მთავარი,რეკლამა,სიახლეები

როგორ მართავენ ქართველი ინჟინრები თანამედროვე ჰესს [ვიდეო]

30.11.2021
როგორ მართავენ ქართველი ინჟინრები თანამედროვე ჰესს [ვიდეო]

„შუახევიჰესზე“ სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყება. თუმცა ეს პირობითი დროა, რადგან ოპერატორები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს ელექტროსისტემას მიაწოდონ უსაფრთხო და სტაბილური ენერგია. ჰესზე დასაქმებული ზოგიერთი თანამშრომელი ბათუმიდან ამოდის, დანარჩენი ადგილობრივი, შუახევის მცხოვრებია.

„შუახევიჰესი“ არის ერთადერთი პროექტი საქართველოში, რომელსაც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები აფინანსებენ.  ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა წარმოადგენდე ძალიან მაღალ ხარისხს როგორც მშენებლობის დროს ტექნიკური, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების მხრივ, ასევე ოპერირების დროს ამ სტანდარტის შენარცუნება გიწევს და ეს არის მუდმივი, 24-საათიანი მუშაობა სტანდარტის გაუმჯობესებაზე ყველა მიმართულებით.

„შუახევიჰესის“ ოპერირებაში შესვლა ამცირებს  იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ქვეყნის დამოკიდებულებას, ზრდის შიდა წარმოებას და რაც ყველაზე მთავარია, ეხმარება ქვეყანას ენერგოუსაფრთხოებისკენ სვლაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: