რესპუბლიკის ქუჩაზე მწვანედ შეღებილ ჭიშკარს შეაღებ თუ არა, შესასვლელში ქვის პატარა მაგიდა და ძელსკამი დგას. უკან დიდი ჰამაკია გაბმული. ღობის გასწვრივ მსხლის ხეებია ჩალაგებული. ხეებს შორის ბავშვის საქანელა ირწევა, რომელსაც ფერადი რიკულებიანი კიდეები გახუნებია. ეზოში, მოშორებით, ცოტაოდენი დაჩეხილი შეშაც ყრია, სადაც რამდენიმე ქათამიც დააბიჯებს. ეს სახლი სამტრედიაშია, მისი დიასახლისი კი სალომეა – სახლის კარებს სწორედ …
Tag Archives: შშმ პირები
მამუკას ცეკვა დედისთვის, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება
მარტვილის ცენტრში ხალხი კანტი-კუნტად მიდი-მოდის. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ჯერ კიდევ უშლის ხელს ქალაქს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. აქ ყველაფერი ხელისგულივით პატარა მოედანზეა თავმოყრილი: მერია, ბანკი, სავაჭრო ცენტრი, მომცრო ღია კაფე, ძელსკამებიანი ბაღი და ბაზრობა. გაზაფხულის შუადღე დგას. მზის გულზე ბიჭი დგას და ცეკვავს. იქვე დიდი დინამიკია ჩართული. თურქული, ქართული და ინგლისური სიმღერები ენაცვლება ერთმანეთს. ბიჭი …
Continue reading “მამუკას ცეკვა დედისთვის, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება”
მსოფლიო სირბილსა და მშვილდოსნობის ჩემპიონატში გამარჯვებული ქალი საქართველოდან
„პირველი კატეგორიის შშმ პირი ვარ, ეტლით მოსარგებლე. ზურგის ტვინის, ხერხემლის, დაზიანების გამო განმივითარდა ქვედა კიდურების პარეზი. 6 წლის წინ, როცა ჩემი შვილი, ლუკა იყო 7 წლის, სკოლის ექსკურსიაზე წავედით, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში. სურათს ვიღებდით და მორყეული მოაჯირიდან გადმოვვარდი…“ – გვიყვება თეა ბოლქვაძე. თეა გადმოვარდნის შემდეგ ეტლით მოსარგებლე გახდა. ის, რაზეც საუბარი უძნელდებათ თეას თქმით, რეანიმაციაში …
Continue reading “მსოფლიო სირბილსა და მშვილდოსნობის ჩემპიონატში გამარჯვებული ქალი საქართველოდან”
100-ლარიანი დახმარება დისკრიმინაციაა – შშმ პირები კომპენსაციაზე
საყოველთაო კარანტინმა და შეზღუდვებმა შშმ პირებისა და მათი ოჯახების ყოველდღიურობაზეც მოახდინა დიდი გავლენა. მათ შორისაა 30 წლის მაია შერვაშიძე. ის მთელი ცხოვრება ეტლით მოსარგებლეა. გაუმართლა, რომ ახლა, 15-დღიან სარეაბილიტაციო კურსზე ყოველდღიურად სოფელ ახალშენიდან ძმას დაჰყავს ავტომანქანით ბათუმში. „მართალია, ძმას დავყავარ ბათუმში მანქანით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პანდემიამ ვერაფერი დამაკლო. რისკჯგუფში ვარ, ძალიან სუსტი …
Continue reading “100-ლარიანი დახმარება დისკრიმინაციაა – შშმ პირები კომპენსაციაზე”
ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან
გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და 6 თვეს [ივნისის ჩათვლით] გაგრძელდება. დახმარებას მიიღებენ: [checklist] სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში [მონაცემთა ბაზაში] რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 000-ზე და ნაკლებია 100 001-ზე [ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად]; მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის …
Continue reading “ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან “
როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას
18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, მთავრობის განცხადებით, ყოველთიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამ დახმარების გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და ამავე წლის ივნისში დასრულდება. აღნიშნული შშმ პირები დახმარებას ავტომატურად, ყოველგვარი მიმართვისა თუ რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ – განუცხადეს „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში. სახელმწიფომ მოსახლეობის დახმარების პროგრამა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე …
Continue reading “როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას”
„მძღოლმა მითხრა, ხელით აგიყვანო“ – შშმ პირმა ახალი ელექტროავტობუსითაც ვერ ისარგებლა
