შუახევი ჰესის თანამშრომლების 98% საქართველოს მოქალაქეა [ვიდეო]

„ჩვენ, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დიდმა ინვესტორებმა, უზრუნველვყავით, რომ შუახევი ჰესი მთლიანად მართონ საქართველოს მოქალაქეებმა – ადგილობრივებმა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას არამარტო ქართველ ინჟინრებს ტექნიკური კუთხით, ასევე სოციალური და გარემოს მიმართულებით. მათ შორის არიან წარმატებული ქალები. კომპანიის 98%-ს შეადგენენ ქართველი ინჟინრები და სხვა თანამშრომლები“ – აცხადებს რაკეშ ნაიკი, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი. ნახეთ …

30 ფოტოხაფანგი ხულოსა და შუახევის ტყეებში – რას აკვირდება „აჭარისწყალი ჯორჯია”

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას”- მიერ დაქირავებული ექსპერთა ჯგუფი 2013 წლიდან ინტერნსიურად აკვირდება შუახევი ჰესის პროექტის არეალის ბიომრავალფეროვნებას. მსხვილ ძუძუმწოვრებზე მონიტორინგის წარმოების მიზნით შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპანიამ განათავსა 30 ფოტოხაფანგი. საქმე იმაშია, რომ მსხვილი ძუძუმწოვრების მონიტორინგის პროცესში აქტიურად გამოიყენება ფოტოხაფანგები. შედეგებს კი აფასებენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები, რათა საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს დამატებითი შემარბილებელი და საკომპენსაციო …

„აჭარისწყალი ჯორჯიამ“ საინფორმაციო ჟურნალი გამოსცა

კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯია“ ყოველწლიური საინფორმაციო ჟურნალის გამოცემა დაიწყო, რომლის საშუალებითაც მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს რა სარგებელი მოაქვს შუახევი ჰესს საქართველოსთვის, რამდენით ზრდის ელექტროენერგიის შიდა გამომუშავებას, რამდენ სამუშაო ადგილს ქმნის, რა სოციალურ პროექტებს ახორციელებს კომპანია, რას გეგმავს სამომავლოდ და ა.შ. ,,ჩვენი, როგორც ინვესტორის პასუხისმგებლობაა საზოგადოების მუდმივი ინფორმირება ჩვენი საქმიანობის შესახებ. შუახევი ჰესის პროექტის დაწყების დღიდან, მუდმივად …

სტუდენტები, რომლებსაც კარგად სწავლისთვის შუახევიჰესი დააფინანსებს

სალომე სურმანიძე ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს და მეორე კურსზეა. სალომეს ოცნება სკოლაში მუშაობა და ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობაა, თავიდანვე ამაზე ოცნებობდა. სალომემ სკოლა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყინჩაურში დაამთავრა. ბევრი იმეცადინა და საუკეთესო ქულებითაც ჩააბარა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლო გრანტი მიიღო და, შესაბამისად, უფასოდ სწავლობს. მიუხედავად ამისა, ბათუმში საცხოვრებლად გადმოსულ სტუდენტს ბევრი რამ სჭირდება: ბინის დაქირავება, …

როგორ მართავენ ქართველი ინჟინრები თანამედროვე ჰესს [ვიდეო]

„შუახევიჰესზე“ სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყება. თუმცა ეს პირობითი დროა, რადგან ოპერატორები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს ელექტროსისტემას მიაწოდონ უსაფრთხო და სტაბილური ენერგია. ჰესზე დასაქმებული ზოგიერთი თანამშრომელი ბათუმიდან ამოდის, დანარჩენი ადგილობრივი, შუახევის მცხოვრებია. „შუახევიჰესი“ არის ერთადერთი პროექტი საქართველოში, რომელსაც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები აფინანსებენ.  ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა წარმოადგენდე ძალიან მაღალ ხარისხს …

