საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯარიმების გასაჩივრების ვადის ათვლა 23 მაისს დაიწყო, როცა საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და 10 დღეს გრძელდება უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით. შესაბამისად, ამ ჯარიმების გასაჩივრება შეიძლება 2 ივნისამდე. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ანუ 21 მარტიდან 22 მაისის პერიოდში ფიზიკური და იურიდიული პირები არ იყვნენ ვალდებული ჯარიმა გადაეხადათ. დაჯარიმებულებს, …
Tag Archives: საგანგებო მდგომარეობა
საია საგანგებოს გარეშე ახალ რეგულაციებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
რამდენად კონსტიტუციურია საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარლამენტმა 22 მაისს მიიღო და რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეუძლია კონკრეტული შეზღუდვების დაწესება – ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს. სარჩელით დღეს, 25 მაისს, მიმართა სასამართლოს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, პაატა დიასამიძემ. საია-ს შეფასებით, ეს საკანონმდებლო ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ მიმოსვლის და შრომის თავისუფლების უფლებას. სარჩელის ავტორი, იურისტი პაატა დიასამიძემ …
Continue reading “საია საგანგებოს გარეშე ახალ რეგულაციებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს”
23.9 მილიონს გადააჭარბა ჯარიმებმა, რაც საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერეს
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დღეს, 22 მაისის ღამის 12 საათიდან აღარ გაგრძელდება, გაუქმდება კომენდანტის საათიც [რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ღამის 12 საათამდე იქნება ძალაში]. მიუხედავად ამისა, ძალაში დარჩება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, აკრძალულია 10 პირზე მეტის შეკრება; ტაქსში უნდა იყოს მხოლოდ 3 პირი მძღოლის ჩათვლით [ამასთან, მგზავრი არ უნდა იჯდეს წინ, მძღოლის გვერდით]. იკრძალება ასევე სოციალური …
Continue reading “23.9 მილიონს გადააჭარბა ჯარიმებმა, რაც საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერეს”
რა შეზღუდვა დარჩება ძალაში საგანგებოს გაუქმების შემდეგ – იურისტის განმარტება
„საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს ავტომატურად ყველა შეზღუდვის გაუქმებას, ხვალ მთავრობა მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას და ამას უნდა დაველოდოთ,“ – ასე გიპასუხებენ ცხელ ხაზზე: 144, თუკი იკითხავთ: რომელი შეზღუდვა რჩება ძალაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმება ავტომატურად აუქმებს ამ დროს ამოქმედებულ ყველა შეზღუდვას, მთავრობის ცხელ ხაზზე დარწმუნებულნი არიან, რომ ხვალ …
Continue reading “რა შეზღუდვა დარჩება ძალაში საგანგებოს გაუქმების შემდეგ – იურისტის განმარტება”
პოლიციამ 74 მოქალაქე დააჯარიმა კომენდანტის საათის დარღვევისთვის
შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 79 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 20 მაისის 21 საათიდან 21 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 74 მოქალაქე დააჯარიმა, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 4 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ, ასევე, თვითიზოლაციის …
Continue reading “პოლიციამ 74 მოქალაქე დააჯარიმა კომენდანტის საათის დარღვევისთვის”
კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს – რას ამბობენ ვიცე-სპიკერი და იურისტები
„კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს და საპროტესტო აქციების გამართვაც შეიზღუდოს…“ – ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, გურამ იმნაძე ახალ რეგულაციებზე, რომელიც რამდენიმე დღეში შესაძლოა ძალაში შევიდეს. 19 მარტს, ბიურომ დაარეგისტრირა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას უნდა მიეცეს …
Continue reading “კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს – რას ამბობენ ვიცე-სპიკერი და იურისტები”
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება – გახარია
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება – ამის შესახებ დღეს, 21 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, გარკვეული შეზღუდვები, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული. „ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება, ის პერიოდი, რომელზეც დღეს დაზუსტებით ვერავინ ვერ ამბობს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ …
Continue reading “საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება – გახარია”
გახარია: არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 19 მაისს, კახეთში ყოფნისას განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას. „ჩვენ სხვებთან შედარებით COVID-19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედების გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ და რაც უკვე განვაცხადეთ, მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ კოვიდი დაამარცხა. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ეკონომიკური …
Continue reading “გახარია: არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი”
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე კიდევ 92 მოქალაქე დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 92 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე კიდევ 92 მოქალაქე დააჯარიმეს”
