აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვერ არჩევისა და ხელახალი კონკურსის დაანონსების შემდეგ, კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი ჯაშმა კანონპროექტი მოამზადა და უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ მეთოდით არჩეული უსკოს თავმჯდომარის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას უკვე ორჯერ ჩავარდნილი დავით კვაჭაძის ასარჩევი პირობები. ირაკლი …
Tag Archives: აჭარა
სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში
ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში, სადაც 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი მინისტადიონებს აშენებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებით ამ დროისთვის მხოლოდ ორი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. „თავისუფალი ტურისტული ზონა, ზოგადად, ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებას – სტადიონები, ბილიკები, პარკინგები, გაზის, წყლის, ელექტროენერგიის შეყვანა – ეს ყველაფერი მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. …
Continue reading “სტადიონები ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში”
აგრობარათების დარიგება დაიწყო
აჭარის მუნიციპალიტეტებში უკვე შეტანილია აგრობარათები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. პროგრამის ფარგლებში გლეხები და ფერმერები აგრობარათებს წელსაც მიწის დასამუშავებლად – სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და შხამ-ქიმიკატების შესაძენად მიიღებენ. „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის~ ფარგლებში აჭარის მაღალმთიანეთში სასოფლო-სამეურნეო, იგივე ხვნის ბარათების დარიგება დაიწყო. გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ფერმერები ორი სახის – ხვნისა და აგრობარათს …
მოსწავლეების ცხოვრება მუსლიმურ პანსიონებში
900 მოსწავლე და 30 მუსლიმური პანსიონი აჭარაში – ეს არის ის ციფრები, რასაც ასახელებენ ამ სფეროში ჩართული ადამიანები. თუმცა ეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი სტატისტიკა იმ გოგონებისა და ბიჭების შესახებ, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებში ცხოვრობენ და სწავლობენ. მუსლიმური პანსიონები ციფრებში „მსოფლიო მუსლიმთა კავშირი“, „ახალგაზრდებზე დახმარების ასოციაცია“, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ და „მიზანი“ – ეს ის ძირითადი ორგანიზაციებია, …
Continue reading “მოსწავლეების ცხოვრება მუსლიმურ პანსიონებში”
რას ითხოვენ მუსლიმები აჭარაში [ვიდეო]
ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 4 მარტს ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან, გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებს სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ მთავრობის მიმართ: 1. ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფისა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა. 2. სოფელ ადიგენში მომხდარი ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, 3. ქობულეთის ბავშვთა პანსიონატის საკითხის დაუყონებლივ მოგვარება. აქციის ორგანიზატორია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო …
მუსლიმთა გამაფრთხილებელი აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან [ვიდეო]
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 4 მარტს, აჭარის მთავრობის შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას და მუსლიმთა მიმართ, ბოლო პერიოდებში განხორციელებული უსამართლო ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვენ. აქცია ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან დაიწყო და აჭარის მთავრობის სახლისაკენ მშვიდობიანი მსვლელობით გაგრძელდა.
ცვლილებები „ტელეარხ 25“-ში – „რაც გავაკეთეთ გაყიდვები, საკმარისია“
„ტელეარხ 25“-ის ეთერში მედიაკავშირ „ობიექტივის“ გადაცემები აღარ გავა – ამის შესახებ განცხადება ტელეარხმა 29 თებერვალს გაავრცელა. „ტელეარხ 25“-ის გენერალური დირექტორის, გია სურმანიძის თქმით, „ობიექტივთან“ თანამშრომლობის დროზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს. „ობიექტივისათვის“ ტელეეთერის დათმობით მიღებული თანხით „ტელეარხი 25“ სატელიტის ხარჯებს ფარავდა. დაფინანსების ეს წყარო შეწყდა, თუმცა ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ აპრილიდან „ტელერხი 25“ ახალი …
Continue reading “ცვლილებები „ტელეარხ 25“-ში – „რაც გავაკეთეთ გაყიდვები, საკმარისია“”
„ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო კომისიებში თანამდებობებზე
ისინი, ვინც წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდნენ, მომავალ არჩევნებს ცესკოს წარმომადგენლის სტატუსით ჩაატარებენ. ისინი ცესკომ ოლქებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსის წესით შეარჩია და ამა თუ იმ ოლქის საარჩევნო მოხელის სტატუსი ხუთი წლის ვადით ანდო. მომავალ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ბათუმში საოლქო-საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ჩაატარებს. ციალა შავაძე ბათუმის #79 საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრად ცენტრალურმა საარჩევნო …
Continue reading “„ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო კომისიებში თანამდებობებზე”
„ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ირაკლი ჭეიშვილი აირჩიეს
25 თებერვალს, ბათუმში, “ქართული ოცნების” საოლქო კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ირაკლი ჭეიშვილი აირჩიეს. „ოცნების” ბიუროს წევრის, ლაშა სირაბიძის თქმით, კონფერენციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარედ მხოლოდ ჭეიშვილის კანდიდატურა დასახელდა და პარტიის წევრებმა მას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ირაკლი ჭეიშვილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა. „ბიუროში არის მანანა ჯორბენაძე, რომელიც იყო ბიუროს წევრი და ახალ ბიუროშიც ის არის წარმოდგენილი, აირჩიეს …
Continue reading “„ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ირაკლი ჭეიშვილი აირჩიეს”
სასჯელი 4 წლის შვილის ცემისთვის
შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზურა მ.-ს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის 4 წლის გოჩა მ.-ს მამაა. ბავშვს ქობულეთის საავადმყოფოს ექიმმა დაუდგინა: სისხლჩაქცევები ორივე ბარძაყზე, სახეზე, ყურებსა და საფეთქლებთან. ის ერთი წლის და 4 თვის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. თუკი სასამართლო მამას შვილის ცემის ფაქტს დაუდასტურებს, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც სოციალური …
აჭარის განახლებული რუკები და გზამკვლევები ტურისტებისთვის
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ზაფხულის სეზონზე ტურისტებს აჭარის განახლებული რუკებისა და გზამკვლევების გამოყენების საშუალება ექნებათ. წინა წელს არსებულ ბათუმის რუკას განახლებისას მუნიციპალური ტრანსპორტის სქემა დაემატება, რაც ტურისტებს ქალაქში გადაადგილებასა და ორიენტაციას გაუმარტივებს. გარდა ამისა, იგეგმება სამი რუკის ერთში განთავსება, რაც ბათუმის, აჭარისა და საქართველოს რუკების გაერთიანებას გულისხმობს. დეპარტამენტის ცნობით, ასევე, დაგეგმილია ბათუმის, აჭარის სამენოვანი გზამკვლევის …
Continue reading “აჭარის განახლებული რუკები და გზამკვლევები ტურისტებისთვის”
მამაკაცს კასტრაცია ჩაუტარეს
აჭარის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცს კასტრაცია ჩაუტარეს. მას სისხლდენა სოფლის ექიმმა შეუჩერა, ხოლო შემდეგ ბათუმში გადმოიყვანეს ერთ-ერთ საავადმყოფოში. მამაკაცი ამ დროისთვისაც საავადმყოფოში იმყოფება. კასტრაციის ჩატარების მონაწილე პირების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები არსებობს, ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცზე ოჯახის წევრებმა იძალადეს. შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ შეტყობინება უწყებაში არ შესულა.
მზადება ბათუმში პროფესორთა ატესტაციისთვის
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა – 2016 წლის შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრული პროფესორები და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები აირჩევიან უვადოდ და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ დაექვემდებარებიან ატესტაციას. ემზადებიან თუ არა აჭარაში უმაღლესი სასწავლებლები პროფესორთა ატესტაციისთვის? ამ ეტაპზე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წესდებაში ცვლილებები უნდა გაატარონ და ის კრიტერიუმები თუ პირობები უნდა შეიმუშაონ, რომელთა მიხედვითაც სრული …
Continue reading “მზადება ბათუმში პროფესორთა ატესტაციისთვის”
60 განაცხადი სახალხო დამცველის აჭარის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე
ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსის, თემურ ქორიძის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. თემურ ქორიძე ამბობს, რომ აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად უკვე 60 განაცხადია შესული. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატში მხოლოდ იურისტები დასაქმდებიან. რატომ დავიწროვდა სახალხო დამცველის აპარატში დასასაქმებელ პირთა პროფესიული წრე და …
Continue reading “60 განაცხადი სახალხო დამცველის აჭარის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე”
რა ელის ბათუმს, თუ ისევ ითოვებს
