კადიროვი კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩეჩენ კაცებს მოუწოდა, წვერი დაიმოკლონ და „რელიგიის შესაბამისად“ ატარონ. კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ ქალებმაც ისლამური ნორმების შესაბამისად უნდა ჩაიცვან და ის ეწინააღმდეგება არაბული ტანსაცმლის ტრადიციების მიბაძვას. ჩეჩნეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კადიროვმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი კაცი ძალიან გრძელ წვერს იზრდის, თუმცა ისინი არ ესწრებიან პარასკევის ლოცვას მეჩეთში. მისი თქმით, ამ დროს ეს …

კადიროვი უარყოფს ინფორმაციას, რომ თირკმლები გაეთიშა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, უარყო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და თირკმლის უკმარისობის შესახებ, რომელიც უკრაინულმა მედიამ სადაზვერვო სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. „ამბობენ, რომ თირკმელები გამეთიშა და საავადმყოფოში ვარ… ტელევიზიითა და სოციალურ მედიაში ჩემი ნახვის შემდეგაც კი, ისინი კვლავ ამტკიცებენ, რომ ავად ვარ და ვკვდები“ – კადიროვის ციტატას რუსული მედია ავრცელებს. ასევე, მედიის ცნობით, მან …

კადიროვს თირკმლები გაეთიშა – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. აღნიშნულ ინფორმაციას მედია უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კადიროვი, სავარაუდოდ, ჩეჩნეთში, საკუთარ საავადმყოფოში იმყოფება და მის სანახავად ოჯახის წევრები, მათ შორის უცხოეთიდანაც, მივიდნენ. უკრაინული გამოცემა РБК-Украина თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კადიროვს თირკმლები გაეთიშა და კრემლი მის შემცვლელს ეძებს. აქამდე გავრცელებული …

კადიროვმა დააჯილდოვა შვილი, რომელიც მისი მოადგილეა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, უფროს შვილს, აიშატ კადიროვას ჯილდო გადასცა ჩეჩნეთსა და ოკუპირებულ დონბასის რეგიონებს შორის „თანამშრომლობის გაძლიერებისთვის”. 24 წლის აიშატ კადიროვა კადიროვმა გასულ წელს ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის, ანუ თავის მოადგილედ დანიშნა. ეს არ არის აიშატ კადიროვას პირველი ჯილდო, რომელიც მიიღო მამისგან, როგორც ჩეჩნეთის პირველი პირისგან. მანამდე იგი კადიროვმა  ე.წ. DPR-ის რეგიონებში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანისთვის …

კადიროვმა თქვა, რომ უკრაინელ ტყვეებს გაცვლის, თუ მის ოჯახს აშშ სანქციებს მოუხსნის

5 იანვარს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინელი ტყვეების გადასაცემად, თუ მისი ოჯახის წევრებს სანქციებს მოუხსნიან – წერს რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასი“. ამის შესახებ კადიროვმა გროზნოში განაცხადა, ღონისძიებაზე, რომელშიც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები ესწრებოდნენ და წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა. ღონისძიებას ესწრებოდა გაეროს ყოფილი ინსპექტორი სკოტ რიტერი. „ჩვენ გვყავს ტყვეები, რომლებიც წამოვიყვანეთ დონეცკიდან და …

კადიროვის 16 წლის შვილი სამხედრო ბატალიონის კურატორად დანიშნეს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 16 წლის შვილი ადამი დაინიშნა შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის კურატორად – აცხადებს რუსეთის სახელმწიფოს დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი, კადიროვის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე. „ეს დანიშვნა კანონზომიერი შედეგია ადამის მოღვაწეობის ჩვენი ხალხის კულტურული, რელიგიური და ოჯახური ღირებულებების დაცვის საქმეში“, – აღნიშნა დელიმხანოვმა. ბატალიონი, რომლის კურატორობაც 16 წლის ადამ კადიროვს ანდეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში …

კადიროვმა კიდევ ერთი, 18 წლის შვილი სპორტის მინისტრის მოადგილედ დანიშნა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შვილი, 18 წლის ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა – ამის შესახებ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ დაუდოვმა განაცხადა ტელეგრამზე. „დარწმუნებული ვარ, რომ მისი ამ საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნა ხელს შეუწყობს სამინისტროს საქმიანობის დონისა და ხარისხის ამაღლებას სპორტის განვითარებაში, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში, ახალგაზრდა თაობის პატრიოტულ, სულიერ და მორალურ აღზრდაში“ – წერს …

