მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ „განიარაღდა“

მოძრაობამ „ნათელი მომავლისათვის“ ამ დღეებში ბათუმში ორიგინალური აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა სათამაშო იარაღები სიმბოლურად გაანადგურეს. მათ ამით ერთგვარი განაცხადი გააკეთეს, რომ ისინი უიარაღონი არიან და მშვიდობიანი გზებით შეეცდებიან იმ მიზნების მიღწევას, რაც მოძრაობას აქვს დასახული. მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ რამდენიმე NGO-სა და ფიზიკურ პირს აერთიანებს. როგორც ცნობილია, მათი ინიციატივით აჭარაში დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება რამდენიმე მოთხოვნით: …

რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და ჭიაბერაშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ბათუმში შაბათს ჩამოვიდა და ასლან აბაშიძეს შეხვდა.   ჭიაბერაშვილის ვიზიტის ოფიციალური მოტივი ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ დაწყებული სემინარი იყო. ეუთოს მიერ დაფინანსებული ორდღიანი ტრენინგი საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისების თავმჯდომარეებს ჩაუტარდათ. ბათუმში ეს სემინარი შემთხვევით არ ჩატარებულა, რაც თავად ჭიაბერაშვილმაც დაადასტურა. მისი განცხადებით, ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ …

აჭარაში ამომრჩეველთა ძველი სიები იმოქმედებს

„გაერთიანებული ოპოზიცია – ჩვენი აჭარას“ ლიდერები ტრაგედიას ვერ ხედავენ იმაში, რომ 28 მარტის ხელახალი  საპარლამენტო არჩევნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შედგენილი ამომრჩეველთა სიებით ჩატარდეს, რომლის მიხედვითაც ავტონომიაში 288 ათასი ამომრჩეველია. მათი განაცხადებით, გათვალისწინებული უნდა იყოს ის რეალობა, რომ ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე აჭარაში ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის წესს არ დაეთანხმება და ამისთვის „თბილისმა ჭიდაობა …

ინტერვიუ ზურაბ გორგილაძესთან

  ხავერდოვანმა რევოლუციამ ბევრი ადამიანის გულში აანთო იმედის სხივი, მაგრამ ამ ეიფორიის ფონზეც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ისევ იმედგაცრუებით შესცქერიან. ასეთ პესიმისტურ განწყობაზე ხვდება „გაზეთ ბათუმელებს“ ცნობილი პოეტი ზურაბ გორგილაძე, რომელიც ამბობს, რომ მისთვის დიდი ხანია არაფერი შეცვლილა და არც ახლა აქვს რაიმეს იმედი. „აღარაფრის მჯერა, ახალი მთავრობისაც კი, ჯერჯერობით მხოლოდ ციხეები ივსება. ისეთი შეგრძნება …

რატომ ინახება აჭარის ოქროს ფონდი კერძო ბანკში?

ვრცელდება ინფორმაცია „გასაქცევად გამზადებული ოჯახის“ მიერ სხვადასხვა სიმდიდრის, მათ შორის ოქროს ფონდის ქალაქიდან გატანის თაობაზე. ამ ხმებს საფუძვლად ის უდევს, რომ განძი „უსაფრთხოების“ მიზნით, კომერციულ დაწესებულებაში – საზღვაო ბანკშია გადატანილი. საუბარია უნიკალურ (კერძოდ გონიოს, ფიჭვნარის, მახოს) ოქროს ნივთებზე. ფაქტია, რომ აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდი, ბოლო რამდენიმე წელია საზოგადოებისთვის დასათავლიერებლად ხელმიუწვდომელია. მუზეუმიდან მისი (ცენტრალურ ბანკში) …

რა კავშირშია ქარხნის დემონტაჟთან გაზმშენი და ნავთობტერმინალი

ბათუმში არსებული საწარმო-ორგანიზაციების ლიკვიდაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამის მიუხედავად აჭარის ხელისუფლება აღებულ კურსს არ ცვლის. „გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, თითქმის ორი კვირაა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დემონტაჟი მიმდინარეობს, რასაც გუშინ, მთელი დღის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა აჭარის ოფიციოზი. ადგილზე კი „გაზეთ ბათუმელებმა“ საპირისპირო სიტუაცია დააფიქსირა. ქარხანა, პირდაპირი გაგებით, იჭრება და იქვე იტვირთება ვაგონებში, რათა შემდეგში ჯართის მიმღებ …

რა მოიგო აჭარამ აბაშიძის ვიზიტით

ასლან აბაშიძე მოსკოვში ერთკვირიანი ვიზიტის შემდეგ ბათუმში დღეს დაბრუნდა. როგორც მან აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი ვიზიტის ერთადერთი მიზანი ენერგეტიკის საკითხები იყო. ასლან აბაშიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები. აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთიდან 100 მეგავატი ელექტროენერგიის მოწოდების საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, ტექნიკური დეტალების მოსაგვარებლად კი ბათუმში ამ საღამოსვე ჩამოვლენ რუსი ენერგეტიკოსები. როგორც ავტონომიის …

ახალი ეკლესია ძველის ანალოგიური იქნება

ქობულეთის რაიონის სოფელ ზედა სამებაში ახალი სამების ტაძარი აიგება. შუა საუკუნეებში, სოფელში ამავე სახელწოდებით ფუნქციონირებდა ტაძარი, რომელსაც მე-16 საუკუნეში, ოსმალთა შემოსევების შემდეგ, მოქმედება შეუწყვეტია. დღეისათვის ეკლესიის საძირკველიღაა შემორჩენილი. ეკლესია აშენდება ძველი ტაძრიდან მოშორებით, კერძოდ, სოფელ სამების სკოლის ეზოში. გეგმით იგი თავდაპირველი სახის, ჯვარგუმბათოვანი იქნება. პროექტი შემუშავებულია ეპარქიასთან არსებული ხუროთმოძღვრული ცენტრის არქიტექტორთა მიერ. ძველი ტაძრიდან შემორჩენილია …

თამარის დასახლებაში რელიგიის მუზეუმი აშენდება

თამარის დასახლებაში, თამარ მეფის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის კულტურის მინისტრის თეიმურაზ კომახიძის და მისი მეუღლის ნარგიზ აბაშიძის თაოსნობით რელიგიის მუზეუმი შენდება. მუზეუმის აშენების  იდეა თეიმურაზ კომახიძის აწ გარდაცვლილი შვილის, დავით კომახიძის სურვილი ყოფილა, რომელიც სიცოცხლის ბოლო პერიოდში მონასტერში ცხოვრობდა და მუზეუმისთვის სამშენებლო ადგილის გამოყოფაზეც თავად უზრუნია. მუზეუმი დათო კომახიძის სახელობის იქნება და გარდაცვლილის კუთვნილი 12 …

„ხოფის“ მოვაჭრეები მორიგი გაფიცვით იმუქრებიან

გასულ კვირას, შპს „ბათუმის“, ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეებმა აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს და ბაზრობის ადმინისტრაციას სოციალური მოთხოვნები წაუყენეს. განცხადებით, რომლითაც ბაზრის ადმინისტრაციას მიმართეს მოვაჭრეებმა, გადასახადების 5 ლარიდან 2 ლარამდე შემცირებას ითხოვენ. „გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, მოვაჭრეები ფართომასშტაბიან აქციას, (თუ არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნები) გადასახადების მორიგი აკრეფის დროს კვლავაც გეგმავენ. „ხოფის“ ადმინისტრაციას „ოპოზიცია“ წინა წლებისგან განსხვავებით მარტო გადასახადების …

სასამართლოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბეჟანიძეს ყოფილი ქვეშევრდომი, სასამართლოს კანცელარიის გამგე, ფატმან (იგივე დოდო) ლეონიძე სამსახურიდან უკანონო დათხოვნის გამო უჩივის და შრომის უფლების აღდგენას მოითხოვს. ფატმან ლეონიძე თავის გათავისუფლებას სასამართლოს თავმჯდომარის პირად ამბიციებს უკავშირებს. „ავთო ბეჟანიძემ კანცელარიის გამგის სანაცვლოდ სხვა თანამდებობა შემომთავაზა. ოღონდ მაგ სკამზე ავთო აბაშიძეს ნუ დაენახვები, ყოველნაირად ხელს შეგიწყობ, როცა გინდა მოდი, …

ფინანსურ საკითხებზე კულისებში საუბრობენ

ცენტრსა და რეგიონს შორის საბიუჯეტო ურთიერთობების კუთხით, წლების განმავლობაში არსებულ ტრადიციულ გამყინვარებას, ვარდების რევოლუციამ თავისი დაღი დაასვა. ყინულმა ლღვობა დაიწყო – რევოლუციურ ტალღაგადავლილ დედაქალაქში აჭარიდან თანხები დაიძრა. ბოლო დროს ტრადიციად ისიც იქცა, რომ წლის ბოლოს ქვეყნის ბიუჯეტის შეუსრულებლობა ხშირად აჭარას ბრალდებოდა. „აჟიტირება უკეთდებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ვალების ქონას. ახლა, საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ჩვენი 370 …

„აფსაროსი“ ახალგაზრდული ფორუმის შექმნის იდეით გამოდის

აჭარაში პოლიტიკურ სპექტრში ახალი სახეები და ორგანიზაციები ჩნდებიან. ერთ-ერთი ასეთია ახალგაზრდული ორგანიზაციაა „აფსაროსი“. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მირდატ ქამადაძის განცხადებით „აფსაროსი“ იატაკქვეშეთში ჯერ კიდევ 2 ნოემბრამდე შეიქმნა. „ჩვენ არჩევნებში კომისიის წევრების სტატუსით სხვადასხვა პარტიის მეშვეობით ვღებულობდით მონაწილეობას. როდესაც ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია მოხდა გამოვაჩინეთ ჩვენი სახე. არასდროს გვქონია თვითმიზნად სახალხოდ გამოსვლა, მთავარი იყო საქმე გვეკეთებინა. ახლახანს ჩამოყალიბდა ორგანიზაციები …

რევოლუციური გამოსვლების შემთხვევაში პოლიცია გაისვრის

გუშინ „ჩვენი აჭარას“ მიერ გამართული პრესკონფერენციის მთავარი თემა რამდენიმე დღის წინ დაკავებული მოძრაობის აქტივისტებისათვის წართმეული ორგანიზაციის წევრთა სიები იყო. პოლიციის მიერ დაკავებულ ძმებ ჩხეტიებსა და „ჩვენი აჭარას“ ბათუმის ორგანიზაციის გამგეობის წევრს დავით ბაციკაძეს მხარდამჭერთა 3 500 ხელმოწერა წაართვეს. „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთი ლიდერის, თამაზ დიასამიძის განცხადებით, პოლიციელები ამ სიების მიხედვით აქტივისტებს სახლში აკითხავენ და აშანტაჟებენ. დიასამიძე …

დათო ხალვაში – ოქრუაშვილის პირველი მსხვერპლი აჭარაში

ბოლო დროს საქართველოში ყველაზე პოპულარული კითხვა – ვინ  იქნება ოქრუაშვილის მორიგი მსხვერპლი – აჭარისთვისაც გახდა აქტუალური. აჭარაში გენპროკურორის პირველი მსხვერპლი ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი დათო ხალვაში, იგივე „ქელფეთა“ აღმოჩნდა. გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 26 იანვარს აღძრა, თუმცა პრესამ ეს ე.წ. პოლიციის კვირეულის დაწყებისას შეიტყო. საქმე ეხება დათო ხალვაშის ავტომანქანების ბიზნესს, რომელსაც ის …

