რას აშენებენ ბათუმის იახტკლუბთან – პროექტი, რომელიც 9 წლის წინ დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა

ლაუნჯი, ყავის ბარი, საქმიანი ზონა, დამხმარე ბლოკი, ტექნიკური და სასაწყობე სივრცეები – სწორედ ამას მოიცავს ნაგებობა, რომლის მშენებლობაც ბათუმის ნავმისადგომთან მიმდინარეობს. მშენებლობა იახტკლუბის განვითარების პროექტის შემადგენელი ნაწილია. ეს პროექტი კი 2017 წელს დაიგეგმა და თავდაპირველი შეთანხმებით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობამ  ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად 20-წლიანი …

ბათუმში ჭაჭა თაუერს დანგრევა დაიწყეს

ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარედ ჭაჭა თაუერს ანგრევენ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ არსებული სკვერის კონცეფცია ბათუმის მერიას შპს „ბათუმი რივიერამ“ წარუდგინა. კომპანიის განცხადებით, პარკის კონცეფცია, რომელიც „ქალაქის საკუთრება იქნება“ საკრებულომ მოიწონა. ჭაჭა თაუერის დანგრევას სწორედ ეს კონცეფცია ითვალისწინებს. საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, სკვერის კონცეფცია მოიცავს ე.წ. „ბურუნ-თაბიეს“ ტერიტორიას, რომელიც ერთი მხრიდან …

1 ლარად გასხვისებული იახტკლუბის მოწყობა ისევ გადაიდო – რა თანხას კარგავს ბიუჯეტი

ბათუმის იახტკლუბის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, აჭარის მთავრობამ 2026 წლის ივლისამდე გადადო. კომპანია „რივიერა“ [შემდგომში „ბათუმი რივიერა“], რომელსაც აქ მინიმუმ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, იახტკლუბს და მიმდებარე ტერიტორიას მეხუთე წელია სარგებლობს. სარგებლობაში კი, 2017 წელს, არც მეტი არც ნაკლები, 1 ლარი აქვს გადახდილი. „რივიერა“ 1 ლარად იჯარით აღებულ …

რა პირობით გადასცეს „რივიერა ბიჩს“ ბათუმში პლაჟი 17 წლით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „რივიერა ბიჩს“, რომელიც „სილქროუდის“ შვილობილია, იახტკლუბთან ახლოს პლაჟის ნაწილი 2037 წლამდე იჯარით გადასცა. პლაჟის მიმდებარედ „რივიერა ბიჩი“ კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს, რომელიც ასევე 2037 წლამდე იჯარით აქვს გადაცემული. ამ ნაკვეთზე კლუბი „ივერია ბიჩია“ განთავსებული. ჯამში ამ კომპანიაზე ზღვის პირას 5 093 კვ/მ ტერიტორიაა გადაცემული. უშუალოდ პლაჟით სარგებლობისთვის სასტუმრო „რედისონის“ …

საიამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე სასამართლოს მიმართა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საია მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას მოითხოვს. საიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ და ორგანიზაცია „ბათომმა“  საიას დახმარებით შეიტანეს. „დღეიდან დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს. სასამართლოში მშენებლობის ნებართვის ბათილად …

არსებობს პროტესტი, ჩაგვრთეთ განხილვაში – მიმართვა ლაშა კომახიძეს

საზოგადოება „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მორიგი განცხადებებით მიმართავს. სამოქალაქო ორგანიზაცია ითხოვს „რივიერა“-ს მიერ მერიისთვის წარმოდგენილი პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებაში ჩართონ საზოგადოეა. ორგანიზაციის განცხადებს, რომელიც ბევრ ტექნიკურ დეტალს შეიცავს, განცხადების ტექსტს ამის მიუხედავად უცვლელად გთავაზობთ: 2019 წლის 22 აგვისტოს,  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  მიიღო დადგენილება …

„ბათუმი რივიერამ“ მერიას პროექტის არქიტექტურული ნაწილის შესათანხმებლად მიმართა

შპს „ბათუმი რივიერამ“ მერიას პროექტის არქიტექტურული ნაწილის შესათანხმებლად მიმართა. ამის შესახებ ბათუმის მერიის ვებგვერდზეა ასახული. როგორც ვიცით, კომპანიის პროექტი მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, ამიტომაც ნებართვის მისაღებად კომპანიამ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოს, თუმცა ასევე აქვს ვალდებულება, პროექტი მუნიციპალიტეტსაც შეათანხმოს. პროექტი უნდა განიხილოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც, რადგან ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია. კომპანია „სილქ …