კადიროვმა 15 წლის შვილი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თავისი 15 წლის შვილი, ადამ კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რამზან კადიროვმა ტელეგრამზე 25 სექტემბერს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მისი შვილი, ადამ კადიროვი, ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველს სასტიკად სცემს და დაწერა, რომ ამაყობს საკუთარი შვილით.  ამ ვიდეოს რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებათა …

კადიროვის 15 წლის შვილმა პატიმარს სცემა – ვიდეო ჩეჩნეთის ლიდერმა გამოაქვეყნა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ტელეგრამზე 25 სექტემბერს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც, როგორც თავად აცხადებს, მისი 15 წლის შვილი ადამ კადიროვი ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველს სასტიკად სცემს. რამზან კადიროვი წერს, რომ ამაყობს საკუთარი შვილით, რომელიც, ვიდეოს თანახმად, გამეტებით ურტყამს სავარაუდოდ იზოლატორში მყოფ დაკავებულს. რუსეთის მოქალაქე, ვოლგოგრადელი ნიკიტა ჟურაველი ყურანის დაწვისა და „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის“ მაისში დააკავეს …

კრემლი კადიროვის ჯანმრთელობაზე: „ინფორმაცია არ გვაქვს“

ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება დაუდასტურებელი ცნობები ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ. დღეს, 18 სექტემბერს, კადიროვის ჯამრთელობის შესახებ შეკითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს. რუსული სამთავრობო მედიის, „ტასის“ ცნობით, პესკოვმა განაცხადა, რომ რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმე. „ამ საკითხზე ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. …

„მოუხსენით დედაჩემს სანქციები, არ გაპატიებთ“ – კადიროვის მიმართვა აშშ-ს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მოითხოვს, მოუხსნან სანქციები დედამისს, თორემ ამას „უპასუხოდ არ დატოვებს“. კადიროვმა ტექსტური და ვიდეომიმართვა ტელეგრამში, თავის არხზე გამოაქვეყნა. „მე უკვე აღარ მიკვირდა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის გადაწყვეტილებები ალოგიკურ სანქციებზე და უცებ ისევ – ახლა ჩემი ძვირფასი დედაა სიაში. ის, რომ ის მარტო საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული, მთელმა მსოფლიომ იცის. პირველი და მეორე ჩეჩნური …

როგორ ეხმაურება კადიროვი პრიგოჟინის დაღუპვას, რომელსაც დიდი ხნის მეგობარს უწოდებს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ტელეგრამის საკუთარ ოფიციალურ არხზე ევგენი პრიგოჟინთან ერთად გადაღებულ ფოტოს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ჩეჩნეთის ლიდერი ევგენი პრიგოჟინს უწოდებს „დიდი ხნის მეგობარს“. კადიროვი პრიგოჟინზე წარსულ დროში საუბრობს. ის „ვაგნერის“ დამფუძნებლის მეგობრებსა და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „ევგენი ვიქტოროვიჩთან ხშირად გვიწევდა ურთულესი საკითხების გადაჭრა. ის სხვებისგან გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით, უნიკალური კომუნიკაბელურობით და შეუპოვრობით. ის გროზნოში …

რატომ იგონებს კადიროვი თავის მებრძოლებზე საგმირო ამბებს – ბრიტანეთის დაზვერვა

რამზან კადიროვი, კრემლისადმი ერთგულების ხაზგასასმელად, მუდმივად ცდილობს უკრაინის ფრონტზე თავისი მებრძოლების წარმოსახვითი წარმატებების „რეკლამირებას“ – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა თავის დღევანდელ ანგარიშში იუწყება. აღსანიშნავია, რომ საჯარო განცხადებებში კადიროვი იმის შესახებ ჰყვება, თუ როგორ ოსტატურად იბრძვის მის კონტროლქვეშ მყოფი ბატალიონი – „ახმატ-ვოსტოკი“ ზაპოროჟიეში, ორეხოვსკის მიმართულებით. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, კადიროვი თავისი კომენტარებით ცდილობს ხაზი გაუსვას ჩეჩნეთის ერთ-ერთი …

„კმარა ღრიალი. თქვი დრო, ადგილი და შევხვდეთ“ – კადიროველები პრიგოჟინის წინააღმდეგ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ჩეჩნეთიდან, კადიროვის გარემოცვის უახლოესმა წევრმა, ადამ დელიმხანოვმა დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელს, ევგენი პრიგოჟინს მოუწოდა შეწყვიტოს „ყვირილი და ყბედობა“ და „დაასახელოს დრო და ადგილი“ შესახვედრად. დელიმხანოვმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა ტელეგრამზე პირველ ივნისს. იგი ვიდეოში ამბობს, რომ ამ მიმართვით პრიგოჟინს ეხმაურება. იგი შენობით მიმართავს „ვაგნერის“ მფლობელს და მას „ბლოგერს“ უწოდებს. „ვნახე ევგენი პრიგოჟინის მიმართვა, რომელშიც …

