ქობულეთის სოფელ ხუცუბანში თეთროსნის ნაეკლესიარს ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე თეთროსნის ნაეკლესიარს [შუა საუკუნეები] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა ხელი 2026 წლის 14 იანვარს მოაწერა. ბრძანება 16 იანვრიდან ამოქმედდა. ამავე ბრძანებით ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე არაერთ ობიექტს. ამ ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა …

რა საფრთხეები არსებობს მთიან აჭარაში დიდთოვლობის შემდეგ – ინტერვიუ გეოლოგთან

მაღალმთიან აჭარაში წელს უხვი ნალექი მოვიდა. 2016 წლის შემდეგ პირველად ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრს გასცდა. რა საფრთხეებს ქმნის უხვი ნალექი და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებსა თუ სხვა გართულებებს მომზადებული შეხვდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ესაუბრა. გეოლოგმა ინტერვიუს დასაწყისშივე მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა და დასძინა, რომ აჭარა ერთ-ერთი …

საია: საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფო არაეფექტიანად რეაგირებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფოს არაეფექტიან რეაგირებას ეხმაურება და წერს, რომ სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას. შედეგად ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა.  „გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ …

8,9 მილიონი ლარი აჭარის 11 სოფელში გაზის მილების შესაყვანად – ტენდერი

აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამი ტენდერი გამოაცხადა ჯამში 8 907 024 ლარით. ამ სოფლებში მთავრობის გეგმა-გრაფიკის მიხედვით გაზიფიცირება შარშან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დროისთვის მხოლოდ ტენდერებია გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2024 წლის 12-14 სექტემბერს დაიწყება. შუახევის სოფელ ოქროპილაურის და ხულოს სოფელ ქვემო ვაშლოვანის გაზიფიცირების სამუშაოებზე ტენდერი 2 345 280 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების …

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი, მაღალმთიან აჭარაში, 7 სექტემბერს გაგრძელდება

Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSMEs), განკუთვნილი საგანმანათლებლო ლექციების ციკლია, რომელიც ფინანსური განათლების პროექტის* ფარგლებში შეიქმნა. 2024 წლის გაზაფხულზე, მოდული წარმატებით ჩატარდა მარნეულში, ახმეტასა და ახალციხეში. სექტემბერში კი, პროექტი ქედაში გაგრძელდება.  მაღალმთიან აჭარაში, პროექტი მეწარმე ქალების უნიკალურ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებზე ფოკუსირდება. მოდულის მთავარი თემაა მეწარმე ქალთა გაძლიერება: ელექტრონული კომერციის …

გაზიფიცირება გაზის გარეშე – რომელ სოფლებს დაქსელავენ ამჯერად აჭარაში

სახელმწიფო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამჯერად აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ფასისა და ვადების დასადგენად კი ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. აღნიშნული 11 სოფლიდან ერთი ქობულეთის სოფელი ჭახათია, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაზი ქობულეთის ზოგიერთ სოფელში ორმაგი ოცნების საგანია – ჯერ მილების შეყვანაზე ოცნებობენ, შემდეგ კი – გაზის ჩართვაზე. მაგალითად, სოფლების …

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გადადგა – „არ უკავშირდება პოლიტიკას“

აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 30 მაისს გახდა ცნობილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „სულხან ღლონტმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა 2024 წლის 24 მაისს“. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს თავად სულხან ღლონტი. „ბათუმელების“ კითხვაზე, მისი წასვლა ხომ არ უკავშირდებოდა რუსულ კანონს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის უკვე …

რამდენმა საჯარო მოხელემ აიღო ერთდღიანი შვებულება აჭარაში? – სამინისტროებში არ პასუხობენ

აჭარის სამინისტროებში, აჭარის მთავრობაში, უმაღლეს საბჭოსა და მერიაში არ მალავენ, რომ მათი თანამშრომლების ნაწილი დღეს, 29 აპრილს, თბილისში წავიდნენ „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე, თუმცა რაოდენობას არ აზუსტებენ. „ბათუმელები“ ამ შეკითხვით დაუკავშირდა ოთხივე სამინისტროსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს, თუმცა უწყებებში აქციაზე წასული თანამშრომლების რაოდენობას არ აზუსტებენ. აქ გვითხრეს ინფორმაცია წერილობით გამოგვეთხოვა. სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ აჭარის …

