ორი ათასამდე ბავშვი ბაღის გარეშე

 

 

ბათუმის ბავშვთა ბაღებში ხშირ შემთხვევაში ერთი ასაკობრივი ჯგუფი ორმოცზე მეტ ბავშვს აერთიანებს.

„ხალხის პარტია“ აჭარის მთავრობას აკრიტიკებს

 

 

 „ხალხის პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე უკმაყოფილოა აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თერთმეტთვიანი მუშაობით. მისი თქმით, „ამ ხნის განმავლობაში ხალხის საკეთილდღეოდ არა თუ რამე შეცვლილა ნაბიჯიც კი არ გადადგმულა წინ“. მან მთავრობისგან 11 თვიანი მუშაობის ანგარიშის ხალხისთვის გაცნობა მოითხოვა. ამის შესახებ ჯუმბერ თავართქილაძემ დღეს, პარტიის ბათუმის ბიუროში პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„მუნიციპალიტეტთა განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის” პრეზენტაცია

 

დღეს, პირველ აგვისტოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მუნიციპალიტეტთა განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის” პრეზენტაცია გაიმართა.

„სამართლიანი არჩევნები” და საია აჭარის უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივიან

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ორგანიზაციები მოითხოვენ აჭარის უმაღლესმა საბჭომ შეაჩეროს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც 13 მილიონ 554 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. ორგანიზაციებმა ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე გაავრცელეს.

საკანონმდებლო ლაფსუსი, რომლითაც უმაღლესმა საბჭომ ისარგებლა

 

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა. ამ ცვლილებების თანახმად სპეციალური ტრანსფერი 13 მილიონ 555 ათასი ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებსა და ჯანდაცვის პროგრამებზე გადანაწილდება. ამ ტიპის საბიუჯეტო ცვლილებას წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავს. უმაღლესი საბჭოს წევრები კი ამტკიცებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ, რადგან მასში მხოლოდ ცენტრალურ ბიუჯეტსა და ადგილობრივ ანუ თვითმმართველობების ბიუჯეტებზეა დათქმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი კი, ნახსენები არ არის.   

შიმშილობის მე-8 დღე

 

უკვე მერვე დღეა ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის წინ ეკომიგრანტები შიმშილობენ. დღეს მათთან შესახვედრად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მივიდა.  ეკომიგრანტების თქმით, ხაბაძემ მოშიმშილეებს განუმარტა, რომ მხოლოდ  საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, დავით დარახველიძეს შეუძლია მათი დახმარება.

 

“გვითხრეს, მინისტრი დარახველიძე უნდა ჩამოვიდეს ხვალისთვისო. ხაბაძემ თქვა, მე ვერაფერს ვერ გადაგიწყვიტავთ ის გადაწყვიტავსო, ჩვენ ვერაფრით ვერ დაგეხმარებითო ეს თქვა. შიმშილობას ისევ ვაგრძელებთ, პასუხის მიღებამდე, ვნახოთ პასუხიც როგორი იქნება, ჩვენ წასასვლელი არსად არ გვაქვს,”- ამბობს მოშიმშილე ეკომიგრანტი მერაბ შავაძე.

 

წალკიდან უკუმიგრირებული ეკომიგრანტები უკვე 60 დღეა ღია ცის ქვეშ, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ დახმარებასა და თავშესაფარს ითხოვენ. უყურადღებობის გამო ეკომიგრანტებმა რვა დღის წინ პროტესტის უკიდურეს გზას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

ეკომიგრანტები ამბობენ, რომ მათ წასასვლელი არსად აქვთ, რადგან სახლებიდან, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, საბერძნეთიდან უკუმიგრირებულმა მესაკუთრეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა გამოასახლეს. შესაბამისად, ისინი სახლ-კარისა და მიწის გარეშე, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ.

 

ეკომიგრანტების პრობლემის გასაცნობად აჭარის მთავრობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრების შემდეგ მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ ეკომიგრანტების განცხადებები  დიდწილად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან მათ უმრავლესობას სახლ-კარი გააჩინია, შესაბამისად, მათი პროტესტის ძირითადი მიზანია, სახელმწიფოს ქონება გამოსძალონ აჭარაში. მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მთავრობამ წალკაში მუშა ჯგუფი გაუშვა.

 

მუშა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე: „ჩვენ რომ ჩავედით იქა [წალკაში], ამ ოჯახეების უმეტესობას, ვინც ვნახეთ, ამ ეტაპზე გამოსახლების საფრთხე არ ემუქრება. იყო რაღაც პრეცედენტები 3-4 შემთხვევა, რომელიც ადგილზე ვთხოვეთ ბერძნებს და პრობლემას არ შევქმნითო… წალიკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირობა აღგვითქვა, რომ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ამ ადამიანებს გამოსახლება არ დაემუქროთო.

იქ არის მიწებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გადასაწვეტია ჩემი აზრით. ადგილზე ვინც ცხოვრობს, იმ სოფლის მოსახლეობას უნდა შეეძლოს, რომ შეისყიდოს მიწა.

 

მოშიმშილეების… ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ დროებითი საცხოვრებელი გამოგვიყეთ ბათუმშიო და, სამწუხაროდ, უარი ვუთხარით. დროებითი თავშესაფარი ავტონომიურ რესპუბლიკას არ გააჩნია“.

 

მოშიმშილეები ჟურნალისტებთან ყველა კომენტარში აცხადებენ, რომ მათ აჭარაში კი არა, წალკაში უნდათ საცხოვრებელი სახლები, რაზეც რამაზ ჯინჭარაძე ამბობს: „ძალიან კარგი, მე იქ რომ ვიყავი, მირეკავდნენ, ჩემი სახლი ნახეო და რომ ვეკითხებოდი, თქვენ სად ხართ-მეთქი, ბათუმშიო. მივდიოდი ოჯახებში და მეუბნებოდნენ, რომ სექტემბრის ბოლოს ჩამოდის ბერძენი, რომელიც მასახლებსო. ახლა ის ბერძენი მე თვალით არ მინახია“.

დანაგვიანებული ზღვა კვარიათში

 

კვარიათში, იქ სადაც ზღვა ყურეს ქმნის, ზღვაში  ნაგავი ყრია. საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ზღვა დამსვენებლებს დისკომფორტს უქმნის. აჭარის გარემოს დაცვის სააგენტომ ზღვის დაბინძურების ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

არჩილ ხაბაძე: ამ სამსახურში დემოკრატია არ გამოდის

 

 

თურქეთში მივლინებიდან დაბრუნებულმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბათუმში შესაძლოა მეჩეთი არ აშენდეს და არსებული გაფართოვდეს. რა გახდა ამ განცხადების მიზეზი, შეხვდა თუ არა აჭარის პირველი პირი თურქეთში ინვესტორებს, გაგრძელდება თუ არა 1 ლარად ქონების გასხვისების პრაქტიკა და რა პრობლემების გადაჭრა უჭირს არჩილ ხაბაძეს – ამ და სხვა საკითხებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ბათუმელებს“ ესაუბრა.

აჭარის კონსტიტუცია ხუთი წლისაა

 

აჭარის კონსტიტუცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2008 წლის 20 თებერვალს  მიიღო. მოგვიანებით, ამავე წლის 15 ივლისს კი საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.

 

მინისტრი გადადგომას აპირებს?

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ მთავრობის თავმჯდომარეს გადადგომის თხოვნით ოფიციალურად მიმართა, აჭარის მთავრობაში არ ადასტურებენ.

ბათუმის მერი შვებულებაში

ცაგო კახაბერიძე

 

ბათუმის მერი შვებულებაშია. ჯემალ ანანიძემ შვებულებით სარგებლობა ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი კირთაძის გადაყენებიდან მეორე დღესვე – 1 თებერვლიდან გადაწყვიტა. ჯემალ ანანიძე ამტკიცებს, რომ შვებულება  მის შესაძლო გადაყენებას არ უკავშირდება, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრებულოს ახალი უმრავლესობა მერის შეცვლას გეგმავს, საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმელებს“ არჩევის დღესვე, 31 იანვარს დაუდასტურა.

 

  

„…არც პირად საუბრებში და არც ტელეფონით ჩემთვის არავის უთქვამს, რომ მერის თანამდებობა უნდა დავტოვო, ამის შესახებ მეც ტელევიზიებისა და გაზეთების საშუალებით გავიგე. 31 იანვარს, მისი არჩევის დღეს მე შევხვდი ირაკლი ჩავლეიშვილს მივულოცე.  მსგავსი საუბარი არ გვქონია. მასთან ერთად იყო მამული ჟღენტიც და პირიქით, მეხუმრენ კიდევაც, რატომ გახვედი შვებულებაში მერის შეცვლის საკითხს ჯერ არ განვიხილავთო.“   

 

 

რაც შეეხება შვებულებში გასვლის მიზეზს ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ის სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით მცირე დროით ქალაქიდან გასვლას გეგმავს: „გაზაფხულის ყვავილებზე მაქვს ალერგია და ამის გამო მაქვს პრობლემები“ – უთხრა ჯემალ ანანიძემ „ბათუმელებს.“  ბათუმის მერის მოვალეობას კი ჯემალ ანანიძის პირველი მოადგილე გელა დეკანაძე ასრულებს.

 

 

„შვებულებაში გასვლა მერის გადაყენებას ვერ შეაფერხებს, საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია მისი გადაყენების საკითხი საკრებულოში ასეთ შემთხვევაშიც გადაყენოს თუ მისი მუშაობა  არადამაკმაყოფილებლად შეფასდება. იმ შემთხვევაში თუ საკრებულო მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, საკრებულოს შეუძლია იმ დღესვე ახალი მერიც აირჩიოს.“ – განმარტავს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.



ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე მივლინებით ქალაქ სტამბოლში იმყოფება,  მისი დაბრუნების შემდეგ ჯემალ ანანიძე მასთან შეხვედრას და „საორგანიზაციო საკითხებზე“ გასაუბრებას აპირებს.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით კი, რომელიც ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმლებს“ 31 იანვარს საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ დაუდასტურა, საკრებულოს ახალი უმრავლესობა ბათუმის მერის თანამდებობაზე ზურაბ პატარაიას კანდიდატურას განიხილავს.

აჭარის მთავრობამ მიწისძვრით დაზარალებულთა შემსწავლელი კომისია შექმნა

აჭარის მთავრობამ მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების შესწავლისა და ზარალის აღრიცხვის მიზნით ახალი სამთავრობო კომისია შექმნა. კომისიას სამასამდე მიწისძვრით დაზარალებული ოჯახის სახლების შესწავლა-დასურათებისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მთავრობისათვის წარსადგენად 20 დღიანი ვადა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განუსაზღვრეს.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განმარტებით წინა სალიკვიდაციო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა მთავრობისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა: „მაგალითად დაზარალებულისთვის შვიდი ათი ან რვა ათასი ლარის გამოყოფის შემთხვევაში კომისიამ ვერ დაასაბუთა, რომ რეალურად ეს თანხა საკმარისია მისი პირობების გასაუმჯობესებლად.“

 

აჭარის ტერიტორიაზე მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების შემსწავლელ კომისიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის მოადგილე რამაზ ჯინჯარაძე უხელმძღვანელებს. 

 

<!** Image 1 align="middle" alt="აჭარის მთავრობის სხდომა" sub="აჭარის მთავრობის სხდომა" width="500" height="2848" >

„ცესკოს უფლება არ აქვს რაიმე მოგვთხოვოს“

ლელა დუმბაძე


აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოსგან ზეწოლაზე საუბრობს, უმაღლესი საბჭო კი, ცესკოსგან ზეწოლაზე.


უმაღლესმა  საბჭომ უსკოს დაკომპექსების წესთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო. კანონი ხელისმოსაწერად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნა. თუ არჩილ ხაბაძე ხელს მოაწერს, კანონით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ერთ კვირაში უსკოში კონკურსი უნდა გამოცხადდეს. ახალი კანონის მიხედვით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ. უსკოს მოქმედების ვადა კი ხუთი წლიდან ექვს წლამდე გაზარდეს.  არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ახალი კანონი, ნაჩქარევად და დარღვევებით არის მიღებული. 


<!** Image 1 align="" width="300" height="300" >

ახალი კადრები გარემოს დაცვაში

ცაგო კახაბერიძე

 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გარემოს დაცვის სააგენტოს აჭარის სამსახურის უფროსის, ყოფილი პროკურორის ავთანდილ კილაძის წასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ მისი ადგილი მამუკა ჩანტლაძემ დაიკავა.

 

 

 2008-2009 წლებში აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციის მთავარი სპეციალისტი; ბათუმი – ქობულეთის სასამართლოს მანდატურის უფროსი, ბათუმის ბულვარის საქმეთა მწარმოებელი გამწვანების სფეროში; 2013 წლის 10 იანვრიდან კი გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსი – ქრონოლოგიის დაცვით ასე გამოიყურება აჭარის გარემოს დაცვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის ბოლო წლების შრომითი ბიოგრაფია.

 

 

„ჯერ სიტუაციის გაცნობით ვართ დაკავებული. ამ დროისათვის შემიძლია გითხრათ, რომ გაზაფხულიდან ჩვენი სამსახური ინსპექტირების ახალ ეტაპზე გადავა. მაქსიმალურად გავმკაცრდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დანაშაულებრივი ქმედებები გარემოსდაცვით სფეროში შემცირდეს. ნომერი პირველი პრობლემა ჩვენთვის მდინარეებიდან ინერტული მასალის ამოღება და ტყეების მასობრივი  ჭრაა. გაზაფხულიდან სააგენტოს თანამშრომლები, რომლებსაც ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვთ, ამ კუთხით კონტროლს გაამკაცრებენ.“ – უთხრა მამუკა ჩანტლაძემ „ბათუმელებს.“

 

 

აჭარის გარემოს დაცვის სააგენტოში სულ 18 ადამიანია დასაქმებული, ახალი უფროსის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. სამსახური რეგიონში გარემოსდაცვითი დარღვევების ინსპექტირებაზეა პასუხისმგებელი.

 

 

ახალი უფროსის ვახო წულაძის დანიშვნის შემდეგ ახალი სახეები აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოშიც გამოჩნდნენ; სამმართველოს უფროსს ორი ახალი მოადგილე და ერთი თანაშემწე ჰყავს.