ეტლით მოსარგებლე თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ახალი ელექტროავტობუსით აპირებდა მგზავრობას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მისთვის შეუძლებელია – მძღოლს „პანდუსის გასაღები“ არ ჰქონდა. „როგორც ავტობუსის მძღოლმა მითხრა, პანდუსი გასაღებით იხსნება, რომელიც მათთვის ჯერ არ გადაუციათ“, – ამბობს თომა კაკაბაძე. თომამ ასევე გვითხრა, რომ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე არც ერთი შშმ პირი არ მიუწვევიათ, „მათ შორის არც …
ბათუმის თოჯინების თეატრის შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 127 947 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები შენობის ადაპტირებას ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. „შენობა ორსართულიანია, სართულები ერთმანეთს უკავშირდება შიდა კიბის საშუალებით. მთავარ შესასვლელში არსებული კარის დემონტაჟი უნდა მოხდეს კიბის საფეხურთან ერთად …
Continue reading “ბათუმის თოჯინების თეატრის შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება”
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე შშმ პირებს უმასპინძლეს [ვიდეო]
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე შეზღუდული შესალებლობის მქონე პირებს ვუმასპინძლეთ. სტუმრებს მათთვის გამოყოფილი სივრცე და ინფრასტრუქტურა დავათვალიერებინეთ. შშმ პირებისთვის სტადიონზე 60 ადგილია გათვალისწინებული, ასევე საპარკინგე სივრცე, სველი წერტილი და კვების პუნქტი.
შშმ პირები მათთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამებით თანაბრად ვერ სარგებლობენ – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე [შშმ] პირების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის პერიოდი იყო 2017-2018 წლები და 2019 წლის პირველი ნახევარი, თუმცა, „ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფორმულირებისას გათვალისწინებულ იქნა 2019 წლის ბოლომდე პერიოდი“. აუდიტის ობიექტები იყო – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. „შშმ პირებისთვის …
მკვეთრად გამოხატული შშმ პირებს და შშ სტატუსის მქონე ბავშვებს დახმარება გაეზარდათ
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტების ოდენობები 30 ლარით იზრდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 25 ივნისს მიიღო და ის 2020 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. [gray_box]სოციალური პაკეტები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით[/gray_box] მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: [checklist] „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული …
Continue reading “მკვეთრად გამოხატული შშმ პირებს და შშ სტატუსის მქონე ბავშვებს დახმარება გაეზარდათ”
რა უნდა წარადგინოთ naec-ში, თუ გამოცდაზე სპეციალური პირობები გჭირდებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00 საათზე მთავრდება. ცენტრის ცნობით, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფორმა №100 – ის წარდგენის ვადა. „თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა …
Continue reading “რა უნდა წარადგინოთ naec-ში, თუ გამოცდაზე სპეციალური პირობები გჭირდებათ”
ყველაზე მეტად წამალი გვჭირდება – ქალი, რომელიც შშმ შვილსა და მეუღლეს უვლის
ნონა სამ არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ცხოვრობს. სოციალური პრობლემების გარდა, ნონას მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. მას ყოველთვიურად მინიმუმ 500 ლარის მედიკამენტი სჭირდება. ნონას, მეუღლის გარდა, ერთი შვილიც შშმ ჰყავს. ხუთსულიანი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ნონას [მის ვინაობას არ ვასახელებთ] თქმით, უკვე მეათე დღეა თავის მეუღლეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს ვეღარ აძლევს. …
Continue reading “ყველაზე მეტად წამალი გვჭირდება – ქალი, რომელიც შშმ შვილსა და მეუღლეს უვლის”
რა იცვლება შშმ პირებისთვის ახალი კანონპროექტის მიხედვით
