მთავარი,სიახლეები

სამზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა უქმდება, თუმცა ეს არ ეხება ავტომობილს

14.05.2020
სამზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა უქმდება, თუმცა ეს არ ეხება ავტომობილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან, 18 მაისიდან, საქართველოში იხსნება შეზღუდვა სამზე მეტი ადამიანის შეკრებაზე, თუმცა ეს შეზღუდვა ძალაში რჩება ავტომობილებთან მიმართებაში.

„მოიხსნება შეზღუდვა სამ ადამიანზე მეტის შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე ღია სივრცეებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილებაზე ავტომობილით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზე დიდი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაშიც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა, პროფესიონალების რეკომენდაციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან საქართველოში გაიხსნება სილამაზის სალონები.

საგანგებო მდგომარეობა და მის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გასტანს. ჯერ კიდევ უცნობია, როდის დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საქართველოში,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, 31 მარტს აიკრძალა.

ქვეყანაში ისევ მოქმედებს კომენდანტის საათი – საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: