რა ელის საპროტესტო აქციებს ზაფხულში? – „ოცნება“ ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას“

„თვითონ „ქართული ოცნება“ გადის ბეწვის ხიდზე, მათი მხრიდან ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მძიმე შეცდომა, რაც მათთვის საბოლოოც კი აღმოჩნდეს. ამიტომაც მგონია, რომ მოთმინების ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – გვიყვება გოტა ჭანტურია, წინააღმდეგობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, რომელსაც ვკითხეთ: რა ელის საპროტესტო აქციებს ზაფხულში? წინააღმდეგობის წევრთან საუბარი ევროკომისრის კომენტარით დავიწყეთ, რომელმაც წუხელ ქართველ ხალხს მიმართა. მარტა …

შეკვეთილში „რუსული კლუბი“ პედაგოგებს და ბავშვებს წვრთნის – სუსი და შსს კითხვებს არ პასუხობენ

შეკვეთილში, სასტუმრო „მირაჟში“, მეორე დღეა ორგანიზაცია „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებული სემინარი ტარდება, რომელსაც ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან. სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს – მათ მსგავსიმ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ განთავსებული. Россотрудничество-ს თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვია. ორგანიზაციის ინფორმაციით, მსგავს სწავლებებს ორგანიზაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც მართავს. საყურადღებოა …

თათოს ბრძოლა რუსული კანონისა და პროპაგანდის წინააღმდეგ – გოგო ევროკავშირის დროშით

ბოლო თვეებში ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში თქვენს ყურადღებას მიიქცევდა ნაწნავებიანი გოგო ორი დროშით, ხან ნელი, ხან უფრო ჩქარი სვლით, ზოგჯერ აგრესიულადაც რომ აბრახუნებს ეტლის ბორბლებს ბათუმის არაადაპტირებული ტროტუარების ბორდიურებზე ასასვლელად. ასეთ დროს უნდა მიხვდეთ, რომ გაბრაზებულია, რადგან იძულებულია შეეგუოს, რომ ბათუმის მერიამ ქუჩების მოსაწყობად დიდი ფული დახარჯა ბიუჯეტიდან, თუმცა ადაპტირებული გარემო ვერ შექმნა. თათო მახარაძე 28 …

„დედაჩემი კლასში იყო, როცა ხიშტიანმა კაცებმა ხელი სტაცეს და წაიყვანეს“

„კაცის სიკვდილი ვის უხარია, მაგრამ სტალინის სიკვდილი გაუხარდათ. მათი თავისუფლების, ბედნიერების გამო უხაროდათ. დედაჩემი ამბობდა, რას მერჩოდა, რატომ გადამასახლა, რა დავაშავეო. სწავლა უყვარდა, მუსიკა, მოკიდეს ხელი და წაიყვანეს“-ასე იხსენებს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი დედის ისტორიას, სოფელ ჩუხუთში მცხოვრები ლევან კალანდარიშვილი. ლევანის დედა, დედის მშობლები და ბებია სტალინური რეპრესიების დროს შუა აზიაში გადაასახლეს. გადასახლების მიზეზი, როგორც ლევანი …

„ცოცხალი ვარ, კარგად ვარ“ – 8 წლის დაგვიანებით მოსული წერილი გურიის სოფელში 

„ერთ დღეს, წერილი მოვიდა. ბებიაჩემი ჭიშკართან იდგა და ისე კიოდა, მთელი სოფელი ფეხზე დადგა. მაშინ, რვა წლის შემდეგ გავიგეთ, რომ მამა თურმე ცოცხალი იყო“, – ამბობს ციური ბზეკალავა, სტალინური რეპრესიის მსხვერპლის, ალექსანდრე (ჭოლა) ბზეკალავას შვილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ტყვედ ჩავარდნის გამო საბჭოთა რეჟიმმა გააციმბირა. წერილში, რომელიც  წლების შემდეგ მოვიდა სახლში, სულ რამდენიმე სიტყვა …