საქართველოს მთავრობამ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა, სადაც ასახულია გაეროს კონვენციის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები. კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით, შენობა-ნაგებობების ადაპტირება 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს. „ახალი ნაგებობები კი, თავიდანვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამის საჭიროებებზე მისადაგებული“. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურების შემოტანას, რომელიც აქამდე არ არსებობდა. „ახალი სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ …
Continue reading “რა იცვლება შშმ პირებისთვის ახალი კანონპროექტის მიხედვით”
ბარბის ახალი თოჯინები – ეტლით, ვიტილიგოთი და პროთეზის ფეხით
თოჯინა ბარბის მწარმოებლებმა ახალი დიზაინის თოჯინები გამოუშვეს. მათ მეტი მრავალფეროვნების წარმოსაჩენად თოჯინების ახალი ხაზი შექმნეს. კოლექციაში ნახავთ თოჯინებს, რომელსაც არ აქვთ თმა, არიან ეტლში, თოჯინას სახეზე „ვიტილიგოთი“და თოჯინას, რომელსაც პროთეზის ფეხი აქვს. ამის შესახებ CNN Style წერს. სათამაშოების ცნობილი მაღაზია Mattel-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სურთ აჩვენონ სილამაზე და მოდა მრავალ განზომილებაში. ვიტილიგო არის ლაქები კანზე, …
Continue reading “ბარბის ახალი თოჯინები – ეტლით, ვიტილიგოთი და პროთეზის ფეხით”
11 წლის შშმ ბავშვის დედა – ემოციებს ვერ ვაკონტროლებ, ფსიქიატრი მჭირდება, მაგრამ რით?
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისთვის საწყის ეტაპზე მთავარი პრობლემა ხშირად პრობლემის არაღიარება და რეალობის მიუღებლობაა. მშობლების მძიმე ემოციური მდგომარეობა გავლენას ახდენს ბავშვებზე და მეტიც, მათი სტრესი მშობლების სტრესის პირდაპირპროპორციულია, მშობლების იმედიანი, მსუბუქი დამოკიდებულება კი ბავშვებსაც უადვილებს ყოფას. 11 წლის ლუკას (სახელი შეცვლილია) თანდაყოლილი გლაუკომა აქვს. მიუხედავად წლების განმავლობაში ჩატარებული შვიდი ოპერაციისა, ცალ თვალში მხედველობა სრულად …
არაფორმალური განათლების მნიშვნელობა სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის დროს – სპეცმასწავლებლი
ავტორი: ლალი ჯაფარიძე, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი, ქ.ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი, სასწავლო ცენტრ „ბიზნეს აკადემიის“ ტრენერი. დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლებში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვას. სახელმწიფომ ამ მხრივ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ამ ყველაფერში დიდი როლი აკისრია სპეცმასწავლებელს. სსსმ მოსწავლეებთან განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ განათლებას. ყველამ ვიცით, რომ სსსმ მოსწავლედ მიიჩნევა მოსწავლე, …
როდის [ვერ]ისარგებლებენ შშმ პირები ადაპტირებული პლაჟით ბათუმში
შშმ პირებს მათთვის მოწყობილი ადაპტირებული პლაჟით, ხუთი ტივტივა ეტლით, საშხაპეებითა და გამოსაცვლელებით, სარგებლობა ყოველდღე, დილის 10 საათიდან საღამოს 8-მდე შეეძლებათ. იმ შემთხვევაში კი, როცა პლაჟზე ბანაობის ამკრძალველი ნიშანი – წითელი ალმებია აღმართული, პლაჟითა და ტივტივა ეტლებით სარგებლობა აკრძალულია უსაფრთხოების დაცვის მიზნით. შესაძლოა ბანაობა დასაშვები იყოს და თეთრი ალმებიც ფრიალებდეს სანაპიროზე, მაგრამ შშმ პირებისთვის გარკვეულ დღეებში …
Continue reading “როდის [ვერ]ისარგებლებენ შშმ პირები ადაპტირებული პლაჟით ბათუმში”
„სულ უნდა იყო გამოსავლის ძიებაში, ყველაფერი უნდა სცადო და ბოლოს აუცილებლად გაგიმართლებს“
მიხეილ პაპუნიძემ რამდენიმე დღის წინ სკოლის წარმატებით დასრულებისთვის ოქროს მედალი მიიღო. მან სკოლა შარშან დაასრულა, თუმცა მედალი წელს გადასცეს. 19 წლის მიხეილი უკვე პირველი კურსის სტუდენტია და ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში, ზუსტ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს. მიხეილ პაპუნიძე შვიდი წელია რაც ეტლით მოსარგებლეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლაში, სადაც ის სწავლობდა, ინფრასტრუქტურა ადაპტირებული არ იყო, …