მითები, რომელსაც ქმნიდნენ აჭარაზე, ნელ-ნელა იმსხვრევა

რამდენად მტკივნეულია ის პროცესები, რომელიც დღეს აჭარაში მიმდინარეობს. საერთოდ, რა ფენომენია ასლან აბაშიძე და რა მითები დაემსხვრა მას. ამ თემებზე აშშ მყოფ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს, ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს, ფილოსოფოს გია მასალკინს ვესაუბრეთ.   ბატონო გია, რით ახსნით იმ ფაქტს, რომ აჭარაში სხვადასხვა ორგანიზაციის გააქტიურების მიუხედავად, საზოგადოების ძირითადი ნაწილი მაინც პასიურია… ეს განპირობებულია შიშით, რაც  სამსახურის …

მეთაურის გარეშე ადგილიდან ვერავინ დამძრავს

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აღორძინების“ გენერალური მდივანი ოსიკო გვარიშვილი, რომელსაც წლების განმავლობაში ეჭირა ეს პოსტი და თვლის რომ ღირსეულადაც, ჯემალ გოგიტიძესთან უთანხმოებას ემსხვერპლა. გენმდივნის პოსტზე უცებ შესაბამისი კანდიდატურაც გამოიძებნა – პოეტი ცისანა ანთაძე, რომელიც ბოლო დროს „აღორძინების“ მხარდამჭერთა ნებისმიერ მიტინგზე ორატორობს. როცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ ბატონმა ოსიკომ ცოცხალი თავით არ …

ხელმოწერები აჭარაში დემოკრატიული ცვლილებების დასაჩქარებლად

აჭარაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ახალი მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ წამოიწყეს. მოძრაობაში ათ NGO-სთან ერთად, ფიზიკური პირებიც არიან გაერთიანებული. ისინი, როგორც თავად აცხადებენ, იბრძვიან იმისათვის, რომ აჭარაში განხორციელდეს დემოკრატიული ცვლილებები. მათი ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ხელმოწერების შეგროვება – სხვადასხვა მოთხოვნებით მინიმუმ 50 ათასი ხელმოწერა სჭირდებათ. „გაზეთი ბათუმელები“ ერთ-ერთი ინიციატორი ორგანიზაციის, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტი“ თავმჯდომარეს ლევან გობაძეს ესაუბრა: …

რუსეთის ბაზაში ყველაფერი საბრძოლო მზადყოფნაშია

როგორც ცნობილია, ბათუმში დისლოცირებული მე-12 რუსულ ბაზაში ხელშეკრულებით მომუშავე ქართველი ჯარისკაცები რუსეთში გაჰყავთ. „გაზეთი ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს დაუკავშირდა, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ დასახელებისაგან თავი იმ მოტივით შეიკავა, რომ ეს მისთვის სარისკოა. თუმცა, ამ ცვლილების შესახებ რაც იცოდა, ყველაფერი გაგვანდო და საკუთარი სახელმწიფოს უსუსურობით გულნატკენმა დასძინა: იძულებულნი ვართ დავემორჩილოთ აღნიშნულ ბრძანებას: – ორი თვის წინ ჩამოვიდა …

აჭარაში ამომრჩეველთა სიებს აზუსტებენ

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბათუმელთა ოჯახებში კვლავ გამოჩნდნენ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ჯგუფები. შობა-ახალწელს მშვიდობიანად შეგებებულ-გამოვლილი ადამიანების სიმყუდროვე, აღწერის მომდევნო ეტაპის მიმდინარეობით, კიდევ ერთხელ დაარღვიეს. უნიკალურ დონეზე თითქმის აგერ-ახლა აღწერილ ადამიანებს, პირადობის მოწმობების ხელახალმა მოთხოვნამ და ფოტოგრაფირებამ ცოტა-არ იყოს ეჭვებიც გაუჩინა… „გაზეთი ბათუმელები“ ამასთან დაკავშირებით აჭარის იუსტიციის საბჭოს მდივნის როსტომ გუნთაიშვილის კომენტარს გთავაზობთ: – ხელახალი აღწერა არ …