„ხალხური თამაშობები აჭარაში“ – ტურიზმის სააგენტო ახალ წიგნს ბეჭდავს

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით ახალი სახელმძღვანელოს – „ხალხური თამაშობები აჭარაში“ გამოცემა იგეგმება. წიგნზე მუშაობა უკვე დაწყებულია. „ამ ეტაპზე რეგიონში შემონახული 50-ზე მეტი ტრადიციული თამაშია მოძიებული. წიგნის გამოცემის მიზანი აჭარის ეთნოკულტურულ სინამდვილეში შემონახული ტრადიციული, არქაული თამაშების თავდაპირველი სახის აღდგენა, სათამაშოების მოძიება-შესწავლა და მათი პოპულარიზაციაა. წიგნში შეტანილი თამაშობები ორიგინალური ილუსტრაციებით იქნება დასურათებული, რომელზეც ეთნო მხატვარი …

სათამაშო ბიზნესის სახლში მოწყობისთვის აჭარაში 2 პირი დავაკავეთ – საგამოძიებო სამსახური

აჭარაში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სახლში სათამაშო ბიზნესის ობიექტი ჰქონდათ მოწყობილი. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ …

კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა – მშენებლობა ადლიაში

ბათუმში, ადლიის #102-ში ოთხსართულიანი, დაუმთავრებელი შენობა დგას. წესით აქ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია უნდა იყოს უკვე განთავსებული, თუმცა შენობა დაუსრულებელია და სააგენტო ახალ კომპანიას ეძებს, რომელიც სამუშაოებს დაასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა – 1 295 248 ლარი სრულად მიიღო, სახელმწიფო დაკვეთა არასრულად შეასრულა. არადა ამ თანხით სამსართულიანი, 1871 კვადრატული მეტრი …

ხულოში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ხულოში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დიალიზის სერვისი ამოქმედდა;  დიალიზის სერვისი ასევე  ამოქმედდა ახალქალაქში, ყვარელსა და მარტვილში. აქამდე ბენეფიციარები ამ მუნიციპალიტეტებიდან პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრებით დაშორებულ სხვადასხვა ქალაქში მიდიოდნენ, რაც ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამ დროისთვის საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისი კვლავაც არ არის ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში იგეგმება …

თოვლი და უშუქობა ერთად ხულოში – „ციდან ფიფქის ჩამოვარდნა და უშუქობა ერთია“

მაღალმთიან აჭარაში დღეს, 17 ნოემბერს, გამთენიისას გათოვდა და ახლაც თოვს. თოვლს მოჰყვა ელექტროენერგიის გათიშვაც. როგორც ხულოს სოფელ ბეღლეთის ერთ-ერთმა მკვიდრმა გვითხრა, ხულოში „ციდან ფიფქის ჩამოვარდნა და უშუქობა განუყრელია“. „ბათუმელებს“ „ენერგო პრო ჯორჯიაში“ დაუდასტურეს, რომ ბეღლეთსა და მის მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დილიდან შეწყდა. „დაახლოებით ნახევარ საათში ჩართავენ. თოვლის გამო ხაზი დაზიანდა. დაზიანების ნაწილი ნაპოვნია და …

აჭარაში ყოველი მესამე სოციალურად დაუცველთა ბაზაშია

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აჭარაში მცხოვრები ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, აჭარაში მცხოვრები 147 002 ადამიანია შეყვანილი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის ბოლო მონაცემებით კი, აჭარაში სულ 361 411 ადამიანი ცხოვრობს. ამ მონაცემებს თუ შევადარებთ, აჭარაში …

აჭარაში გზების მოსავლელად 6,2 მილიონი ლარით მუხლუხა ბულდოზერებს იყიდიან

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვისთვის 28 ერთეულ სპეცტექნიკას იყიდის. დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა 6 223 678 ლარით. შესყიდვის ობიექტია: 25 ერთეული მცირე გაბარიტის მუხლუხა ბულდოზერი, 2 ერთეული დიდი გაბარიტის მუხლუხა ბულდოზერი და 1 ერთეული ბორბლებიანი ექსკავატორ-დამტვირთველი. სპეცტექნიკა უნდა იყოს ახალი. სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდულ ტექნიკას ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და …

აჭარაში აგროსერვისცენტრებზე გაწეული ხარჯების კანონიერება ანტიკორუფციულმა უნდა შეისწავლოს – TI

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI] მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ აჭარაში ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრების მშენებლობის მიზანშეწონილობისა და მასზე გაწეული ხარჯების კანონიერება. ორგანიზაციის ინფორმაციით: „რეგიონის ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის ტრანსპორტირების, შეფუთვის, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ერთიან სივრცეში თავმოყრის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს დაასრულა ქობულეთის, ხელვაჩაურის [ბათუმის], …

აჭარის რა პრობლემები მოხვდა სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში

აჭარის რეგიონიდან რამდენიმე საკითხი მოხვდა სახალო დამცველის ანგარიშში. სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშს „ბათუმელებმა“ ამ კუთხით გადაავლო თვალი. სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში მოხვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული რამდენიმე საქმე, მაგალითად „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმე“. ამ საქმეზე მსჯავრდებული 3 პირი – საქართველოს 2 მოქალაქე და უკრაინის 1 მოქალაქე – პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. 3 …

„უცხოური გავლენის“ პროექტები აჭარაში – წყალი, კანალიზაცია, ავტობუსი, სახანძრო კიბე

სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც ბათუმში, ათ წელზე მეტია ეტაპობრივად ხორციელდება, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი აფინანსებს. გარდა ძველი და მწყობრიდან გამოსული სისტემის სრულად ახლით ჩანაცვლებისა, ამ პროექტის ფარგლებში დააფინანსეს და ააშენეს გამწმენდი ნაგებობებიც. თითოეული ფაზის განხორციელებისთვის მილიონობით ევრო დაიხარჯა. პროექტის მეხუთე ფაზის დაწყების შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, გასული წლის მეორე …

„თავისუფლება მიშას“ – აქცია ხელვაჩაურში

დღეს, 9 თებერვალს, ხელვაჩაურში, მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა. „ნუ მოკლავ მიშას“, „თავისუფლება მიშას“, „არა რუსულ ხელისუფლებას“ – ეწერა პლაკატებზე, რომლებიც აქციის მონაწილეებმა აქციაზე მიიტანეს. „როცა ვამბობთ, რომ რადიკალიზმი არის საჭირო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუვარდე ვინმეს. რადიკალიზმი ნიშნავს იმას, რომ ხმა ამოიღო იმის შესახებ, რაც არ მოგწონს. ჩვენ არავის …

აჭარაში მერის 64 წარმომადგენლიდან 61 კაცია – სად არიან ქალები?

აჭარის 5 მუნიციპალიტეტს: ხულოს, შუახევს, ქედას, ხელვაჩაურსა და ქობულეთს სოფლებში მერის 64 წარმომადგენელი ჰყავს. მათგან მხოლოდ სამია ქალი. განსხვავებული მდგომარეობა არც ბათუმის მუნიციპალიტეტშია. ხულოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერს, ჯამში, 13 წარმომადგენელი ჰყავს, არცერთი მათგანია ქალი არ არის. „ჩვენთან ცუდი რელიეფია ცოტა, ზამთარი, კლიმატი და რა ვიცი… ქალმა არ მგონია, რომ შეძლოს [მერის წარმომადგენლობა]“, – გვითხრა …

თოვლი და პრობლემები მაღალმთიან აჭარაში

მაღალმთიან აჭარაში თოვლის გამო რიგ სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია, პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. მაღალმთიან აჭარაში ამ წუთებშიც თოვს. 8 იანვრის დღის 12 საათისთვის, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, „ქედაში მხოლოდ 2 სოფელს და შუახევის რამდენიმე სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია შეფერხებით. ხულოში კი, ძირითადად, მაღალი ზონის სოფლებშია შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ“. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში ამ წუთებშიც …

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა დაბინძურებული წყალი „ჭაობში“ ჩაშვებამდე წინასწარ მექანიკურადაც გაიწმინდება. პროექტის მიხედვით: ასეთი ტიპის ჭაობებში ყველაზე მეტად გამოიყენება მაკროფიტები [წყლის მცენარეები]: ლელი, ლაქაში და სამგვერდა წყლის წაბლი. ასევე ძალიან პატარა ზომის მრავალწლოვანი მცენარეები, მაგალითად, წყლის …

„აჭარა: ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმოხილვა“ – თიბისიმ ბათუმში ღონისძიებას უმასპინძლა

პირველ ივლისს, რედისონ ბლუ ივერიაში თიბისიმ ბათუმში რეგიონულ ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესსექტორისა და მთავრობის წარმომადგენლებმა ქვეყნის ეკონომიკაში აჭარის როლი მიმოიხილეს. თიბისი კაპიტალმა აჭარის ტურიზმის, როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული უძრავი ქონებისა და მაკროეკონომიკური ინდიკატორების შესახებ, განახლებული კვლევა წარადგინა. მაკროეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 10%-ზე მეტს შეადგენს. ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით, აჭარის ეკონომიკა …

წელს ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ყველაზე მეტი ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 3 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 601 ფაქტი გამოავლინეს, მათგან ყველაზე მეტი – 218 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. 2022 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში მცხეთა-მთიანეთში გამოვლენილია 62 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 53, ქვემო ქართლში – 50, კახეთში – 44, იმერეთში – 34, გურიაში …

აჭარაში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 825 ახალი შემთხვევა

18 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმალობაში აჭარაში კორონავირუსის 825 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით რეგიონის კოვიდკლინიკაშია 696 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 204, ონლაინლინიკაში კი – 9 927. დღეს, 18 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით დადასტურდა 14 405 ახალი შემთხვევა.