 

 

პორველი  მოადგილე ჯემალ ნაკაშიძეა, რომელიც  2011-2012 წლებში ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გენერალური ინსპექციის უფროს ინსპექტორად მუშაობდა. მანამდე კი მას სხვადასხვა დროს  უშიშროების სამინისტროს გამომძიებლად, ფინანსთა სამინისტროს პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს გამომძიებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს გამომძიებლად და სხვა მაღალ თანამდებობებზე აქვს ნამუშევარი.

 

 

მეორე მოადგილის თანამდებობაზე კი ფინანსისტი ვახტანგ წულაძე მუშაობს, მის შრომით გამოცდილებაში მეტი წილი საბანკო საქმეებზე მოდის, გარემოს დაცვით საკითხებთან კი მას შეხება მხოლოდ 2005- 2006 წლებში ჰქონდა, ამ პერიოდში ის სამმართველოს საფინანსო განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

 

 

სამმართველოს უფროსის ახალი თანაშემწე კი არჩილ კუპრეიშვილია, რომელიც მედიასთან ურთიერთობასაც ითავსებს.

 

შეიქმნება თუ არა დაცული ტერიტორიების სააგენტო აჭარაში

ლელა დუმბაძე

 

უმაღლესი საბჭოს აგარარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისია აჭარაში დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას მოითხოვს. კომისიის თავმჯდომარის, ანზორ თხილაიშვილის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 39 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია ნაკრძალებს და დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება. ამ ტერიტორიების ეფექტურად მართვის მიზნით, აჭარაშიც უნდა შეიქმნას ანალოგიური სააგენტო.

 

„გვინდა რომ შევიტანოთ ცვლილება დაცული ტერიტორიების კანონში, რომ აჭარაში შეიქმნას დაცული ტერიტორიების ანალოგიური სააგენტო, რომ უფრო ეფექტური იყოს მართვა. დაცულ ტერიტორიებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, რაც ადგილზე უფრო ეფექტურად განხორციელდება“.

 

„გვაქვს ბევრი პროექტი, მაჭახლის ხეობაზე და თიკერის აღკვეთილად გამოცხადების პროცესზე ვიწყებთ აქტიურ მუშაობას, ამიტომ კარგი იქნება ეს ინიციატივა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა და შესაბამისი სამსახური აჭარაშიც ჩამოყალიბდეს“- აცხადებს ანზორ თხილაიშვილი.

 

დავით ბაციკაძე: “აჭარის ტელევიზიამ უნდა იმაუწყებლოს, როგორც რეგიონულმა მაუწყებელმა”

მანანა ქველიაშვილი

 

საქართველოს პარლამენტში აჭარის საზოგადოებრივი მუწყებლის შექმნის შესახებ შეტანილ კანონპროექტთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სამუშაო  ჯგუფი შეიქმნა.   ამის შესახებს დღეს გამართულ ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ბაციკაძემ განაცხადა. მისივე თქმით სამუშაო ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იწყებს მუშაობას იმ „პატარ-პატარა ხარვეზების აღმოსაფხვრელად“ რომელიც კანონპროექტს ჰქონდა.

 

<!** Image 1 align="left" alt="დავით ბაციკაძე" sub="დავით ბაციკაძე" width=" 300" height="546" >

უნდა იყოს თუ არა სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ბათუმელი

 ქეთი ლაბაძე 

 

სტუდენტების ჯგუფმა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო სტუდენტების დამოკიდებულების გარკვევა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. კვლევის ორგანიზატორებმა 163 სტუდენტი გამოკითხეს, შედეგები ასე გამოიყურება: უნივერსიტეტის გამოკითხულ სტუდენტთა 50 პროცენტი ფიქრობს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ბათუმელი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში აჭარის მუნიციპალიტეტებიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებიც სწავლობენ. 

 

რა ნიშნის მიხედვით ირჩევენ სტუდენტები მომავალ თავმჯდომარეს? გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ სტუდენტების 5 პროცენტი თვითმმართველობის თავმჯდომარეს ნაცნობობით, 4 პროცენტი მეგობრის თხოვნით, 21 პროცენტი პირადი სიმპათიით, 22 პროცენტი აკადემიური მოსწრებით, 2 პროცენტი გარეგნობის მიხედვით, 48 პროცენტი პროგრამის მიხედვით, 6% პროცენტი კი სხვა კრიტერიუმით ირჩევს.  

 

 

კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, თვითმმართველობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: გოჩა სურგულაძე -12%; ზურა მესხიძე – 29 %; გულო თურმანიძე – 26%; ლევან დუაძე – 19%; თავი შეიკავა – 14%.

