ხელსაქმით გაყვანილი 7 წელი საპატიმროში

„ქუთაისში სადაც დასაქმება მოვინდომე, ხელფასი ყველაგან 300 ლარია, როგორ უნდა იცხოვრო ამ ხელფასით? ბაზარში ორჯერ წასვლას არ ეყოფა, თან თუ ორი მცირეწლოვანი გყავს შინ“ – ამბობს ყოფილი პატიმარი და ამით ხსნის, რომ თვითდასაქმება ურჩევნია. 62 წლის ფოთოლა ხისგან ჩარჩოებს, საქანელებს, სკამებს ამზადებს, თექაზე მუშაობს, ქსოვს, ქარგავს და ნამუშევრებს შეძლებისდაგვარად ყიდის. 7 წელი გაატარა საპატიმროში და …

„ნაციხარს როგორ უნდა ენდო, სახლში როგორ უნდა შეუშვა“ – პატიმრის გამოცდილება

„მერე რა, რომ ყოფილი პატიმარი ვარ? ხელოსანს თუ დაიქირავებს საქართველოში ადამიანი და გაიგებს, რომ ნასამართლევია, მაშინვე ეჭვი უჩნდება, მაგრამ თუ თავისი საქმის  პროფესიონალი აღმოჩნდება ნასამართლევი, უარყოფითი დამოკიდებულებაც ქრება. ამიტომაცაა საჭირო ყოფილი პატიმრების გასაძლიერებლად და გადასამზადებლად ბევრი პროექტის არსებობა“, – ამბობს ყოფილი პატიმარი ამირან დევდარაიძე. 18 წლის აღმოჩნდა საპატიმროში, ქურდობის – 177-ე მუხლის მესამე ნაწილით გაასამართლეს. …

რა სთავაზობენ პატიმარს დანიის ციხეში

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამას დემოკრატიის ინსტიტუტი საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. როგორია ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის საერთაშორისო პრაქტიკა? ამ კითხვაზე პასუხს ASB-ის 2017 წლის კვლევა სცემს, სადაც ევროპის ხუთი ქვეყნის მაგალითია მოყვანილი. ამჯერად დანიის პენიტენციური სისტემის თავისებურებებს შევეხებით. დანიაში თავისუფლებააღკვეთილი პირი ინარჩუნებს სამოქალაქო უფლებებს, შეუძლია არჩევნებში ხმის მიცემა და აქვს გამოხატვის თავისუფლება. …

პრობაცია ევროპაში [კვლევა]

  [checklist] ნორვეგია [/checklist] ნორვეგიაში არასაპატიმრო სასჯელი შეიძლება გამოიხატებოდეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ანაზღაურების გარეშე, ან სხვა სახის აქტივობებში (მაგალითად, განათლება, სხვადასხვა უნარების ტრენინგი, სამუშაო გამოცდილების შეძენა, მკურნალობა, მედიაცია და სხვ.). ამან ხელი უნდა შეუწყოს განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებას. პრობაციის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო და პროფესიული განათლების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან და ასევე მუნიციპალიტეტებთან, რაც ხელს უწყობს არასაპატიმრო …

როგორი საპატიმროები აქვთ გერმანიაში

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე თითქმის ორი წელია ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანიც ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციაა ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამები წარმატებულად მიიჩნევა, ეს პროგრამები არა მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ, არამედ დაპატიმრების პირველი დღიდანვე იწყება. არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ (ASB) კვლევაში ხუთი ქვეყნის გამოცდილებაა ნაჩვენები, სადაც მსგავსი პროგრამები ეფექტურობით …

„იქნებ მოაწყოთ ჩემს სახლში საბავშვო სტუდია ან ბაღი და ოჯახი აღარ დამენგრევა“ 

სასამართლოს გადაწყვეტილებით 60 წლის მალხაზ ბაკურიძეს ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად 20 აპრილს შინიდან გამოსახლება ემუქრება. მალხაზ ბაკურიძის ვალი ჯამში 65 000 $ -ია. იპოთეკით დაზარალებულთა შეკრებაზე, მან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელ ქალბატონს მიმართა, რომ შემოსავალი არ აქვს. ავტომობილის მართვის უფლება ჩამოართვეს და ტაქსის მძღოლობას ვეღარ ახერხებს, გამოსახლების შემთხვევაში კი წასასვლელი არსად აქვს. ბიუროს …

