საქართველოში რუსეთის 776 278 მოქალაქე შემოვიდა – საზღვრის კვეთის სტატისტიკა 3 თვეში

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი 2023 წლის მესამე კვარტალში 776 278-ჯერ გადმოკვეთეს [შემოსვლა]. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში [ივლისი, აგვისტო, სექტემბერი] რუსეთის ფედერაცია კვლავ პირველ ადგილზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს საზღვარი ამავე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა 780 514-ჯერ გადაკვეთეს [გასვლა]. შემდეგ მოდიან: თურქეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ყაზახეთი, …

საქართველოში რუსეთის 443 624 მოქალაქე შემოვიდა – II კვარტალის საზღვრის კვეთა

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი 2023 წლის მეორე კვარტალში 443 624-ჯერ გადმოკვეთეს [შემოსვლა]. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში [აპრილი, მაისი, ივნისი] რუსეთის ფედერაცია პირველ ადგილზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს საზღვარი ამავე პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა 427 443-ჯერ გადაკვეთეს [გასვლა]. შემდეგ მოდიან: თურქეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა, …

ივნისში საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საზღვარი ივნისის თვეში რუსეთის 135 457-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 340 პროცენტითაა გაზრდილი. ევროკავშირის ქვეყნებიდან ამავე პერიოდში საქართველოში 28 989 ადამიანია შემოსული. რუსეთის მოქალაქეების შემდეგ, ყველაზე მეტი – 86 565 მოქალაქე შემოსულა სომხეთიდან, 69 973 მოქალაქე კი თურქეთიდან. …

ბრიტანეთის მოქალაქის თქმით, ის საქართველოში რასისტული მოსაზრებით არ შემოუშვეს

2022 წლის 26 აპრილს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს და ანთროპოლოგ აიდა ბალაფკანს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ის დაუყოვნებლივ დეპორტირებული იქნა დიდ ბრიტანეთში, მიუნხენის გავლით, ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე. აიდა ბალაფკანი მეუღლესთან, სოციალურ ანთროპოლოგ, დოქტორ სტეფან უილიამსონ ფასთან ერთად მოგზაურობდა, რომელიც ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. აიდა წერს, რომ მის მეუღლესთან მესაზღვრეებს კითხვები არ ჰქონიათ, ის საქართველოში უპრობლემოდ …

რა დოკუმენტები უნდა გქონდეთ თურქეთში შესვლისას – რეგულაციები საქართველოს მოქალაქისთვის

საქართველოს მოქალაქეს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება ნებისმიერი მიზნით შეუძლია, თუმცა პანდემიის პერიოდში მოქმედებს გარკვეული რეგულაციები. დღევანდელი მდგომარეობით, საზღვრის კვეთისას სავალდებულოა საქართველოს მოქალაქემ თურქეთის მხარეს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი მაინც: კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი [ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე]; ან ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი [6 თვე აითვლება პირველი …

უცხოეთიდან ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა – ივნის-ივლისის მონაცემი

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ივნის-ივლისში საქართველოში შემოსული უცხოელებიდან ყველაზე მეტი – 75 064  რუსეთის მოქალაქე იყო. შს სამინისტროს იმავე მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგ უკრაინა, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ხოლო მეექვსე ადგილზეა ისრაელი. 2021 წლის ივნისსა და ივლისში საქართველოში შემოვიდა: 75 064  რუსეთის მოქალაქე 70 883  თურქეთის მოქალაქე 52 …

გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში ვაქცინის გარეშე შემოვლენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში ვაქცინის გარეშე შემოსვლის უფლება აქვთ, სამი ქვეყანა დაემატა – იორდანია, ლიბანი და ერაყი. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 27 ივლისს მიიღო. განკარგულება დღეს, 9 აგვისტოს, გამოქვეყნდა. ვაქცინის გარეშე დღეიდან საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვთ: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის, …

PCR ტესტი ან იზოლაცია – საქართველოს აცრილი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების წესი

საქართველოს მოქალაქე, რომელიც კორონავირუსზე აცრილია და ქვეყანაში სახმელეთო გზით PCR-ის გარეშე შემოვა, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავა. კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე თვითიზოლაციიდან იმ შემთხვევაში თავისუფლდება, თუ ის სახმელეთო გზით ქვეყანაში შემოსვლისას, კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად PCR ტესტის ნეგატიურ პასუხსაც წარადგენს. ივნისის დასაწყისში სახელმწიფო უწყებებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კოვიდზე აცრილ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ …

კიდევ 10 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში მხოლოდ PCR ტესტით შემოვლენ

ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ შემოსვლა, კიდევ 10 ქვეყანა დაემატა. ეს ქვეყნებია: სან-მარინო, მონაკო, სერბეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მონტენეგრო, ანდორა, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა. შესაბამისად, 17 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში შემოსვლა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტით, შეუძლიათ: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის …

უცხოეთიდან საქართველოში შემოსვლისას 10 წლამდე ბავშვს PCR არ მოეთხოვება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 10 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს, მოქალაქეობის მიუხედავად, არ აქვს ვალდებულება საზღვარზე წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი. 10 წლამდე პირი ასევე არ არის ვალდებული საქართველოში შემოსვლიდან მესამე დღეს PCR ტესტი ჩაიტაროს. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 2021 წლის 16 ივნისს მიიღო და ის უკვე ძალაშია. ამ დადგენილებით, „იზოლაციისა …

კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე PCR-ის და იზოლაციის გარეშე შემოვა ქვეყანაში

საქართველოს სახმელეთო საზღვრები 2021 წლის პირველი ივნისიდან, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის გაიხსნა, ვისაც კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული. თუმცა, ქვეყანაში შემომსვლელმა უცხოელმა, საზღვარზე აუცილებლად უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხიც. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, თუ მას კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული და საქართველოში შემოდის, საქართველოს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR …

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე შემოვლენ

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი. ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დღეს, 25 მაისს, განაცხადა. პირველი ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვარს ხსნის და საზღვრის …

რამდენად იოლია ჩაის სეზონზე თურქეთში წასვლა და რამდენით გაძვირდა კრეფა

რამდენიმე დღეში ჩაის კრეფის სეზონი იწყება. ამ სეზონს ელის ათასობით საქართველოს მოქალაქეც, ვისი ზუსტი რაოდენობაც არასდროს არავის დაუთვლია, მაგრამ ფაქტია, რომ პერიოდულად თურქეთში გადადის ჩაის საკრეფად და ლუკმაპურის ფულის მისაღებად. თურქეთში ამოქმედებული ლოქდაუნის ფონზე, ჩაის პლანტაციების მფლობელები თუ მკრეფავები საქართველოდან ზუსტად ვერ ამბობენ, ვინ როდის და რას შეძლებს. „დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა ფასი, მკრეფავები კი …

დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებულებს საქართველოში შემოსვლისას კარანტინი აღარ სჭირდებათ

დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის მქონე პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, დღეიდან, 23 აპრილიდან, სავალდებულო კარანტინში აღარ გადავლენ. მათ სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უნდა უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება. ამ დრომდე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მიხედვით, პირები, რომლებსაც ჰქონდათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი …

რა წესების დაცვაა სავალდებულო, როცა ქვეყნიდან გადიხარ/შემოდიხარ – მოქმედი რეგულაცია

საქართველოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა შეუძლია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით ნებისმიერ დროს, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ის აუცილებლად უნდა დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს. კონკრეტულად: საქართველოს მოქალაქე საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას [თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში მას გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში] ან, თუ თვითიზოლაციაზე უარს იტყვის, მან …

2 დოზით აცრილი მგზავრები ინდოეთიდან, სხვებისგან განსხვავებით, PCR ტესტს მაინც ჩაიტარებენ 

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესული ახალი ცვლილებით, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი [მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად] ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ – საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში [72 საათი] სავალდებულო თვითიზოლაციას. ამასთან, მე-3 დღეს ამ პირმა საკუთარი ხარჯით PCR კვლევა უნდა ჩაიტაროს. …

საქართველოში შემოვა ის უცხოელიც, ვისაც johnson&Johnson-ის ვაქცინის 1 დოზა აქვს გაკეთებული

უცხოელს, რომელიც johnson&Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზა აქვს გაკეთებული, საქართველოში შემოსვლა თავისუფლად შეუძლია, თუმცა მხოლოდ საჰაერო გზით, ვინაიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვლავ ჩაკეტილია. საქართველოს მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში კორექტირება 17 მარტს შეიტანა. აქამდე [2021 წლის პირველი თებერვლიდან] საქართველოში შემოსვლა შეეძლო იმ უცხოელს, რომელიც საზღვარზე ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის [ორი დოზა] დამადასტურებელ …