„რივიერას“ გამოსყიდვა ან ადგილმონაცვლეობა – ენმ-ს ინიციატივა მთავრობას

„რივიერას“ ტერიტორიის გამოსყიდვა ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა – ამ ინიციატივით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას და ბათუმის საკრებულოს მიმართავს. „ბათუმის რივიერაზე“, სადაც ამ დრომდე არაერთი საპროტესტო აქცია იმართება, დღეს, 22 ოქტომბერს, ენმ-ს წევრმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგი მოაწყო. გიორგი კირთაძე ფიქრობს, რომ კომპანიამ, რომელიც ახლა „რივიერას“ ფლობს, შესაძლებელია  მიწის ნაკვეთი  ახალი ბულვარის მიმდებარედ მიიღოს, სადაც ტერიტორია თავისუფალია. …

„ყავის სმა ბათუმი რივიერას წინააღმდეგ“ – სამოქალაქო აქტივისტების აქცია

ავტორი: მარიამ მუთიძე დღეს ბათუმელი აქტივისტები ქალაქის ერთ-ერთ ძველ კაფეში შეიკრიბნენ და გამართეს აქცია „ყავის სმა რივიერას წინააღმდეგ“. საზოგადოება „ბათომის“ წევრს, შოთა გუჯაბიძეს, ჰქონდა „ლაივი“ „საზოგადოება ბათომის“ ფეისბუქგვერდზე. მოქალაქეებმა გააკეთეს კომენტარები დღეს საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილების შესახებ. შეგახსენებთ, დღეს, 22 აგვისტოს ბათუმის საკრებულოში პროექტ „ბათუმი რივიერას“ განხილვა ხმაურის ფონზე ჩაიარა. საკრებულომ დადგენილება მიიღო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, …

15 აგვისტოს მერიაში რივიერას პროექტის საჯარო განხილვა მოეწყობა

ხვალ, 15 აგვისტოს, დილის ათ საათზე, ბათუმის მერია რივიერას პროექტის საჯარო განხილვას იწყებს. ბათუმის საკრებულომ 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც  ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. ეს პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს. “საჯარო განხილვის მიზანია დაინტერესებული პირების მხრიდან საკუთარი მოსაზრებების წარდგენა განაშენიანების …

„რივიერას“ საკითხზე პოზიციის დასაფიქსირებლად 3 წუთი გექნებათ – გრგ-ს საჯარო განხილვა

2019 წლის პირველ აგვისტოს, დღის 11 საათზე, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ („რივიერას“) პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. „ფორმატით გათვალისწინებულია: კომპანია შპს „ბათუმი-რივიერას“ წარმომადგენლის მიერ პროექტის პრეზენტაცია [20 წუთი]; საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოსაზრების წარდგენა [10 წუთი]. საზოგადოებრივი …

“რივიერა ცათამბჯენების გარეშე” – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 20 ივლისს, 19 საათზე, რივიერას გადასარჩენად ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება. „არა ბათუმის ჩაბეტონებას! დაიცავი ძველი ბათუმი! ბათუმი ცათამბჯენების წინააღმდეგია!“ – ასეთია აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები. „ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე “სილქ როუდ ჯგუფს” მწვანე შუქი აუნთო ქალაქის თვიმმართველობამ. უგულებელყო ბათუმელების მოთხოვნა – შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე, ზღვაზე გადასასვლელი, საიდანაც ქალაქი ნიავდება და ხედავს …

საკრებულომ „რივიერას“ გრგ-ის დამტკიცებაზე საქმისწარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებს, რადგან, მათი თქმით, კენჭისყრა პროცედურის დარღვევით წარიმართა. ამ გადაწყვეტილებით ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების მომზადებას ავალებს მერიას, შემდეგ ეტაპზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება …

„ბათომის“ მიმართვა: ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ბათუმელებს, რივიერა კი ჩვენია

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე მსჯელობას იწყებს. საზოგადოება „ბათომი“ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიმართავს ქალაქის თვითმმართველობას. „მოვითხოვთ, ქალაქის მმართველობამ უარი თქვას ქალაქის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაზე, რითაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება ბათუმის კონცხზე – რივიერაზე. ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ბათუმელებს, რივიერა კი ჩვენია, ისტორიული ბათუმის ნაწილია, ერთადერთი დარჩენილი სივრცეა, რითაც …