ბულვარი შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლებს ყიდულობს
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლების შესყიდვას გეგმავს. ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს არის საპილოტე პროექტი და „თუ გაამართლებს და მოთხოვნაც მეტი იქნება“ მომდევნო წლებში ასეთ ტივტივა ეტლებს დამატებით კიდევ შეიძენენ. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება. „ტივტივა ეტლ-სავარძლები ბათუმის ბულვარის საკუთრებაში იქნება და ისინი საწყის …
Continue reading “ბულვარი შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლებს ყიდულობს”
პროექტი სმენადაქვეითებული პირების დასახმარებლად
როგორ დავეხმაროთ მეტყველებისა და სმენის პრობლემების მქონე ბავშვებს? – ამ თემაზე დღეს, 18 აპრილს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდის“ ორგანიზებით, მშობლებსა და სპეციალისტებს ტრენინგი ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში ამავე თემაზე ლექცია განათლების, მედიცინისა და ფსიქოლოგიის მიმართულების ბსუ-ს სტუდენტებისთვისაც ჩატარდა. „პორტუგალიის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდა სპეციალისტი, განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით, რომელიც უშუალოდ სმენის პრობლემებზე მუშაობს. დღეს შეხვედრა გვქონდა …
Continue reading “პროექტი სმენადაქვეითებული პირების დასახმარებლად”
აჭარაში შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების ახალი სისტემა ინერგება
დღეს, 8 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების ახალი სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. სისტემა პირველად ინერგება საქართველოში და მისი პილოტი აჭარაში განხორციელდება. „ახალი სისტემა შესაძლებლობას მოგვცემს, ადამიანი დავინახოთ მისი სტატუსის იქეთ, დავინახოთ რა სჭირდება მას იმისთვის, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს, იყოს აქტიური, შექმნას დოვლათი და არ იყოს ჩამოკიდებული სოციალური დახმარების სისტემაზე,“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ქეთევან …
Continue reading “აჭარაში შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების ახალი სისტემა ინერგება”
პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება
8 აპრილს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება, რომელიც 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით. სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ …
Continue reading “პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება”
ბათუმის ბულვარი პლაჟზე ადაპტირებულ საშხაპეს და გასახდელს დადგამს
ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ პლაჟზე ადაპტირებული საშხაპისა და გასახდელის დამზადება-მონტაჟისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 22 741 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურებას ბულვარი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოაცხადა. საშხაპე და გასახდელი პლაჟზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დამონტაჟდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 6 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება. ბულვარის ადმინისტრაცია წელს პლაჟზე დამატებით …
Continue reading “ბათუმის ბულვარი პლაჟზე ადაპტირებულ საშხაპეს და გასახდელს დადგამს”
შშმ პირები პასპორტსა და პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებენ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, პასპორტსა და პირადობის დამასატურებელ მოწმობას უფასოდ აიღებენ. „არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში, უფასოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს მიიღებენ“. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების სააგენტო ფეისბუკგვერდის საშუალებით ავრცელებს.