 

 

გამოკითხული სტუდენტების 72 პროცენტი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატები არ უნდა იყვნენ რომელიმე პარტიის წარმომადგენლები, 2 პროცენტს მიაჩნია, რომ პარტიულობა საჭიროა, 26 პროცენტისათვის კი არა აქვს მნიშვნელობა.

 

 

თვითმმართველობის თავმჯდომარის ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია 25 პროცენტისათვის, ნაკლებად მნიშვნელოვანი – 24 პროცენტისათვის, გარკვეულწილად -ასე ფიქრობს 35 პროცენტი. როგორი გარეგნობა ექნება თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ამას მხოლოდ 16 პროცენტისათვის არა აქვს მნიშვნელობა.

 

 

გამოკითხულ სტუდენტთა 50 პროცენტს მიაჩნია, რომ თავმჯდომარე უნდა იყოს ბათუმელი, 47 პროცენტისათვის არა აქვს მნიშვნელობა, ხოლო 2 პროცენტი ფიქრობს, რომ არ უნდა იყოს ბათუმელი.

 

 

გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტუდენტების 42 პროცენტს სურს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე თვითმმართველობის თავმჯდომარე, 35 პროცენტისათვის არა აქვს მნიშვნელობა აკადემიურ მოსწრებას; თვითმმართველობის პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: მეცნიერება – 22%, ხელოვნება – 18%, სპორტი – 15%, გამოკითხული 45% პროცენტისათვის კი მნიშვნელობა არა აქვს პრიორიტეტებს.

 

 

თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სტუდენტების მხოლოდ 7 პროცენტი ფლობს ამომწურავ ინფორმაციას, 39 პროცენტი ფლობს საკმარის ინფორმაციას, 28 პროცენტი -ბუნდოვან ინფორმაციას, 17 პროცენტი არ ფლობს ინფორმაციას, ხოლო 6 პროცენტი არ არის დაინტერესებული უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნებით.

 

 

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ როგორც ბაკალავრიატის სტუდენტები, ასევე მაგისტრანტები და დოქტორანტები. გამოკითხული სტუდენტების ასაკი 18-დან 23 წლამდეა, გამოკითხულთა 63 პროცენტი მდედრობითი სქესისაა, 37 პროცენტი -მამრობითი.

 

ეროზია და ზღვის მომატებული დონე – კლიმატის ცვლილების გავლენა აჭარაში

მარინა შვანგირაძე, კლიმატის ცვლილების მესამე ეროვნული შეტყობინების მენეჯერი 

აჭარაში „ქართული ოცნების” სასარგებლოს კანდიდატურა კიდევ ერთმა ლეიბორისტმა მოხსნა

ნათია ზოიძე 

 

აჭარაში „ლეიბორისტური პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსლან მალაყმაძემ  კანდიდატურა მოხსნა. საპარლამენტო არჩევნებზე იგი  ხელვაჩაურში იყრიდა კენჭს. 

 

რუსლან მალაყმაძემ კანდიდატურა კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის, როსტომ ბოლქვაძის სასარგებლოდ მოხსნა. კითხვაზე, რატომ დატოვა „ლეიბორისტური პარტია“, იგი ამბობს, რომ  „იქ საინტერესო არაფერი ხდებოდა“.  იცის თუ არა ლეიბორისტული პარტიის აჭარის კოორდინატორმა დავით რობაქიძემ მისი გადაწყვეტილების შესახებ? ამ კითხვას რუსლან მალაყმაძე ასე პასუხობს: „თქვენ ხომ იტყვით და გაიგებს“. 

 

დაახლოებით ერთი კვირის წინ „ლეიბორისტური პარტიის“ რიგები კიდევ ორმა წევრმა დატოვა. ლეიბორისტური პარტიიდან მაჟორიტარობის ორმა კანდიდატმა, ბიძინა დუმბაძემ და თამაზ დევიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატების, მურმან დუმბაძის და თემურ კახიძის სასარგებლოდ მოხსნეს კანდიდატურა. 

 

ბიძინა დუმბაძე ხელვაჩაურში იყრიდა კენჭს, თამაზ დევაძე კი ბათუმში.  

აჭარაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების შეცვლას არ ადასტურებენ

საინფორმაციო სააგენტოებმა  გაავრცელეს ინფორმაცია  ქობულეთსა და ხულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების  შესაძლო შეცვლის შესახებ.  „ქართული ოცნების“ ბათუმის  ოფისში ამ ინფორმაციას ”აბსოლუტური სისულელე” უწოდეს.  ”ზია საგინაძე  და ფატი ხალვაში საარჩევნო კამპანიას აგრძელებენ და მათი შეცვლის საკითხი საერთდ არ განხილულა“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ. მისი განმარტებით,  ხმების გავრცელება ოპონენტების ინტერესში შედის.

