„საპატიმროში 15 წელი გავატარე. იქ ხეზე კვეთის კურსები გაიხსნა და ისე მინდოდა სახელოსნოში მუშაობა, გასაუბრებისას როცა მკითხეს, ხატვა ვიცოდი თუ არა, ვთქვი, თითქოს ვიცოდი. სინამდვილეში საერთოდ არ ვხატავდი. მივხვდი, ჩემს სიტყვებს უკან ვეღარ წავიღებდი და რადაც უნდა დამჯდომოდა ხატვა უნდა მესწავლა. დავიწყე ხატვა, მერე ნელ-ნელა ხეზე კვეთაც ვისწავლე. მინდოდა ახლობლები გამეხარებინა ჩემი ახალი, სასარგებლო საქმიანობით. …
Tag Archives: ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი
ყოფილი პატიმარი: იმით ვხარობ, რაც მაქვს
„საშინელი საკერავი მანქანა მქონდა, ტანჯვით უნდა გემუშავა. ფონდმა „თანაზიარმა“, დემოკრატიის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში, საკერავი მანქანა გადმომცა. ყველაფრის შეკერვა შემიძლია. ხშირად უფასოდ ვუკერავ ახლობელ-მეგობრებს. რაიონში ყველა ყველას ახლობელია. მიჭირს ნაცნობებს ჩემს ნაშრომში თანხა გადავახდევინო,“ -ამბობს 49 წლის ყოფილი პატიმარი, თამარ ინჯგია. ის სენაკში, ნათესავის სახლში, პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მარტვილში სახლი გაყიდა და თბილისში პატარა ბინას …
პატიმარი, როგორც „მესამეხარისხოვანი ადამიანი” – დემოკრატიის ინსტიტუტის გამოცდილება
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ 2017 წლის თებერვლიდან ამოქმედებული „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების ინტერესებს იცავს სოციალურ, იურიდიულ და ჯანდაცვის საკითხებში. პროგრამის ბენეფიციართა სამართლებრივ და იურიდიულ მხარდაჭერას დემოკრატიის ინსტიტუტის იურისტი, რამინ გვარიშვილი უზრუნველყოფს, რომელიც „ბათუმელებს“ პროგრამის იურიდიული სერვისების შესახებ ესაუბრა. რა სახის იურიდიულ დახმარებას უწევთ პროგრამის ბენეფიციარებს? კონსულტაციებს …
ყოფილი პატიმარი, რომელმაც მეწარმეობა ერთი ძროხით დაიწყო
ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების თვითშეფასება ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთი ციხიდანვე გეგმავს მომავალ ცხოვრებას და ადვილად ივიწყებს წარსულს, ზოგიერთს უჭირს ყოფილ პატიმრებზე სტერეოტიპულ წარმოდგენებთან გამკლავება. 70 წელს მიტანებული ბედიშა ხარჩილავასთვის ციხეში გატარებულ პერიოდზე რთული, თავისუფლების პირველი წელი აღმოჩნდა. „გათავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ ჯერ 37 წლის ვაჟი გარდამეცვალა C ჰეპატიტით, ორმოცი დღეც არ იყო გასული და ქალიშვილიც დაგვეღუპა, …
Continue reading “ყოფილი პატიმარი, რომელმაც მეწარმეობა ერთი ძროხით დაიწყო”
პატიმრის მშობლების ოცნება პენსიაზე
60 წლის მარგალიტა ტივაძე პატიმრის დედაა. წელს ის პენსიონერი გახდა. მისი 63 წლის მეუღლე კი, სულმოუთქმელად ელის საპენსიო ასაკს, ყოველდღიური, მძიმე შრომისგან რომ გათავისუფლდეს, შინ რომ დაიწყონ რაიმე საქმე. 90-იან წლებში ცოლ-ქმარი ავარიაში მოყვა, ქალმა ბარძაყის ძვალი მოიტეხა და დაკოჭლდა, დღემდე წამლები სჭირდება, ტკივილმა რომ არ შეაწუხოს. ამის მიუხედავად, მარგალიტა ტივაძე მეუღლესთან ერთად დილის შვიდ საათზე …
ქალი, რომელსაც 23 წლის ასაკში 21 წელი მიუსაჯეს
თამუნა ავალიანმა საპატიმროში 6 წელი და 4 თვე გაატარა. 31 წლისაა. 23 წლის იყო, 21 წელი რომ მიუსაჯეს, თავიდან მხოლოდ ექვსი წელი, მაგრამ 2009 წლის ქალთა ციხის ამბოხის დროს 15 წელი დაუმატეს. ის 4 წლის წინ, მამის დაკრძალვის დღეს გაათავისუფლეს ამნისტიით. დაბადებიდან დეიდა ზრდის, ორი პატარა დისშვილი დახვდა გათავისუფლებულს, რომლებმაც სიძნელეები გადაატანინეს. დასთან ერთად მამაკაცის …
Continue reading “ქალი, რომელსაც 23 წლის ასაკში 21 წელი მიუსაჯეს”
გაჩუმება, ჩრდილში დგომა – სოციალური მუშაკი ყოფილი პატიმრების არჩევანზე
ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდასაჭერი პროგრამა ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროექტს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს: აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და გურიაში. ორგანიზაცია სამი წლის განმავლობაში ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს სარეაბილიტაციო მომსახურებას გაუწევს. პროექტი 2019 წლის 31 ნოემბრამდე გაგრძელდება. ნესტან კახაძე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის სოციალური მუშაკია. …
Continue reading “გაჩუმება, ჩრდილში დგომა – სოციალური მუშაკი ყოფილი პატიმრების არჩევანზე”
ყოფილი პატიმარი სხვა პატიმრებზე
პატიმრებზე წერა სხვაგვარ ამბებზე წერისგან ძალიან განსხვავდება. თუ სხვა რესპონდენტებს ჟურნალის ფურცლებზე აღმოჩენა ახარებთ და ინტერვიუს გამოქვეყნებას ელიან, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები და პატიმართა ოჯახის წევრები ჟურნალისტებს უფრთხიან. ხშირად არ პასუხობენ უცხო ზარებს, უკეთეს შემთხვევაში პირველად ოჯახის წევრები იღებენ ყურმილს, რომ გაარკვიონ, ვინ რეკავს, რატომ და რისთვის. როცა მათ ვუხსნით, რომ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის …
ყოფილი პატიმარი: ციხე უფრო გვპატრონობდა პატიმრებს, ვიდრე მთავრობა – გათავისუფლებულებს
ყოფილ პატიმარს, ვლადიმერ ლომაძეს პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების საფეხბურთო მინი-ტურნირზე შევხვდით. ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა შვილს, რომელიც ტურნირში იღებდა მონაწილეობას. 53 წლის ვლადიმერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდიდანაა. წელიწად-ნახევარი პირობითი სასჯელი ჰქონდა, ჯარიმაც დააკისრეს – 5000 ლარი. მერე ექვსი თვე გაატარა გლდანის მერვე საპყრობილეში: 2013 წლის აპრილიდან ნოემბრამდე იხდიდა სასჯელს. ჰყავს უმუშევარი მეუღლე, სამი შვილი, მათ შორის ორი …
ყოფილი პატიმარი – ნასამართლობა არ არის დამღა
ნანა ფარჩუკაშვილი 2016 წლის ივნისში გაათავისუფლეს საპატიმო დაწესებულებიდან. შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტია შეეხო – ოთხი წელი და რვა თვე იხდიდა სასჯელს რუსთავის ქალთა მეხუთე დაწესებულებაში. ნანა 40 წლისაა, მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, როცა დააკავეს უფროსი ვაჟი 10 წლის, შუათანა წლის და რვა თვის, უმცროსი კი 27 დღის იყო. ჟურნალისტისა და იურისტის …
Continue reading “ყოფილი პატიმარი – ნასამართლობა არ არის დამღა”
ოქრომჭედელი ციხის შემდეგ
ბათუმის ცენტრიდან გარეუბანში სამარშრუტო ტაქსით თხუთმეტ-ოც წუთში მოხვდებით. ალაგ-ალაგ აყრილი, მტვრიანი გზა და ნაცრისფერი, კერძო სახლები 90-იანი წლების საქართველოს მოგაგონებთ. ძნელი წარმოსადგენია, რომ აქედან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ჯერ კიდევ ტურისტებით სავსე ბათუმია. 45 წლის ყოფილი პატიმარი დ. ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს და საკუთარი სახლის პირველ სართულზე პატარა საიუველირო სახელოსნო აქვს გახსნილი. ოჯახში ექვსნი არიან. დ. 2011 წელს …
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი
საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანებს უჭირთ თავის დამკვიდრება. მათ წინააღმდეგობები ხვდებათ არათუ ქუჩაში, დამსაქმებლებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე მეშვიდე თვეა მუშაობს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტზე“. ბიზნესის წამოწყება, პროფესიული გადამზადება, სამართლებრივი მხარდაჭერა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რა მიმართულებითაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ამ ჯგუფებს ეხმარება. პროექტის დეტალებზე ორგანიზაციის …