შვეიცარიამ რუსებს $7,95 მილიარდის აქტივები გაუყინა

შვეიცარიამ 7,5 მილიარდი შვეიცარიული კრონის (დაახლოებით $7,95 მილიარდი) ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ რელიზშია ნათქვამი. 2022 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, სამდივნოსთვის ცნობილი იყო რუსეთის მოქალაქეების, ფიზიკური ან იურიდიული პირების დეპოზიტების შესახებ 46, 1 მილიარდი ფრანკის ოდენობით. 25 ნოემბრის მდგომარეობით, შვეიცარიაში უკვე გაყინულმა აქტივებმა 7,5 მილიარდ ფრანკს …

კულებამ ევროკავშირის მინისტრებს თავშესაფრიდან მიმართა და ირანის სანქცირებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ევროკავშირს ირანის სანქცირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ირანმა რუსეთი კამიკაძე-დრონებით მოამარაგა, რომლებიც ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქების დასაბომბად გამოიყენება. კულებამ ასევე მოითხოვა, რომ შემდეგი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ იყოს უფრო მკაცრი. დღეს, 17 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციით ისაუბრა, კამიკაძე-დრონებით კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქში განხორციელებულ …

ვაგონები ბათუმში წარწერით „გაზპრომი“ – რა განმარტეს საქართველოს რკინიგზაში

ბათუმის პორტში, სარკინიგზო ლიანდაგზე, კომპანია „გაზპრომის“ აღნიშვნით ვაგონები დგას. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ამ ვაგონებით სანქცირებული პროდუქტი არ შემოუტანიათ. „საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება ჩვენს დერეფანში არ ხდება. ბათუმში განთავსებული სატვირთო ვაგონები არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი [მაზუთი], რომელიც …

აშშ-მ 330 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები დაბლოკა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 100 დღეში 330 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები დაბლოკა. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსული ელიტების, ნდობით აღჭურვილი პირებისა და ოლიგარქების საწინააღმდეგო საერთაშორისო ოპერატიულმა ჯგუფმა, REPO-მ გამოიყენა მრავალმხრივი კოორდინაცია, რათა დაებლოკა ან გაეყინა სანქცირებული რუსების 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები, ასევე დაებლოკა ცენტრალური ბანკის აქტივები, რომელთა …

ამის უკან დგას შვედეთის მოქალაქე იაკობაშვილი – ხოშტარია ბათუმში შემოსულ სანქცირებული ნავთობზე

პარტია „დროას“ ხელმძღვანელი, ელენე ხოშტარია ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთულ გემს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. ხოშტარიას თქმით, რუსული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი, რომელიც ბათუმის პორტში შემოვიდა, ქართველ ბიზნესმენებთანაა დაკავშირებული. „საქართველოში, ბათუმის პორტში, იყო შემოსული გემი. ამ გემს მოჰქონდა „როსნეფტის“ სანქცირებული ნავთობ პროდუქცია. უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე. პირველი – სანქცირებული გემი, რომელიც გადის 500 კილომეტრს წარმოუდგენელია შემოდიოდეს …

ბათუმის პორტში 2 დღეა რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი დგას

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 27 ივნისს, ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ბათუმში სანქცირებული ტვირთი შემოიტანეს. მინისტრის თქმით, საბაჟოს ამ ტვირთის შემოტანაზე თანხმობა არ გაუცია. გემი ახლაც ბათუმის პორტში დგას. საუბარია სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებზე, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, 26 ივნისს, თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა – ESEN KA-მ შემოიტანა საქართველოში. „ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სანქციებს, …

ლიეტუვა იგრძნობს რუსეთის პასუხს კალინინგრადის სატრანსპორტო ბლოკადაზე – პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ლიეტუვის გადაწყვეტილებას კალინინგრადის რეგიონში საქონლის ტრანზიტის შეზღუდვის შესახებ მტრული უწოდა. მან თქვა, რომ რუსეთი მალე უპასუხებს კალინინგრადის სატრანსპორტო ბლოკადას და პასუხი იქნება სერიოზული და ლიეტუვის მოსახლეობისთვის საგრძნობი. „მოსკოვის პასუხი ლიეტუვის მიერ კალინინგრადის რეგიონის სატრანსპორტო ბლოკადაზე პირდაპირ გავლენას მოახდენს ბალტიის რესპუბლიკის მცხოვრებლებზე” – განაცხადა პატრუშევმა დღეს, 21 ივნისს, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის …

ტრაილერების რიგები და სანქცირებული პროდუქციის კონტროლი – შემოსავლების სამსახურის განმარტება