„ჯერ ქმარს ვაკითხავდი ციხეში, მერე ძმას“ – საქმიანი ქალის გამოცდილება

„იმ წელს ბათუმში დიდი თოვლი მოვიდა. ჩემი მეუღლე, ძმა – ორივე დაჭერილი იყო, ორივე თბილისში იხდიდა სასჯელს, ქმარი მატროსოვზე, ძმა – გლდანში. ზუსტად იმ წელს შეეძინა დეიდაშვილს ცერებრალური დამბლით ბავშვი, იაშვილში იწვნენ. ჩავდიოდი თბილისში, ჯერ ქმარს მივაკითხავდი ციხეში, მერე – ძმას, ბოლოს პატარას დავხედავდი ბავშვთა საავადმყოფოში და გული მშვიდად მქონდა: ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ადამიანი, …

როგორ განვავითაროთ მცირე ბიზნესი – ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის

ყოფილი პატიმრებისთვის არაერთი ტრენინგი ჩატარდა, მათ შორის დასაქმების მაძიებელთათვის დოსიეს მომზადებისა და გასაუბრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა ინგლისური ენის სამთვიანი კურსიც გაიარეს. ამჯერად ყოფილმა პატიმრებმა მცირე ბიზნესის განვითარების შესახებ მოისმინეს სემინარი. როგორ უნდა მოვამზადოთ ბიზნესგეგმა, რა საკანონმდებლო ბაზის ცოდნაა აუცილებელი საქმიანობის სწორად დასაგეგმად, რამდენად მნიშვნელოვანია სახელის სწორად შერჩევა და რამდენად …

34 წლის ასაკში შეძენილი პირველი პროფესია

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ზაზა კვიკვინიას ორსართულიანი, კერძო სახლის პირველ სართულზე ავეჯის სახელოსნო აქვს მოწყობილი. ხობი პატარა მუნიციპალიტეტია და ზაზას ყველა იცნობს, ახალ ავეჯსაც ყველა მას უკვეთავს. ხელობა ყოფილმა პატიმარმა წელიწად-ნახევრის წინ ისწავლა და უკვე ერთი წელია, რაც პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგა. როგორც თავად ამბობს, იმდენი შეკვეთა აქვს, რომ ხშირად სხვა ვერაფრისთვის იცლის. ზაზა გეგუთის ციხეში სასჯელს …

ქაღალდის პარკების საამქრო და სხვა საწარმოები ყოფილი პატიმრებისთვის

გურიასა და იმერეთში გაზაფხულიდან ოთხი სოციალური საწარმო გაიხსნება, სადაც ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან. იდეა რეალობად ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტმა უნდა აქციოს. საწარმოები მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესსაქმიანობით იქნება დაკავებული და შექმნის გრძელვადიან სამუშაო ადგილებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც ყოფილი პატიმრები არიან, მათთვის, ვისაც დასაქმება ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირს. „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“ დემოკრატიის ინსტიტუტი ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად …

პროექტი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ცვლის

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი სამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად უკვე ორი წელია ახორციელებს აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო-სვანეთში. პროექტი კიდევ 9 თვეს, 2019 წლის ნოემბრამდეგრძელდება.ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს ბენეფიციართა რეინტეგრაციას სამედიცინო და იურიდიული დახმარების, დასაქმების ხელშეწყობის გზით. ოთხივე რეგიონის კოორდინატორები და სოციალური მუშაკები, რომლებმაც ბენეფიციარებთან: ყოფილ პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და პრობაციონერებთან …

22 წლის პრობაციონერი, რომელსაც საკუთარი ბიზნესი აქვს

თითქოს არაფერია უცნაური იმაში, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლასა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან ახლოს ჩვეულებრივი საცხობია, მაგრამ ეს საცხობი იმითაა გამორჩეული, რომ 22 წლის პრობაციონერის, აკაკი ბუკიას პირველი მცირე ბიზნესია. საცხობის გამართვაში მას „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ დაეხმარა. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს. აკაკი ახლა სტუდენტია, სამომავლოდ სურს საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსოს და მისი პროფესიაც ამ გეგმებს …