თურქული ”იშ ბანკი” ბათუმში ფილიალს ხსნის

საქართველოში თურქული „იშ ბენკი“ ფილიალს ხსნის. ბანკის პირველი ფილიალი ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე გაიხსნება.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „იშ ბანკმა“ ლიცენზია ბათუმში ბანკის ფილიალის გახსნის თაობაზე 2012 წლის 13 ივლისს მიიღო. ეროვნულ ბანკში ასევე განმარტავენ, რომ თურქულ უნივერსალურ ბანკს საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სურვილი 2010 წლიდან ჰქონდა და მოლაპარაკებები ამ მიმართულებით 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

„იშ ბანკის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბანკი 1924 წელს დაარსდა. ბანკი აქტიურად საქმიანობს როგორც კორპორაციულ, ისე საცალო ბაზარზე. საფინანსო ინსტიტუტი კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს ვაჭრობისა და სამშენებლო სექტორში.

 

საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ გვასალიას ინფორმაციით, „იშ ბანკი” საქართველოს ბაზარზე საკმაოდ აქტიური იქნება: „პირადად შევხვდი „იშ ბანკის“ წარმომადგენლებს და გავეცანი იმ სტრატეგიას, რომლის განვითარებასაც ბანკი საქართველოს ბაზარზე აპირებს. ამ საკითხზე ბანკის წარმომადგენლები უფრო დეტალურად პრეზენტაციაზე ისაუბრებენ“.

 

ეს არის პირველი შემთხვევაა, როცა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი ფილიალს თბილისის ნაცვლად რეგიონში ხსნის. გვასალიას განმარტებით, „იშბანკმა“ აჭარა საკუთარი სტრატეგიიდან გამომდინარე შეარჩია: „ბანკის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია აჭარა. რეგიონში საინვესტიციო გარემო არის მომგებიანი. თვალში საცემია ტურისტული ზონა. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, დროთა განმავლობაში ფილიალს დედაქალაქშიც გახსნიან. „იშ ბანკს“ 18 ქვეყანაში აქვს ფილიალები და მათი რაოდენობა 1200-ზე მეტია“.

 

„იშ ბანკის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბანკში 24 ათასი ადამიანი არის დასაქმებული. მისი აქტივები შეადგენს 89 მილიონ დოლარს, რაც თურქეთის ბაზრის 13,9 პროცენტია.

 

ბანკი დსთ–ს ბაზარზე რუსეთსა და უკრაინაშია წარმოდგენილი. „იშბენკმა“ ამ ქვეყნებში მსხვილი ბანკების აქტივები შეიძინა. როგორი იქნება „იშბენკის“ სტრატეგია საქართველოში, ამ დრომდე კონფიდენციალური რჩება. საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბანკის ადმინისტრაცია სტრატეგიის შესახებ თავად ისაუბრებს.

 

თურქული „იშბენკის“ შემოსვლამდე, საქართველოს ბაზარზე, 2012 წლის მაისში გერმანული „კომერცბანკი“ შემოვიდა. ბანკმა ჯერჯერობით, მხოლოდ წარმომადგენლობა გახსნა და ბაზარზე ოპერირება არ დაუწყია. გერმანულ `კომერცბანკს~ წარმომადგენლობა მსოფლიოს 50 ქვეყანაში აქვს და 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. რაც შეეხება კორპორატიულ კლიენტებს, გერმანიაში მათი რიცხვი უკვე მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის „კომერცბანკი“ 1200-ზე მეტი ფილიალის მფლობელია. გერმანული ბანკი ადგილობრივ ბაზარზე „ბაზის ბანკთან“ თანამშრომლობს. 2011 წელს „კომერცბანკმა“ „ბაზის ბანკს“ სავაჭრო ოპერაციებისთვის 500 000 ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო.
ახლახან საქართველოს ბაზარი დატოვა ბრიტანულმა ბანკმა HSBC -იმ. ბანკის თბილისის ფილიალის ლიკვიდაციის პროცესი 2012 წლის 18 ივლისს დასრულდა. ბანკი მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე საქმიანობდა, რაც მისმა ადმინისტრაციამ მომგებიანად არ ჩათვალა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2012 წლის ივლისის სტატისტიკით ბაზარზე 19 ბანკი ოპერირებს. აქედან საკუთარი ფილიალი საქართველოში თურქულ (HALYK BANK,Ziraat Bank), აზერბაიჯანულ (The International Bank of Azerbaijan) და გერმანულ (Procredit Bank) ბანკებს აქვთ.

 

ნინო ნატროშვილი

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="500" >

უსკომ სამი პარტია რეგისტრაციაში არ გაატარა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე სამი პოლიტიკური  სუბიექტი   უსკომ რეგისტრაციაში  ჯერჯერობით არ გაატარა. ეს პარტიებია  ლევან ქიძინიძის „საქართველოს დემოკრატიული  სიმართლის პარტია, კობა დავითაშვილის ”ხალხის პარტია” და ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის  დაფუძნებული  „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”. ზურაბ ნოღაიდელი პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ მოძრაობის წევრად რჩება.