წაბლანის სტიქიას გადარჩენილი

სოფელ წაბლანაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ 15 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის დროს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გადარჩენილი სოფლის მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მოახდინა და ისინი ბათუმისა და მწვანე კონცხის დასასვენებელ სახლებში მოათავსა. მაშინ ზემოაჭარის მცხოვრებლებზე უზარმაზარი კრედიტი გამოიყო, მაგრამ ეს დახმარება მთავარ დაზარალებულებს არ შეხებიათ. „გაზეთ ბათუმელებს“ მწვანე კონცხზე მცხოვრებმა წაბლანელმა პენსიონერმა ნიაზ შაინიძემ …

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძმობისა და მეგობრობის კავშირი“

ამ ეტაპზე აჭარა პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია, შესაბამისად, იქმნება ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კურსის გამტარებლები არიან. სულ ახლახანს ბათუმში შეიქმნა ორგანიზაცია „ძმობისა და მეგობრობის კავშირი“, რომელსაც ორი დევიზი აქვს: „მტერს მტრულად დავხვდებით, მოყვარეს მოყვრულად შევეგებებით“ და „მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს“. ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივისტის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მათ არანაირი კავშირი პოლიტიკურ ძალებთან არ გააჩნიათ: „ჩვენ არავისგან …

ქონების ჩამორთმევა პოლიტიკური მიზნით ხდება

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოელის. ერთ-ერთი კანონი, რომელიც მოქმედმა პარლამენტმა მიიღო, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას ეხება. დღევანდელი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ამ გზით მოსპობს ჩრდილოვან ეკონომიკას. ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ ჩინოვნიკებისთვის ჩამორთმეული ქონება ბიუჯეტის შევსებაში წაადგება ხელისუფლებას და 2 წლის განმავლობაში დეფიციტი აღარ ექნება. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, როცა კორუფცია მძვინვარებს, …

ხელისუფლების მიერ კანონების იგნორირება ოპოზიციის შანსებს ზრდის

ახალი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლის ეიფორიის ფონზე, გაჩნდა საშიშროება, რომ ახალი პარლამენტი ერთპარტიული იქნება. ოპოზიცია ალბათ ნაციონალებისა და დემოკრატების რიგებში შესაძლო განხეთქილების შედეგად გაჩნდება. ეს აზრი ქართულ პოლიტიკურ წრეებში დიდი ხანია მუსირებს. თუმცა, სახელისუფლო ძალის გარდა სხვა პარტიის პარლამენტში მოხვედრის აუცილებლობაზე ხელისუფლებაც საუბრობს.  ზოგიერთი ექსპერტის აზრით მათ ოპონირებას მემარჯვენე ძალები გაუწევენ. არადა გაერთიანება ვერც მემარჯვენეებმა მოახერხეს. …

ჟვანიას „სარგო“ კანონები უკანონოდ იკერება

სახელისუფლო „ტრიუმვირატის“ ინიციატივით საქართველოს პარლამენტი მალე საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს. საქართველოში შემოღებული იქნება პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი. როგორც წინასწარ ცნობილია, ნანატრ პოსტს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია დაიკავებს. ამ ფაქტის გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა კობა დავითაშვილმა პროტესტის ნიშნად პარტია დატოვა. „არ შეიძლება კონსტიტუცია მორგებული იქნას ერთი ადამიანის ნება-სურვილს“ – განაცხადა მან. არასამთავრობო ორგანიზაცია მოსახლეობის ინტერესების დაცვის კავშირის …

მედიის მხარდამჭერი აქცია თბილისში

„არის მომენტები, როცა სხვადასხვა, კონკურენტი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა ერთად დგომა უბრალო სოლიდარობის, მეტიც აუცილებლობის გამო არსებობს“ – მიიჩნევს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტთა ის ნაწილი, ვინც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან აქცია გამართა. საპროტესტო აქციის მიზეზი, ბოლო დროს აჭარაში მას-მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები გახდა. საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები ამ გარემოების გამო აშკარა შეშფოთებას გამოთქვამენ და როგორც ავტონომიის …