საქართველოს გზებზე ბოლო პერიოდში არაერთ ადგილზე, განსაკუთრებით საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან, ტრაილერების საკმაოდ გრძელი რიგებია. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვა და სატვირთო ავტომობილები უსაფრთხოდ განსაზღვრული რიგითობის დაცვით გადაადგილდებიან. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ქვეყანაში და „მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის და …

„თითქოს პუტინი ავადმყოფობით შეპყრობილი მოთამაშეა კაზინოში“ – სანქციების ეფექტი რუსეთში

„პუტინმა ყველაფერი დადო ფსონზე იმის მიუხედავად, რომ აგებს და აგებს, ამატებს ფსონს, თითქოს ავადმყოფობით შეპყრობილი მოთამაშეა კაზინოში,“ – ამ შთაბეჭდილებას უტოვებს სანქცირებული პუტინის ქცევა ეკონომიკის ანალიტიკოსს, გიგა ბედინეიშვილს, რომელსაც სანქციების შედეგებზე ვესაუბრეთ: რა დაემართა რუსეთის ეკონომიკას და რა შეიძლება გამოიწვიოს სანქციებმა ახლო მომავალში? ხომ ვერ მოახერხებს რუსეთი ალტერნატიული ბაზრების მოძიებას? ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთი საბჭოთა კავშირში …

სანქციების გამო, რუსეთი ტანკებში მაცივრების ჩიპებს იყენებს – აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

შეერთებული შტატების სანქციებმა რუსეთი იძულებული გახადა, ზოგიერთი სამხედრო ტექნიკისთვის ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და მაცივრების კომპიუტერული ჩიპები გამოიყენოს – ამის შესახებ, ვაჭრობის მდივანმა, ჯინა რაიმონდომ აშშ-ის სენატში გამოსვლისას ისაუბრა. მისი გამოსვლის დეტალებს გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post აქვეყნებს. „გვაქვს ცნობები უკრაინელებისგან, რომ როდესაც ისინი ხელში იგდებენ რუსეთის სამხედრო ტექნიკას, ეს ტექნიკა სავსეა ნახევარგამტარებით, რომლებიც ამოღებულია …

ფინეთში „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ რედაქტორს ქონება ჩამოართვეს

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფინეთში კრემლთან დაკავშირებული ორი პირის ქონების კონფისკაცია მოხდა. საუბარია პაველ გუსევსა და გრიგორ ბერეზკინზე. გუსევი რუსული უმსხვილესი ტაბლოიდური გაზეთ „მასკოვსკი კომსომოლეცის“ რედაქტორია, ხოლო გრიგორი ბერეზკინი მილიონერია, რომელიც ასევე ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა. ორივე მათგანი ევროკავშირის სანქციების სიაშია. ფინური მედიის ცნობით, ბერეზკინს ჰყავს რალის გუნდი, რომელიც ფინეთის ქალაქ იუვასკიულიაში ოპერირებდა და …

ჰამბურგში დააკავეს კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის იახტა, რომლის ფასი 400 მლნ ევროა

გერმანიაში, ჰამბურგის პორტში, დააკავეს რუსი ოლიგარქის იახტა, რომლის ღირებულება არანაკლებ 400 მლნ ევროა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი წერს. სუპერიახტა „ლუნა“, რომლის სიგრძე 115 მეტრია, ახლა აზერბაიჯანული წარმოშობის რუს ოლიგარქს, ფარხად ახმედოვს ეკუთვნის, მანამდე კი „ლუნა“ რომან აბრამოვიჩის იახტა იყო. „ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, ახმედოვის ქონება 1,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ახმედოვი იმ რუს …

რუსეთის გაყინული ვალუტა უკრაინის აღდგენას მოხმარდეს – დისკუსია ევროკავშირში

ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთისთვის გაყინული უცხოური ვალუტის რეზერვების ჩამორთმევა და უკრაინისთვის გადაცემა აღდგენის პროცესისთვის, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ჟურნალ Financial Times-თან ინტერვიუში. ბორელმა გაიხსენა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი და აღნიშნა, რომ თუკი აშშ-მ ავღანეთში ძალაუფლების თალიბების ხელში გადასვლის შემდეგ მილიარდობით დოლარი ჩამოართვა ავღანეთის ცენტრალურ ბანკს, მაშინ ეს …

400-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს 28 ქვეყნიდან – რუსეთის საგარეო