რა ვადა აქვთ ავტომანქანების მფლობელებს სავალდებულო ტექინსპექტირებისთვის
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერებულია და ამ პერიოდში ანუ 22 მაისის ჩათვლით, მფლობელებს არ აჯარიმებენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 22 მაისის შემდეგ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება. შესაბამისად, ავტომობილების მფლობელები ვალდებული იქნებიან, სატრანსპორტო საშუალებებს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარონ. კონკრეტულად, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი/განმეორებითი) სავალდებულო იყო 2020 წლის …
Continue reading “რა ვადა აქვთ ავტომანქანების მფლობელებს სავალდებულო ტექინსპექტირებისთვის”
პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 98 მოქალაქე დააჯარიმა
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 99 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 98 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 1 პირი დააჯარიმეს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას …
Continue reading “პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 98 მოქალაქე დააჯარიმა”
რეკომენდაციები სილამაზის სალონებისთვის, რომლებიც 18 მაისს გაიხსნება
ორშაბათიდან, 18 მაისიდან, სილამაზის სალონებს შეუძლიათ განაახლონ მუშაობა, თუმცა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 15 მაისის ბრძანებით დაამტკიცა: [red_box]ძირითადი რეკომენდაციები:[/red_box] რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად, რომ არ მოხდეს …
Continue reading “რეკომენდაციები სილამაზის სალონებისთვის, რომლებიც 18 მაისს გაიხსნება”
კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ კიდევ 84 მოქალაქე დააჯარიმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 84 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ კიდევ 84 მოქალაქე დააჯარიმა”
პირველი სხდომა საკონსტიტუციოში საგანგებო რეჟიმის შემდეგ, საგანგებოს ერთ-ერთ შეზღუდვაზე
სამართლიანი იყო თუ არა მარნეულსა და ბოლნისში გადაადგილების შეზღუდვა – ამ საკითხზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 15 მაისს, დაიწყო. ეს პირველი სხდომაა საკონსტიტუციოს სხდომათა დარბაზში მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული სხვადასხვა აქტი ჯამში ხუთმა მოქალაქემ და ორგანიზაციამ გაასაჩივრა. ერთ-ერთი სარჩელის არსებითად განხილვაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე უარი თქვა – საქმე ეხებოდა …
ქორწილები და ქელეხები ისევ აკრძალულია
მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადით, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. იკრძალება ასევე სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან [მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა]. 18 მაისამდე კი, ასევე, აკრძალულია 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრება და ანალოგიური ღონისძიებები, რაც 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთანაა დაკავშირებული. საგანგებო მდგომარეობა …
მოქალაქემ 3 ათასი ლარით დაჯარიმება გაასაჩივრა – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ
საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე თეკლა დავითულიანს უარი უთხრა სარჩელის არსებითად განხილვაზე. ეს ის მოქალაქეა, რომელიც 4 აპრილს სამ მეგობართან ერთად შეკრებისთვის დააჯარიმეს 3 ათასი ლარით. თეკლა დავითულიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული სხვადასხვა სამართლებრივი აქტი კიდევ ოთხმა მოქალაქემ გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში. მოქალაქე თეკლა დავითულიანი მიიჩნევდა, რომ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი განვითარების უფლება და არ …
Continue reading “მოქალაქემ 3 ათასი ლარით დაჯარიმება გაასაჩივრა – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ”
კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 89 პირი დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 13 მაისის 21 საათიდან 14 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 89 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 89 პირი დააჯარიმეს”
სამზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა უქმდება, თუმცა ეს არ ეხება ავტომობილს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან, 18 მაისიდან, საქართველოში იხსნება შეზღუდვა სამზე მეტი ადამიანის შეკრებაზე, თუმცა ეს შეზღუდვა ძალაში რჩება ავტომობილებთან მიმართებაში. „მოიხსნება შეზღუდვა სამ ადამიანზე მეტის შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე ღია სივრცეებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილებაზე ავტომობილით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზე დიდი ეპიდემიოლოგიური აზრი, …
Continue reading “სამზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა უქმდება, თუმცა ეს არ ეხება ავტომობილს”
რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან და რა რჩება ძალაში – მოკლედ
დღეს, 11 მაისიდან, კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. [checklist] დღეიდან მოიხსნა შეზღუდვა თბილისში შესვლასა და გასვლასთან დაკავშირებით გაიხსნა ყველა სახის წარმოება, მათ შორის, საგამომცემლო საქმიანობა 11 მაისიდან გახსნის უფლება აქვთ ღია მოსასვენებელ და სარეკრეაციო ზონებსაც იხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით …
Continue reading “რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან და რა რჩება ძალაში – მოკლედ”