გომარდული – სამთო კურორტად გამოცხადებული სოფელი

 

გომარდულის, როგორც ზამთრის სამთო კურორტის, შესახებ ინფორმაცია სულ რამდენიმე წელია რაც გავრცელდა. კურორტის რეკლამირება, სახელმწიფოს მონდომებით იმდენად ხშირად ხდებოდა, რომ ამ ადგილის შესახებ მთელმა რეგიონმა შეიტყო. თუმცა ბევრმა არ იცის, რას წარმოადგენს ეს კურორტი და რამდენად არის აქ დასვენების შესაძლებლობა.

მეტალ ფესტივალის მოტყუებული მაყურებელი

ორგანიზატორებმა თავდაპირველად შეპირებული, ბრაზილიური, Heavy metal ჯგუფის – Sepultura-ს ჩამოყვანა ვერ მოახერხეს, რის გამოც განაწყენებულმა მსმენელმა, ბილეთების ღირებულების ანაზღაურებაც კი მოითხოვა

თბილისის სტუდენტების გამოხმაურება აჭარაში უფლებების დარღვევებზე

ბოლო დროს მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში მოექცა აჭარაში განვითარებული მოვლენები. რეგიონში ადამიანების უფლებების სისტემატურმა დარღვევამ თბილისელ სტუდენტებში გამოხმაურება ჰპოვა. ამასთან დაკავშირებით 18 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ახალშექმნილი “სტუდენტური მოძრაობა თავისუფალი აჭარისთვის” მოითხოვს შეწყდეს თავისუფალი სიტყვის …

პედაგოგები შიშით დაიღალნენ

ბათუმელ პედაგოგთა სოლიდური ნაწილი, გუშინ ღიად გამოვიდა ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრის მქონე ბათუმის საშუალო სკოლების მასწავლებლები ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ოფისში შეიკრიბნენ და საპროტესტო განცხადება გააკეთეს. „ჩვენ, ოპოზიციური გაერთიანება „ჩვენი აჭარას“ მხარდამჭერი პედაგოგები, გამოვხატავთ უდიდეს აღშფოთებასა და პროტესტს იმის გამო, რომ აჭარის ხელისუფლება სისტემატურად ახორციელებს ადგილობრივ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ტერორსა და ძალის დემონსტრაციას. იმ …

რატომ დააპატიმრეს ჯელალ ქიქავა?

ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებების სერია გრძელდება. 20 თებერვალს  დემოკრატიული აჭარის  ბათუმის ოფისის ლიდერს ჯელალ ქიქავას აკავებენ. მას ბრალად იარაღის უკანონო ტარება და ხულიგნობა ედება. ჯელალ ქიქავას მამა იზეთ ქიქავა „აღორძინების“ მხარდამჭერების გააფთრებულ შეტევას მის საცხოვრებელ სახლზე, ასლან აბაშიძის პერსონას უკავშირებს: „მე და ასლანი ერთად გავიზარდეთ. ბავშვობა და ყრმობა ერთად გვაქვს გატარებული. აბაშიძეების ოჯახთან ყოველთვის კარგი …

ვინ გაიტაცა ავთანდილ დარჩია

პოლიტიკური ანგარიშსწორება გრძელდება. 22 თებერვალს „ჩვენი აჭარას“ ოფისიდან მოტყუებით გაჰყავთ ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავთანდილ დარჩია და სასტიკად სცემენ. პარალელურად ხანძარი ჩნდება აღნიშნული პარტიის ოფისში, სადაც, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, მნიშვნელოვანი დოკუმენტები განადგურდა. ორი დღით ადრე კი პოლიციამ ჩაამტვრია ჩაკეტილი კარი და აღნიშნული ოფისი გაჩხრიკა. სამართალდამცავები იქ „ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ იარაღს ეძებდნენ, თუმცა …

„კმარა“ ახალი დაუმორჩილებლობით იმუქრება

„პრეზიდენტს ვთხოვთ, ყველა დანაშაულისათვის პასუხი მოსთხოვოს ადგილობრივ ხელისუფლებას. ვთხოვთ ყველას, ვინც უფლებამოსილია, მიმდინარე მოვლენებზე მოახდინონ რეაგირება“, – მოითხოვს „კმარას“  ბათუმელი აქტივისტები და წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის ტოტალური დაუმორჩილებლობის მოწოდებით იმუქრებიან. „გამოდის, რომ ჩვენ ყველაფერს ტყუილად ვეწირებით, პრეზიდენტმაც უნდა მიიღოს რაღაც ზომები“, – ასე ამბობენ ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში დამალული იმედგაცრუებული „კმარას“ აქტივისტები. 20 თებერვალს „აღორძინების“ მხარდამჭერები მათ …