24 თებერვლის, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, დასავლეთის 28 ქვეყნიდან დაახლოებით 400 რუსი დიპლომატი გააძევეს. ამის შესახებ ორშაბათს, 25 აპრილს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ივანოვმა განაცხადა. „უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ჩვენი საგარეო მისიების 400-მდე თანამშრომელი გააძევეს დასავლეთის 28 ქვეყნიდან. ლიდერები არიან პოლონეთი, გერმანია, სლოვენია, სლოვაკეთი, ხორვატია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი”, – თქვა …

საბერძნეთმა სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა

საბერძნეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, საბერძნეთმა  კუნძულ ევიასთან დააკავა რუსული ნავთობის ტანკერი,  ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ აქვეყნებს. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებასთან ერთად, მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირმა აკრძალა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების შესვლა ევროკავშირის 27 ქვეყნის პორტებში, გარკვეული გამონაკლისების დაშვებით. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი „პეგასი“, ბორტზე მყოფი …

რუსეთში MTV-ი, nickelodeon-ი და Paramaunt-ის სხვა არხები გაითიშება

რუსული ტექნოლოგიური მედიაგამოცემა „კაბელშიკი” წერს, რომ რამდენიმე დღეა რუსული ოპერატორები იღებენ შეტყობინებებს კორპორაცია Paramount-ისგან, რომ მისი არხების ქვეყანაში დაიხურება 20 აპრილიდან. დაახლოებით ერთი თვის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო ამ ფორმით შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. რუსულ მაუწყებლობას ტოვებს კინოარხი Paramount Channel-ი, გასართობი Paramount Comedy, საბავშვო არხები – Nickelodeon-ი, Nickelodeon HD-ი, NickToons-ი …

კომპანია Johnson & Johnson-ი რუსეთში ჰიგიენური საშუალებების ექსპორტს აჩერებს

ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ი აჩერებს რუსულ ბაზარზე ჰიგიენური საშუალებების ექსპორტს. ამ ხაზში შედის შამპუნები, საპნები, თმისა და კანის მოვლის საშუალებები და ა.შ. განცხადება კომპანიამ დღეს, 29 მარტს, გამოაქვეყნა. ამავდროულად, კომპანია აცხადებს, რომ უკრაინაში დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარებისთვის გაიღებს 10 მილიონ დოლარს. Johnson & Johnson-მა მარტის დასაწყისში შეაჩერა რუსეთში ინვესტიციები და სარეკლამო აქტივობა, ექსპორტზე უარი კი …

„ორიფლეიმი“ რუსეთში ინვესტიციებს და ონლაინგაყიდვებს აჩერებს

შვედური კოსმეტიკური კომპანია „ორიფლეიმი“ რუსეთში საქმიანობის შემცირებისა და შეჩერების შესახებ განცხადებას აკეთებს. „უკრაინაში მიმდინარე ომი, ოპერაციულ და სამართლებრივ გამოწვევებთან ერთად, შეუძლებელს ხდის ჩვენი რუსული ბიზნესის დღევანდელი ფორმით გაგრძელებას. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო შევამცირებთ ოპერაციებს რუსეთში ინვესტიციების, მარკეტინგის, ტრენინგებისა და ღონისძიებების შეჩერებით,“ – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში. კომპანია ასევე აჩერებს რუსეთში ონლაინგაყიდვებს. „გარდა ამისა, ჩვენ ასევე …

ფინეთში დააკავეს 21 იახტა, რომლებიც შესაძლოა რუს ოლიგარქებს ეკუთვნოდეთ

ფინეთში დააკავეს 21 იახტა, რომლებიც შესაძლოა სანქციების სიაში მყოფ რუს ოლიგარქებს ან მათ კომპანიებს ეკუთვნოდეთ. ამის შესახებ ფინური მედია წერს. თუ საბაჟო დაადასტურებს, რომ იახტები სანქცირებული პირების საკუთრებაა, მაშინ ქონება გაიყინება. 24 თებერვლიდან დღემდე ევროპის არაერთ ქვეყანაში დააკავეს რუსი ოლიგარქების ძვირადღირებული იახტები. _____________ ფოტოზე: ჰელსინკის პორტთან. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MAURITZ ANTIN ამავე თემაზე:  ესპანეთში …

ცნობილი ბრენდების დაკეტილი მაღაზიები მოსკოვში | ფოტო

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ, დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორიცაა: McDonald’s-ი, Ikea, Louis Vuitton-ი, Chanel-ი, Prada, Gucci, Dior-ი, Apple-ი, Master Card Visa და სხვებმა შეაჩერეს ან შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა რუსეთის ბაზარზე. რუსული ჯარები უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს დაესხა თავს, უკრაინაში დღემდე იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა. მთავარი ფოტო: …