დღეს ქობულეთის 6 სოფელი გაიხსნა – აქ თერმოსკრინინგი 33 788 ადამიანს ჩაუტარდა
დღეს, 8 მაისს, ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლებშიც ექვსი სოფელი შედის, შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ გუშინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძე „ბათუმელებთან“ თქვა, შეზღუდვების მოხსნა ნაკარნახევი იყო იმით, რომ ადმინისტრაციული ერთეულების ჩაკეტვის დღიდან, რომელიც 12 აპრილს დაიწყო, კორონავირუსით ინფიცირებული პირების დაახლოებით 570-ზე მეტი კონტაქტი და სავარაუდო კონტაქტი ოპერატიულად იყო გამოკვლეული. „ეს იყო საჭირო …
Continue reading “დღეს ქობულეთის 6 სოფელი გაიხსნა – აქ თერმოსკრინინგი 33 788 ადამიანს ჩაუტარდა”
1 საათით შემოწმება 14-დღიანი კარანტინის ნაცვლად – როგორ გაკონტროლდება საზღვარი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო უცხოელ ტურისტებს 1-ლი ივლისიდან მიიღებს. თუმცა მანამდე უნდა გაძლიერდეს საზღვარზე კონტროლი და შემომსვლელი თითოეული ადამიანის შემოწმებას კოვიდზე 1 საათზე მეტი დრო არ უნდა დასჭირდეს. „ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი. პირველ რიგში, ეს არის საზღვარი. როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი და აქ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე …
Continue reading “1 საათით შემოწმება 14-დღიანი კარანტინის ნაცვლად – როგორ გაკონტროლდება საზღვარი”
ბათუმში ბლოკპოსტები რჩება – ავტომანქანით გადაადგილების წესებს გააკონტროლებენ
5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები საგუშაგოები და შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კომენდანტის საათის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვას გააკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საგუშაგოებზე ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი. 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაზე პრემიერ-მინისტრმა …
Continue reading “ბათუმში ბლოკპოსტები რჩება – ავტომანქანით გადაადგილების წესებს გააკონტროლებენ “
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 108 პირი დააჯარიმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 108 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 78 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე …
Continue reading “პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 108 პირი დააჯარიმა”
მეწარმეებმა აკრძალული საქმიანობის გასაგრძელებლად განაცხადი უნდა შეავსონ
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იმ მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მთავრობის #181 დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელებით არიან დაინტერესებულნი, საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს ელექტრონული რეგისტრაციის ფორმის შესავსებად. განაცხადის ფორმის [ინსპექტირების ეტაპი] შევსება შესაძლებელია ამ ბმულზე იმ მეწარმეებს, რომლებმაც უკვე შეავსეს განაცხადის ფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე, სამინისტროს ინფორმაციით, …
Continue reading “მეწარმეებმა აკრძალული საქმიანობის გასაგრძელებლად განაცხადი უნდა შეავსონ”
საქართველოდან უცხოელთა გაძევების პროცედურები შეჩერებულია
შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 1-ლი მაისის ბრძანებით, შეჩერდა საქართველოდან უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გაძევების პროცედურები. ეს პროცედურები შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის ვადით და განახლდება ამ მდგომარეობის გაუქმებისთანავე. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული. მინისტრის ბრძანების მიხედვით, შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი …
Continue reading “საქართველოდან უცხოელთა გაძევების პროცედურები შეჩერებულია”
როგორი იყო ჰაერის ხარისხი უმანქანო ბათუმში და როგორია ახლა
ბათუმში და, ზოგადად, ქვეყანაში, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი. ჰაერში იმ რაოდენობით და ის დამაბინძურებლები ვეღარ ხვდება, რაც თან ახლავს მშენებლობებსა თუ ტრანსპორტის გამონაბოლქვს. სხვადასხვა აკრძალვის პარალელურად ქვეყანაში 31 მარტიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა, 17 აპრილიდან 27 აპრილამდე კი, სრულად აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა [ზოგი გამონაკლისის გარდა]. ბათუმის შემთხვევაში შევადარეთ …
Continue reading “როგორი იყო ჰაერის ხარისხი უმანქანო ბათუმში და როგორია ახლა”
28 აპრილის საღამოს 9 საათიდან ბათუმი ისევ ჩაიკეტება – ვის შეეძლება გასვლა-გამოსვლა
დღეს, 28 აპრილის, საღამოს 9 საათიდან, ბათუმი კვლავ ჩაიკეტება, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომლის რეგისტრაციის ადგილი არ არის ბათუმი [ანუ, ჩაწერილი არ არის ბათუმში] ქალაქში ვეღარ შემოვა. ასევე, ქალაქიდან ვერ გავა ის მოქალაქე, ვინც ბათუმში იმყოფება და აქვეა ჩაწერილი. ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა, საქართველოს მთავრობის …
კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლით ძალაშია – პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა „რუსთავის 2“-ის პირდაპირ ეთერში კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შეზღუდვების გეგმაში არ იყო დასახელებული კომენდანტის საათის და, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნის კონკრეტული დრო, რადგან ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. „ეს ყველაფერი რჩება ძალაში, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით. როგორც ვიცით, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადაიწია 22 მაისის ჩათვლით, რაც …