რისი გაკეთება შეძლო დემოკრატიის ინსტიტუტმა ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს უკვე წელიწადზე მეტია, პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და პრობაციონერებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. სამედიცინო დახმარება, უფასო იურიდიული კონსულტაციები, მცირე ბიზნესისა და, შესაბამისად, დასაქმების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წახალისება – ეს ამ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ისახავს მიზნად. არანაკლებ მნიშვნელოვანია რესოციალიზაციის მიმართულება, …

როგორ შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს სამსახურის პოვნა – ტრენინგი

დამსაქმებლებთან ურთიერთობა, გასაუბრებისას აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, სამსახურის მოსაძიებელ ვებ-პლატფორმებზე დოსიეს განთავსება და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა – ამ მიზნებს ისახავდა ეფექტური კომუნიკაციების ტრენინგი, რომელიც ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის ჩატარდა „დემოკრატიის ინსტიტუტში“. ხშირად ეფექტური კომუნიკაციის ნაკლებობაა სწორედ ყოფილ პატიმართა უმუშევრობის მიზეზი. ხანდახან მათ, უბრალოდ, ინფორმაცია არ აქვთ თუ რომელ ვებ-პლატფორმებზე განათავსონ თავიანთი SV. ხან …

დემოკრატიის ინსტიტუტმა ბენეფიციართა შვილებს წინასაახალწლო დღესასწაული მოუწყო

14 დეკემბერს „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ბენეფიციართა შვილებისთვის წინასაახალწლო დღესასწაული მოაწყო. ბავშვებს საახალწლო საჩუქრები, ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუები, სათამაშოები და ტკბილეული გადასცეს, შემდეგ კი მათ გართობასა და გამასპინძლებაზე გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „მაკდონალდსმა“ იზრუნა. აქცია „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და  პრობაციონერების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და …

სტაჟირების ინდივიდუალური პროგრამები ყოფილი პატიმრებისთვის

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს. პროექტის მიზანია ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახის წევრების ინტეგრაცია, სამედიცინო მხარდაჭერა, განათლება და დასაქმების ხელშეწყობა. გათავისუფლების შემდეგ პროფესიის არქონაა ყოფილი პატიმრებისთვის ხშირად მთავარი პრობლემა. ეს საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციის პროცესს ართულებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სტაჟირების პროგრამები და მცირეხნიანი, სახელდახელო ტრენინგ-სემინარები პროფესიულ საქმიანობაში დასახელოვნებლად. ხშირია შემთხვევები, როცა …

რვა წელი რუსულ ციხეში და ცხოვრება საქართველოში

36 წლის აკაკი ჭეიშვილმა, ჩვენს მიერ მონათხრობი ისტორიების რესპონდენტების მსგავსად ბევრი დაბრკოლება გადალახა, რისი გადალახვაც ყოფილ პატიმრებს უწევთ; ხეზე კვეთაც არაერთმა პატიმარმა ისწავლა ციხეში მის მსგავსად, მაგრამ აკაკი საკუთარ ქვეყანაში არ ყოფილა პატიმარი. რვაწლიანი სასჯელი მან რუსეთის ციხეში მოიხადა და საპატიმროში ზუსტად იმ წელს აღმოჩნდა, როცა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დაბომბვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, …

ყოფილი პატიმარი, რომელიც სახელოსნოში მხოლოდ ყოფილ პატიმრებს ასაქმებს

პროფესიით მხატვარ-დიზაინერია. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან 14 წელი ჰქონდა მისჯილი და საპატიმროში 7 წელი დაჰყო, პროფესია არ დავიწყებია. რამდენიმე წელია, რაც ხის საკუთარი სახელოსნო აქვს, დეკორატიულ ავეჯს, ნივთებს, ხატებს აკეთებს და სახელოსნოში მხოლოდ ყოფილ პატიმრებს ასაქმებს. თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ყოფილ პატიმრებს ყველაზე მეტად უჭირთ დასაქმება და რეალიზება. შესაბამისად, სურს ყველაზე მეტად მათ დაეხმაროს. …

