ბათუმში მანქანის ტროტუარზე დგომა-გაჩერებისთვის 1-ლი მაისიდან ჯარიმა 100 ლარი იქნება

ბათუმში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომის ან გაჩერებისთვის ჯარიმა 100 ლარი 2026 წლის პირველი მაისიდან გახდება. ამ დროისთვის ანალოგიური დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარია. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ძალაში 2026 წლის 1-ლი მაისიდან შედის. ამ კანონით: „თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა …

ბათუმში მძღოლები 22,7 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 2025 წლის მონაცემები

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმებული მძღოლებისგან ბათუმის ბიუჯეტში 2025 წელს 13 მილიონ 676 ათასი ლარი შევიდა. ეს მონაცემი ბათუმის მერიას ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აქვს დაფიქსირებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აღნიშნული ჯარიმის მხოლოდ 60 პროცენტი შედის, გამოდის, რომ 2025 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბათუმში მძღოლებმა ჯამში 22 მილიონ 793 ათასი …

ავტობუსის მძღოლი, რომელსაც მგზავრმა სცემა: „თავდამსხმელი გაათავისუფლეს, მე ვინ დამიცავს?“

„თავდამსხმელი გირაოთი გაუშვეს, სასამართლო სხდომა რომ ტარდებოდა, არ მითხრა პროკურორმა, რომ დავსწრებოდი, დაზიანებები ახლაც მემჩნევა სახეზე, თვალი ჩალურჯებული მაქვს, ფეხებზე დაჟეჟილობა მაქვს. ესაა სამართალი? ეგ რომ გამოუშვეს, მე რით ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ არ დამესხმება თავს? ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?“ – შეკითხვები აქვს ჯამბულ ირემაძეს. იგი მე-4 ხაზის მუნიციპალური ავტობუსის მძღოლია ბათუმში. მძღოლს სამსახურებრივი მოვალეობის …

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობა იზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 18 თებერვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის განმარტებით, მიზეზი ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია. ბათუმში ქვაფენილის ასაყრელად და შემდეგ ასფალტის დასაგებად ლუკა ასათიანის ქუჩა გასულ კვირას გადაკეტეს – ზურაბ გორგილაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მთლიანად გადაიკეტა …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს სცემეს

ბათუმში მე-4 სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლს სცემეს. მოქალაქე მერაბ ღოღობერიძის ინფორმაციით, მგზავრმა ავტობუსის გაჩერება იქ მოითხოვა, სადაც გაჩერების ადგილი არ იყო, რაზეც მძღოლმა უარი თქვა. შემთხვევა ბათუმში დღეს, 16 თებერვალს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. დაკავებული ამ ეტაპზე არ არის.

23 იანვრიდან ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 23 იანვრიდან რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდება. გადაწყვეტილების მიზეზი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კერძოდ, ავტომანქანებისთვის გადაადგილება შეიზღუდება: აკაკი წერეთლის ქუჩაზე, იმედაშვილის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში – მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. იოსებ იმედაშვილის ქუჩაზე, წერეთლის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით – მოძრაობა სრულად აიკრძალება. ბაქოს ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან საბაგირომდე მონაკვეთში – სავალი გზის მარცხენა ზოლში …

მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობას აძვირებს

ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას 70 თეთრამდე გეგმავს და ამისთვის საკრებულოს თანხმობას სთხოვს. ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 თეთრია. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მერია საწვავის ფასის გაზრდას ასახელებს. განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით,  მგზავრობის ტარიფის ცვლილება გამოწვეულია ასევე M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების ავტოპარკის განახლებით და მარშრუტებს შორის მანძილის გაზრდით. „აღნიშნული გარემოებების …

რა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან – ბათუმის გენგეგმის კონცეფცია

ბათუმის არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ საცობების, პარკინგის ადგილებისა და დაურეგულირებელი მოძრაობის პრობლემა ბათუმში კვლავ გამოწვევად დარჩა. იგივე შეიძლება ითქვას წინა და იმის წინა არჩეულ მერებზეც. ამომრჩეველს დაჰპირდნენ, გეგმა შეიმუშავეს, ბევრჯერ განიხილეს, ბევრი შეხვედრა მოაწყვეს, რეკომენდაციები მიიღეს და დოკუმენტიც შექმნეს, თუმცა არანაირი შედეგი. ბათუმში არამხოლოდ ტროტუარები და ველობილიკებია მანქანებით სავსე, არამედ უკვე …