Continue reading “კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლით ძალაშია – პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი”
შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღვიქვათ როგორც კოვიდ-19-ზე გამარჯვება – ჩიქოვანი
27 აპრილიდან დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი, რაც ნიშნავს, რომ დღეიდან შესაძლებელია მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება და ტაქსებით ოპერირება. ასევე შესაძლებელია ონლაინვაჭრობა და ამოქმედდება აგრარული ბაზრები. „აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან როგორც კოვიდ-19-თან ბრძოლაში გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი და შესაძლებლობა, რომელიც გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ …
Continue reading “შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღვიქვათ როგორც კოვიდ-19-ზე გამარჯვება – ჩიქოვანი”
ვის უნდა დაუკავშირდეთ, თუ ბათუმიდან გინდათ გასვლა სასოფლო სამუშაოებისთვის
29 აპრილიდან ძალაში რჩება ბათუმში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვა. ეს იმას გულისხმობს, რომ ბათუმში რეგისტრირებული პირი ვერ გავა ქალაქიდან, ხოლო ბათუმში არარეგისტრირებული პირი ვერ შემოვა ქალაქში. არის გარკვეული გამონაკლისებიც, მაგალითად, ბათუმში რეგისტრირებული პირის ბათუმიდან გასვლა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, თუმცა გარკვეულ საათებში. თუ ბათუმში რეგისტრირებულ პირს ქალაქგარეთ [აჭარის ტერიტორიაზე ან სხვა რეგიონში] აქვს ნაკვეთი და ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, …
Continue reading “ვის უნდა დაუკავშირდეთ, თუ ბათუმიდან გინდათ გასვლა სასოფლო სამუშაოებისთვის”
27 აპრილს ბათუმში თევზის ბაზარი გაიხსნება, აგრარული – არა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, ბათუმის ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება. თუმცა სავაჭრო ცენტრ „ბონის“ ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აგრარული [ე.წ. ბონის] ბაზარი, მაიაკოვსკის ქუჩაზე, 27 აპრილს არ გაიხსნება. „ჩვენ გვქონდა შეხვედრები სამინისტროშიც ამ თემაზე. არის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ და ამისთვის ვემზადებით, 2-3 დღე კიდევ დაგვჭირდება. სავარაუდოდ პირველი მაისისთვის ბაზარი, …
Continue reading “27 აპრილს ბათუმში თევზის ბაზარი გაიხსნება, აგრარული – არა”
27 და 28 აპრილს 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლა ნებადართულია – გამონაკლისი
ორშაბათს და სამშაბათს [27 და 28 აპრილს], ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში მოქალაქეებისთვის შესვლა-გამოსვლა, გამონაკლისის სახით, შესაძლებელი იქნება. 27 აპრილიდან დაშვებულია ასევე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ დასახლებებისა, სადაც კარანტინია გამოცხადებული. პარალელურად, ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის გამო არის შემოღებული [მაგალითად, მანქანაში დაშვებულია მძღოლის ჩათვლით მაქსიმუმ 3 პირი და …
Continue reading “27 და 28 აპრილს 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლა ნებადართულია – გამონაკლისი”
25 აპრილს 65 პირი დაჯარიმდა კომენდანტის საათის დარღვევისთვის
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა, 65 მოქალაქე კი დაჯარიმდა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ დააჯარიმა 20 პირი. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. ასევე, გამკაცრებულია …
Continue reading “25 აპრილს 65 პირი დაჯარიმდა კომენდანტის საათის დარღვევისთვის”
კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 2000, საგანგებო მდგომარეობაში კი, 3000 ლარი – ცვლილება კანონში
2020 წლის 2 მაისიდან, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. მაგრამ, თუ ეს წესი საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, ჯარიმა შესაბამისად იქნება – 3 ათასი ლარი ფიზიკური პირის შემთხვევაში და 15 ათასი ლარი – იურიდიული პირის შემთხვევაში. პარლამენტმა შესაბამისი ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ …
„ცოტა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ“ – გახარია სასულიერო პირების მანქანების საშვებზე
„…აღდგომის ღამეს, მაგალითად, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, ტაძრებამდე მისულიყვნენ. ეს არის კომპრომისი, ის ბალანსი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას და პანდემიას. ეს ჩვენი ქვეყნის გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ“ – აღნიშნა პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მას მართლმადიდებელი ეკლესიის …
Continue reading “„ცოტა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ“ – გახარია სასულიერო პირების მანქანების საშვებზე”
საქალაქთაშორისო გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, გამონაკლისია 2 დღე – მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომანქანებით გადადგილება, თუმცა საქალაქთაშორისო გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. „ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვა მსუბუქ ავტორანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და …
Continue reading “საქალაქთაშორისო გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, გამონაკლისია 2 დღე – მთავრობა”