„რივიერაზე“ მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერია არ გასცემს – მერიის განმარტება

ბათუმის საკრებულო 16 ივლისის სხდომაზე, სავარაუდოდ, „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე იმსჯელებს. შესაბამისი პროექტები ბათუმის მერიამ საკრებულოში უკვე გადააგზავნა. მერიამ „რივიერას“ [იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიის] გრგ-ზე მუშაობა შპს „ბათუმი რივიერას“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. კომპანია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილია, ამ ტერიტორიაზე 42-სართულიანი „სილქ თაუერისა“ და კიდევ რამდენიმე შენობის აშენებას გეგმავს. გრგ საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, …

ბათუმი რივიერას განხორციელება არანაირ რისკებთან არ არის დაკავშირებული

გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბათუმი რივიერას ტერიტორიაზე მშენებლობა რაიმე რისკებთან იყოს დაკავშირებული. სილქ როუდ ჯგუფის პროექტი –  „ბათუმი რივიერა“ ოთხ ფაზად განხორციელდება. პროექტში საერთო ინვესტიცია 1 მილიარდი ლარსს შეადგენს. პირველი ეტაპის ღირებულება 75 მილიონი დოლარია და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტკლუბის, ხელოვნური ტბისა და ორი ჰექტარი ფართობის პარკის მოწყობას. პარკი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, როგორც ბულვარის …

გაეროს დაფინანსებული კვლევა: სახიფათოა ბათუმის კონცხზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა

„დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“, – ასეთი დასკვნა სპეციალისტებმა UNDP-ის მიერ  დაფინანსებული კვლევის საფუძველზე დადეს. კვლევა 2013 წელსაა ჩატარებული, მაშინ როცა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამ ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერად მუშაობდა. ახლა სწორედ ლაშა კომახიძემ …

„ბათომის“ წერილი ლაშა კომახიძეს 

ბატონო ლაშა, ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის ე.წ. “რივიერას” ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის  საპროექტო დავალების გაცემას ჩვენ – „ბათომი“ და სამოქალაქო აქტივისტები, ბათუმის საკრებულოს შევეწინააღმდეგეთ და ახლაც ვეწინააღმდეგებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ტერიტორია 1987 წლიდან ისტორიული დაცვის ზონაშია მოქცეული. „რივიერას“ ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას  ადასტურებს სხვადასხვა წლებში (1994, 2006, 2015, 2017) ჩატარებული არაერთი კვლევა და დოკუმენტი. 2018 წლის …

რა თქვა ლაშა კომახიძემ რივიერას ზონიდან ამოღებაზე – კმდს სხდომის ოქმის ჩანაწერი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს [კმდს] საბჭოს გაფართოებული სხდომა 2019 წლის 15 თებერვალს თბილისში გაიმართა. სხდომაზე „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტზე“ იმსჯელა. ამ დოკუმენტში, ბათუმის „რივიერას“ ტერიტორია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონიდან ამოღებულია, თუმცა ტერიტორიის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოღებას ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა. სხდომის ოქმის ჩანაწერის მიხედვით, „რივიერას“ ტერიტორიის …

რატომ არ ეთანხმება ICOMOS საქართველოს ხელმძღვანელი რივიერას ზონიდან ამოღებას

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გაფართოებული სხდომა 2019 წლის 15 თებერვალს თბილისში გაიმართა. ამ სხდომაზე ეროვნული სააგენტოს სპეციალურმა საბჭომ ერთადერთ საკითხზე – „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტზე“ იმსჯელა. ამ დოკუმენტში, ბათუმის „რივიერას“ ტერიტორია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონიდან ამოღებული იყო, თუმცა ტერიტორიის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოღებას ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა, …

ბათუმში „რივიერაზე“ „თავდაცვით ნაგებობას“ ძეგლის სტატუსი მოეხსნა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა „თავდაცვით ნაგებობას“ [მისამართი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიხედვით:  ქ. ბათუმი,  იაკობ გოგებაშვილის  ქ. N1; ფაქტობრივი მისამართი: ნინოშვილის ქ.]“. ბრძანება ძალაში გუშინ, 22 ნოემბერს შევიდა. ბრძანებას სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა გაფრინდაშვილი აწერს ხელს. „თავდაცვითი ნაგებობის“, როგორც ძეგლის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა …

ექსკავატორი „რივიერაზე“ – კომპანია დავალებას ითხოვს, მერია – დუმს

ექსკავატორი, რომელიც ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას, ნაკვეთის მესაკუთრის თქმით, მათ არ დაუქირავებიათ და იქ ამ დროისთვის რაიმე სამუშაოებს არ ახორციელებენ. ეს ტერიტორია, სადაც 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი, „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“ კი, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით …

„ბათომმა“ საკრებულოს „რივიერასთან“ დაკავშირებული პროცედურის შეჩერება სთხოვა

დღეს, 19 ოქტომბერს, საკრებულოს ღია კარის სხდომაზე  საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ, ნინო ინაიშვილმა საკრებულოს ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ დაგეგმილ სამშენებლო პროექტ „რივიერასთან“ დაკავშირებული პროცედურების შეჩერება სთხოვა. საპროექტო ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მოსამზადებლად გეგმარებითი დავალების გასაცემად ბათუმის მერიაში ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. ნინო ინაიშვილი მიიჩნევს, რომ წარმოება უნდა შეჩერდეს: „… საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და …

„ბათუმი-რივიერას“ გენგეგმაში ჭაჭის კოშკი არ არის – იახტკლუბთან 6 შენობის აშენება იგეგმება

ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიას „სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ დააგეგმარებს, ლანდშაფტური დიზაინის პროექტში კი ჭაჭის კოშკი გათვალისწინებული არ არის. გენერალური გეგმის მიხედვით, იახტკლუბთან, ხელოვნური ტბისა და ექვსი შენობის – საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების აშენებაა დაგეგმილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმა წარდგენილია ბათუმის მერიაშიც, რომელმაც პროექტის – „ბათუმი რივიერა“ საბოლოო ვარიანტი უნდა …

რივიერა, იახტკლუბი და ჭაჭის კოშკი – ტრამპ თაუერის ნაცვლად სილქ თაუერი (გენგეგმის პრეზენტაცია)

„ბათუმი რივიერას“, იახტკლუბისა და „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიებს „სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ ერთიანობაში დააგეგმარებს; „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე სკვერი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და გაკეთდება ხელოვნური ყურე [ლაგუნა], მოეწყობა კაზინო თუ სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები – ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმში, „ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმის …

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

კომპანია „ბათუმი რივიერამ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბათუმის იახტკლუბის განვითარების პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიის შემოღობვა და ბათუმის ნავსადგურის მხრიდან ოთხსართულიანი, დაახლოებით 18,5 მეტრი სიმაღლის შენობის აშენება, რომელშიც რესტორანი, საცურაო აუზი და სხვადასხვა დანიშნულების ოთახი განთავსდება. იგეგმება იახტებისთვის სპეციალური ბენზინგასამართი სადგურის მოწყობა. კომპანიაში და სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის პირველადი კონცეფცია, სამუშაო …

აჭარის მთავრობის მიერ 1 ლარად გაცემული იახტკლუბი მფლობელმა სხვას გადასცა

შპს „რივიერამ“, რომელსაც აჭარის მთავრობამ ბათუმის იახტკლუბი [მიმდებარე ტერიტორია] 1 ლარად 20 წლით გადასცა, ქონება განსაკარგავად სხვას – შპს „ბათუმის იახტ კლუბს“ მისცა. იახტკლუბის ტერიტორია „რივიერამ“ 19-წლიანი იჯარით გასცა. ეს კომპანია, ქონების იჯარით აღებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირეს თბილისში. შპს „ბათუმის იახტკლუბი“ მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში დააფუძნა შპს „იუ ჯი თი ჯგუფმა“ და კომპანიის დირექტორად …

ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას პატარაძემ 9456 კვ.მ მიწა პორტთან 1 ლარად გადასცა

ბათუმის ნავსადგურსა და „ალი და ნინოს“ ქანდაკებას შორის არსებული ტერიტორია [იახტკლუბი], აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ბრძანების საფუძველზე, 20 წლით სარგებლობაში „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად გადაეცა. ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. ამის შესახებ ფონდმა თავად განაცხადა. ზურაბ პატარაძემ, გუშინ, 4 აპრილს, „ბათუმელების“ …

რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე

„ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით,“ – გვითხრეს „სილქ როუდ ჯგუფში“. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ აპარტოტელი, რომლის მშენებლობაც ჯერ დაწყებული არ არის, 2020 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ იმ 21 ობიექტიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს პირდაპირი მიყიდვის წესით …

Exit mobile version