ნიგაზეულში წყლის გაქრობას შუახევიჰესს აბრალებენ, რასაც კომპანია უარყოფს

2021 წლის 22 აპრილის მონაცემებით, აჭარაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურმა „შუახევიჰესმა“ 350 მლნ კვტს. ელექტროენერგია გამოიმუშავა. კომპანიის მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ ენგურის გაჩერების ფონზე „შუახევიჰესმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ზრდის და ამავდროულად იმპორტზე დამოკიდებულებისგან შემცირებაში. ადგილობრივების თქმით, მსხვილმა ენერგეტიკულმა პროექტმა, რომელმაც მაღალმთიანი აჭარის ორი მუნიციპალიტეტი მოიცვა, მათ სარგებელი ნაკლებად, მაგრამ ზიანი კი მოუტანა. სოფელ ნიგაზეულში …

ამ დუნიას უწყლოდ არნა მოკდე – სოფელი ხულოში, საიდანაც წყალი გაქრა

იატაკი უნდა მოწმინდოს. სარეცხი დარეცხოს. საუზმე და სადილ-ვახშამი უნდა მოამზადოს. ჭურჭელი დარეცხოს. ბოსელი დაასუფთაოს. დღეში ხუთჯერ ლოცვისას ხუთჯერვე უნდა განიბანოს –  მეზობლისგან მოტანილი წყლით, რომელიც მეზობელსაც აღარ ჰყოფნის. სარეცხი მანქანა ახლა გასარეცხი ტანსაცმლის მხოლოდ შესაგროვებლად დგას ოთახის კუთხეში. რამდენიმე წელია, რაც 50 წლის მაყვალა სოლომონიძე წყალს მეზობლისგან ეზიდება: ვედროები, ქვაბები, ბოთლები, კასრები, ტოლჩები – დილიდანვე …

პრაშანტ ჯოში „შუახევი ჰესის“ გამოწვევებსა და წარმატებებზე

როგორ აშენდა და როგორ ფუნქციონირებს შუახევი ჰესი? აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, პრაშანტ ჯოში, იმაზე თუ რა გამოწვევები ჰქონდა გუნდს და როგორ გადალახეს არსებული წინააღმდეგობები. ნახეთ, ვიდეო:

ჰესების 4 ინჟინერი საქართველოდან – ახალი თაობა

იცნობთ საქართველოში ინჟინრების ახალ თობას? იცით, რას აკეთებენ, სად მიიღეს განათლება, რა გამოცდილება დააგროვეს? დღეს მოგიყვებით „შუახევი ჰესში“ მომუშავე 4 ინჟინერზე, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, იმაში, რომ ჩვენს სახლებში ელექტროენერგიის უწყვეტი ნაკადი მოედინება. გიორგი ლაკირბაია, ინჟინერ – მშენებელი გიორგი ლაკირბაია პროფესიით ჰიდროინჟინერია. როგორც ამბობს, ის ოჯახში ამ პროფესიის მესამე თაობის წარმომადგენელია. მასზე ბაბუამ …

არის უსაფრთხო დიდაჭარის კაშხალი? – რას პასუხობს სახელმწიფო „შუახევი ჰესზე“ დასმულ კითხვებს

„შუახევი ჰესის“ დიდაჭარის კაშხალიდან წყალი ჟონავს. ჰესის მშენებელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ამბობს, რომ „ამგვარი გაჟონვები ჩვეულებრივი მოვლენაა“ და კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. „შუახევი ჰესის“ მონიტორინგზე მინიმუმ ორი სახელმწიფო  უწყებაა პასუხისმგებელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. „ბათუმელებმა“ საჯარო  ინფორმაცია გამოითხოვა ორივე სამინისტროდან და ორივე უწყებას თითქმის …

არის თუ არა საშიში დიდაჭარის კაშხალი? [ვიდეო]