ქონების ჩამორთმევა სარფში

რამდენიმე წლის წინ აჭარის ხელისუფლებამ ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე არსებული უსახური ნაგებობები აიღო. მაშინ ბევრი კაფე-ბარი დაანგრიეს და ამაში გასაკვირიც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. ზოგიერთმა ოჯახმა დაზოგილი თანხებით აამოქმედა აღნიშნული ტიპის დაწესებულება და ისე დაუნგრიეს, არანაირი კომპნსაცია მათთვის არ მიუციათ. სოფელ კახაბერის მკვიდრი ჯემალ ლორთქიფანიძე ერთ-ერთი დაზარალებულთაგანია. მას ადლიის საბაჟო ტერმინალთან პატარა კაფე-ბარი ჰქონდა, …

პედაგოგები გაფიცვით იმუქრებიან

ხელვაჩაურის რაიონის პედაგოგები გაფიცვით იმუქრებიან. მიზეზად პედაგოგებისათვის დაპირებული 30%-იანი დანამატის გაუცემლობა სახელდება. 30%-იანი დანამატის ერთჯერადი გაცემა 2004 წლის იანვრის ხელფასზე მოახერხა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე თანხები საკმარისი აღარ არის. „გვპირდებოდნენ, რომ 2003 წლის დანამატსაც მივიღებდით“, – აცხადებენ პედაგოგები და იქვე დასძენენ, რომ დაპირება დაპირებად დარჩა. ხელვაჩაურის რაიონის საბიუჯეტო სამსახურის მთავარი ბუღალტერი ნანა …

გარემოვაჭრეებს ბათუმშიც დაერივნენ

ბაზრის პოლიციელების აზრით, მოვაჭრეებს ბაზარში შესვლა არ უნდათ – „ცარიელი ადგილები არის, მაგრამ გარეთ დგომა ურჩევნიათ. შიგნით 1 ლარია გადასახადი, გარეთ – არა. გარეთ კლიენტებიც უფრო მეტია“. ამ დღეებში წერეთლის ქუჩის მოვაჭრეები მე-9 მიკრორაიონის პოლიციამ გააფრთხილა, გარე ვაჭრობის აკრძალვის თაობაზე მათ ადგილის გამოყოფასაც დაპირდნენ. გარემოვაჭრეები, რა თქმა უნდა, შეაშფოთა მიღებულმა ბრძანებამ და დაიწყო მოთქმაც „შვილებს …

აბაშიძის მხარდამჭერები ვართ და არა მისი დამცველები

ბათუმში „კმარას“ პროკლამაციები, დღისით-მზისით თუ ბევრს ქალაქის ქუჩებში არ უნახავს, ურნებს, რომლებიც „კმარელებისთვისაა“ განკუთვნილი, ყველა შეამჩნევდა. შეამჩნევდა აგრეთვე სხვადასხვა წარწერას, რომლებიც ქუჩებშია გამოკრული, მათ შორის ასეთი შინაარსისაც „აგრესიას ვუპასუხოთ სიყვარულით“. სწორედ ასე ჰქვია ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის პრეზენტაციაც ამ დღეებში მოხდება და რომლის წევრებსაც ეკუთვნით აღნიშნული ურნების დადგმისა, თუ წარწერების გამოკვრის ინიციატივა. როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, …

„კმარელების“ ოფისი ბათუმში „საჯარო“ გახდა

„კმარას“ დევნა-შევიწროება აჭარის ძალოვანებისთვის პრიორიტეტული რომ აღარაა, ეს თვალნათლივ ჩანს. მათ აღარ სდევნიან. ბათუმში 3 თებერვალს ორგანიზაცია „კმარა“-ს აქტივისტებმა საჯაროდ გახსნეს ოფისი, რომლის წინაც ხუთჯვრიან დროშასთან ერთად, „კმარას“ დროშაც გამოფინეს.   გუშინ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა დროშის ჩამოგლეჯა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და მხოლოდ მუქარას დასჯერდნენ: „ასი კაცით დავბრუნდებით და დაგარბევთო“. მიუხედავად ამისა, „კმარას შტაბბინა“ გუშინ …

