ბათუმში 2 კვირით ჩაიკეტება ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 16 ივნისის საღამოს 9 საათიდან 30 ივნისამდე პერიოდში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის ინფორმაციით მიზეზი „საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია“. კერძოდ, ქუჩის ამ მონაკვეთზე „ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის საფარი დაიგება“. ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ ქალაქის მერიამ საუბარი 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს. ამავე მიზეზით ბათუმში …

ბათუმში მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისი 5 ივლისამდე ჩაიკეტა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 5 ივლისამდე ჩაიკეტა მოძრაობა მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისში – რუსთაველისა და ნინოშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში. „საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისიდან 5 ივლისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, შოთა რუსთაველის ქუჩიდან ეგნატე ნინოშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან“ – წერს ბათუმის მერია. „ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და …

ბათუმის მერია საპატრიარქოს მეორად ქვაფენილს უსასყიდლოდ გადასცემს

ბათუმის მერია საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ 3 300 კვადრატულ მეტრ ქვაფენილს გადასცემს მუდმივ სარგებლობაში. ქონების გადაცემის საკითხს ქალაქის საკრებულო 2026 წლის 22 აპრილს სხდომაზე განიხილავს. საკრებულოს განკარგულების პროექტი და განმარტებითი ბარათი მერიამ მოამზადა. პროექტის მიხედვით საპატრიარქოს „მეორადი ქვაფენილი“ მუდმივ სარგებლობაში გადაეცემა აჭარაში მდებარე ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოსაწყობად. კონკრეტულად: 800 კვ.მ. – სოფელ ზემო აგარის (მტირალას მთის) ჯვართამაღლების …

საკრებულოს განმარტება – რატომ დააგეს ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე ასფალტი ტენდერის გარეშე

„რატომ არ დაველოდეთ პროცედურებს და რატომ ვიჩქარეთ? ტურისტული სეზონის, გაზაფხულის დღესასწაულების და მათ შორის, ბათუმობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სამუშაოები დაწყებულიყო დროულად და დასრულებულიყო შესაბამისად დროულად,“ – დღეს, 30 მარტს, ასე განმარტა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან დავითაძემ მიზეზი, თუ რატომ დაიწყო საკრებულოს გვერდის ავლით ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმის მერიამ. ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის …

უკანონო სამუშაოების დაკანონება – როგორ „აგვარებს“ ბათუმის მერია აბაშიძეზე ქვაფენილის აყრის საკითხს

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და არც შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულა. „ბათუმელები“ ამ დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 16 მარტს წერდა და ქალაქის მერიასაც მიმართა. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. პასუხის ნაცვლად, მერიას პრობლემის „მოგვარებაზე“ დაუწყია მუშაობა. კერძოდ, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შეცვალა სხვა ქუჩებთან …

ქვაფენილების აყრის გამო ბათუმში კიდევ ერთი ქუჩა გადაიკეტა

ბათუმში ქვაფენილის აყრა და, შესაბამისად, სხვადასხვა ქუჩის ჩაკეტვა გრძელდება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, 18 მარტიდან 1-ელ აპრილამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის გამზირიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. თუმცა 26 მაისის ქუჩაზე მოძრაობა დღეს, 17 მარტს უკვე შეზღუდულია [აბაშიძე-კლდიაშვილის მონაკვეთში. „შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან“, – წერს ბათუმის მერია. ბათუმში …

მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილს ბათუმის მერია ტენდერის გარეშე ყრის

ბათუმის მერიამ მემედ აბაშიძის გამზირზე ქვაფენილის აყრა ისე დაიწყო, რომ სამუშაოები არც ქალაქის ბიუჯეტშია გაწერილი და არც სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ფიქსირდება ტენდერი. მიუხედავად იმისა, რომ გამზირი არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიგურირებს, ადგილზე სამუშაოებს კერძო კომპანია „ბონდი-2009“ აწარმოებს. მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ განმარტება – რის საფუძველზე მიმდინარეობს სამუშაოები და რა სახსრებით ფინანსდება. ბათუმის …

6 აპრილის ჩათვლით, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება იზღუდება. 16 მარტის ჩათვლით მოძრაობა შეზღუდულია გოგებაშვილის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას უკავშირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზეც. ასევე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. „შეზღუდვა უკავშირდება მემედ აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, პეტრე მელიქიშვილის …

ბათუმში მარჯანიშვილის და ასათიანის ქუჩები გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ

ბათუმში ქვაფენილის ასაყრელად და შემდეგ ასფალტის დასაგებად ლუკა ასათიანის ქუჩა გადაიკეტა – ზურაბ გორგილაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მთლიანად გადაიკეტა ასევე კოტე მარჯანიშვილის ქუჩა [დემეტრე თავდადებულისა და ვაჟა-ფშაველას შორის], რომელიც ასათიანის ქუჩას კვეთს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ მონაკვეთებში მოძრაობა ტრანსპორტისთვის დღეიდან, 14 თებერვლიდან, 1 კვირის განმავლობაში იქნება შეზღუდული. ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა …

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩის ცალი მხარე 2 თვით გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩის ცალი მხარე [სანაპიროს გასწვრივ], ქალაქის მერიის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტისთვის ორი თვით, 2026 წლის 4 მარტამდე გადაიკეტა. გზა გადაკეტილია ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, საბაგირო გზის სადგურის მიმდებარედ. მიზეზი გზის რეაბილიტაციაა, რომლის ფარგლებშიც გოგებაშვილის ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ. „პროექტის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩებს შორის მონაკვეთში განხორციელდება არსებული ქვაფენილის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელის, გზაგამყოფი …

ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრა-ასფალტის დაგებაზე ტენდერი 6,4 მილიონი ლარით გამოაცხადეს

ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველომ ტენდერი 6 432 351 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით სამუშაოები 2027 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს. ქვაფენილს ამჯერად შემდეგ ქუჩებზე აყრიან: დემეტრე თავდადებულის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, დავით კლდიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ხარიტონ ახვლედიანის, სტეფანე ზუბალაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ჰაიდარ აბაშიძის, იორდან მეტაქსას, სელიმ ხიმშიაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, მიხეილ …

ბათუმის მერია ქვაფენილს კიდევ 15 ქუჩაზე აყრის და ასფალტბეტონს დააგებს

ბათუმის მერია აგრძელებს ქალაქის ქუჩებში ქვაფენილების აყრას და მის ნაცვლად ასფალტბეტონის დაგებას. ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ქვაფენილს კიდევ 15 ქუჩაზე აყრიან. სამუშაოებისთვის კი მომავალ წელს 3 მილიონ 230 ათას 163 ლარია გაწერილი. 2026-2027 წლებში ქვაფენილის აყრა და ასფალტბეტონის საფარის მოწყობა შემდეგ ქუჩებზეა დაგეგმილი: დემეტრე თავდადებულის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, დავით კლდიაშვილის, კოტე …

ბათუმში ქვაფენილების აყრა გრძელდება, ამჯერად თავდადებულის ქუჩა გადაიკეტა | ფოტო

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა – მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩებს შორის მონაკვეთში – გადაკეტილია. აქ ქვაფენილი აყარეს და ასფალტი უნდა დააგონ. რუსთაველისა და მემედ აბაშიძის ქუჩებიდან მომავალი მანქანები კი გორგილაძის ქუჩაზე შემდეგი მარშრუტით გადავლენ: თავდადებულისა და აბაშიძის კვეთიდან – აბაშიძის ქუჩით ევროპის მოედნამდე და იქიდან მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩით გააგრძელებენ. ქუჩის გადაკეტვის გამო დროებით შეიცვალა 7, …

რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 22 მილიონი

ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე, ქვაფენილს აყრიან და ასფალტის საფარს დააგებენ, ქალაქის ბიუჯეტიდან კი, ჯამში 22,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მთლიანობაში შეეხება ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის კვეთიდან [საბაგიროს სადგურიდან] ჯავახიშვილისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთამდე მონაკვეთს. სამუშაოები ტენდერებში გამარჯვებულებთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე …

ბათუმის მერია ქუჩებში აყრილ ქვაფენილს ახლა 2 ნაწილად ყიდის – აუქციონი 800 000 ლარით არ შედგა

ბათუმის მერიამ ქალაქის ქუჩებში აყრილი ქვაფენილების გასაყიდად ამჯერად ორი აუქციონი გამოაცხადა. თითოეულ აუქციონზე 10 000 კვადრატული მეტრი ქვაფენილის საწყისი გასაყიდი ფასი 400 000 ლარია. მერია ქვაფენილს ერთიანად ყიდდა, თუმცა, 20 ათასი კვადრატული მეტრი მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილზე გამოცხადებული აუქციონი, სადაც საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარი იყო, არ შედგა. ამ აუქციონში, რომელიც 11 სექტემბერს დასრულდა, …

ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს – მინიმუმ 300 ათასი ლარის ქვაფენილი

„ეკლესიას ვჩუქნით და ის ცოდვა, რომ ლელოში ხარ, აღარ მოგეკითხება შემდეგ“ – უპასუხა დავით მახარაძემ „ოცნებიდან“ კოლეგას, ვაჟა დარჩიას საკრებულოს სხდომაზე, როცა მან იკითხა, რატომ გასცემენ ქონებას საჩუქრად, რომლისგანაც მუნიციპალიტეტს სარგებლის მიღება შეუძლია. ვაჟა საკრებულოში „ლელოს“ წარმოადგენს. სხვათა შორის, მან თავის კითხვას განმარტებაც დაურთო: „ინსტიტუტს არ აქვს მნიშვნელობა.“ საუბარი მეორადი ქვაფენილის საპატრიარქოსთვის საჩუქრად გადაცემას შეეხებოდა. …

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია აუქციონზე ყიდის – საწყისი ფასი 800 ათასი ლარია