„შუახევი ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ 30 მარტს გახდა ცნობილი. 10 აპრილს „ბათუმელებმა“ გადაიღო დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი. კაშხლის კედლის ნაწილი  სველია და რამდენიმე ადგილას წყალი გამოდის. ფოტო-ვიდეო მასალაზე, რომელიც „ბათუმელებმა“ გადაიღო, ჩანს კაშხლის დაზიანებული მონაკვეთი. 52 მეტრის სიმაღლის დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი ორი მდინარის – აჭარისწყლისა და მდინარე ღორჯომის შესართავის …

„შუახევიჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო

კომპანია Clean Energy Invest-ის ინფორმაციით, „შუახევიჰესის“ ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე ამუშავდა შუახევიჰესი“ [178 მგვტ], ხოლო „სხალთაჰესის“ [9 მგვტ] ოპერირების დაწყება გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება. ,,შუახევიჰესმა წარმატებით გაიარა ოპერირებაში შესვლის ყველა ეტაპი და ჩვენ კომერციული ოპერირება დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უკვე იღებს საქართველოს მოსახლეობა. რამდენიმე თვეში ოპერირებაში შევა ასევე სხალთაჰესი, …

რა შეცდომები დაუშვეს მდინარე აჭარისწყალთან დამცავი ჯებირების მოწყობისას

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევი ჰესის კასკადის მშენებლობის დროს გვირაბებიდან მიღებული ქანების სანაყაროების დამცავი ჯებირების რეაბილიტაციას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, დამცავი ჯებირების მოწყობისას დაშვებული იქნა ტექნოლოგიური შეცდომები. ხულოსა და შუახევის ტერიტორიებზე დაგეგმილია მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ  4 ადგილის გამაგრება, სადაც ეს ფუჭი ქანებია დაყრილი/განთავსებული. „აღნიშნული ფუჭი ქანების სანაყაროების პროექტები შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მაგრამ …

ნოემბრის ბოლოს „შუახევიჰესი“ სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას

„შუახევიჰესი“ სატესტო ოპერირებისთვის ემზადება. კომპანიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და 2019 წლის ნოემბრის ბოლოს დაგეგმილია 9 მეგავატი სიმძლავრის „სხალთაჰესის“ სატესტო რეჟიმში ოპერირების დაწყება, 2020 წლის დასაწყისში კი – 178 მეგავატი სიმძლავრის „შუახევიჰესის“ ელექტროსადგურის გაშვება 50%-იანი დატვირთვით. კომპანიის ცნობით, 2020 წლის გაზაფხულზე „შუახევიჰესი“ და „სხალთაჰესი“ სრული დატვირთვით შევა ოპერირებაში. ოპერირება „შუახევიჰესმა“ 2017 წელს …

„შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა თუ არა აღდგენილი გვირაბები

„შუახევი ჰესი“, რომლის ორი გვირაბი ექსპლუატაციაში გაშვებიდან ორ თვეში ჩამოინგრა და  ორი წელია გაჩერებულია, 2019 წლის ნოემბერში სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. მანამდე კი, ოქტომბერში, ოპერირებას დაიწყებს „სხალთა ჰესი“, დაიწყება ტურბინების ტესტირება და დიდაჭარა-შუახევის გვირაბის შევსება. „აჭარისწყალი ჯორჯიაში“  ამბობენ, რომ „შუახევი ჰესი“  2020 წლის მარტიდან სრული დატვირთვით იმუშავებს. „ყველა მეტრი შეფასებული და შესწავლილია. სწორედ ამ შეფასებებზე …

შუახევიჰესის გვირაბის გამაგრებითი სამუშაოების 30% დასრულებულია

მდინარე აჭარისწყალზე აშენებული „შუახევიჰესი“ ექსპლუატაციაში 2017 წელს მიიღეს. იმავე წელს, წყლის გაშვების შემდეგ, ერთ-ერთი გვირაბი დაზიანდა. ჰესის გვირაბის გამაგრება ამ დრომდე გრძელდება. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტია, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გვირაბის გამაგრებითი სამუშაოების მხოლოდ 30%-ია დასრულებული. „გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 18 თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვირაბის …

როდის ამუშავდება „შუახევიჰესი“, რომლის გვირაბი შარშან ჩამოიშალა – კომპანიის განმარტება

„შუახევიჰესის“ ჩამოშლილი გვირაბის აღდგენა დაწყებულია, აცხადებენ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“. მათივე ინფორმაციით, ჰესი დაახლოებით 2019 წლის მეორე ნახევრიდან ამუშავდება. „შუახევიჰესის“ გვირაბებში სატესტო რეჟიმით 2017  წლის ზაფხულშიც გაუშვეს წყალი, მაშინ ერთ-ერთი გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა. 2018 წლის 24 იანვარს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გვირაბის აღდგენაზე ნებართვა გასცა. სააგენტომ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ „ჰიდროთერმული ზემოქმედებისა და გამოფიტვის …

მთავრობის განმარტება შუახევიჰესზე: გვირაბი ქანების გაწყლიანების გამო ჩამოინგრა

„ჰიდროთერმული ზემოქმედებისა და გამოფიტვის შედეგად შესუსტებული ქანების გაწყლიანების გამო, მოხდა ქანების ჩამოშლა,“ – გვიპასუხეს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში „შუახევიჰესის“ ერთ-ერთი გვირაბის ჩამოშლის მიზეზთან დაკავშირებით. ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან „შუახევიჰესის“ ერთ-ერთი გვირაბი 2017 წლის აგვისტოში ჩამოიშალა. ამ დროს ჰესში სატესტო რეჟიმის წესით წყალი გაუშვეს. ჰიდროელექტრო სადგურებზე ტექნიკურ ზედამხედველობას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს. ეს უწყება …

„შუახევიჰესი“ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ

აგვისტოში „შუახევიჰესის“ სამი გვირაბიდან ერთ-ერთი ჩამოიშალა. სამი თვის შემდეგ ჰესის მფლობელ კომპანიაში, „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ თქვეს, რომ მეწყრული პროცესებით აქტიურ მაღალმთიანეთში, სავარაუდოდ, გვირაბის ჩამოშლა „არამყარმა ქანებმა“ განაპირობა და საქმე გვაქვს „გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ პროცესთან“. გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა, წყალსაცავთან ახლოს, რომელიც წყლისგან ახლა სრულიად დაცლილია. ამ ადგილას მოსახლეობა სამი წლის წინ საპროტესტო აქციებს მართავდა და უსაფრთხოების …

ორი კაშხალი და 3 600 მეტრი სიგრძის გვირაბი მერისის ხეობაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 20 ოქტომბერს მერისის ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყო. მდინარეების – აკავრეთასა და ლოდნარზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების რისკების შეფასებასა და ჰესების პროექტზე, მშენებლობის დამპროექტებელი კომპანიის შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ“-ის დირექტორმა, შამილ ბირკაძემ ისაუბრა. შამილ ბირკაძის განცხადებით, მერისის ხეობაში ერთი კაშხალი მდინარე აკავრეთაზე მოეწყობა, მეორე კი – აკავრეთას …

პრემიერ- მინისტრი შუახევში ჰესის მშენებლობის დასრულების ცერემონიალს დაესწრება

დღეს, 24 ივნისს, 16:30 საათზე , საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით შუახევიჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.  ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით. შუახევიჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, …

როგორ გეგმავს „აჭარისწყალი ჯორჯია” მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის მხარდაჭერას

2017 წელს  „შუახევიჰესი“ ოპერირებას იწყებს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“კი სოციალური პროექტების გაგრძელებას მშენებლობის დასრულების შემდგომაც გეგმავს. „შუახევიჰესის“ მშენებლობის დაწყების დღიდან კომპანიის პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიანი განვითარება იყო. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის თანახმად გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება: განათლება და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თემების გაძლიერება და ინფრასტრუქტურული განვითარება. ამ მიზნით, კომპანიამ 70-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელა შუახევისა და ხულოს …

