ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სასაჩუქრე ნობათის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ხულოს მერია სასაჩუქრე ნობათს საბავშვო ბაღის ბავშვების, მრავალშვილიანი დედებისა და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყიდულობს. სატენდერო დოკუმენტაციით, ბაღის ბავშვებისთვის 725 შეფუთვა ტკბილეულს შეიძენენ. თითოეულ ბავშვს კარტოფილის ჩიფსი, ორცხობილა, ჟოლოს ბისკვიტი და ხილის კექსი შეხვდება. საახალწლოდ საჩუქარს, ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი დედები და 18 წლამდე ასაკის …
Tag Archives: შშმ პირები
შშმ პირი, რომელიც მთავრობის სახლთან შიმშილობს: პატრულმა ინვალიდი მიწოდა
მოქალაქე ჯემალ ჭელიძე აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობს. ის შეზღუდული შესაძლებლობის პირია და პატრულის მოქმედებას აპროტესტებს, რიმელმაც ადმინისტრაციული სამართადარღვევის ოქმში მოიხსენია, როგორც “ინვალიდი”. ჯემალ ჭელიძე ხულოში ცხოვრობს, სოფელ ტუნაძეებში და ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება. გვიყვება, რომ დღეს დილით ხულოდან ავტომანქანით მოდიოდა ბათუმისკენ, როცა ხიჭაურის დასახლებასთან ახლოს სხვა ავტომანქანა დაეჯახა. “მძღოლმა გააჩერა, მაგრამ მალე წავიდა, არ მოგვაქცია …
Continue reading “შშმ პირი, რომელიც მთავრობის სახლთან შიმშილობს: პატრულმა ინვალიდი მიწოდა”
ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასის სპექტაკლი
ბათუმის № 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიურმა თეატრალურმა დასმა „ცისარტყელამ“ გუშინ, 13 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ სააქტო დარბაზში სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ წარმოადგინა. საქართველოში ერთადერთი ინკლუზიური თეატრალური დასი „ცისარტყელა“ ბათუმში 2007 წლიდან დგამს სპექტაკლებს. „წუნა და წრუწუნა“ მათი რიგით მეექვსე ნამუშევარია, რომლის პრემიერაც რამდენიმე თვის წინ შედგა ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრში. სპექტაკლში 12 ახალგაზრდაა დაკავებული. 28 …
Continue reading “ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასის სპექტაკლი”
ბათუმში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შშმ პირთათვის არაადაპტირებული სივრცეა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე თომა კაკაბაძე ამბობს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელიც ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიანტთათვის გარემო არაადაპტირებულია. თომა კაკაბაძე წელს თავადაა აბიტურიენტი: „მიუხედავად იმისა, რომ 10 ივნისამდე შევიტანე განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და მულტიდისციპლინურმა გუნდმაც შეაფასა ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები, დღეს საგამოცდოდ მისულს, მაინც მიუწვდომელი …
Continue reading “ბათუმში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შშმ პირთათვის არაადაპტირებული სივრცეა”
“ვაკანსია” – ინკლუზიური სპექტაკლის პრემიერა „თავისუფალ სივრცეში“
19 – 20 მაისს, განახლებულ „თავისუფალ სივრცეში“ ინკლუზიური სპექტაკლის „ვაკანსიის“ პრემიერა გაიმართება. პროფესიონალ მსახიობთან, იაგო მორთულაძესთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას ჟესტური ენის თარჯიმანი მზია მელაძე და ეტლით მოსარგებლე ლალი მენაღარიშვილი მიიღებენ. პიესის ავტორი და რეჟისორი ოთარ ქათამაძეა. ლალისთვის ეს არ არის პირველი სამსახიობო გამოცდილება. მისი მონაწილეობით პერფორმანსი „დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობა“, გასული წლის დეკემბერში, ბათუმის დრამატულ თეატრში …
Continue reading ““ვაკანსია” – ინკლუზიური სპექტაკლის პრემიერა „თავისუფალ სივრცეში“”
შშმ პირებისთვის ბათუმში საარჩევნო უბნები არასრულადაა ადაპტირებული
ბათუმში საარჩევნო უბნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არასრულადაა ადაპტირებული – ამის შესახებ ფეისბუქში თომა კაკაბაძემ დაწერა, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა. “მიუხედავად დაპირებებისა, საარჩევნო უბნები იქნებოდა ადაპტირებული, რეალობა აბსოლუტურად სხვა დამხვდა. ფაქტობრივად, ამიტანეს და შემიტანეს საარჩევნო უბანში. არც კაბინა იყო საჭიროებაზე მორგებული (მაღალი იყო) და პანდუსზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ,” – წერს თომა კაკაბაძე. ფაქტის დამადასტურებელი …
Continue reading “შშმ პირებისთვის ბათუმში საარჩევნო უბნები არასრულადაა ადაპტირებული”
ფოტოპორტრეტები შშმ პირთა გამოწვევებზე “თავისუფალ სივრცეში”
31 აგვისტოს “თავისუფალ სივრცეში” ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოტოპორტრეტები ასახავს იმ ბარიერებს, რომლებიც ბათუმში გადაადგილების დროს შშმ პირებს ხვდებათ. პროექტის მიზანია არაადაპტორებული გარემოს წარმოჩენა და საზოგადოების დაინტერსება შშმ პირთა მდგომარეობით. “ჩვენი სურვილია ჩვენს ქალაქში თანაბრად ხელმისაწვდომი გარემო არსებობდეს ყველა ადამინისთვის.” – ამბობს ორგანიზაციის, “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის”, პროექტების კოორდინატორი ნინო ჩხაიძე. ნინო გვიყვება, რომ კონკურსი პროფესიონალი და მოყვარული …
Continue reading “ფოტოპორტრეტები შშმ პირთა გამოწვევებზე “თავისუფალ სივრცეში””
219 100 ლარი შშმ ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამისთვის
ბათუმის მერია წელს 219 100 ლარს დახარჯავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაში. პირველი ჯგუფი კურორტზე 10 ივლისს გაემგზავრება. პროგრამა სამ კურორტზე [წყალტუბო, ურეკი, ბორჯომი] ბათუმში რეგისტრირებულ 26 წლის ჩათვლით ასაკის შშმ პირებს, მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ომში დაზარალებულ ვეტერანებსა და მათ თანმხლებ პირებს, ორკვირიან სამკურნალო-დასასვენებელ პაკეტს …
„მოსასპობი“ ტერმინები თომასგან
სმენადაქვეითებული და არა ყრუ-მუნჯი, უსინათლო და არა ბრმა, შშმპ, ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და არა უნარშეზღუდული, ხეიბარი ან ინვალიდი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ საზოგადოებაში შშმ პირების მიმართ სწორი ტერმინოლოგიის დასამკვიდრებლად კამპანიას იწყებს.