„უსუფ გაიქეცი, მოდიან“

„ჩემს შვილებს და შვილიშვილებს უნდათ ევროპა. ევროკავშირში უნდა შევიდეთ, ეს გარდაუვალია“, – ამბობს 64 წლის ზაზა ზაქარაძე. „ბათუმელებთან“. ის იხსენებს ბაბუას, რომელიც სტალინური რეჟიმის მსხვერპლი გახდა. ზაზას ბაბუა, უსუფ ზაქარაძე 1937 წელში დახვრიტეს. იმ დროს, უსუფ ზაქარაძე სოფელ აჭარისწყალში კომენდატურაში პოლიტიკურ ხელმძღვანელად მუშაობდა. „უსუფ გაიქეცი, მოდიან“ „ბაბუაჩემი რომ დახვრიტეს, მამაჩემი იყო 3 თვის. ბებიაჩემი კი …

ბებიას ისე სძულდა სტალინი, დასანახად არ უნდოდა – რეპრესირებულ მუსტაფა ჩახვაძის ისტორია

„ბებიაჩემს ისე სძულდა სტალინი, დასანახად არ უნდოდა, რადგან რეჟიმმა ორი ადამიანი – ქმარი და ძმა დაუხვრიტა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლევან ფაღავა. მუსტაფა ჩახვაძე, ლევან ხალვაშის ბებიის, ემინე ხალვაშის მეუღლე იყო. ის 1937 წელს დახვრიტეს. ამავე წელს დახვრიტეს ემინეს 25 წლამდე ძმა, ხასან ხალვაშიც. „მუსტაფა ჩახვაძე 1902 წელს იყო დაბადებული. შვიდწლიანი განათლება ჰქონდა მიღებული. თუმცა შემდეგ, …

„მათ საქართველო უნდათ ქართველების გარეშე, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ“ – 18 წლის აქტივისტი ბათუმიდან | ვიდეო

„როცა წლების წინ, პირველად შევხედე საქართველოს რუკას, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო პატარა ხაზებით იყო გამოყოფილი, ამ ტერიტორიებზე მისვლა, ჩვენი ისტორიის და კულტურის დაფასება კი არ შეგვეძლო, ალბათ ეს იყო ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც წარმომედგინა“, – ამბობს 18 წლის გიორგი დუმბაძე. სამოქალაქო აქტივისტი თითქმის ერთი თვეა ანტირუსულ აქციებზე დგას და …

დიდი ბრძოლა გველის წინ, მაგრამ ჩვენ არ გავიღვიძებთ რუსეთში – „ჯიუტელი“ აქტივისტი ბათუმიდან

„არ ვიცი, რამდენად სიმბოლურია, მაგრამ რუსულის მასწავლებელთან ერთად უშუალოდ გაკვეთილზე ვსაუბრობდით ოკუპაციაზე. მაშინ ვისაუბრეთ ანწუხელიძეზე. პირველად პროტესტი გამიჩნდა სკოლის პერიოდში, მე-11 თუ მე-10 კლასში ვიყავი…“ – გვპასუხობს მეგი დიასამიძე. ეს აქტივისტია სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტიდან“, ბარიკადებთან საქართველოს დროშით, ან მეგაფონით ხელში რომ ხშირად შეხვდებით. მეგი დიასამიძეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვესაუბრებით, ვიდრე მორიგი საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბებოდნენ. …

როგორ ვიბრძვი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველ დღეს – 19 წლის ცოტნე | ვიდეო

ბათუმში დაიბადა, აქ გაიზარდა და მშობლიურ ქალაქად მიიჩნევს კიდეც, თუმცა არასდროს ავიწყდება გაგრა და სოხუმი – მისი მშობლების ქალაქები, სადაც არ შეუძლია წავიდეს, მოინახულოს მშობლების სახლი, ბებია-ბაბუა, მამიდები და ბიძები – ადგილები, რომელიც არ უნახავს, მაგრამ ენატრება. განცდა, რომ ვერ ჩავა მაშინ, როცა სურს და ვერ ნახავს იმას, რაც ასე შორეული, მაგრამ მშობლიურია, უჩენს ბრაზს …

