ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეებში გააქტიურებულ გეოლოგიურ პროცესებს ადგილობრივები კვლავაც „შუახევი ჰესისთვის“ საჭირო გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ. ამ დროისთვის, გაჩენილი ბზარების გამო, საცხოვრებელი სახლი ორმა ოჯახმა დატოვა, 14-მა ოჯახმა კი სასმელი წყალი დაკარგა. აქ ამბობენ, რომ საცხოვრებელ სახლებს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აფეთქებები დაიწყო.