პენსიონერები და შშმ პირები მედიკამენტებს 50 პროცენტიანი ფასდაკლებით მიიღებენ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. „პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება. აღნიშნულ ჯგუფებს, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50 პროცენტით და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ“. ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე: ►გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ►დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული); ►ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; …
Continue reading “პენსიონერები და შშმ პირები მედიკამენტებს 50 პროცენტიანი ფასდაკლებით მიიღებენ”
54 წლის შშმ ქალი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის
54 წლის მერი 80 წლის დედასთან, შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მერის დედა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და მოძრაობა არ შეუძლია. შეზღუდული შესაძლებლობისაა მერიც. ოჯახმა საცხოვრებელი ბინა 6 წლის წინ დაკარგა. „ბინა დავაგირავე და ორჯერ ხერხემალზე გავიკეთე ოპერაცია. ისე მოხდა, რომ ფული ვეღარ დავაბრუნე და ბინა წამართვეს“, – გვეუბნება მერი. ოჯახის შემოსავალი …
Continue reading “54 წლის შშმ ქალი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის”
„პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფი „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ ეხმაურება 2018 წლის 29 მარტს, ხუთშაბათს, ტელეგადაცემა „რეაქციის“ ეთერში ქალაქ თბილისის მერის, ბატონ კახა კალაძის განცხადებას შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობის თაობაზე. გვჯერა, რომ თბილისის მერმა აღნიშნული განცხადება შშმ პირთა ადამიანის უფლებების პატივისცემის გამოსახატად, კეთილი განზრახვით გააკეთა. გვსურს ვაცნობოთ, რომ გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის თანახმად, …
Continue reading “„პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება”
ნაკლებად ხილვადნი, ნაკლებად ხილულნი
ავტორი: ესმა გუმბერიძე, აქტივისტი ამ ბლოგისთვის ეს სათაური იმიტომ შევარჩიე, რომ უსინათლოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვა ჯგუფებს შორის ყველაზე ნაკლებად ხილვადნი ვართ. ყველაზე ნაკლებად განიხილება ჩვენი სპეციფიკა, ჩვენი საჭიროებები. ადამიანებს რომ ვეკითხები, შშმ პირები ვინ არიან-მეთქი, უსინათლოს ხშირად არცკი ასახელებენ. „და უსინათლოები“ – რომ კითხავ, კი ისინიცო, გიპასუხებენ შეყოვნების შემდეგ… მე კი სასამართლოში მაქვს …
რატომ არ დასრულდა შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად შუახევში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასულ წელს 161 393 ლარი გამოყო. შუახევის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 8 აგვისტოს შპს „ლ გრუპ“ – მა გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 118 555 ლარზე გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას შენობის რეაბილიტაცია 2017 წლის 3 ნოემბრამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა სარემონტო სამუშაოები ამ დღემდე არ დასრულებულა. უფრო მეტიც, …
Continue reading “რატომ არ დასრულდა შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა”
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ექვსი შენობის ადაპტირებას გეგმავს
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2018 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ექვსი შენობის სრულ ადაპტირებას გეგმავს. დაგეგმილია ბათუმის მუსიკალური ცენტრის, ხელოვნების მუზეუმის, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისა და მისი ფილიალის – ილია ჭავჭავაძის მუზეუმის, ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლისა და ბათუმის თოჯინების თეატრის ადაპტირება. შენობების ადაპტირებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 60 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორც განათლებისა და კულტურის …