„სიზმარშიც მოპედებს ვხედავ” – ხელოსანი ზუგდიდიდან

35 გიორგი თორდია ზუგდიდში ცხოვრობს და, ძირითადად, მოპედების შეკეთება-აწყობითაა დაკავებული. მთელ დღეს სახელოსნოში ატარებს და როგორც გვეუბნება, ღამით, სიზმარშიც მოპედებს ხედავს. გიორგის მთავარი გატაცება მოპედია. 2010 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც პატიმრობიდან გათავისუფლდა, სკუტერებს აწყობს და არემონტებს. ციხეში გიორგიმ სამ წელიწად-ნახევარი გაატარა. მოპედით საქართველოში უკვე ბევრი გადაადგილდება. ეკონომიურობის, ხელმისაწვდომი ფასისა და იმის გამო, რომ ამ …

პატიმრის ცოლი: კარგი იქნება, თუკი პატიმრის ოჯახის წევრებს ვინმე დაეხმარება

„ცხოვრება ძალიან დაგვიმძიმდა მას შემდეგ, რაც გიორგი პატიმარი გახდა,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ნელი ტაკიძე. მისი მეუღლე პატიმარია. ის, რასაც ნელი ამბობს, არაა იშვიათი – პატიმრის ოჯახის წევრებისგან ხშირად მოგვისმენია, თუ რამდენად გაურთულდათ ცხოვრება გისოსებს აქეთ პატიმრის ოჯახის წევრებს. მათ სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერაფერს სთავაზობს. პატიმრების და ყოფილი პატიმრების, ასევე მათი ოჯახის წევრების გაძლიერების კუთხით …

ყოფილი პატიმარი გამოსახლების მოლოდინში

60 წლის მალხაზ ბაკურიძე ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში ორსართულიან, კერძო სახლში ცხოვრობს, საიდანაც გამოსახლებით ემუქრებიან. მისი სახლი იპოთეკითაა დატვირთული და რთული სასესხო და საბანკო ოპერაციების შემდეგ, სადავო სახლის მფლობელი საბოლოოდ კერძო იპოთეკარი, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი, ლორანს კრისტიან ჩხაიძე აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი მისგან სახლის სანაცვლოდ 60 000 დოლარს ითხოვს, რაც ოჯახს არ აქვს. …

არასამთავრობოები ეკა ლალიაშვილის განცხადებას დისკრიმინაციულად აფასებენ

ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ „ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის”. განცხადებას პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების საკითხებზე მომუშავე 24 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება. აღნიშნული ორგანიზაციები პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმის ალიანსში არიან გაერთიანებული. პატიმართა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეკა ლალიაშვილის განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. მათი აზრით, …

უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ფარგლებში

დღეს, 2 ნოემბერს, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ორგანიზებითა და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დახმარებით, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ბენეფიციარ ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციაში 16-მა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. ბენეფიციარები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევისა და ექიმის კონსულტაციისა, დანიშნულ მედიკამენტებსა და სათვალესაც უფასოდ მიიღებენ, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა …

მედიასა და არასამთავრობოებს პატიმრები უფასოდ ვეღარ მისწერენ

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის გაგზავნილ თითოეულ წერილში პატიმრები 2 ლარსა და 40 თეთრს იხდიან. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მეასე ბრძანების ამოქმედების შემდეგ, გაზეთ „ბათუმელებში“ წერილები პატიმრებისგან თითქმის აღარ შემოსულა, მაშინ, როცა რედაქცია კვირაში 3-4 კორესპონდენციას იღებდა საპატიმროებიდან. მინისტრის ბრძანება 2017 წლის აგვისტოში ამოქმედდა. ამ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მოცემულია იმ ინსტანციების ჩამონათვალი, რომლებშიც პატიმრებს უფასოდ შეუძლიათ …

დაპატიმრების დროს დაკარგული მხედველობა და ზრუნვა უსინათლო ადამიანების პრობლემებზე

