლარია. ეს სოფლებია: ჭახათი, ოქროპილაური, ქვემო ვაშლოვანი, მირვეთი, ქოქოლეთი, ზედა ჩხუტუნეთი, ჭინკაძეები, ქვედა ბზუბზუ, პირველი მაისი, ახო და დანდალო. პროექტების შესყიდვის შემდეგ, ცალკე გამოაცხადებენ ტენდერს გაზსადენი ქსელის მონტაჟზე სოფლებში, ხოლო დამონტაჟების შემდეგ ქსელი გადაეცემა …
Continue reading “აჭარის სოფლები, რომელთა გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან”
ქობულეთის სოფლები, სადაც გაზსადენი გაიყვანეს და გაზს არ რთავენ – „საარჩევნოდ იქნება, ალბათ“
„არჩევნებს უცდიან ალბათ, რომ გაზი ჩაგვირთონ,“ – ამ ვერსიას ქობულეთში ბევრისგან მოისმენთ იმ სოფლებში, სადაც გაზის მილები წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, 2020 წელს გაიყვანეს და ამ დრომდე მოსახლეობას გაზს არ აწვდიან. ქობულეთის 10 სოფელში გაზის მილების გაყვანის სამუშაოები 2021 წლის აპრილში დასრულდა, სამუშაოები დამკვეთმა ჩაიბარა და ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა სისტემაში გაზი არ გაუშვიათ. „გატესტა სოკარის …
აჭარის მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირება – რაში დაიხარჯება 10 მილიონი
დაბა ხულოდან კურორტ გოდერძიმდე ცენტრალურ გაზსადენს, ხოლო ხელვაჩაურის ხუთ სოფელში შიდა ქსელს კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ ააშენებს. სამუშაოებისთვის აჭარის და საქართველოს ბიუჯეტებიდან ჯამში 9 988 878 ლარია გათვალისწინებული. კომპანიას ცენტრალური გაზსადენის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 27-მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული, ხელვაჩაურის სოფლების გაზიფიცირებაზე კი ტენდერი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიას ჰქონდა გამოცხადებული. ხულოდან გოდერძიმდე …
Continue reading “აჭარის მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირება – რაში დაიხარჯება 10 მილიონი”
11 მილიონი აჭარის სოფლების გაზიფიცირებისთვის – ტენდერები 9 მილიონით არ შედგა
დაბა ხულოს, შუახევისა და კიდევ 11 სოფლის გაზიფიცირებაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 9,3 მილიონი ლარი იყო. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ იგივე მომსახურებაზე ტენდერები დღეს, 16 სექტემბერს ხელახლა გამოაცხადა, თუმცა, მომსახურების სავარაუდო ღირებულება ჯამში 2,3 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანობაში 11,6 მილიონი ლარია. შესყიდვის ხელახლა გამოცხადებით გადაიწია …
Continue reading “11 მილიონი აჭარის სოფლების გაზიფიცირებისთვის – ტენდერები 9 მილიონით არ შედგა”
ხულოში, შუახევში, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფელში გაზიფიცირება იწყება
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: კოკოტაურის, დოლოგნის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნის, ზვარეს, ვარჯანისის, ასევე, დაბა შუახევისა და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოებზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 5 მილიონ 40 ათას 320 ლარია. კომპანიამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაჭახლისპირის, სინდიეთის, აჭარისაღმართის, ქვედა ჩხუტუნეთისა და ჩიქუნეთის გაზიფიცირების სამუშაოებზე. ამ შემთხვევაში სატენდერო თანხა 4 მილიონ …
Continue reading “ხულოში, შუახევში, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფელში გაზიფიცირება იწყება”
რატომ არ აწვდიან გაზს მოსახლეობას ქობულეთის სოფლებში, სადაც მილები შარშან გაიყვანეს
ქობულეთის სოფლებში – ალამბარსა და მუხაესტატეში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზის მილების გაყვანა 2021 წლის აპრილში დასრულდა, თუმცა მოსახლეობის გაზიფიცირება ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ სოფლებში გაზსადენი ქსელის მოსაწყობად ბიუჯეტიდან ჯამში 3 083 678 ლარი დაიხარჯა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გაზიფიცირების არდაწყების მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, რასაც „ბათუმელებთან“ უარყოფს პროექტის განმახორციელებელი „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“. „ჩატარდა შესაბამისი …