Continue reading “აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ექვსი შენობის ადაპტირებას გეგმავს”
რატომ უნდა გაიზარდოს სოციალური მუშაკის როლი
დღეს, 15 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და საერთაშორისო განათლების ცენტრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია სოციალურ მუშაკთა ჩართულობა შშმ პირების უფლებების ეფექტურად განხორციელების პოლიტიკის ფორმირებაში. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერიის სოციალური განყოფილებების, ბათუმის მერიის, აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო შატბერაშვილმა, ისაუბრა პროექტის …
Continue reading “რატომ უნდა გაიზარდოს სოციალური მუშაკის როლი”
სოფელ ჩიქუნეთში უსინათლო მოხუცი შეშის გარეშე დატოვეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთში მცხოვრები შშმ პირის, ჰაიდარ გორაძის ოჯახის წევრი აცხადებს, რომ მათ საზამთროდ შეშა არ მიუღიათ. თამილა გორაძის თქმით, შეშის ლიმიტი ყოველწლიურად განსაზღვრულია, თუმცა მათ ყოველ წელს საკუთარი სახსრებით უწევთ შეშის შეძენა. „მამაჩემი არის პირველი ჯგუფის შშმ პირი და მას სჭირდება დახმარება. მე რამდენჯერმე მივმართე სოფლის გამგეობას და ვთხოვე, მოეტანათ მისთვის შეშა, მაგრამ …
Continue reading “სოფელ ჩიქუნეთში უსინათლო მოხუცი შეშის გარეშე დატოვეს”
რა შეცვალა ბათუმის მერიამ შშმ პირებისთვის მრჩევლის დანიშვნის შემდეგ
2015 წლის აპრილიდან ბათუმის მერს ცალკე მრჩეველი ჰყავს შშმ პირების დაცვის საკითხებში. „ბათუმელები“ შორენა მამულაძეს ესაუბრა, რომელიც 2015 წლიდან ამ პოზიციაზე მუშაობს. შორენა მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა საზოგადოების ცნობიერებაა და არა იმ პირების გადაწყვეტილებები, რომლებსაც ის რჩევებს აძლევს. 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების დაცვის საერთაშორისო დღეა. ქალბატონო შორენა, რა აჩვენა ამ ორმა წელმა თქვენთვის, რისთვის დასჭირდა მერს …
Continue reading “რა შეცვალა ბათუმის მერიამ შშმ პირებისთვის მრჩევლის დანიშვნის შემდეგ”
ვინ მიიღებს საახალწლო საჩუქარს ხულოში
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სასაჩუქრე ნობათის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ხულოს მერია სასაჩუქრე ნობათს საბავშვო ბაღის ბავშვების, მრავალშვილიანი დედებისა და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყიდულობს. სატენდერო დოკუმენტაციით, ბაღის ბავშვებისთვის 725 შეფუთვა ტკბილეულს შეიძენენ. თითოეულ ბავშვს კარტოფილის ჩიფსი, ორცხობილა, ჟოლოს ბისკვიტი და ხილის კექსი შეხვდება. საახალწლოდ საჩუქარს, ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი დედები და 18 წლამდე ასაკის …
შშმ პირი, რომელიც მთავრობის სახლთან შიმშილობს: პატრულმა ინვალიდი მიწოდა
მოქალაქე ჯემალ ჭელიძე აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობს. ის შეზღუდული შესაძლებლობის პირია და პატრულის მოქმედებას აპროტესტებს, რიმელმაც ადმინისტრაციული სამართადარღვევის ოქმში მოიხსენია, როგორც “ინვალიდი”. ჯემალ ჭელიძე ხულოში ცხოვრობს, სოფელ ტუნაძეებში და ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება. გვიყვება, რომ დღეს დილით ხულოდან ავტომანქანით მოდიოდა ბათუმისკენ, როცა ხიჭაურის დასახლებასთან ახლოს სხვა ავტომანქანა დაეჯახა. “მძღოლმა გააჩერა, მაგრამ მალე წავიდა, არ მოგვაქცია …
Continue reading “შშმ პირი, რომელიც მთავრობის სახლთან შიმშილობს: პატრულმა ინვალიდი მიწოდა”