42 წლის ალექს წეველიძე  ციხეში გატარებული თითქმის ორი წლის შედეგად უსინათლო გახდა. ყვება, რომ 2006 წელს ეკონომიკური დანაშაულის გამო გაასამართლეს, დაკავების პროცესში საფინანსო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა იარაღის ლულა თვალში ჩაარტყა, გუგა დაუზიანდა და მხედველობა მაშინვე დაკარგა. „24 საათის განმავლობაში ციხეში 25-ჯერ გვცემდნენ. დაზიანებული თვალიდან პრობლემა მეორე თვალზეც გადავიდა და ახლა მხოლოდ შუქს ვხედავ,“ – ამბობს …

„ხშირად ხდება, როცა ნასამართლობის გამო შენზე მიუთითებენ“

„ცუდი ბიჭია ეგ, ციხეში იჯდა“ – „უძინართა მზეში“ ამბობს ამას მოხუცი, გახსოვთ? ხშირად ხდება ხოლმე ასე ცხოვრებაშიც, ნასამართლობის გამო შენზე როცა მიუთითებენ“, – გვეუბნება ყოფილი პატიმარი, გ. მ. საპატიმროში ერთი წელი გაატარა წვრილმანი ხულიგნობისა და ქუჩაში ჩხუბის გამო. სტიგმა, რაც საზოგადოებაში ყოფილ პატიმრებზე არსებობს, გ. მ. – საც არაერთხელ შეხებია: გ.მ.: „მეგობრის ქორწილში გავიცანი ერთხელ …

ცხოვრებაში პირველად თოჯინების თეატრში

„არ მაქვს საშუალება ბავშვები თეატრში ვატარო. მე რა, დიდი ვარ და ჩემთვის რას ნიშნავს თოჯინების თეატრი, მაგრამ რითაც ჩემი შვილები ხარობენ, მეც ის მახარებს,” – გვეუბნება ნინო (სახელი შეცვლილია), სამი შვილის დედა. ნინოს მეუღლე პატიმარია. ბავშვებს მარტო ზრდის და შაბათს, 15 სექტემბერს, სამივე ცხოვრებაში პირველად წაიყვანა თოჯინების თეატრში. ერთი მეხუთე კლასშია, ერთიც – მესამეში, სულ …

ახალი ცხოვრება და პროფესია 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ

იშვიათად თუ შეხვდებით ყოფილ პატიმარს, ვინც ცხოვრების ნახევარზე მეტი საპატიმროში გაატარა და მოახერხა ეს მისთვის დაღად არ ქცეულიყო. ასეთი იშვიათი რესპონდენტია ბორის მაისურაძე. 17 წლის იყო, როცა ციხეში მოხვდა, ახლა 37 წლისაა – 15 წელი გაატარა საპატიმროში. ამბობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ციხის გარემო საკუთარი განვითარებისთვის გამოიყენა: „კარგია, როცა ცხოვრება დალაგებულად მიდის და ბავშვი …

„ექსკურსიაზე სკოლის მერე პირველად ვარ” – ყოფილი პატიმრების ერთობლივი ლაშქრობა იმერეთში 

იაკობ გრიგორიევი ერთადერთი არ არის, ვინც გვითხრა, რომ სკოლის მერე პირველად იყო ექსკურსიაზე, ამასვე ამბობს ნუგზარ ჩიბაძეც. ორივე „ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტშია ჩართული. 6 სექტემბერს მათთან ერთად კიდევ 51-მა ყოფილმა პატიმარმა, პრობაციონერმა და მათმა ოჯახის წევრებმა დალაშქრეს პრომეთეს მღვიმე, მოწამეთა და ოკაცეს კანიონი. იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები ყოფილი პატიმრები ექსკურსიაზე ჯგუფურად წავიდნენ.  ოკაცეს კანიონზე მთებში გამოკიდებული …

კვირაში ერთი გაყინული ქათამი, ლიტრი რძე და ვაშლი – ვითარება ციხის დედათა და შვილთა დაწესებულებაში