აჭარის რომელ სოფლებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი 2022-2024 წლებში
აჭარის მთავრობა რეგიონის დაბებისა და სოფლების გაზიფიცირებას უახლოეს წლებში არ გეგმავს. „აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხორციელდება ძირითადი მილსადენის მშენებლობა,“ – მოგვწერეს სამინისტროდან. აჭარის მუნიციპალიტეტებში უახლოეს ან/და გრძელვადიან პერიოდში დაგეგმილი გაზიფიცირების სამუშაოების შესახებ ინფორმაცია [კონკრეტული ლოკაციების და დაწყება-დასრულების სავარაუდო ან დადგენილი ვადების მითითებით], „ბათუმელებმა“ სამინისტროდან წერილობით გამოითხოვა. …
Continue reading “აჭარის რომელ სოფლებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი 2022-2024 წლებში”
აჭარის რომელ სოფლებში შევა გაზი – ოთხწლიანი გეგმა
აჭარის მთავრობამ წინასაარჩევნოდ ხულოში ბუნებრივი გაზი აანთო, თუმცა დაბა ხულოს მოსახლეობა ოჯახებში ბუნებრივ აირს კიდევ 2 წელი ვერ მიიღებს. 2022 წელს უნდა დასრულდეს დაბა შუახევის გაზიფიცირებაც. რაც შეეხება სოფლებს, 2021 წელს მხოლოდ 13 სოფლისთვის იგეგმება პროექტების მომზადება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მომავალ წელს, პროექტირების პარალელურად, აჭარის იმ სოფლების გაზიფიცირებაც დასრულდება, სადაც სამუშაოები …
Continue reading “აჭარის რომელ სოფლებში შევა გაზი – ოთხწლიანი გეგმა”
1,6 მილიონი ლარი ქობულეთში სამი სოფლისა და ხულოს ქუჩის გაზიფიცირებისთვის
ქობულეთის სოფლების: ზედა კონდიდი, კოხი, ოხტომი და ასევე ყოფილი ჩოლოქის მეურნეობის [ხულოს ქუჩა] გაზიფიცირებისთვის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების სატენდერო თანხა 1 644 262 ლარია. წინადადებების მიღება ტენდერში 2020 წლის 26 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება. პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების/მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 169 დღეს. „აღნიშნულ ვადაში, ასევე, …
Continue reading “1,6 მილიონი ლარი ქობულეთში სამი სოფლისა და ხულოს ქუჩის გაზიფიცირებისთვის”
ქობულეთის 6 სოფლის გაზიფიცირებისთვის 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
ქობულეთის ექვსი სოფლის გაზიფიცირებისთვის, ჯამში 10 მილიონამდე ლარით, სამი ტენდერია გამოცხადებული. ამ ტენდერების ფარგლებში ბუნებრივ აირს შეიყვანენ შემდეგ სოფლებში: მუხაესტატე, ალამბარი, წყავროკა, ლეღვა, აჭყვისთავი და ზენითი. დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნულ სოფლებში, ჯამში, 2 304 საცხოვრებელი სახლია. გაზიფიცირების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულებთან ხელშეკრულებების გაფორმებიდან მაქსიმუმ 10 თვეში უნდა დასრულდეს. მუხაესტატესა და ალამბარის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის 3 600 489 ლარია …
Continue reading “ქობულეთის 6 სოფლის გაზიფიცირებისთვის 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება”
ქობულეთის 8 სოფელი, რომელთა გაზიფიცირებისთვის საჭირო ფასს ადგენენ
სკურა, ქაქუთი, აჭყვისთავი, ზენითი, მუხაესტატე, ალამბარი, წყავროკა და ლეღვა ქობულეთის იმ სოფლების ჩამონათვალია, რომელთა გაზიფიცირება იგეგმება. აღნიშნულ სოფლებში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო სამუშაოების სავარაუდო ფასის დასადგენად საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ბაზარს იკვლევს. დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ 2020 წლის 6 მარტის ჩათვლით, მიაწოდონ შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ფასი და შესრულების სავარაუდო ვადა, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას. ამასთან, ამ სოფლების …
Continue reading “ქობულეთის 8 სოფელი, რომელთა გაზიფიცირებისთვის საჭირო ფასს ადგენენ”