კადიროვი შიშობს, რომ პუტინის კეთილგანწყობას კარგავს – ISW

კადიროვი შიშობს, რომ კარგავს პუტინის კეთილგანწყობას, უკრაინაში ჩეჩნების საბრძოლო წარმატებების ნაკლებობის გამო – ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს 13 მარტის ანგარიშში. დღევანდელ ანგარიშში ანალიტიკოსები აანალიზებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეხვედრას, რომელიც 13 მარტს გაიმართა. სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კადიროვმა ეს შეხვედრა გამოიყენა უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების წარმატებების ხაზგასასმელად, …

როგორც კი პუტინი წავა, იჩქერია კადიროვთან ერთად ან მის გარეშე იქნება თავისუფალი – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ პუტინი როგორც კი აღარ იქნება რუსეთის პრეზიდენტი, იჩქერია გათავისუფლდება. „როგორც კი პუტინი აღარ იქნება [პრეზიდენტი], იჩქერია გახდება თავისუფალი ქვეყანა. კადიროვთან ერთად ან კადიროვის გარეშე. დამიჯერეთ, ეს მოხდება აუცილებლად და ძალიან, ძალიან სწრაფად. რადგან ეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რუსეთის ფედერაციასთან“, …

კადიროვმა მსოფლიო მუსლიმებს ჩინურად მიმართა და გვერდით დგომა სთხოვა

ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, მსოფლიოს მუსლიმებს ჩინურ ენაზე მოუწოდა „გააერთიანონ საერთო ძალისხმევა ნატოს წინააღმდეგ“. ამის შესახებ რუსული მედია კადიროვის ტელეგრამარხზე დაყრდნობით წერს. „ბოლო 100 წლის განმავლობაში შეერთებული შტატებისა და ევროპის ორგანიზებით დაიწყო ათობით ომი, სამხედრო გადატრიალება და შემოსევა. მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე გახდა მათი მსხვერპლი. თუმცა დღეისათვის ისინი კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან ანადგურებენ ყველა …

კადიროვმა აღიარა, რომ ხერსონში 23 კადიროველი მოკლეს და 58 დაჭრეს

ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა აღიარა, რომ 24 ოქტომბერს ხერსონში კადიროველთა ბაზაზე დარტყმის შედეგად მისი რაზმის 23 მებრძოლი დაიღუპა და 58 დაიჭრა. „ბევრმა იცის, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ერთ-ერთი ჩეჩნური დაჯგუფება საარტილერიო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ეს ხერსონის ოლქში მოხდა. სამაშველო სამუშაოები დასრულებულია და გვაქვს დაღუპულთა და დაჭრილთა საბოლოო სია. 23 მებრძოლი დაიღუპა და 58 დაიჭრა. ოთხ …

წადით უკრაინიდან და იჩქერიის დამოუკიდებლობა დაიცავით – დანილოვი კადიროვს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს მიმართავს და მოუწოდებს, მისმა მებრძოლებმა უკრაინა დატოვონ და საკუთარი მიწის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლონ. „ვიდრე გვიან არაა, წადით უკრაინიდან და იბრძოლეთ იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის – ეს საუკეთესო გარანტიაა, რომ რუსეთი მეორედ ვეღარ გაასწორებს მიწასთან ქალაქ ჯოხარს (გროზნო). თუ რუსეთი არ განადგურდება, ისინი დაბრუნდებიან, რათა ისევ …

გაიქეცი, დოყლაპიავ! – კადიროვი ზელენკის მიმართავს

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებზე ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხმაურების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტს ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მიმართავს. კადიროვი აცხადებს, რომ ის დღეს სავსებით კმაყოფილია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობით. „ზელენსკი წუწუნებს, რომ კიევისა და სხვა ქალაქების თავზე რაკეტები დაფრინავს. აბა, რა გეგონა ზელენსკი-დოყლაპიავ: შენთვის შეიძლებოდა და სხვებისთვის არა?“ – წერს კადიროვი ტელეგრამზე და უკრაინის პრეზიდენტს „8 წელი …

კადიროვის თქმით, თავის 16, 15 და 14 წლის შვილებს უკრაინაში ომში უშვებს

ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ამბობს, რომ ის საკუთარ არასრულწლოვან შვილებს – ახმადს, ელისა და ადამს უკრაინაში საომრად უშვებს. მისი თქმით, 16, 15 და 14 წლის ახმადს, ელისა და ადამს სპეციალური სამხედრო მომზადება აქვთ გავლილი სპეცრაზმის რუსული უნივერსიტეტის ბაზაზე, სადაც სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებას ასწავლიან. „არასრულწლოვნობა არ უნდა უშლიდეს ხელს ჩვენი სამშობლოს დამცველთა …