თვითმომსახურების ყველა ჯიხურიდან ამოვიღეთ რუსული ენა – „მაკშაურმას“ განცხადება

„მაკშაურმა“ ფეისბუქზე გამოეხმაურა რუსულენოვანი ქვითრების საკითხს, სადაც ამბობს, რომ კომპანიის ფილიალებში ყველა ქვითარი მხოლოდ ქართულ ენაზე იბეჭდება და რომ ისინი გმობენ რუსულ აგრესიას. კომპანიამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა „მაკშაურმას“ თვითმომსახურების ჯიხურიდან ამობეჭდილი რუსულენოვანი საინფორმაციო ფურცელი. რუსულენოვანი ქვითარი და ფასი რუსულ რუბლში – რა მოხდა ბათუმში „ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის ცნობილია, …

პატიმრობით დაისჯება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, კოდექსს დაემატა ახალი 343​1 მუხლი, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით …

#სირცხვილია, ბათუმშიც სირცხვილია – ანტისაოკუპაციო აქცია ევროპის მოედანზე

დღეს, 1-ელ სექტემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე ანტისაოკუპაციო ფლიმარკეტი [ერთგვარი ბაზრობა] გაიმართა. აქციის მონაწილეები დღეს ბათუმში რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ და 20 ივნისის მოვლენების  გამო დაკავებულების, მათ შორის  ბათუმელი  სოსო ბაჯელიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. “ხალხმრავალ ბათუმში კიდევ უფრო ხმამაღლა  უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა. ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებთან, ჯგუფებთან, რომლებიც აპროტესტებენ უმაქნისი ხელისუფლების  ქმედებებს, გვინდა  გვქონდეს კავშირი, რომ გამოვიდეს საერთო მძლავრი პროტესტი. …

რა დროს დასვენებაა? – აქცია გორის მერის განცხადების გამო, რომელიც გონიოში ისვენებს

მას შემდეგ, რაც სოფელ გუგუტიანთკარში, ანტისაოკუპაციო მოძრაობის – „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები არ შეუშვეს, მოძრაობის წევრებმა გორის მერიასთან გადაინაცვლეს. აქცია #სირცხვილიას მონაწილეები გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და რუსულ ოკუპაციაზე გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას ქალაქის მერიასთან აპროტესტებენ. გორის მერმა დღეს ონლაინგამოცემა qartli.ge-სთან საუბარში თქვა, რომ შვებულებაშია, გონიოში ისვენებს და გუგუტიანთკარში დასვენების შემდეგ ჩავა. დღეს, 16 …

ტბელ აბუსერიძე: ხელისუფლებას ეშინია, რომ დამარცხდება დემოკრატიასთან

ბათუმელი ტბელ აბუსერიძე, რომელიც ამერიკაში, მერილენის St. John’s College-ში თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს, არდადეგებს თბილისში ატარებს. ის 20-21 ივნისს, თბილისში პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებოდა და მას შემდეგ, თითქმის ყოველდღე უერთდება აქციის მონაწილეებს. ტბელი 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ფოტოებზეც ასახავს. „არ მინდა ამას ვიღებდე. არ მინდა ჩემხელა ბავშვებს ვხედავდე სისხლიან ქუჩაში. ფესტივალზე მინდა ვუღებდე ბავშვებს, …

რატომ ვდგავარ „ხუთკაციან“ საპროტესტო აქციაზე ბათუმში

20 ივნისს საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ, თბილისში პარლამენტის წინ  აქციები არ წყდება. ყოველდღე, საღამოს 19:00 საათზე, დემონსტრანტები იკრიბებიან და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მშვიდობიან აქციებს მართავენ. რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ბათუმშიც იმართება. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი სოლიდარობის აქციას პოლიტიკური აქტორების გარეშე მართავს. ბათუმში მიმდინარე აქციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება, რადგან პოლიტიკოსები გაანაწყენა პირველ აქციაზე გამოტანილმა ბანერმა – „სისხლიანი …

„სირცხვილია“, „წადი გახარია“- აქციის მოთხოვნა არ იცვლება

დღეს, პირველ ივლისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ისევ შეიკრიბნენ აქტივისტები, რომლებიც თბილისში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და სოლიდარობას უცხადებენ პარლამენტის წინ მიმდინარე პერმანენტულ აქციებს. საპროტესტო აქციები პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა. აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ კი აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასაც ითხოვენ. „ქართული საზოგადოება არის …

საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე – ბუკლეტები ბათუმის აეროპორტში