ხულოში, შუახევსა და ქედაში აცხადებენ, რომ ახალმა ავტობუსებმა მოძრაობა დაიწყო

10 ივლისს, ანუ 2 დღის წინ, „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ ემსახურებოდა მგზავრებს ახალი ავტობუსები ხულოში, შუახევსა და ქედაში. მას შემდეგ, რაც ამ კითხვით მუნიციპალიტეტის პრესსამსახურებში დავრეკეთ, რამდენიმე საათის შემდეგ სამივე მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა ჯერ ქარდები, სადაც მუნიციპალიტეტი ახალი ავტობუსების ხაზზე გასვლას აანონსებდა, შემდეგ კი მგზავრებით სავსე ავტობუსის ფოტოები გამოაქვეყნეს. დღეს, 12 ივლისს, მუნიციპალიტეტის …

სააგენტოს დირექტორმა 1 მლნ-ის ქონება იყიდა 2023 წელს, ხელფასის სახით კი 104 775 ლარი მიიღო

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ლევან გამყრელიძე თავისივე ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ 2023 წელს მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ქონება შეისყიდა. ამასთან გასულ წელს ლევან გამყრელიძესა და მის მეუღლეს 90 819 ლარი სარემონტო მასალებში დაუხარჯავთ. საქმე ისაა, რომ ლევან გამყრელიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები და ამ პერიოდში მის მიერ შეძენილი უძრავი ქონება ერთმანეთს არ შეესაბამება. …

1, 7, 7ა და 8 ნომერი საქალაქო ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ლეონიძისა და ხახულის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით იცვლება მიმართულება შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე:  1, 7, 7ა და 8. N1 სამარშრუტო ხაზზე ავტობუსი იმოძრავებს ორბელიანის-შარტავას-ბაგრატიონის-აღმაშენებლის-ტაბიძის-რურუას-აღმაშენებლის ქუჩებით. N7 სამარშრუტო ავტობუსი იმოძრავებს ვარშანიძის-გენერალ ასლან აბაშიძის-შარტავას-ბაგრატიონის-აღმაშენებლის-ტაბიძის-რურუას-აღმაშენებლის ქუჩებით. N7ა სამარშრუტო ხაზზე ავტობუსი იმოძრავებს აღმაშენებლის-ლეონიძის-გენერალ ასლან აბაშიძის-ვარშანიძის ქუჩებით. N8 სამარშრუტო ხაზზე კი ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი ქუჩებთ: ორბელიანი-შარტავა-ბაგრატიონი-აღმაშენებელი-ტაბიძე-რურუა-აღმაშენებელი.

4 ქალაქში ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო – ჯარიმა 100 ლარიდან იწყება

საქართველოს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში ავტოტრანსპორტის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო. გამონაბოლქვს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს. აღნიშნული ქალაქების ტერიტორიაზე ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარით. 100 ლარით დაჯარიმდება მძღოლი იმ შემთხვევაშიც, თუ ხილული გამონაბოლქვის მქონე …

ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცირე და დიდ ქალაქებში არსებული ავტოსადგურები, რომლებიც შიდა საქალაქო გადაზიდვებს ემსახურებიან, სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან. ამის შესახებ დღეს, 29 მაისს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ცვლილება შევა საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტებში შიდა სამგზავრო გადაყვანების მოქცევას სანებართვო სისტემაში. „პროექტის მიხედვით, იქნება კონკრეტული მოთხოვნები ავტოსადგურების მიმართ და ამის მიხედვით 3 ტიპის ავტოსადგური განისაზღვრება, …

სიცხე და გადაჭედილი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში – როდის იყიდის მერია ახალ ავტობუსებს

საკურორტო სეზონზე მუნიციპალური ავტობუსების გადატვირთვაზე მგზავრები ისევ ჩივიან. მათი თქმით, ავტობუსები განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში ისეა ხალხით გადაჭედილი, რომ მგზავრობა შეუძლებელია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის მერიამ  8 ელექტრო და 40 ISUZU-ს ტიპის ახალი ავტობუსი შეისყიდა, თუმცა ავტობუსების რაოდენობა მოთხოვნას ვერ პასუხობს. მერიის ინფორმაციით დაგეგმილია 60 ერთეული ახალი ავტობუსის შეძენა, თუმცა როდის აპირებს მერია …

პირველი ივნისიდან ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო საათები იზრდება

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, პირველი ივნისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო იზრდება. ბათუმის ავტოტრანსპორტში განმარტავენ, რომ სხვადასხვა სამარშრუტო ხაზის სამუშაო საათები სხვადასხვა დროით გახანგრძლივდება. მცირედით შემოკლდა ტრანსპორტის მოძრაობას შორის ინტერვალები. აღნიშნული ცვლილება საზაფხულო სეზონს უკავშირდება. ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი ასე გამოიყურება: მარშრუტი № დასახელება სამუშაოს დაწყების დრო მოძრაობებს შორის ინტერვალი ბოლო წრის დაწყების დრო № 1 აღმაშენებლის …

მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლმა პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც უნდა ჩააბაროს

დღეიდან, 26 აპრილიდან, B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები. შსს-ს ცნობით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს გავიდეს პრაქტიკული …

ბათუმში ვაქცინაციის ცენტრებისკენ სპეციალური ტრანსპორტი იმოძრავებს – ნახეთ განრიგი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება. ბათუმის ავტოტრანსპორტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის მსურველთათვის, გონიოდან, მახინჯაურიდან და ხელვაჩაურიდან ბათუმის მიმართულებით დაინიშნა სპეციალური ტრანსპორტი. ავტობუსები  მთელი დღის განმავლობაში ერთ საათიანი ინტერვალით იმოძრავებენ და ვაქცინაციის ცენტრებამდე მიიიყვანენ მოქალაქეებს. ავტობუსების განრიგი: [checklist] გონიო – ახალსოფლის ცენტრი – მ. …

18 იანვრიდან აღდგება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირის გარდა. შესაბამისად, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას ორშაბათიდან, 18 იანვრიდან განაახლებენ. თუმცა ჯერ უცნობია, რომელ საათამდე იმოძრავებს ტრანსპორტი საღამოს, ვინაიდან საღამოს 9 საათიდან [დილის 5 საათამდე] გადაადგილება აკრძალულია. ბათუმის ავტოტრანსპორტში „ბათუმელებს“ …

აჭარის მუნიციპალიტეტები მგზავრთა გადასაყვანად სპეცრეისებს განსაზღვრავენ

აჭარის მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, კომპანიებს ან საჯარო დაწესებულებებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, მიკროავტობუსებით ან ავტობუსებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანისთვის სპეციალური მარშრუტები განუსაზღვრონ. მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული მარშრუტით კი, კერძო ან საჯარო დაწესებულებას, უფლება ექნება მგზავრები [ძირითადად თანამშრომლები] რეგულარულად გადაიყვანონ ავტოტრანსპორტით. სპეციალური რეისების განსაზღვრაზე გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტებმა უნდა შეუთანხმონ კორონავირუსთან დაკავშირებით აჭარის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბს. „მუნიციპალიტეტებს ოპერატიულ შტაბთან …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 6 მძღოლი დააჯარიმეს [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 6 მძღოლი დაჯარიმდა, 2 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის და 4 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე პარკირებისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო ორი დღის განმავლობაში.

1 მოსწავლესაც რომ სჭირდებოდეს, სკოლას აჭარაში ტრანსპორტი დაენიშნება – სამინისტრო

2020 წლიდან აჭარის მაღალმთიან სკოლებს ტრანსპორტით აჭარის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს, აქამდე ეს პროექტი ცენტრალიზებულად ხორციელდებოდა. ძველი პროექტის მიხედვით, ტრანსპორტით უზრუნველყოფა 176 სკოლას სჭირდება, თუმცა როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს. სკოლების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყოფა. „ძირითადად მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სკოლებია, სადაც ფეხით გადაადგილდებიან ბავშვები და ზამთრის პერიოდში გადაადგილება ჭირს. დაახლოებით 176 …