კადიროვის თქმით, ჩეჩნეთში მობილიზაცია არ იქნება: „რესპუბლიკამ გეგმა 254%-ით გადააჭარბა“

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რესპუბლიკაში მობილიზაცია არ იქნება. მისი თქმით, ჩეჩნეთმა „გეგმა 254%-ით გადააჭარბა“. ჩეჩნეთის მეთაურმა ეს განცხადება „სპეციალური ოპერაციის“ ოპერატიული შტაბის თათბირზე გააკეთა, რომელიც ჯერ ჩეჩნეთის ტელევიზიით გადაიცა, მოგვიანებით კი იგივე ტექსტი დაპოსტა თავის ტელეგრამის არხზე. კადიროვის თქმით, უკრაინის ომში უკვე წავიდა 20 000 ჩეჩენი, ამიტომ ჩეჩნეთმა „254%-ის გადამეტებით შეასრულა თავისი გეგმა“. …

სოცქსელებში ცუდი ინფორმაციები ვრცელდება – კადიროვი რუსეთის თავდაცვას საყვედურობს

„საინტერესო“ – ასე უწოდა ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა ხარკოვის ოლქში შექმნილ ვითარებას. კადიროვმა დღეს, 11 სექტემბერს, თავის ტელეგრამარხზე გამოაქვეყნა 11-წუთიანი ხმოვანი შეტყობინება, რომელშიც ბევრი საინტერესო რამ თქვა. კადიროვის თქმით, „სოციალურ ქსელებში ცუდი ინფორმაციები ვრცელდება“, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი არაფერი განმარტა – „ეს რატომ ხდება“. რამზან კადიროვმა ტელეგრამარხზე აუდიო მიმართვის ტექსტში მიმოიხილა უკრაინაში, კონკრეტულად კი ხარკოვის …

კადიროვის „უვადო შვებულება“ ჯერ არ დაწყებულა – კრემლის პრესმდივანი

რამზან კადიროვის ვიდეომიმართვას, რომელშიც ის „უვადო და ხანგრძლივ შვებულებაზე“ საუბრობს, კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. „ნამდვილად ვნახეთ მისი შეტყობინება, თუმცა, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით, თუ მე სწორად მესმის, ეს ნათქვამი ჯერ არ შესრულებულა… ჯერჯერობით გამოვდივარ იქიდან, რომ ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას განაგრძობს,“ – განაცხადა პესკოვმა. 3 სექტემბერს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ …

კადიროვს ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭეს

ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს, ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭეს. ჯილდო მას რესპუბლიკის მეთაურმა ლეონიდ პასეჩნიკმა გადასცა. ინფორმაციას და ჯილდოების გადაცემის კადრებს რუსული მედია ავრცელებს. პასეჩნიკმა მადლობა გადაუხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მცხოვრებლებს „უკრაინელ ნაცისტებთან ბრძოლაში დახმარებისთვის“ და დასძინა, რომ „ჩეჩნეთისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლებმა ერთიანი ძალებით გაათავისუფლეს ლუგანსკის ტერიტორია უკრაინელი ფაშისტებისგან“. პასუხად კადიროვმა ლეონიდ პასეჩნიკსა …

კადიროვი პუტინს სთხოვს კიევის აღების უფლება მისცეს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ვლადიმერ პუტინს სთხოვს, კიევის აღების უფლება მისცეს. „ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და შევასრულებთ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში. და ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პრეზიდენტს, ჩვენს უმაღლეს მთავარსარდალს, მოგვცეს ნება, ავიღოთ კიევი და შემდეგ გადავიდეთ სხვა, რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებზე, რომლებიც ცდილობენ ჩვენ …

მარიუპოლში ჩეჩნურ დანაყოფებს კადიროვის ახლო ნათესავი მეთაურობდა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 18 მაისის განახლებაში მარიუპოლის შესახებ ცნობებს აქვეყნებს და ქალაქისთვის ბრძოლებში ჩეჩენი მებრძოლების გამოყენებაზე წერს. დაზვერვის ცნობით, ჩეჩნური დანაყოფების გადაადგილებას მარიუპოლში პირადად აკონტროლებდა რამზან კადიროვი, მისი ახლო ნათესავი ადამ დელიმხანოვი კი საველე მეთაურის მოვალეობას ასრულებდა. „უკრაინის წინააღმდეგობის დასაძლევად, რუსეთი ფართოდ იყენებდა დამხმარე ძალებს. მათ შორის ჩეჩნურ დანაყოფებს, რომლებიც სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი მებრძოლისგან შედგებოდა …

Exit mobile version