როცა ჩვილბავშვიანი ქალი ჩადის დანაშაულს, თუ ბავშვი სამ წლამდე ასაკისაა, მას დედასთან ერთად ათავსებენ საპატიმროში. ამისთვის დედათა და ბავშვთა დაწესებულება ცალკეა გამოყოფილი. სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობას ასახავს საქართველოში, დედათა და შვილთა დაწესებულების აღწერას ცალკე თავი ეთმობა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ დედებსა და 3 წლამდე …

არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების პროცესი ხარვეზებით 

საქართველოში არასრულწლოვნები თბილისის N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო სრულფასოვნად არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების ზოგად განათლებას? N11 სარეაბილიტაციო დაწესებულების სკოლა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლასაა მიერთებული. სკოლა ამზადებს არასრულწლოვნებს ექსტერნის პროგრამის დასაძლევად, ასევე საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად. ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის მზადებისას  N11 დაწესებულების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვან …

ხის ხელნაკეთი ნივთებით დაწყებული საქმე

კობა ფიფია წალენჯიხის სოფელ ჩქვალერში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ბაბუმ ხეზე მუშაობა ბავშვობაში ასწავლა. ელექტროხელსაწყოებს არ იყენებს, მხოლოდ დანით თლის ხისგან საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სუვენირებს. სახლში სახელოსნოც აქვს მოწყობილი და თითქმის მთელ დღეს აქ ატარებს. 42 წლის პრობაციონერი ამჟამად უმუშევარია. ძირითადად ხის ნივთების რეალიზებითაა დაკავებული. 3000 ლარი ჯარიმა და ერთწლიანი პირობითი მსჯავრი მისი ოჯახისთვის სირთულედ იქცა, …

სახელმწიფო სერვისები ყოფილი პატიმრებისთვის

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე წელიწადზე მეტია ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ უზრუნველყოფს ზემოჩამოთვლილ რეგიონებში მცხოვრები ამ ჯგუფებისთვის სამედიცინო მხარდაჭერას, დასაქმების ხელშეწყობასა და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამები ინტენსიურია, თუმცა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში მოქმედებს, მანამ, სანამ …

როგორ იქცნენ ყოფილი პატიმრები მეწარმეებად

ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ გარდა დასაქმების, სამედიცინო და სხვა სახის მხარდაჭერისა, მცირე ბიზნესის განვითარებაშიც ეხმარება. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი 2017 წლის თებერვლიდან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ოთხ რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და გურიაში. პროექტის წელიწადზე მეტხნიანი მოქმედების პერიოდში რამდენიმე ათეული ბიზნეს იდეა დაფინანსდა. მცირე ტიპის საცხობები, სუვენირებისა …

„ერთად შეგვიძლია ვუთხრათ სახელმწიფოს – „შენ მე მაყენებდი მორალურ ზიანს“

ნანა ფარჩუკაშვილი ყოფილი პატიმარია, რომლის სარჩელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის #200 ბრძანება არაკონსტიტუციურად სცნო. ამ ბრძანების მიხედვით, ციხის ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა პატიმრისთვის, შემოწმების მიზნით გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება იმდენჯერ მოეთხოვა, რამდენჯერაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. ნანა ფარჩუკაშვილი გაშიშვლების მეთოდის საერთოდ გაუქმებას და სკანერით ჩანაცვლებას მოითხოვდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. …

ექვსი წელი ავტოავარიისთვის და პატიმრის ხუთსულიანი ოჯახის ცხოვრება

თუ სახლს ერთგან კარგად დაალაგებს, რეკომენდაციით მერე სხვაგანაც დაუძახებენ, რომ იქაც დაალაგოს. მცირე თანხას უხდიან, მაგრამ მაინც. როცა შინ ბრუნდება საკერავ მანქანას მიუჯდება და შეკვეთილ სამოსს კერავს ან გადააკეთებს ხოლმე. ყველაფერი უნდა აკეთოს რაც შეუძლია, სხვა გამოსავალი არ აქვს: შინ ხუთნი არიან და ერთიც პატიმარი, რომელსაც უნდა ეპატრონოს, სანამ ციხეშია. ასეთია პატიმრის ახალგაზრდა მეუღლის ცხოვრება. …

Exit mobile version