ასანიძის საჩივარზე გადაწყვეტილება თებერვალში გამოქვეყნდება

როგორც საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი, სტრასბურგის სასამართლო თენგიზ ასანიძის საჩივარზე გადაწყვეტილებას თებერვლის პირველ ნახევარში გამოაქვეყნებს. თენგიზ ასანიძის შვილის დავით ასანიძის თქმით, განაჩენის გამოქვეყნების ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა,  თუმცა, ეს პროცესი დიდხანს არ უნდა გაჭიანურდეს,  რადგან სასამართლოს განაჩენი უკვე არსებობს. „მხოლოდ მისი ოფიციალურად გაფორმება და საქართველოს ხელისუფლებისათვის გამოგზავნაა საჭირო“, – აცხადებს დავით ასანიძე. ამასთან,  როგორც ასანიძე …

ჩემი უსუსურობა იქნებოდა, რომ ვინმეს კანდიდატურამ შემაშფოთოს

დღეს, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური, ასლან აბაშიძე ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ის აჭარაში არსებულ სიტუაციას უარყოფითად აფასებს, თუმცა, ყველაფერში ისევ ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებს. დღეს ბათუმში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ გავრცელდა ხმები, სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღის სამოქალაქო პირებზე დარიგების შესახებ. აქცენტი ძირითადად, რატომღაც ქობულეთის გამგებელზე კეთდებოდა. ასლან აბაშიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას …

„კმარელების“ მიმართ პოლიციამ ტაქტიკა „შეცვალა“

მიხეილ სააკაშვილის ბათუმში ვიზიტმა აქაური „კმარელები“ ერთგვარად გამოაცოცხლა. ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელმა და არაორგანიზებულმა ჯგუფმა, ძალისმიერ „შავრაზმულ კატაკლიზმებს“ ვერ გაუძლო და სტიქიურად დაიშალა. დღეს ორი საათისთვის „კმარას“ ორმოცდაათამდე აქტივისტი ისევ შეიკრიბა და „კმარასა“ და საქართველოს დროშებით ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს. ისინი სხვადასხვა შინაარსის პროკლამაციებსაც ავრცელებდნენ: „კმარა უმოქმედება“, „კმარა დიქტატურა“, „დემოკრატია და თავისუფლება აჭარის მოსახლეობას“. ცოტა ხნით …

ჯემალ ინაიშვილს ლიკვიდაციით ემუქრებიან

სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთ ლიდერი, ფოთის პორტის დირექტორი ჯემალ ინაიშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებიან, რაც მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. როგორც ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, მისი აქტიურობა „ჩვენი აჭარის“ ეგიდით, რომელიც აჭარის ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის გადადგომას ითხოვს, უკმაყოფილებას იწვევს. ინაიშვილი აცხადებს, რომ ის არ შეწყვეტს მოქმედებას აჭარაში დემოკრატიის დამყარებამდე. …

რისთვის ემზადება აჭარა?

შს მინისტრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, აჭარის მოსახლეობაში ცრემლსადენი და მომწამლავი გაზი,  ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა რიგდება. როგორც ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ბარამიძემ განაცხადა, ამგვარი ქმედებების არანაირი საჭიროება არ არსებობს და, ბუნებრივია, ხელისუფლება იქ სისხლისღვრას და ძალადობრივ ქმედებებს არ დაუშვებს. თუ აჭარის მოსახლეობა გადაწყვეტს შეცვალოს ხელისუფლება, ის ამას მშვიდობიანი მეთოდებითა …

Exit mobile version