საბავშვო ბაღამდე ბავშვების ტრანსპორტირებაში 40 ლარს ვიხდით – ზედაჩხუტუნეთელები

სოფელი ზედა  ჩხუტუნეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში  მდებარეობს.  2012  წელს აქ  ეროვნული პარკი დაარსდა. რამდენიმე თვის წინ კი ის  ყურადღების  ცენტრში  ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტის გამო მოექცა. მოსახლეობის მოსაზრებების, ინტერესებისა და პრობლემების მოსასმენად „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 22 მაისს დისკუსია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის  ტელევიზიის  გადაცემა „ჰეშთეგიდან“ მალხაზ რეხვიაშვილი და „გაზეთ ბათუმელების“ წარმომადგენელი ნაზი ზოსიძე. …

#3 ავტობუსის მარშრუტი შეიცვალა

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, #3 მუნიციპალური სამარშრუტო ხაზის მარშრუტი შეიცვალა. “#3 ავტობუსი თამარის დასახლებიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: აბუსერიძის ქუჩა (კარფური), გრიბოედოვის ქუჩა, გორგილაძის ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, თამარის დასახლება. უკუმიმართულება იქნება იგივე,” – ნათქვამია ავტოტრანსპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ბათუმის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებები [31.08.2018]

ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი, ასევე, სანებართვო …

ახალი საბილეთო ელექტროსისტემა მუნიციპალურ ავტობუსებში

მუნიციპალურ ტრანსპორტში საბილეთო ელექტროსისტემა იცვლება. ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების ნაცვლად, ახლა  სპეციალური სატრანსპორტო და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი.  ყველა მუნიციპალური ავტობუსის ასასვლელში უკვე დამონტაჟებულია ბარათის ახალი ვალიდატორი. როგორც შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პაატა დუმბაძემ დღეს ბათუმის მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე განმარტა, არსებული სისტემისგან განსხვავებით, თანხის შეტანა ახალ ბარათზე ავტომატურად აისახება. მგზავრობის საფასურის …

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება ტაქსის მძღოლებისთვის

ტაქსის მძღოლები ავტომანქანის გაჩერებას პარკირების ადგილებზე შეძლებენ. საკრებულოს ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ ამოქმედდება, როცა ბათუმის მერია არსებულ რეგულაციებში შეიტანს შესაბამის ცვლილებას. ცვლილების შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი პარკირებისთვის განკუთვნილ წლიურ 40 ლარს გადაიხდის და შეძლებს ისარგებლოს როგორც ტაქსისთვის განკუთვნილი, ასევე, ზოგადად, პარკირების ადგილებით. დღევანდელი რეგულაციით, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის გაჩერება მხოლოდ ტაქსისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში შეუძლიათ. ამისთვის ისინი …

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ჯარიმებზე კონტროლი გამკაცრდება

ბათუმის ავტოტრანსპორტის გადაწყვეტილებით, მგზავრების მიერ ბილეთის საფასურის გადახდაზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება კონდუქტორების სისტემის შემოღებით. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ განაცხადა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდუქტორების მუშაობის საცდელი პროექტი უკვე 5 თვეა მიმდინარეობს. საცდელ ეტაპზე 50 კონდუქტორია დასაქმებული. კონდუქტორს ავტობუსში მგზავრების ბილეთების ქონა-არ ქონის, წესრიგისა და სისუფთავის დაცვა და  მგზავრნაკადის შესწავლა ევალება.  …

გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერება გადაიდო

2016 წლის პირველ აპრილამდე ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებს სავალდებულო შემოწმება უნდა გაევლოთ, თუმცა ეს პროცედურა ერთი წლით კიდევ გადაწიეს. რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა ბუნებრივ აირზე გადაყვანის შემთხვევაში, არის თუ არა მგზავრების უსაფრთხოება დაცული და რა მოხდება მაშინ, თუკი ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის? მთავრობის დადგენილებით, აირბალონზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება „აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის“ მოვალეობა იყო. …

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 იანვრის მდგომარეობით მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესებულია საავტომობლო გზების შემდეგ მონაკვეთებზე: საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე …

Exit mobile version