„კარგად ვიქნებით, არ ინერვიულოთ”, – ასეთია ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის პასუხი „ბათუმელების” შეკითხვაზე: რას უნდა ველოდოთ, თუ ისევ გათოვდება? ქალაქის მერიასა თუ აჭარის მთავრობაში დიდთოვლობას სტიქიას არქმევენ და ასე ცდილობენ რიგ შეკითხვებს თავი აარიდონ. რაც მთავარია – მაღალჩინოსნების გეგმები, დიდთოვლობის განმეორების შემთხვევაში, ერთმანეთისგან განსხვავებულია. რატომ ვერ გაიწმინდა ქუჩები თოვლისგან დროულად? – ამ კითხვას არაერთი ბათუმელი …
“ყველაფერი კონტრაქტორების ბრალია” – მაღალბიუჯეტიანი დაკვეთები ტენდერის გარეშე
ისინი აღებულ ვადებულებებს დროულად ვერ ასრულებენ. ხშირად გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას არ იღებენ, რის გამოც ყოველი წლის ყოველი კვარტალის ბიუჯეტი ირღვევა. ამის გამო მთავრობა „იძულებულია“ კონკურენციის პრინციპი დაარღვიოს და პოტენციურ შემსრულებლებს `გამარტივებული შესყიდვა~ გაუფორმოს. შედეგად მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს ხშირად ახალდაფუძნებული კომპანიები, მთავრობის ხელმძღვანელი პირების მეზობლები ან მათთან დაახლოებული პირები იღებენ. მთავრობაში განმარტავენ, რომ ამაში უხერხული და მითუმეტეს …
Continue reading ““ყველაფერი კონტრაქტორების ბრალია” – მაღალბიუჯეტიანი დაკვეთები ტენდერის გარეშე”
„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ციხისძირის საპროტესტო აქციას ვეღარ დაესწრებიან
„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ აქციაზე ყოფნას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებს“ ნატა ფერაძემ უთხრა, „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა. „სამწუხაროდ ციხისძირის აქციაზე ვეღარ ვიქნებით, რადგან თბილისში გვაქვს ძალიან ბევრი საქმე, „პანორამის“ პროცესი ისევ გრძელდება, ახლაც მიმდინარეობს კანცელარიასთან აქცია. ძალიან კარგი იქნება, თუ ადგილობრივები განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას, რადგან იქ ორი ხის გარდა, 30-ის …
„ქორთიარდ მერიოტი“ ბათუმში
11 თებერვალს ბათუმში „მარიოტ ინტერნეშენალის“ ევროპის რეგიონის ფრანჩიზის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი ფილ ანდრეოპულოსი ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძესთან ერთად სასტუმროს მშენებლობის პროცესს გაეცნო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის თქმით, პროექტი, გარდა იმისა, რომ 40 მლნ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს აჭარაში, ამ დროისთვის კომპანიას …
პარლამენტარები ციხისძირიდან ხეების გადარგვაზე იმსჯელებენ
დღეს, 11 თებერვალს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე იმსჯელებენ – ინფორმაცია ამის შესახებ პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ციხისძირიდან გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. ამჟამად ციხისძირიდან ხეების გადატანის პროცესი შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ზიმოს“ სამუშაოების გაგრძელების საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. …
Continue reading “პარლამენტარები ციხისძირიდან ხეების გადარგვაზე იმსჯელებენ”
ბრძოლა პოლიტიკური გარანტიების მოსაპოვებლად აჭარაში
არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური გარანტიებისთვის ბრძოლა უფრო თვალშისაცემი ხდება. თანამდებობის პირები ერთმანეთისკენ ხელის გაშვერასა და ნიშნისმოგებით საუბარს ღიადაც აღარ ერიდებიან. იმაზე კი, რომ მათ შორის ფარული დაპირისპირება არსებობს და ამის გამო რეგიონის ამომრჩევლის ინტერესები ილახება, არამხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ. ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგად ბათუმის ბულვართან დაკავშირებული პროცესების დროს და დიდთოვლობის გამო წარმოქმნილი …
Continue reading “ბრძოლა პოლიტიკური გარანტიების მოსაპოვებლად აჭარაში”
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაციას იწყებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 10 თებერვლიდან სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალისთვის 2016 წლის პროგრამების გაცნობას იწყებს. სამინისტრო პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, 11:00 საათზე, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რეგიონულ ცენტრში გამართავს. პროგრამებს მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მანანა ფაღავას და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლელა სურმანიძესთან ერთად წარადგენს. შეხვედრაზე სამედიცინო …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაციას იწყებს”
სასულიერო პირების სავარაუდო მუქარა სკოლაში და სახელმწიფოს დუმილი