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია უპირობო აუქციონზე ყიდის. აუქციონის მიხედვით, გასაყიდად გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 20 000 კვ.მ მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილი. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 24 000 ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 11 სექტემბერს დასრულდება. გრანიტის ქვაფენილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საწყობშია განთავსებული. აუქციონის პირობის მიხედვით, „გამარჯვებული ვალდებულია, …

როდის დასრულდება სამუშაოები ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ქვაფენილი აყარეს

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე ქვაფენილი აყარეს, ასფალტის დაგება 2022 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი 2009“-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცდილობენ სამუშაოები გრაფიკით დადგენილ ვადაზე ადრე დაასრულონ. „ჩვენთვის გაცილებით ადვილი იქნებოდა ქუჩის პერიმეტრი მთლიანად გადაგვეკეტა და ერთიანად დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, სამუშაოებს, შეიძლება ითქვას, ნაწილ-ნაწილ ვასრულებთ, რათა …

რატომ აყარეს ქვაფენილი ბათუმის მერიის წინ – აქ ისევ ასფალტს აგებენ

ქვაფენილი აყარეს ბათუმში, ქალაქის მერიის წინ, ლუკა ასათიანის ქუჩის მონაკვეთზე. მერიაში ამბობენ, რომ ეს სამუშაოები იმ პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ბათუმში, გარკვეულ ქუჩებზე, ქვაფენილი მთლიანად უნდა აიყაროს და მის ნაცვლად ასფალტი დაიგოს. წელს ქვაფენილის აყრა ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში] დაიწყო, სამუშაოები ორივე ქუჩაზე და მიერთებებზე 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდში …

ქვაფენილების აყრა გრძელდება – მერიაში აცხადებენ, რომ ეს საცობების პრობლემას მოაგვარებს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ქვაფენილების აყრა მაისში დაიწყეს და სამუშაოებს დღემდე აგრძელებენ. ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე, გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში, ქვაფენილს მთლიანად აყრიან და მის ნაცვლად ასფალტის საფარს დააგებენ. ქვაფენილს მერია საწყობში ინახავს, სამუშაოებში კი, ბიუჯეტიდან 3,6 მილიონ ლარს გადაიხდის. ქვაფენილებს აყრიან, ასევე, ფარნავაზ მეფისა და გორგილაძის ქუჩებს შორის არსებული ქუჩების მონაკვეთებში [ლერმონტოვიდან თავდადებულის ქუჩამდე …

რატომ იხარჯება ქვაფენილის აყრაში 8 მილიონი, როცა ადლიაში კანალიზაცია არ აქვთ – ჩიქოვანი განმარტავს

„მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად ნაწილდება,“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, როცა მას ვთხოვეთ განემარტა, როგორ ანაწილებს პრიორიტეტებს, როცა ქალაქში ქვაფენილის აყრასა და ხელახლა ასფალტის დაგებაში 8 მილიონი იხარჯება, ხოლო ქალაქის დასახლებებში – ადლიაში, აეროპორტის უბანში, კახაბერში, მახვილაურში, გონიოში, კვარიათში – კანალიზაციის სისტემაც კი არ აქვთ?  მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ადლიაში ან ანგისაში არ მოუთხოვია კანალიზაციის სისტემა? …

ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან – წელს დაიხარჯება 4,5 მილიონი

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე [გრიბოედოვიდან ბარათაშვილამდე მონაკვეთში] ქვაფენილებს აყრიან და მის ნაცვლად ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებენ. ჯერჯერობით უცნობია, რაში გამოიყენებს მერია აყრილ ქვაფენილს. ამავე მონაკვეთში ქვაფენილებს შეცვლიან ასევე გორგასალსა და გორგილაძის ქუჩებს შორის, იმ ქუჩებზე, რომლებიც ფარნავაზ მეფის ქუჩას კვეთენ [ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ფერადი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა]. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 4 …

რატომ ცვლიან ბათუმში ქვაფენილს ასფალტის საფარით – მერიის არგუმენტები

„ძალიან ძვირი და შრომატევადია“ – ამ არგუმენტით მერია ქვაფენილს ბათუმის ქუჩებში ასფალტის საფარით ცვლის. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ამ სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. „ეს არ არის სერიოზული ხარჯი ამ ფართობისთვის,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აკაკი ბერიძე, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი. ის განმარტავს, რომ ქვაფენილს გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე აყრიან, ასევე …

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 8 მილიონი

ბათუმში, ცენტრალურ ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ისევ ასფალტს დააგებენ. ბათუმის მერია გეგმავს, რომ მომავალი წლისთვის დააგოს ასფალტის საფარი ფარნავაზ მეფის, ასევე ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, ბარათაშვილის ქუჩიდან გრიბოედოვამდე მონაკვეთში, ასევე ამ ქუჩების დაერთებებზე გორგილაძის ქუჩამდე. ამ სამუშაოებისთვის მერია ბიუჯეტიდან დაახლოებით 8 მილიონ ლარს დახარჯავს. მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ამის შესახებ ბათუმის ბუჯეტის პროექტში წერია. ბათუმის მერიაში თვლიან, …

Exit mobile version