ქობულეთის 5 სოფლისა და ჩოლოქის დასახლების გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან
ქობულეთში სოფლების – კოხის, ზედა კონდიდის, ოხტომის, ცხრაფონას, აჭისა და ასევე, ყოფილი ჩოლოქის მეურნეობის დასახლების [ხულოს ქუჩა] გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო პროექტებს შეისყიდის. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამ დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევას ახორციელებს. დაინტერესებულმა პირებმა კომპანიას 2020 წლის 28 თებერვლამდე უნდა მიაწოდონ გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების თავიანთი ფასი და მომსახურების გაწევის …
Continue reading “ქობულეთის 5 სოფლისა და ჩოლოქის დასახლების გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან”
ხუთი სოფლის გაზიფიცირებისთვის აჭარაში 3,2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
3 201 266 ლარია გამოყოფილი ხელვაჩაურის სოფლების: მახოს, სიმონეთის, ევგენიძეების, მაღლაკონის და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის გაზიფიცირებისთვის. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მახოსa და სიმონეთის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2 700 688 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების მიღება კი 2020 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება. …
Continue reading “ხუთი სოფლის გაზიფიცირებისთვის აჭარაში 3,2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება”
შუახევისა და ხელვაჩაურის სოფლები, სადაც გაზიფიცირება იგეგმება
შუახევის სოფელ ხიჭაურში, ასევე, ხელვაჩაურის სოფლებში – ევგენიძეებში, მაღლაკონში, მახოსა და სიმონეთში „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაზიფიცირების სამუშაოებს გეგმავს. გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სავარაუდო შესრულების ვადის დადგენის მიზნით, კომპანია ბაზრის კვლევას ახორციელებს. ფასების დადგენის შემდეგ, სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდება. ამავე თემაზე: 2,6 მილიონი ლარი სოფელ ხალასა და ჩაქვში აჭარის ქუჩაზე გაზმომარაგების …
Continue reading “შუახევისა და ხელვაჩაურის სოფლები, სადაც გაზიფიცირება იგეგმება”
კურორტ გოდერძის ბუნებრივი აირი წელს პირველად მიეწოდება
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კურორტ გოდერძიზე წელს პირველად აინთება ბუნებრივი გაზი. ადიგენი-გოდერძის 36 კილომეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა რვა თვეს მიმდინარეობდა. პროექტის ღირებულება 11.5 მილიონი ლარია. „ახალაშენებულ გაზსადენს მიეცემა „აღმოსავლეთ-დააცლეთის“ მიმართულების გაზმომარაგების წრედის შემკვრელი ფუნქცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალურ გაზსადენზე შესაძლო შეფერხების შემთხვევაში, აჭარის რეგიონის ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროს იქნება გამოყენებული“-ნათქვამია მტავრობის პრესრელიზში. ამავე წყაროს ცნობით, გაზიფიცირების მიმდინარე …
Continue reading “კურორტ გოდერძის ბუნებრივი აირი წელს პირველად მიეწოდება”
2,6 მილიონი ლარი სოფელ ხალასა და ჩაქვში აჭარის ქუჩაზე გაზმომარაგების ქსელს მოსაწყობად
გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ დაასრულა ბაზრის კვლევა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალასა და დაბა ჩაქვში აჭარის ქუჩის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 653 581 ლარია. სამუშაოები სოფელ ხალასა და ჩაქვში აჭარის ქუჩაზე გაზმომარაგების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 22 ნოემბერს დაიწყება და 27 ნოემბერს შეწყდება. სამუშაოები ორივე ადგილზე ტენდერში გამარჯვებულთან …
აჭარის სოფლების გაზიფიცირების გეგმა – სოფლების ჩამონათვალი