ესპანეთში დააკავეს „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა

ესპანეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. საუბარია 135 მეტრის სიგრძის იახტაზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იახტად მიიჩნევა და მისი სავარაუდო ღირებულება, მედიის ცნობით, 600 მლნ აშშ დოლარია. წყარომ ესპანეთის პოლიციდან „როიტერს “განუცხადა, რომ იახტა ეკუთვნის სეჩინს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, რომელიც …

ჩინური სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლები ამცირებენ რუსეთის მომარაგებას

სმარტფონების მსხვილი ჩინური მწარმოებლები, პეკინის მხრიდან მოსკოვის მხარდამჭერი ზეწოლის მიუხედავად, რუბლის გაუფასურებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ამცირებენ რუსეთის მომარაგებას. ყველაზე მეტად მიწოდება შეამცირა Xiaomi-მ, Oppo-მ და Huawei-მ. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ კომპანიების მიწოდების მოცულობა სულ მცირე განახევრდა, წერს გაზეთი Financial Times. ინფორმაცია ტვირთის მოცულობის შესახებ ფიზიკური ან ფულადი თვალსაზრისით არ …

ჩინეთი რუსეთს თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებს არ მიაწვდის

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, რომ ჩინეთმა უარი თქვა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე. „ინტერფაქსის“ ცნობით, ამის შესახებ ვალერი კუდინოვმა, „როსავიაციის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით,  რუსეთი თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებისთვის შესაძლებლობების მოძიებას თურქეთში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში გეგმავს. აღნიშნულის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს ჰონგკონგური გამოცემა South China Morning Post-იც, თუმცა ჩინური მხარეს ამ საკითხზე …

„ყველანაირად უნდა ეცადო, რომ ოკუპანტზე დამოკიდებულება შეამცირო“ – ინტერვიუ

რის ფასად ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა მშვიდობას და სად იქნება საქართველოს ადგილი ომის დასრულების შემდეგ? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი, თენგიზ ფხალაძე საუბრობს. ბატონო თენგიზ, BBC-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, სამყარო აღარასოდეს არ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ ომის რუსეთისთვის იმ შედეგით დასრულების შემთხვევაში, რაზეც …

რუსული მედია ღარიბაშვილზე: „რა კარგად მუშაობს წერტილოვანი ოპერაციები ტვინის გაწმენდაზე“

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, არ შეუერთდეს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მწვავე პროტესტი მოჰყვა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. ამის ფონზე რუსული პროპაგანდისტული მედია ისე წარმოაჩენს ამბავს, თითქოს მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს, ზოგან იმასაც ამბობენ, რომ ასეთი „ტვინის გაწმენდა“, რუსეთის წერტილოვანი სამხედრო ოპერაციების დამსახურებაა. „არა, მაინც რა კარგად მუშაობს „მშვიდობისკენ იძულების“ წერტილოვანი სამხედრო ოპერაციები. …

„ომი დასრულდება, თუ პუტინმა დაიჯერა დასავლეთის ერთიანობა“ – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

„არანაირი ბზარი დასავლეთის ერთობაში არ უნდა გამოჩნდეს. როგორც კი ეს ბზარი გამოჩნდება, რუსეთი მაშინვე გადავა სამხედრო აგრესიაზე,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მას ვესაუბრეთ სანქციებზე, რაც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ვკითხეთ იმაზეც, თუ რას შეიძლება ელოდეს საქართველო ამ პროცესში და რა საფრთხეებს აჩენს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება საგარეო ურთიერთობებში? რამდენად იზრდება …

უჩივლებს თუ არა საქართველო რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების შესახებ განცხადება რუსეთის დუმამ დღეს, 9 ივლისს, მიიღო. საქართველოს რუსული სანქციებისა და ემბარგოს დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ამჯერად შესაძლებელია საქართველოს მთავრობამ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში WTO უჩივლოს. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის წევრობასაც რუსეთი 19 წელი ითხოვდა და საბოლოოდ – 2012 წელს გახდა. 2012 წელს რუსეთის წევრობას WTO-ში საქართველომაც დაუჭირა მხარი. „WTO-ს …

ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა არ იცის, რატომ დაუწესა უკრაინის მთავრობამ სანქციები  

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში მოხვდა იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც უკრაინის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის. ბსუ-ს რექტორის წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლებამ სანქციები რომ დააწესა, ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სანქციების რამდენიმე მიზეზია დასახელებული – მათ შორის, „ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა“, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგანიზების ჩატარება …

Exit mobile version