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ, შუა აზიის 4 რესპუბლიკა – უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი დაემატა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 5 მარტს მიიღო. მანამდე, პირველ მარტს კი, ამ ჩამონათვალს 6 ქვეყანა დაემატა – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში PCR ტესტის …

რა შემთხვევაში შემოვა რუსეთის მოქალაქე საქართველოში

2021 წლის პირველი თებერვლიდან რუსეთის მოქალაქეს შეუძლია საქართველოში შემოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით, თუ ის წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. „სახმელეთო გზით კი საქართველოში შემოსვლა [გარკვეული გამონაკლისის გარდა] არც ერთი ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია“, – გვითხრეს საქართველოს სამთავრობო ცხელ ხაზზე – „გამონაკლისია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში ბრუნდება, უცხოელი ბიზნესმენი, საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლი …

რა შემთხვევაში გადავა უცხოეთიდან ჩამოსული პირი თვითიზოლაციაში 8-დღიანი კარანტინის ნაცვლად 

საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული პირი თუ სასაზღვრო პუნქტში წარადგენს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის საბუთს, ის კარანტინის ნაცვლად დაექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას. შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში დღეს, 21 ოქტომბერს, შევიდა და დღესვე ამოქმედდა. უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს თუ PCR კვლევის საბუთი არ ექნება, მას სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს. ახალი ცვლილებით: „უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა …

საზღვრის უკანონო კვეთისთვის ინდოეთის 3 მოქალაქე დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, საზღვრის უკანონო კვეთისთვის ინდოეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში ედებათ.  „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“, – აცხადებს შს სამინისტრო. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე წყაროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ 2020 წლის განმავლობაში, …

კარანტინი ეხება იმ უცხოელ ვიზიტორს, ვინც საქართველოდან სხვა ქვეყანაში დისტანციურად მუშაობს

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს ექვემდებარებიან ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომით საქმიანობას. აღნიშნულმა პირებმა საქართველოში შემოსვლის მიზნით უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა სპეციალურ ელექტონულ პროგრამაში. პირები საქართველოს  ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის …

რამდენი ადამიანი შემოვიდა თურქეთიდან პანდემიის დროს – ოფიციალური სტატისტიკა

პანდემიის პერიოდში ანუ მარტიდან ივნისის ჩათვლით თურქეთიდან საქართველოში სულ 157 630 პირი შემოვიდა, აქედან უშუალოდ თურქეთის მოქალაქეა – 87 362. თურქეთთან საქართველოს სამი საზღვარი აქვს – სარფი, ვალე და კარწახი. საქართველომ თურქეთთან საზღვარი, პანდემიის გამო, 15 მარტს ჩაკეტა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული სტატისტიკური მონაცემების …

რუსეთიდან 43 278 მოქალაქე შემოვიდა პანდემიის დროს – სტატისტიკა

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა აპრილიდან 98 პროცენტით შემცირდა. სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში შემოსვლას მხოლოდ ტვირთის გადამზიდავები ახერხებენ, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რუსეთის მოქალაქეები, ვისი მეუღლე ან 13 წლამდე შვილი საქართველოს მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მარტში ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოში სულ 39 618 პირი შემოვიდა. საქართველომ რუსეთთან საზღვარი, პანდემიის …

18 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ

საქართველოს მთავრობამ 18 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის ნებართვა დართო. საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა  და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის მიხედვით, საჰაერო მიმოსვლის კუთხით, 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს. ეს შეზღუდვა, მთავრობის დადგენილებით, 9 ივლისიდან მოიხსნა შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისა …

მოქალაქემ სასამართლოშიც ვერ გაიგო, რატომ არ აძლევს პოლიცია საზღვრის კვეთის უფლებას

„სასამართლომ სამართლებრივ ვაკუუმში მოაქცია ეს ადამიანები, ისინი ამ გადაწყვეტილებას ვერსად გაასაჩივრებენ“, – ასე აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან მოქალაქე გიგა ბ.-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. გიგა ბ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც საზღვრის დატოვების უფლებას არ აძლევენ. მას არც ერთი ოფიციალური უწყება არ ეუბნება, რატომ შეუზღუდეს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლება. …

რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა იმოგზაურეს ივნისის თვეში საქართველოში

ივნისში ყველაზე მეტი, 212 981 ვიზიტორი  საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტი  167 529 ვიზიტორი შემოვიდა აზერბაიჯანიდან, 156 117 ვიზიტორი თურქეთიდან, 148 792 ვიზიტორი სომხეთიდან, 57 837 ვიზიტორი ევროკავშირის ქვეყნებიდან, 28 125 უკრაინიდან და 22 674 ისრაელიდან. ივნისის თვეში საქართველოში ასევე იმოგზაურეს საუდის არაბეთის, ირანის, ყაზახეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის …

ტრანზიტულ დერეფანში მოკლული ქალები 

24 ნოემბერს სამორინე „პრინცესაში“ უზბეკი ქალი მოკლეს, მეორე უზბეკი ქალი კი – დანით დაჭრეს. დაკავებულმა თურქეთის მოქალაქემ მოსამართლეს უთხრა, რომ ეს ეჭვიანობის გამო გააკეთა – არ მინდოდა ჩემი პარტნიორი ქალი სექსინდუსტრიაში დარჩენილიყოო. უზბეკი და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ქალები ხშირად ხდებიან ბათუმში ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბოლო სტრატეგია, რაც ხელისუფლებამ სექსინდუსტრიის ქართულ კორიდორში …

სარფში საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სარფში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულები საქართველოდან თურქეთში გადასვლას  სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე …

მოქალაქე: თურქმა მესაზღვრემ პასპორტი სახეში მესროლა

მოქალაქე ნათია შავაძე თავის ფეისბუკ გვერდზე წერს, რომ თურქი მესაზღვრე მას უხეშად მოექცა. მისი თქმით, საზღვრის კვეთის დროს მებაჟემ ჯერ საზღვრის კვეთის ნებართვა მისცა, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე პასპორტი ძალით წაართვა, უარი ჩაურტყა და პასპორტი ესროლა. შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. „ბათუმელებთან“ საუბარში ნათია შავაძე ამბობს, რომ არ იცის რამ გააღიზიანა მესაზღვრე. „ალბათ მანამდე …

თურქეთთან საზღვრის კვეთის წესი პირველი აპრილიდან – საელჩოს განმარტება

საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თურქეთ-საქართველოს საზღვარს ყოველდღე კვეთენ, თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადის დაანგარიშების ახალი წესი დროებით ისევ არ გავრცელდება. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” თურქეთის საელჩოში დაუდასტურეს. თურქეთში „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის მიღებიდან [2018 წლის 1-ელი იანვარი] პირველ აპრილს სამი თვე შესრულდება, შესაბამისად, „ბათუმელები“ დაინტერესდა, რამე ცვლილება ხომ არ იქნება პირველი აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის …

22 მარტს სარფის გამშვებ პუნქტზე მიმოსვლა 12 საათით შეჩერდება

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, 2018 წლის 22 მარტის დილის 8 საათიდან ამავე დღის საღამოს 8 საათამდე მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარება დროებით იქნება შეჩერებული. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში. საკონსულოს ინფორმაციით, საზღვარზე მიმოსვლის შეჩერება თურქეთის მხარეს კომპიუტერული სისტემის ახალ შენობაში გადატანას უკავშირდება.

შსს: თურქეთის საზღვრის კვეთის რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე დროებით არ გავრცელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება,“ – აცხადებს შსს. სამინისტროს …

შსს: იანვარ-სექტემბერში საქართველოში 2 783 594 ტურისტი შემოვიდა

საქართველოში, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, 5 822 835 ვიზიტი განხორციელდა, რაც 19,2%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს, ის 2 783 594-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,8%- ით მეტია. სტატისტიკური მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შსს-ს მონაცემებიით, 2017 წლის სექტემბრის თვე 763 729 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 …

შსს: იანვარ-აპრილში საქართველოში 736 265 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილის თვე 510 594 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 10,2 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 776 719 ვიზიტი განხორციელდა, რაც 11,1%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს, ის  736 265-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე …

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი

საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ბრძანება გამოსცეს. „ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების [სუროგაციის] გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის პროცედურას, პირობებსა და საქართველოდან გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა ტრეფიკინგის თავიდან აცილების მიზნით. ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „ბავშვი“ გულისხმობს არასრულწლოვანს“ – …

Exit mobile version