საშობაო არდადეგებიდან გიმნაზიაში დაბრუნებულ მოსწავლეებს სასწავლო ნაწილის გამგე – ნუგზარ ზოსიძე აღარ დახვდათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა. მოსწავლეების უმრავლესობა გაკვეთილებზე შესვლის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე გავიდა. სასწავლო პროცესი გიმნაზიაში სამი დღის განმავლობაში იყო შეჩერებული. 23 იანვარს სკოლის ადმინისტრაციამ მშობლები დაიბარა, თუმცა ისინი ეპისკოპოს სპირიდონს არ შეახვედრეს. მშობლების სასულიერო პირებთან კამათის ამსახველი ვიდეომასალიდან …
Continue reading “სასულიერო პირების სავარაუდო მუქარა სკოლაში და სახელმწიფოს დუმილი”
8-წლიანი პატიმრობა მკვლელობისთვის “ქართული ოცნებისგან” პოლიტპატიმრად მიჩნეულს
25 წლის დათო დავითაძის მკვლელობის საქმის განხილვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გასულ კვირას დაასრულა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებულ ზურაბ საჯაიას 8-წლით პატიმრობა მიუსაჯა. დათო დავითაძე შუახევის ცენტრში 2015 წლის 3 მაისს დაჭრეს. საქმის მასალების მიხედვით, ზურაბ საჯაიამ ურთიერთშელაპარაკების დროს მას მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა და მიიმალა. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, დაჭრილი თავისი …
Continue reading “8-წლიანი პატიმრობა მკვლელობისთვის “ქართული ოცნებისგან” პოლიტპატიმრად მიჩნეულს”
დავით კვაჭაძე: ბოლო პერიოდში დავინტერესდი უსკოს საქმიანობით
როგორც წინასწარ იყო ცნობილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძე შეარჩია. კანდიდატურა მან აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინა. დავით კვაჭაძეს სახელისუფლებო გუნდის კანდიდატად მოიხსენიებდნენ. ითქვა, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობდა. ბატონო დავით, თუ უმაღლესი საბჭო თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რა სიახლეს შეიტანთ უსკოს მუშაობაში, გარდა იმისა, …
Continue reading “დავით კვაჭაძე: ბოლო პერიოდში დავინტერესდი უსკოს საქმიანობით”
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაზე
აჭარის ტურიზმის დეპრტამენტის პრესსამსახურის ცნობით, 22-24 იანვარს, დეპარტამენტმა აჭარა ლიტვაში, ვილნიუისის საერთაშორისო გამოფენაზე გამოფენა – „Adventur 2016” წარადგინა. გამოფენის მსვლელობისას სტუმრებს სტენდთან, გარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალებისა ქართული ღვინის, ჩურჩხელის დაგემოვნებისა და ქართულ ტრადიციულ სამოსში ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ. გამოფენის ფარგლებში „Adventur 2016” საგამოფენო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც …
Continue reading “აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაზე”
აჭარაში H1N1-ით მამაკაცი გარდაიცვალა
35 წლის მამაკაცი ბათუმში, “მედინაში” 12 იანვარს მიიყვანეს. იგი დღეს დილით გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 იანვრის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 57-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 45 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 5 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [Ncdc] ცნობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს …
აჭარის განათლების სამინისტრო: სკოლაში გაცდენილი საათები ანაზღაურდება შაბათი დღეების ხარჯზე
მეორე დღეა აჭარის სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია დიდთოვლობის გამო. აჭარის განათლების სამინისტროს განცხადებით, გაცდენილი საათები ანაზღაურდება მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე. სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 27 იანვარს დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ბათუმის 27 საჯარო და 18 კერძო სკოლაში. ასევე, დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ხელვაჩაურის 35 საჯარო და 2 კერძო სკოლაში, ქობულეთის 46 საჯარო …
სახალხო დამცველის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები აჭარიდან
20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა კონკურსის „მე-ომბუდსმენი 2015“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. კონკურსში – „მე-ომბუდსმენი“ პირველი ადგილი ბათუმის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ წულუკიძემ და ნესტან ვარშანიძემ დაიკავეს (გუნდი „ბონუსი“); მეორე ადგილზე გავიდნენ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ავთო …
Continue reading “სახალხო დამცველის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები აჭარიდან”
აჭარაში H1N1-ის ერთი შემთხვევა დადასტურდა – რეკომენდაციები გრიპისგან დასაცავად
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში H1N1 გრიპის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ავადმყოფი გამოჯანმრთელების ფაზაშია. მისივე თქმით, რამდენიმე ნიმუში გაგზავნილია თბილისში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ლუგარის ლაბორატორიაში, თუმცა ჯერ შედეგი ცნობილი არ არის. „რაც შეეხება გრიპისმაგვარ დაავადებებს და გრიპს, ყოველკვირეულად ვიღებთ ინფორმაციას და ეპიდსეზონისთვის დამახასიათებელი მატებაა. შარშან პიკი იყო თებერვლის თვე …