ბათუმელი ედო მჟავანაძე ამბობს, რომ დღეს ბათუმის აეროპორტში გადაიღო ბუკლეტები, რომელზეც საქართველოს რუკაა გამოსახული. ამ რუკაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია – ტერიტორია, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, წითელი ფერით არის აღნიშნული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნაცრისფრად. სარეკლამო ფლაიერს აწერია, რომ ის ტურისტულ კომპანია – „ავი ჯორჯიას“ ეკუთვნის. ამ ფლაიერებს შემოსულ ტურისტებს ურიგებენ. „ბათუმელები“ კომპანიას …

ქართველი მეზღვაურები ოკუპაციის წინააღმდეგ ღია ზღვიდან

ქართველი მეზღვაურები ღია ზღვიდან ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას უერთდებიან.  “ნუ მაბრმავებ”, “რუსეთი ოკუპანტია,” – წერია პლაკატებზე, რომლითაც მეზღვაურები ოკუპაციას აპროტესტებენ. “ჩვენ მეზღვაურები გამოვხატავთ პოზიციას ოკუპაციის წინააღმდეგ, არ გვაქვს შესაძლებლობა ვიდგეთ იქ, სადაც ჩვენი ხალხია. არ გვაქვს არანაირი სურვილი ეს სოლიდარობა და ჩვენი პოზიცია განხილული იქნეს პოლიტიკურ ჭრილში, აპოლიტიკურები ვართ. უბრალოდ ვაპროტესტებთ ოკუპაციას, ისევე როგორც ნახევარი საქართველო,” …

ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილე 2 პირი შეუძლოდ გახდა, 3 აგრძელებს შიმშილობას

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკვეთილში 5 ბათუმელი რამდენიმე დღეა შიმშილობს. გუშინ, 26 ივნისს, ერთი მოშიმშილე გიგა ნაგერვაძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, თუმცა როგორც შემდეგ „ბათუმელებმა“ გაარკვია, მოშიმშილემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა და დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ისევ რეზიდენციასთან დაბრუნდა. თუმცა დღეს, 27 ივნისს, როგორც ერთ-ერთი მოშიმშილე ხათუნა ბერიძე გვეუბნება, …

ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსი ტურისტები შევინარჩუნოთ

დღეს, 25 ივნისს, ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც რუსეთიდან ფრენების აკრძალვას მოჰყვა საქართველოში. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეოდა, რის შემდეგაც „ბათუმელები“ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს ესაუბრა. შეხვედრაზე იმყოფებოდა სასტუმრო „ბესთ ვერტერნ პრემიერის“ წარმომადგენელი, თეონა ზოიძე, რომელმაც …

19 წლის მაკო გომურს სოლიდარობის ნიშნად საავადმყოფოსთან დახვდნენ

დღეს, 24 ივნისს, „ნიუ ჰოსპიტალი“ დატოვა მაკო გომურმა, 19 წლის გოგონამ, რომელმაც 20 ივნისს საპროტესტო აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა. ქალთა უფლებადამცველები და მოქალაქეები მაკო გომურს სოლიდარობის ნიშნად კლინიკასთან დახვდნენ. „ნარკოზიდან რომ გამოვედი, დამხვდა უამრავი შეტყობინება და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას გვერდში დგომისთვის, რადგან რა ძალაც ახლა მე გამაჩნია, სწორედ ამ ადამიანებისგან. ყველამ ერთად …

აუქმებენ თუ არა რუსი ტურისტები ჯავშნებს, ტურიზმის დეპარტამენტს ინფორმაცია არ აქვს

თბილისში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავის მოქალაქეებს საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 8 ივლისიდან საქართველოში რუსული ავიაკომპანიები აღარ იფრენენ. აისახა თუ არა პუტინის განცხადება რუსი ტურისტების განწყობაზე და ნამდვილად ტოვებენ თუ არა ტურისტები საქართველოს, ამის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას „ბათუმელები“ ტუროპერატორებთან და სასტუმროების შეეცადა. თუმცა …

არა ოკუპაციას – საპროტესტო აქცია ქუთაისში

ქუთაისში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა ასობით ახალგაზრდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად მესხიშვილის თეატრის წინ გამოდიოდნენ, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ პარლამენტის ყოფილი შენობისკენ. ———————————————– ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და …

Exit mobile version