8 გარდაცვლილი და კორონავირუსის 1139 ახალი შემთხვევა აჭარაში

7 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 1139 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 8 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით კოვიდკლინიკებშია 814 ადამიანი, კოვიდსასტუმროებში – 526 პაციენტი. დღეს, 7 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით დადასტურდა კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა.

აჭარაში კორონავირუსის 1958 შემთხვევა დადასტურდა – 26 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში დადასტურდა კორონავირუსის 1958 ახალი შემთხვევა. stopcov.ge-ის ინფორმაციით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობას 650 პაციენტი, მათ შორის, მძიმეა 132 პაციენტის მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზეა – 51. კოვიდსასტუმროშია 656 ადამიანი, საკარანტინე სივრცეშია 4 პაციენტი. დღეს, 26 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დადასტურდა კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 39 პაციენტი.

აჭარაში კორონავირუსის 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარაში კორონავირუსის 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ის ინფორმაციით, 21 იანვრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 612 პაციენტი, მათ შორის, მძიმეა 131 ადამიანის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 50. კოვიდსასტუმროებშია 563, საკარანტინე სივრცეშია – 6 პაციენტი.

აჭარაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, 20 იანვრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 612 პაციენტი, მათ შორის, 133 მძიმეა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 48 პაციენტი. აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 554 პაციენტი, საკარანტინე სივრცეშია 6 ადამიანი.   მთავარი ფოტო: ბათუმი/20.01.2022

აჭარის მთის სოფლების უმეტესობას მეორე დღეა შუქი არ მიეწოდება

მეორე დღეა უშუქოდ არის დარჩენილი აჭარის მაღალმთიანი სოფლების უმრავლესობა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, აჭარის მთაში უმეტესობას ელექტროენერგიაუ უკვე მიეწოდება, თუმცა ადგილზე პირიქით გვითხრეს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შუქი ამ დრომდე არ აქვს. „ეტაპობრივად მიმდინარეობს ელექტროენერგიის ჩართვის სამუშაოები,“ – ამბობს ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე. ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხულოში დაახლოებით 5 ათას აბონენტს მიეწოდება ელექტროენერგია [ხულოში …

აჭარაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 240 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 240 ადამიანს, გარდაიცვალა 2 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 30 ნოემბრის მდგომარეობით მკურნალობას გადის 1817 ადამიანი, მათ შორის, კოვიდკლინიკებშია 507 პაციენტი. 30 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა კორონავირუსის 5050 ახალი შემთხვევა.

აჭარაში კოვიდით გარდაიცვალა 6 პაციენტი, დადასტურდა 164 ახალი შემთხვევა – 27 ნოემბერი

27 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 164 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით აჭარაში მკურნალობას გადის 1774 პაციენტი, მათ შორის, კოვიდკლინიკებშია 495 პირი. დღეს, 27 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 4058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი.

კოვიდით აჭარაში 5 პაციენტი გარდაიცვალა – 15 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში მკურნალობს 592 ადამიანი, კოვიდსასტუმროებშია 233, ონლაინკლინიკაში – 967. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1820 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 82 კოვიდინფიცირებული.

აჭარაში კოვიდის 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბრის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორორავირუსით ინფიცირების 133 შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 7 ადამიანი. აჭარაში კოვიდზე მკურნალობს 1869 ინფიცირებული. აქედან  კოვიდლინიკებში – 588 პაციენტი,  კოვიდსასტუმროებში – 281, ხოლო ონლაინკლინიკაში 1000 ადამიანი გადის მკურნალობას. ქვეყნის მასშტაბით დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9,25%-ია, ასევე მაღალია კლინიკებში კოვიდინფიცირებული პაციენტების გარდაცვალება.

6 გარდაცვლილი და კოვიდის 229 ახალი შემთხვევა აჭარაში- 3 ნოემბერი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 512 ადამიანი, კოვიდსასტუმროებში – 202, ხოლო ონლაინკლინიკაში – 857 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით დღეს, 3 ნოემბერს, კორონავირუსის 6024 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარაში კორონავირუსის 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 22 ოქტომბრის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 488 ადამიანი, კოვიდსასტუმროშია – 237, ონლაინკლინიკაში – 977, ხოლო გამოჯანმრთელდა 120 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 4155 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Exit mobile version