საფინანსო ურთიერთობებში კონკრეტული შეთანხმება დღემდე მიუღწეველია

ცენტრსა და რეგიონს შორის ფინანსური ურთიერთობების მოსაგვარებლად შექმნილი სპეციალური მუშა ჯგუფი განაგრძობს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე შედეგზე, კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია. ერთადერთ პრობლემატურ საკითხს ჭარბი შემოსავლები წარმოადგენს, რომელიც ადრე მთლიანად ავტონომიის ბიუჯეტში რჩებოდა. ამჯერად კი, როგორც აჭარის არ ფინანსთა მინისტრმა იაშა ჩავლეიშვილმა „გაზეთ ბათუმელებთან“ აღნიშნა, ის ნორმატივები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იყო დაშვებული აჭარაზე, …

აქცია „ომეგას“ მხარდასაჭერად

აჭარის ტელევიზიასთან „ომეგას“ მხარდამჭერთა აქცია გაიმართა. „აჭარაში აკრედიტებული ტელეკომპანია „იბერიიისა“ და გაზეთ „ახალი ეპოქის“ კორესპოდენტებმა მოგვმართეს თხოვნით, რომ დაგვეცვა მათი ჟურნალისტური უფლებები. ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ კოლეგების გვერდით დავმდგარიყავით, რადგან შესაძლოა ამ მდგომარეობაში ჩვენც აღმოვჩნდეთ, – ამბობს გაზეთ „აჭარა P.შ“-ის ჟურნალისტი მარინა კუპრეიშვილი და იქვე დასძენს, – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მასმედიის მიმართ იქონიოს  ფაქიზი დამოკიდებულება. …

მიმართვა ბათუმისა და სრულიად აჭარის სტუდენტ-ახალგაზრდობას

2003 წლის ნოემბერში საქართველოში მომხდარმა „ვარდების რევოლუციამ“ მთელს მსოფლიოს დაანახა ახლადჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოების მზაობა შექმნას და იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამავე წლის დეკემბერში ბათუმის უნივერსიტეტში ასლან აბაშიძესთან გამართულ შეხვედრაზე სტუდენტი ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის მიერ გამოხატულმა პოზიციამ დაადასტურა ის აზრი, რომ აჭარის საზოგადოებრიობას სურს აჭარა იხილოს უფრო აქტიურად ჩართული საერთო, ქართულ პროცესებში, კერძოდ, სიტყვისა და …

თბილისში აბაშიძის მხარდამჭერები დააკავეს

12-კაციანი ჯგუფი თავისი აზრის დასაფიქსირებლად თბილისში ჩავიდა და იქედან, უფრო კონკრეტულად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, როგორც თავად აცხადებდნენ – გადაწყვეტილი ჰქონდათ „ხმა მიეწვდინათ ფართო საზოგადოებისათვის“ და ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული დაპირისპირების მოსაგვარებლად გზები ერთობლივად დაესახათ. „ყველა რევოლუციას თითო ავტონომია შეეწირა. აჭარის დაკარგვის საშიშროებასაც ქმნიან. ყოველგვარი მოწოდება „ძირს აბაშიძე“, „ძირს სააკაშვილი“ უკანონოა… რა ჯობს ახალგაზრდების …

როდის გვექნება შუქი უფასოდ

აჭარის მეთაურის, ასლან აბაშიძის ბოლოდროინდელი მოსკოვური ვიზიტის შესახებ, აბაშიძემ ბათუმის აეროპორტშივე ისაუბრა და აჭარის მოსახლეობას სამი თვით უფასო ელექტროენერგიას დაპჰირდა. ხალხი უფასო შუქს მიმდინარე კვირის ორშაბათიდან ელოდა. თუმცა, მოლოდინი გაცრუვდა. სხვათა შორის, ამ კვირას მოსულმა თოვლმა მნიშვნელოვნად  დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის ორიოდსაათიან მოწოდებაშიც სერიოზული პრობლემები შეიქმნა. იქნება თუ არა დაპირებული უფასო დენი. როგორც …

„ქოლგიანი დელფინი“ ავტორს აღარ მოსწონს

ბათუმის სანაპიროსთან დელფინები ძალიან იშვიათად ჩნდებიან, მათ არც დელფინარიუმში „სწყალობენ“ და ბათუმის ემბლემად მიჩნეული ქოლგიანი დელფინიც ცოცხლების გზას გაუყენეს. „გაზეთი ბათუმელები“ ემბლემის ავტორს ავთო ლომაძეს ესაუბრა. ბატონო ავთო, როგორ გაჩნდა ბათუმის ემბლემად ქოლგიანი დელფინის იდეა? 80-იან წლებში ჟურნალ „ჭოროხის“ მხატვარ-გამფორმებელი ვიყავი. ჟურნალის ემბლემაზე მუშაობისას, ერთ-ერთ ვარიანტად რედაქტორს  დელფინი ჰქონდა. ალი სამსონია წვიმის მოყვარული იყო. წვიმაზე …

Exit mobile version