Continue reading “აჭარაში H1N1-ის ერთი შემთხვევა დადასტურდა – რეკომენდაციები გრიპისგან დასაცავად”
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამები
პირველი იანვრიდან ამოქმედდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამები. წელს სამინისტრო 7 პროგრამას, 23 ქვეპროგრამას განახორცილებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11 306 170 ლარს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში შეადგენს 14 057 940 ლარს. ნაზარდი ჯამიდან 1 539 000 …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამები”
საუკეთესო სასტუმრო და რესტორანი აჭარაში – ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულები
22 დეკემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ტურიზმის რეგიონალური ფორუმი „მაგნოლია 2015“ გაიმართა, სადაც ტურიზმის სექტორის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდნენ. ფორუმი წელს პირველად ჩატარდა. ფორუმზე პროექტ „იდუმალი სტუმრის“ შედეგებიც იყო წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში 2015 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 150 ობიექტში, მათ შორის განთავსებისა და კვების ობიექტში, ასევე ტურისტულ სააგენტოებში ფარული ვიზიტი განახორციელა სერვისების ხარისხის კვლევის მიზნით. საუკეთესო …
Continue reading “საუკეთესო სასტუმრო და რესტორანი აჭარაში – ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულები”
აჭარის ღია ჩემპიონატი კალათბურთში აჭარის ნაკრები გუნდის გამარჯვებით დასრულდა
აჭარის ღია ჩემპიონატი 2003 წელს დაბადებულ კალათბურთელთა შორის გუშინ, 20 დეკემბერს დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აჭარის ნაკრების და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდნენ, ორთაბრძოლაში გამარჯვება აჭარის ნაკრებმა მოიპოვა, ანგარიშით 59-50. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ცნობით, მესამე ადგილი აჭარის ნაკრების 2004 წელში დაბადებულ კალათბურთელთა გუნდმა დაიკავა, რომელმაც ოზურგეთის გუნდს ანგარიშით 46-43 სძლია. გამარჯვებული გუნდები სასპორტო სკოლის დირექტორის …
Continue reading “აჭარის ღია ჩემპიონატი კალათბურთში აჭარის ნაკრები გუნდის გამარჯვებით დასრულდა”
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კერძო სექტორის წარმომადგენელთა გადამზადება დაიწყო
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით დაიწყო ტრენინგების მეორე ეტაპი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგის ფარგლებში იგეგმება 145 ადამიანის გადამზადება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა კვებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სტანდარტები, სასტუმროს განყოფილებების ფუნქციონირება, მარკეტინგი და გაყიდვები, ასევე კვების ობიექტების მართვის თანამედროვე პრინციპები და სურსათის უვნებლობა. ტრენინგს ძირითადათ კვებისა და განთავსების ობიექტების მენეჯერები, მიმტანები, დამლაგებლები, …
Continue reading “აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კერძო სექტორის წარმომადგენელთა გადამზადება დაიწყო”
მონადირეებმა საქართველო თურქეთის საზღვარზე ოთხი გარდაცვლილი იპოვეს
11 დეკემბერს, ხელვაჩურში, თურქეთ საქართველოს საზღვართან, მონადირეებმა ერთ-ერთ მიტოვებულ ქოხში ოთხი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. ამ ინფორმაციას ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე “ბათუმელებთნ” საუბარში ადასტურებს. “ბათუმელების” ინფორმაციით, ამ წუთებში [19:35 საათი] გვამებს ექსპერტიზას უტარებენ. აღენიშნებათ თუ არა გვამებს სხეულზე დაზიანებები და მომხდარია თუ არა მათი იდენტიფიცირება ჯერჯრობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე დღეს შს სამინისტროს თანამშრომლები და სასაზღვრო პოლიციელები იმყოდებოდნენ. …
Continue reading “მონადირეებმა საქართველო თურქეთის საზღვარზე ოთხი გარდაცვლილი იპოვეს”
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი, დავით ჩიკვაიძე დააკავა. სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუმზადა ციტრუსისა და ვაშლის ყალბი წარმოშობის სერთიფიკატი, ექსპერტიზის დასკვნა და ხელშეკრულება. საგამოძიებო სამსახურის მიერ, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დავით ჩიკვაიძის მიერ უკანონოდ დამზადებული წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპერტიზის დასკვნა. სამინსიტროს ცნობით, …
Continue reading “აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს”
შსს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მირიან თოფურია თანამდებობიდან გადადგა.