„შუახევიჰესისთვის“ აგებული გვირაბების სიგრძე 37 კილომეტრია

საქართველოში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის – „შუახევიჰესის“ სამუშაოების 80 პროცენტზე მეტი უკვე დასრულებულია. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 416 მილიონი დოლარია. მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოში, ენგურის შემდგომ, ბოლო 35 წელია არ განხორციელებულა. მშენებლობას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს, რომელიც აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა. „შუახევიჰესზე“ ამჟამად ორივე დამბის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დათქმულ ვადებში სრულდება. …

“აჭარისწყალი ჯორჯია” მახალაკიძეების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა

სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ დღეს, 15 ივნისს, მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. ისინი დეტალური კვლევების ჩატარებას ითხოვენ, რადგან ჰესის მშენებლობის გამო სახლები დაიბზარა, დაიკარგა სასმელი წყალი და მეწყრის ახალი კერები გაჩნდა. “ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფელ მახალაკიძეებში ჩატარებული კვლევის პირველადი დასკვნის თანახმად ვერ დადგინდა კავშირი, მეწყრული პროცესების გააქტიურებასა და ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ, გვირაბის გაყვანის პროცესში ჩატარებულ …

საპროტესტო აქცია სოფელ მახალაკიძეებში

ჰესების წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას შუახევში სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა მართავს. მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც გვირაბის გაყვანა დაიწყეს, სახლებზე გაჩნდა ბზარები, შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემა და მეწყრის ათამდე ახალი კერა გაჩნდა. მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ამავე სოფელში 20 აპრილსაც გამართა, 22 აპრილს  კი – აჭარის მთავრობის შენობასთან, ბათუმში. მოთხოვნა უცვლელია – ისინი დეტალურ შესწავლას მოითხოვენ:  აზიანებს თუ …

სოფელ ოქრუაშვილების მკვიდრი “აჭარისწყალი ჯორჯიას” წინააღმდეგ

ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქრუაშვილების მკვიდრი რომან თავართქილაძე ამბობს, რომ სოფელში რამდენიმე ჭაობი [რომელსაც სარწყავად იყენებდა მოსახლეობა] და მინერალური წყლები [საანას აბანო, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა] მას შემდეგ დაშრა, რაც „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესის მშენებლობაზე გვირაბების გაყვანა დაიწყო. რომან თავართქილაძის ოჯახს სასმელი წყალი 2014 წლის დეკემბერში შეუწყდა, რაზეც მან ხულოს საკრებულოსა და კომპანიას [„აჭარისწყალი ჯორჯია“] მიმართა. კომპანიის განმარტებით …

სოფელ მახალაკიძეებში მიმდინარე პროცესებს დამატებითი კომისია შეისწავლის

დღეს, 22 აპრილს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შუახევის ჰესის მშენებლობა გააპროტესტა სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ. სოფლის წარმომადგენლებმა მთავრობის აპარატში განცხადებაც შეიტანეს, რომლითაც აჭარის მთავრობას თავიანთი მოთხოვნები გააცნეს. მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია მოთხოვნებს გაეცნო, საპროტესტო აქციის მონაწილეებს საპასუხო წერილიც გადასცა, რომელშიც წერია, რომ სოფელ მახალაკიძეებში მიმდინარე პროცესებს, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, მთავარობა დამატებით შეისწავლის: „აღნიშნულთან დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტში …

შუახევში ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს

შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში, საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები ამბობდნენ, რომ მათ ჰესის მშენებლობამ კონკრეტული ზიანი მიაყენა: გააქტიურდა მეწყერი, დაზიანდა სახლები. მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, ასევე გვირაბების გაყვანის შეჩერებას იმ დრომდე ითხოვს, ვიდრე გეოლოგიური დასკვნა არ იქნება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასკვნები დაიდება და ამას კომისია გააკეთებს, რომელიც რამდენიმე დღეში შეიქმნება: „ამ კომისიაში იქნებიან …

შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 75% დასრულებულია

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ბათუმის ოფისი საქართველო, ბათუმი 6010 ი. აბაშიძის ქ.6 ტელ: 0422 27 12 17 ელ-ფოსტა: info@agl.com.ge თბილისის ოფისი შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ საქართველო, თბილისი, ბროსეს ქ. 2 ტელ: (+ 995 32) 2 244211 www.agl.com.ge

რონი სოლბერგი „შუახევიჰესზე“, საქართველოსა და ენერგეტიკაში ქალების როლზე

რონი სოლბერგი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (AGL) აღმასრულებელი დირექტორია. უკვე ერთი წელია ბათუმში ცხოვრობს, მეუღლესთან ერთად და საოცრად მოსწონს ეს ქალაქი, განსაკუთრებით არატურისტულ სეზონზე. დატვირთული სამსახურებრივი გრაფიკის პარალელურად, მაქსიმალურად ცდილობს კარგად გაიცნოს საქართველო, მისი მოგზაურობა მწვანე ტბიდან, აჭარის მაღალმთანეთიდან დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდა. მოსწონს ქართული ღვინო. ხშირად სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. შემოდგომაზე კახეთი მოინახულა, …

2016 წელს კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს დააფინანსებს

დღეს, 22 თებერვალს, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგიმ სიტყვით მიმართა, მედიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს Radisson Blu Iveria-ში, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე გამართულ კონფერენციაზე. კომპანიის ხელმძღვანელმა  განხორციელებულ პროექტებზე და სოციალური პასუხისმგებლობის როლზე ისაუბრა ქვეყნის და საზოგადოების განვითარების პროცესში. ,,სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. კომპანია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, როცა თვისი …

რა სარგებელს მოუტანს შუახევიჰესი საქართველოს

შუახევიჰესის მშენებლობა მთავარ ეტაპზე გადავიდა: პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება და საქართველოს შეემატება 187 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური. ეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში მოხმარდება საქართველოს მოსახლეობას, ხოლო ზაფხულის პერიოდში, როდესაც ქვეყანა ჭარბი ოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ექსპორტი თურქეთის მიმართულებით განხორციელდება. შუახევიჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობს პროექტის დირექტორის …

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გეგმები აჭარის მთის მხარდაჭერაზე

 

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარის მთაში „შუახევიჰესის“ პროექტს ახორციელებს. კომპანიაში უპირველეს მნიშვნელობას აჭარის განვითარების ხელშეწყობას ანიჭებენ. კომპანიის მიერ სოციალური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე ხელმძღვანელობს. მან კომპანიის პრიორიტეტებზე ისაუბრა:

საპროტესტო აქცია სოფელ ჩანჩხალოში

 

ამ წუთებში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფლის მაცხოვრებლებმა ბათუმი-ახალციხის საავტომობილი გზა გადაკეტეს.  ისინი კომპენსაციას და სოფელში სასმელი წყლის აღდგენას მოითხოვენ. 

მეწყერსაშიში ზონები აჭარაში

 

აჭარა, განსაკუთრებით რეგიონის მთიანეთი, მეწყრული პროცესებითაა ცნობილი. მეწყრული კერების გააქტიურებას აქ არაერთხელ მოჰყვა ტრაგიკული შედეგი. სად არის აჭარაში “ცხელი წერტილები”, რამდენად ინფორმირებულია ამ პროცესების შესახებ ხელისუფლება? – “ბათუმელები” აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსს ტარიელ ტუსკიას ესაუბრა.

რას ცვლის შუახევიჰესი

 

ერთ-ერთი მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტის – „შუახევიჰესის“ მშენებლობის მესამე ფაზის დაფინანსების ხელშეკრულებას 19 მარტს ოფიციალურად მოეწერა ხელი. ცერემონიას სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა 400-მილიონიანი პროექტიდან, რომელიც 2016 წელს უნდა დასრულდეს და რამდენით გაიზრდება თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტი? „ბათუმელების“ კითხვებს შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიულმა მრჩეველმა თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა. 

Exit mobile version