ქედის სოფლების: ქედის, ქვედა ზენდიდის, ზენდიდის, გულების, ხუნკუდას და ასევე დაბა ქედის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 786 056 ლარია. ამ სოფლების გაზით მომარაგებისთვის დაგეგმილი სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს. ქობულეთის სოფელ გორგაძეების გაზიფიცირების სამუშაოებზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელმაც სამუშაოები 2020 წლის თებერვალში …
Continue reading “აჭარის სოფლების გაზიფიცირების გეგმა – სოფლების ჩამონათვალი”
6,1 მილიონი ლარი ხელვაჩაურის 10 სოფლის გაზიფიცირებისთვის
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის საჭირო ქსელის მოსაწყობად, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერები გამოაცხადა. ამ სოფლებში გაზმომარაგების ქსელის მოსაწყობად სამი ტენდერია გამოცხადებული და სატენდერო თანხა ჯამში 6 114 377 ლარია. საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, ათივე სოფელში ჯამში 1743 აბონენტია, რომელთა ბუნებრივი აირით მომარაგება ამ ქსელის საშუალებით განხორციელდება [აჭარისწყალი – 71 აბონენტი, კაპნისთავი – 62, კიბე – 73, ხერთვისი …
Continue reading “6,1 მილიონი ლარი ხელვაჩაურის 10 სოფლის გაზიფიცირებისთვის”
თენგიზ ქოქოლაძის შვილის კომპანიამ აჭარის მთავრობისგან 27-მილიონიანი დაკვეთა მიიღო
შუახევი-ხულოს მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი დაიხარჯება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი 33 797 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული, რაც დაფარული კონკურენციის წესს გულისხმობს [კომპანიები ელექტრონული ვაჭრობისას ვერ ხედავენ, თუ ვინ არის მათი კონკურენტი და რა ფასი დააფიქსირა]. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე …
Continue reading “თენგიზ ქოქოლაძის შვილის კომპანიამ აჭარის მთავრობისგან 27-მილიონიანი დაკვეთა მიიღო”
168 ათასი ლარი შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის
30 აპრილს შეწყდება წინადადებების მიღება ტენდერში, რომლითაც შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი უნდა შეირჩეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 27 აპრილს დაიწყო. სატენდერო თანხა 168 985 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა ტექნიკური ზედამხედველობა უნდა გაუწიოს შუახევის მუნიციპალიტეტი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ზანკები] ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს. ამ მილსადენის …
Continue reading “168 ათასი ლარი შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის”
შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერი 33,7 მილიონი ლარით გამოცხადდა
შუახევი-ხულოს ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 33 797 000 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს შეწყდება. სატენდერო პირობების მიხედვით, გაზსადენის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში [ანუ 2021 წელს] უნდა დასრულდეს. პროექტით გაზსადენი, ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე, მთლიანად ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალს მიუყვება. შუახევი [ხიჭაურის დასახლება]- …
Continue reading “შუახევი-ხულოს გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერი 33,7 მილიონი ლარით გამოცხადდა”
შუახევი-ხულო-გოდერძის გაზსადენის გზშ მზადაა
შუახევი-ხულოს [ხიჭაურის დასახლებიდან გოდერძის უღელტეხილამდე] 54 კმ სიგრძის ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, 2019 წლის მარტის შემდეგ გამოცხადდება. ხიჭაურამდე ცენტრალური მილსადენი მიყვანილია, აქედან კი, პროექტით, მილსადენი კვლავ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს გაუყვება და გოდერძის უღელტეხილთან შეუერთდება ადიგენიდან მომავალ მილსადენს. ამით შეიკვრება წრედი, რითაც აჭარა ბუნებრივ აირს მიიღებს, როგორც ქობულეთის, ასევე, ხულოს მხრიდან. საპროექტო კომპანიამ [„გაზპროექტი 2009“] …
Continue reading “შუახევი-ხულო-გოდერძის გაზსადენის გზშ მზადაა”
11 ათასი აბონენტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა
დღეს, 25 ნოემბერს, ხიჭაურში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულების აღსანიშნავად მაგისტრალური მილიდან გაზი აანთო. „ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ვინაიდან, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს ადგილი გახდეს უფრო საინტერესო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს შესანიშნავი ბუნება, …
Continue reading “11 ათასი აბონენტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა”
გაზის დასრულებული პროექტის პრეზენტაცია სოფელ თხილნარში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბერიაშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში ახლად აშენებული გაზსადენი გახსნეს. პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე სოფლებში: ახალსოფელი, ჭარნალი და თხილნარი ახლად აშენებული გაზსადენები დაათვალიერა და სოფელ თხილნარის მკვიდრის, თენგიზ ბერიძის ოჯახში გაზქურა აანთო. ,,დავათვალიერე გაზსადენის მშენებლობა ხელვაჩაურში და …
Continue reading “გაზის დასრულებული პროექტის პრეზენტაცია სოფელ თხილნარში”
აჭარის რეგიონში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება
[highlight color=”green”]დაიწყო ისტორიული მნიშვნელობი პროექტი -მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება[/highlight] 10 ოქტომბერს შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებაზე შეკრებილ ადგილობრივებს ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართა და ისტორიული პროექტის დაწყება მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავს მთის განვითარებაზე და …
Continue reading “აჭარის რეგიონში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება”
მაღალმთიან აჭარაში 65 162 მეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა იწყება
მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დაწყების ცერემონია დღეს, 10 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თამჯდომარე, ზურაბ პატარაძე ესწრებოდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. გაზსადენმა ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტები უნდა უზრუნვეჰყოს ბუნებრივი გაზით. გაზსადენი სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი – ბათუმი-ახალციხის …
Continue reading “მაღალმთიან აჭარაში 65 162 მეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა იწყება”
აჭარაში გაზიფიცირების გეგმა და შესრულების მაჩვენებელი
კომპანია „სოკარში“ აცხადებენ, რომ ქალაქ ბათუმის გაზიფიცირება [ცენტრალური მაგისტრალებით ქალაქის დაქსელვა] დასრულებულია. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით კი, ბათუმში გაზიფიცირება წელს 1546 აბონენტს უნდა შეხებოდა, ხოლო 2017 წლისთვის გაზიფიცირების სამუშაოები დაგეგმილია ზედა მახინჯაურში. რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე სამუშაოებს, კომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული იმფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელს აჭარის ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო 316 185 გრძ.მ-ის სიგრძის ქსელის …
Continue reading “აჭარაში გაზიფიცირების გეგმა და შესრულების მაჩვენებელი”
ქობულეთსა და ხელვაჩაურში წელს 13 სოფლის გაზიფიცირება უნდა დასრულდეს
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ქობულეთისა და ხელვაჩაურის 13 სოფლის გაზიფიცირებას იწყებს. გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე გაზის გაყვანა უნდა დასრულდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვედა სამება, ბობოყვათი, ქვედა დაგვა, ხუცუბანი, ნაკაიძეები, დაგვა; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კაპრეშუმი, ზედა ახალშენი, ახალშენი, ხეღრუ, განახლება, სამება, ქვედა სამება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები …
Continue reading “ქობულეთსა და ხელვაჩაურში წელს 13 სოფლის გაზიფიცირება უნდა დასრულდეს”