მთავარი,რეკლამა

ბათუმი რივიერას განხორციელება არანაირ რისკებთან არ არის დაკავშირებული

16.05.2019
ბათუმი რივიერას განხორციელება არანაირ რისკებთან არ არის დაკავშირებული

გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბათუმი რივიერას ტერიტორიაზე მშენებლობა რაიმე რისკებთან იყოს დაკავშირებული.

სილქ როუდ ჯგუფის პროექტი –  „ბათუმი რივიერა“ ოთხ ფაზად განხორციელდება. პროექტში საერთო ინვესტიცია 1 მილიარდი ლარსს შეადგენს. პირველი ეტაპის ღირებულება 75 მილიონი დოლარია და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტკლუბის, ხელოვნური ტბისა და ორი ჰექტარი ფართობის პარკის მოწყობას. პარკი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, როგორც ბულვარის ნაწილი. ტერიტორიას მიენიჭება სარეკრეაციო ზონის სტატუსი.

სილქ როუდ ჯგუფს ქვეყნის მასშტაბით არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება. ბათუმში ჩვენ უკვე წარმატებით ავაშენეთ სასტუმრო რადისონი,  ბათუმი რივიერა კი დარწმუნებულები ვართ ქალაქისთვის და რეგიონისთვის სრულიად ახალი ეტაპი იქნება. რივიერა შეძლებს ახალი სიცოცხლე შემოიტანოს ქალაქში, საკუთარი ინფრასტრუქტურით, იახტ კლუბით, საკონფერენციო დარბაზებით და კონგრეს ცენტრით იგი მოიზიდავს საშუალო და მაღალ შემოსავლიან ტურისტების სეგმენტს ოთხივე სეზონზე. ქვეყნისთვის ასეთ საპასუხისმგებლო პროექტის განხორციელებისას პირველ რიგში ჯგუფი არის დაინტერესებული, რომ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით განხორციელდეს ინვესტიცია.  რისკების გამოსარიცხად ჩავატარეთ რამდენიმე კვლევა, მოვიწვიეთ დარგის საუკეთესო სპეციალისტები და მოვამზადეთ არსებული გრუნტისთვის შესაბამისი პროექტები:

  • გეოლოგიური კვლევა, შემსრულებელი კომპანია – „რუკა მეფინგი“;
  • სეისმური საშიშროების შეფასება, გრუნტის ლოკალური აგებულების და საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების შესწავლა გეოფიზიკური საძიებო მეთოდებით, შემსრულებელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • კონსტრუქციული პროექტის კონცეფცია, შემსრულებელი კომპანია – „GIPN”;
  • კონსტრუქციული პროექტის სქემატური და დეტალური ნაწილები (დამუშავების პროცესშია), შემსრულებელი კომპანია – „პროგრესი“

ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, ვთანამშრომლობთ იტალიური კომპანია collecelli-სთან, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს და სხვა პროექტებთან ერთად მუშაობს ვენეციის პორტის რეაბილიტაციაზეც. აღნიშნული კომპანია გამოიკვლევს ზღვის ფსკერს 200 მეტრის რადიუსში, შეაფასებს და რეკომენდაციას გასცემს კონსტრუქციულ გადაწყვეტებზე.

წინასწარი კონსულტაციები გავლილია და პროექტის განხორციელება არანაირ რისკებთან არ არის დაკავშირებული.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: